• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
Forbes Georgia
No Result
View All Result
Home Forbes GREEN

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

by Davit Tsiramua
April 14, 2022
in Forbes GREEN, ეკონომიკა, ეკონომიკა, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გასულ კვირას დამაიმედებელი კვლევა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც 2021 წელს ქარისა და მზის ენერგიის წარმოებამ გლობალური ელექტროენერგიის 10% პირველად შეადგინა. მიუხედავად ამისა, გასულ წელს ქვანახშირისგან ენერგიის წარმოებაც მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ კლიმატური მიზნების შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯები პოზიტიური დამოკიდებულების შენარჩუნების მიზეზს ნამდვილად გვაძლევს.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის შემდგომ კომპანიების მდგრადი განვითარების შესამოწმებლად პირველადი დირექტივები მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტების საბჭომაც (ISSB) გამოაქვეყნა. გარდა ამისა, გაეროში, კორპორაციული კლიმატური დაპირებების შესამოწმებლად, ექსპერტთა ჯგუფი შეიქმნა.

რაც შეეხება ცალკეული ქვეყნების წარმატებებს, აღსანიშნავია კანადის ნახშირბადის ემისიების შემცირების გეგმა და მსოფლიო ბანკის მიერ თურქეთის „მწვანე სოფლის მეურნეობისთვის“ დამტკიცებული სესხი.

ბოლოს კი გრეტა ტუნბერგის გამოჩენაც უნდა ვახსენოთ, რომელმაც კლიმატური კრიზისის შესახებ რიგით მესამე წიგნის გამოცემა დააანონსა.

მზისა და ქარის ენერგიის წარმოებამ გლობალური ელექტროენერგიის 10% პირველად შეადგინა

ახალი კვლევის თანახმად,  2021 წელს, ქარისა და მზის ენერგიის წარმოებამ გლობალური ელექტროენერგიის 10% პირველად შეადგინა. კლიმატისა და ენერგეტიკული კვლევითი ცენტრ Ember-ის მონაცემებით, მსოფლიოს 50 ქვეყანა თავისი ენერგიის მეათედზე მეტს ქარისა და მზის წყაროებიდან იღებს.

ქარის, მზისა და სხვა სუფთა წყაროებიდან ენერგიის წარმოებამ 2021 წელს მსოფლიო ელექტროენერგიის 38% შეადგინა. პირველად ისტორიაში, მთლიანი ელექტროენერგიის 10% ქარის ტურბინებით და მზის პანელებით წარმოებულმა ენერგიამ მოიცვა. შედეგად, ქარისა და მზის წილი 2015 წელს, პარიზის კლიმატის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ, გაორმაგდა.

ქარისა და მზის ენერგიაზე ყველაზე სწრაფი გადასვლით ნიდერლანდები, ავსტრალია და ვიეტნამი გამოირჩევა. ამ ქვეყნებში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, წიაღისეული საწვავიდან ელექტროენერგიის მოთხოვნის მეათედი მწვანე წყაროებით ჩანაცვლდა. დანიაში კი  ელექტროენერგიის 50%-ზე მეტი ქარისა და მზის წყაროებიდან იწარმოება.

თუმცა განახლებადი წყაროების წილის ზრდის პარალელურად, 2021 წელს ქვანახშირისგან ენერგიის წარმოებაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქვანახშირის მოხმარების ზრდა უმეტესწილად აზიის ქვეყნებში, ჩინეთსა და ინდოეთში დაფიქსირდა. ამას ხელი შეუწყო გასულ წელს გაზის ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამაც, რის შედეგადაც ქვანახშირი ქვეყნებისთვის უფრო იაფ რესურსად გადაიქცა.

2021 წელს, კოვიდ-19-ის პანდემიიდან მსოფლიო ეკონომიკების აღდგენას ენერგიაზე მოთხოვნის ზრდაც მოჰყვა. Ember-ის კვლევის მიხედვით, გასულ წელს ელექტროენერგიის საჭიროების ზრდა მსოფლიო ქსელში ახალი ინდოეთის დამატების ეკვივალენტური იყო. ელექტროენერგიაზე მოთხოვნა რეკორდული ტემპით გაიზარდა, რის შედეგადაც 1985 წლის შემდგომ ქვანახშირის ენერგიის წარმოების ყველაზე სწრაფი, 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ISSB-ი კომპანიების მდგრადი განვითარების შესახებ სტანდარტების პირველ დირექტივებს აქვეყნებს

მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტების საბჭო (ISSB), კომპანიების მდგრადი განვითარების შესახებ ახალი გლობალური სტანდარტების პირველ დირექტივებს აქვეყნებს. ISSB-მა 29 ივლისამდე საჯარო კონსულტაციისთვის სტანდარტების ორი პროექტი გამოსცა. პროექტი წლის ბოლომდე ოფიციალურად უნდა შევიდეს ძალაში. შეგახსენებთ, რომ ISSB-ი გაეროს კლიმატურ კონფერენციაზე შეიქმნა. ISSB-ის მიზანი ინვესტორებისა და კაპიტალის ბაზრის სხვა მონაწილეებისთვის კომპანიების მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებაა.

