Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

გარემოსდაცვითი ინიციატივის ფარგლებში, დუბაიში ხელოვნური საზღვაო რიფის პირველი მოდულები წარადგინეს

by იზა გვარამაძე
May 21, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
გარემოსდაცვითი ინიციატივის ფარგლებში, დუბაიში ხელოვნური საზღვაო რიფის პირველი მოდულები წარადგინეს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

დუბაის რიფის (Dubai Reef) პროექტი ხელოვნური რიფის პირველი მოდულების წარდგენით გაიხსნა. პროექტი დუბაის ეკოლოგიურ მდგრადობაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა ზომის 20 ათასი ხელოვნური რიფის მოდული დუბაის წყლების 600 კვადრატულ კილომეტრ ფართობს დაფარავს. თითოეული მოდულის მოცულობა 400 000 კუბურ მეტრზე მეტი იქნება.

„დუბაის რიფის პროექტი არაბეთის გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და დუბაის მმართველი შეიხის, მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის შორსმიმავალ ხედვას ადასტურებს. რიფების ეკოსისტემები საზღვაო სიცოცხლის დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, უზრუნველყოფს სიცოცხლის უნიკალურ წყაროს. პროექტი ახალ სიცოცხლეს მოუტანს ქალაქის სანაპირო წყლებს და ხელს შეუწყობს გლობალურ კონსერვაციას. ასევე, მნიშვნელოვან გრძელვადიან გავლენას მოახდენს გარემოსა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც მომავალი თაობებისთვის მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად დუბაის ვალდებულებას შეესაბამება “, – განაცხადა დუბაის პრინცმა და დუბაის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, შეიხმა ჰამდან ბინ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა.

პროექტის საშუალებით, ქალაქის ძირითადი პარტნიორები დუბაისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ისეთი საერთო სტრატეგიული მიზნებისა და ამბიციების მისაღწევად გაერთიანდნენ, როგორიცაა, დუბაის ეკონომიკური დღის წესრიგი (D33), UAE Green Agenda 2030 და UAE სტრატეგია კლიმატის ნეიტრალიტეტისთვის 2050 წლისთვის.

2021 წელს ხელოვნური რიფის კონცეფციის პირველი ვერსია დამტკიცდა და პროექტის საპილოტო ნაწილი გაეშვა. დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტთან (DET) თანამშრომლობით, დუბაის გარემოსა და კლიმატის ცვლილების ახალი ორგანო (DECCA) დაფუძნდა, რომელიც მთავარ როლს ასრულებს პროექტის წარმატებით განხორციელებაში. DECCA-ს გენერალური დირექტორი, აჰმედ მუჰამედ ბინ თანი დუბაის რიფის პროექტის აქტიურ მხარდაჭერას აგრძელებს და კიდევ უფრო აძლიერებს საამიროს როლს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. დუბაის ტურიზმის დეპარტამენტის სტრატეგიულ პარტნიორებს შორისაა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პორტის ოპერატორი DP World, დუბაის სავაჭრო პალატა, დეველოპერული კომპანია Nakheel, პორტების, საბაჟო და თავისუფალი ზონის კორპორაცია, ასევე ავიახაზები Emirates.

„დუბაის რიფის პროექტი თევზისა და ზღვის სხვა ბინადრების მოზიდვასა და პოპულაციების ზრდის სტიმულირებისთვის ხელსაყრელ გარემოს უზრუნველყოფს.

2021 წელს ჩვენ რიფების წამყვან დეველოპერთან, HaejooX-თან გავერთიანდით, რათა დუბაიში ხელოვნური რიფების ეფექტურობის შესასწავლად ორწლიანი საპილოტო პროექტი განგვეხორციელებინა. კვლევაში თევზის რაოდენობისა და სახეობის დასადგენად გამოყენებული იყო თანამედროვე ტექნოლოგიები და სამგანზომილებიანი სკანირების სისტემა. მიღებულმა მონაცემებმა ცხადყო  საზღვაო ფაუნის მრავალფეროვნების მნიშვნელოვანი ზრდა“, – განაცხადა DECCA-ს გენერალურმა დირექტორმა აჰმედ მუჰამედ ბინ თანიმ.