REUTERS/Guglielmo Mangiapane

სტანდარტების შემოღებას მსოფლიო ლიდერები, წამყვანი ინვესტორები და მარეგულირებლები უჭერენ მხარს. ახალი წესებით, „გრინვოშინგისა“ და კომპანიების მიერ ბიზნესის მდგრადობასთან დაკავშირებული გაზვიადებული მონაცემების გამოქვეყნების რისკი მცირდება. „გრინვოშინგი“ კომპანიების მხრიდან საკუთარი ბიზნესსაქმიანობის მწვანედ წარმოჩენით, მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანას ნიშნავს.

ISSB-მა ორი ახალი სტანდარტი წარადგინა, ქვეყნებს კი საშუალება ექნებათ, თავად გადაწყვიტონ, გახდიან თუ არა რეგულაციებს სავალდებულოს. პირველი, კომპანიის ზოგად მდგრადობასთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშგებების საჯაროობას გულისხმობს, ხოლო მეორე კლიმატთან დაკავშირებული კონკრეტული დეტალების გამჟღავნების მოთხოვნას მოიცავს, რომლებიც “Scope 1-3”-ის ემისიებს ეხება. პირდაპირი და არაპირდაპირი ემისიები, შესაბამისად, Scope 1-ისა და Scope 2-ის სახელითაა ცნობილი, ხოლო მიმწოდებლისა და პარტნიორის მიერ გამომუშავებულ ემისიებს Scope 3 ეწოდება.

ISSB-ი ახალ სტანდარტებზე მუშაობას ევროკავშირთან და აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელ კომისიასთან (SEC) ერთად გეგმავს. გასულ კვირას SEC-მაც შეიმუშავა მსგავსი წესდება, რომელიც აშშ-ის სიაში შესულ კომპანიებს კლიმატთან დაკავშირებული რისკებისა და სათბური აირების ემისიების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ავალდებულებს.

გაერომ, კომპანიების მიერ წმინდა ნულოვანი დაპირებების შესრულების გასაკონტროლებლად, ჯგუფი შექმნა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ჯამში 16 ექსპერტით დაკომპლექტებული ჯგუფი წარადგინა, რომლებიც, წმინდა ნულოვანი ემისიების მისაღწევად, კორპორაციულ დაპირებებს განიხილავენ.

REUTERS/Carlo Allegri

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფი კომპანიების, ინვესტორების, ქალაქებისა და რეგიონების წმინდა ნულოვან გეგმებს გააანალიზებს და მათი დაპირებების შესასრულებლად მკაცრ და გამჭვირვალე სტანდარტებს დანერგავს. ჯგუფის შექმნის შესახებ ნოემბერში გამართულ გაეროს კლიმატურ სამიტზე გახდა ცნობილი.

კლიმატის ინსტიტუტის ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, ჯამში 25 კორპორაციის შესწავლით დადგინდა, რომ მსოფლიოს ბევრი უმსხვილესი კომპანია სულაც  ვერ აღწევს საკუთარ დასახულ კლიმატურ მიზნებს. გარდა ამისა, ისინი რეგულარულად აზვიადებენ და არასწორ ინფორმაციას აქვეყნებენ მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით. მსგავს კომპანიებს შორის კი ისეთი გიგანტები არიან, როგორიცაა Google-ი, Amazon-ი, Ikea, Apple-ი და Nestle.

ამავდროულად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონგრესის კომიტეტმა ნავთობკომპანიების საბჭოს წევრებისგან კლიმატური მიზნების მიღწევის შესახებ გეგმების დაზუსტება მოითხოვა. გარდა ამისა, გარემოსდაცვითმა ჯგუფმა, მიმდინარე თვის დასაწყისში, Shell-ს წმინდა ნულოვანი ემისიების მისაღწევად არასათანადო მომზადებისთვის უჩივლა.

ექსპერტების ჯგუფი მცირე ტექნიკური სამდივნოს მიერ იქნება მხარდაჭერილი, რომელიც გაეროში განთავსდება და მთელი წლის განმავლობაში რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრას გამართავს.

„სწრაფი მოდის“ დასასრული: ევროკავშირს ეკოდიზაინის წესების გაფართოება სურს

ევროკავშირს ეკოდიზაინის წესების გაფართოება სურს, რაც სამომავლოდ ყველა პროდუქტს, მათ შორის ტექსტილსაც შეეხება. კანონმდებლობის შემოღება, დიდი ალბათობით, 2030 წლისთვის „სწრაფი მოდის“ დასასრულის გამომწვევი მიზეზი გახდება. ახალი წესების თანახმად, ტანსაცმელი, ავეჯი და სმარტფონები უფრო გამძლე, მარტივად შესაკეთებელი და გადასამუშავებელი გახდება.

ინიციატივა მდგრადი წარმოების ტექსტილის ბაზრის გაძლიერებას ისახავს მიზნად. სტრატეგია პროდუქტის გამოყენების ყველა ეტაპს, მათ შორის დიზაინს, შეკეთებას და გადამუშავებას მოიცავს. გარდა ამისა, ევროკავშირი კომპანიებისგან გადაყრილი გაუყიდველი  საქონლის რაოდენობის გამჟღავნებასაც მოითხოვს. ევროკომისიას სურს, 2030 წლისთვის, ევროკავშირის ბაზარზე წარმოდგენილი ტექსტილი მეტად გამძლე, ადვილად გადასამუშავებელი და დიდწილად გადამუშავებული ბოჭკოსგან იყოს დამზადებული.

გლობალურად ტანსაცმლის მხოლოდ 1%-ზე ნაკლებია გადამუშავებული. ევროპული გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, ევროპაში ტანსაცმლის გამოყენება გარემოსა და კლიმატზე გავლენის სიდიდით მეოთხეა. გარემოსა და კლიმატზე ტანსაცმლის წარმოების გავლენა მხოლოდ ისეთ უმსხვილეს სფეროებს ჩამორჩება როგორიცაა: საკვების, საცხოვრებლის და ტრანსპორტის წარმოება.

ეკოდიზაინის წესებს უახლოეს მომავალში საბჭო და ევროპარლამენტი განიხილავს, თუმცა  კონკრეტული პროდუქტების რეგულირების შესახებ გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არაა. პირველი რაუნდისთვის რეგულაციები სავარაუდოდ ლეიბებსა და ხალიჩებს შეეხება, სამომავლოდ კი ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე გავრცელებაც განიხილება. მნიშვნელოვანია, რომ ახალი კანონმდებლობის დანერგვას დიდი გავლენა ექნება მსოფლიოზეც, რადგან ევროკავშირში ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ტექსტილის თითქმის სამი მეოთხედი იმპორტირებულია.

კანადამ, 2030 წლის კლიმატური მიზნების მისაღწევად, $7.3-მილიარდიანი გეგმა შეადგინა

კანადამ 2030 წლისთვის კლიმატური მიზნების მისაღწევად დეტალური სქემა წარადგინა, რომელიც ნახშირბადის ემისიების შემცირებისთვის $7.3 მილიარდი მოცულობის თანხის გამოყოფასაც ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა უკვე წლებია, დასახულ კლიმატურ მიზნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

REUTERS/Jennifer Gauthier

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კანადამ კლიმატური კრიზისის დასაძლევად ყოვლისმომცველი გეგმა წარადგინა. ემისიების შემცირების გეგმის (ERP) თანახმად, ქვეყანას სურს, 2030 წლისთვის ნახშირბადის ემისიები 2005 წლის დონესთან შედარებით 40-45%-ით შეამციროს. გარდა ამისა, მთავრობის მიერ დაწესებული მანდატით, 2030 წლისთვის გაყიდული მანქანების 60% ნულოვანი ემისიის უნდა იყოს, მათი რიცხვი 2035 წლამდე კი 100%-მდე უნდა გაიზარდოს.

ემისიების შემცირების გეგმის შუალედური მიზანი, 2026 წლამდე, ნახშირბადის ემისიების 2005 წელთან შედარებით 20%-ით შემცირებასაც ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის გეგმა, 2030 წლისგან განსხვავებით, ოფიციალური მიზანი არაა, ის გახდება ძირითადი საზომი იმისა, შეძლებს თუ არა კანადა საბოლოო შედეგის მიღწევას.