დუბაის რიფის პროექტი სტრატეგიული ინვესტიციაა, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზღვაო სიცოცხლის შენარჩუნებასა და გარემოს მდგრადობაში. პროექტის მიზნები მოიცავს ბიომრავალფეროვნების გაზრდას, დუბაის სანაპირო და საზღვაო ეკოსისტემების დაცვას, თევზის პოპულაციის შენარჩუნებას და ეკოსისტემის მდგრადობის გაუმჯობესებას. პროექტი ასევე ახალისებს ბუნებისადმი პასუხისმგებლობიან ქცევას; ხელს უწყობს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ეკოტურიზმს, ასევე დუბაის საზღვაო მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

ოკეანის კვლევებითა და კონსერვაციით დაინტერესებულმა ცნობილმა ინვესტორმა და არაერთი ფილანთროპიული პროექტის მხარდამჭერმა რეი დალიომ დუბაის რიფის პროექტს მაღალი შეფასება მიანიჭა: „აღფრთოვანებული ვარ ამ თამამი პროექტით, რომელიც ოკეანის აღდგენის მნიშვნელობის შესახებ გლობალურ ცნობიერებას ამაღლებს და გარემოს აჯანსაღებს. პროექტი ასევე შექმნის გასაოცარ რეკრეაციულ პარკს. დუბაი კიდევ ერთხელ გამოავლენს თავის უნარს განახორციელოს ამბიციური პროექტები შეიხ ჰამდანის მჭიდრო მეთვალყურეობით. ეს შთამბეჭდავი პროექტია საოცარ ადგილას, გამოჩენილი ლიდერის ხელმძღვანელობით“, – აღნიშნა მან. S

დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის შესახებ:

დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტი (DET) მიზნად ისახავს დუბაის მთავრობის მხარდაჭერა გლობალურ ეკონომიკასა და ტურიზმში საამიროს კონკურენტუნარიანობის გაზრდაში, დუბაის, როგორც მსოფლიოს მოწინავე კომერციული ცენტრის, საინვესტიციო ჰაბისა და ტურისტული დანიშნულების ადგილის პოზიციონირებას ხელშეწყობა. DET ძალისხმევას მიმართავს დუბაის დივერსიფიცირებული, ინოვაციური და სერვისზე დაფუძნებული ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის, მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტების მოსაზიდად და პროდუქტიულობის ზრდის დასაჩქარებლად. ამასთანავე, DET მხარს უჭერს დუბაის აღქმას, როგორც საცხოვრებლად და სამუშაოდ მსოფლიოში საუკეთესო ქალაქისა, პოპულარიზაციას უწევს ქალაქს და წარმოაჩენს მასში ცხოვრების შესანიშნავ ხარისხს.

DET პასუხისმგებელია დუბაის ბიზნესისა და ტურიზმის სექტორების დაგეგმვაზე, ზედამხედველობაზე, განვითარებასა და მარკეტინგზე. ის ასევე პასუხისმგებელია ყველა ტიპის ბიზნესის, მათ შორის სასტუმროების, ტუროპერატორებისა და ტურისტული აგენტების ლიცენზირებასა და კლასიფიცირებაზე. DET-ის პორტფოლიო მოიცავს: დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის კორპორაციას, დუბაის ფესტივალებსა და საცალო ვაჭრობას, დუბაის წარმოებასა და ექსპორტს, დუბაის საინვესტიციო განვითარების სააგენტოს (Dubai FDI) და დუბაის მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე დუბაის ტურიზმის კოლეჯს, დუბაის კალენდარს და დუბაის ბიზნეს ღონისძიებებს.

Previous Post

I კვარტალში ბაკურიანში ბინების ფასი 2.7%-ით გაიზარდა, გუდაურში კი 1.7%-ით შემცირდა

Next Post

თურქეთი ევროპაში ქვანახშირით ელექტროენერგიის უმსხვილესი გამომუშავებული გახდა

იზა გვარამაძე

Next Post
თურქეთი ევროპაში ქვანახშირით ელექტროენერგიის უმსხვილესი გამომუშავებული გახდა

თურქეთი ევროპაში ქვანახშირით ელექტროენერგიის უმსხვილესი გამომუშავებული გახდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result