დღემდე კანადამ მის მერ დასახული ვერცერთი კლიმატური გეგმა ვერ შეასრულა. ქვეყანა მსოფლიოში ნავთობის მეოთხე უმსხვილესი მწარმოებელია, ნახშირბადის დამაბინძურებელ სახელმწიფოებს შორის კი მე-10 ადგილზეა. კანადაში დაბინძურების მხრივ ნავთობისა და გაზის ინდუსტრიები ლიდერობენ, რომელთაც სატრანსპორტო სექტორი მოჰყვება.

მსოფლიო ბანკმა თურქეთს „მწვანე სოფლის მეურნეობის“ გასაძლიერებლად $341-მილიონიანი სესხი დაუმტკიცა

მსოფლიო ბანკმა თურქეთს, მდგრადი და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის სექტორისა და „კლიმატურად ჭკვიანი“ ტექნოლოგიების განვითარებისთვის, $341-მილიონიანი სესხი დაუმტკიცა.

AA Photo

თურქეთის კლიმატურად ჭკვიანი და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის ზრდის პროექტი (TUCSAP) თითქმის 14 მილიონ ჰექტარზე მიწისა და ნიადაგის შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და გამოყენებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის გაუმჯობესებას, ტექნოლოგიების გამოყენებით რესურსების ეფექტიანობის ზრდასა და ნახშირბადის ემისიების შემცირებას.

2020 წელს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი დაახლოებით $20.7 მილიარდით გაიზარდა და ეროვნული ექსპორტის დაახლოებით 10% შეადგინა. მსოფლიო ბანკმა აღნიშნა, რომ TUCSAP-ის პროექტი სოფლის მეურნეობის სექტორის გრძელვადიან და მდგრად ზრდას შეუწყობს ხელს, გარე მიგრაციის პრევენციას უზრუნველყოფს და ახალგაზრდებისთვის ახალ სამუშაო შესაძლებლობებს შექმნის. საბოლოო ჯამში, TUCSAP-ის პროექტის განხორციელებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება თურქეთში სასოფლო დასახლებების კეთილდღეობა.

სოფლის მეურნეობა თურქეთის სათბური აირების ემისიების 13%-ს მოიცავს. პარიზის ხელშეკრულების თანახმად, თურქეთი 2053 წლისთვის ნახშირორჟანგის წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევას გეგმავს.

გრეტა ტუნბერგი კლიმატური კრიზისის შესახებ წიგნს გამოსცემს

გრეტა ტუნბერგი ახალ წიგნს გამოსცემს, რომელიც ერთგვარი „გლობალური მიმოხილვა იქნება იმის შესახებ, თუ როგორ უკავშირდება პლანეტის მრავალი კრიზისი ერთმანეთს“. წიგნი შემოდგომაზე, გამომცემლობა Penguin-ის მიერ გამოქვეყნდება.

Kim Jakobsen/Penguin

ტუნბერგის განცხადებით, მისი ახალი წიგნი კლიმატურ, ეკოლოგიურ და მდგრადობასთან დაკავშირებულ კრიზისებს აერთიანებს. როგორც წიგნის ავტორი მიიჩნევს, კლიმატური კრიზისი მხოლოდ სიმპტომური ნიშანია იმ გაცილებით დიდი კატასტროფის, რასაც მდგრადობასთან დაკავშირებული კრიზისი ეწოდება. ტუნბერგს სურს, რომ წიგნი დაეხმაროს მკითხველს ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული კრიზისების მნიშვნელობისა და შედეგების გაანალიზებაში. ტუნბერგმა სამი წიგნი, მშობლებისა და დის თანაავტორობით უკვე გამოსცა, ესენია: Scenes from the Heart-ი, Our House Is on Fire და No One Is Too Small to Make a Difference-ი.

კლიმატის შესახებ წიგნის შექმნის პროცესში ტუნბერგმა 100-მდე ადამიანი ჩართო. მათ შორის იყვნენ მეცნიერები იოჰან როკსტრომი, კეტრინ ჰეიჰო, ასევე ეკონომისტი თომას პიკეტი და რომანისტი მარგარეტ ეტვუდი. გარდა ამისა, წიგნში ეტვუდი საუბრობს საკუთარ გამოცდილებაზე, „გრინვოშინგის“ დამღუპველ გავლენაზე და მას ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად ასახელებს.

გრეტა ტუნბერგი 15 წლის ასაკიდან კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების შემოღებას ითხოვს. ტუნბერგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გარემოსდამცველია, რომელიც 2019 წელს ჟურნალ Time-ის მიერ დასახელებული ყველაზე ახალგაზრდა პიროვნება გახდა. გარდა ამისა, ტუნბერგი ნობელის მშვიდობის პრემიაზე სამჯერ იყო ნომინირებული.

Previous Post

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

Next Post

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.