Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე ბიზნესი

Galt & Taggart – საქართველოს #1 საინვესტიციო ბანკი | ინტერვიუ ოთარ შარიქაძესა და ზურაბ ქოქოსაძესთან

by გიორგი არონია
March 2, 2023
in ბიზნესი, ინტერვიუ, პარტნიორის კონტენტი, საქართველო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
Galt & Taggart – საქართველოს #1 საინვესტიციო ბანკი | ინტერვიუ ოთარ შარიქაძესა და ზურაბ ქოქოსაძესთან
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, რომელიც გლობალურ ფინანსურ სამყაროს ყოველწლიურად აფასებს, ტრადიციას არც წელს უღალატა და 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკების სია გამოაქვეყნა, რომელშიც ქართული ბანკიც მოხვდა – გამოცემამ Galt & Taggart-ი საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.

რას ნიშნავს და რა მდგენელებს ეფუძნება Global Finance-ის მიერ აღიარება Galt & Taggart-ისთვის და „საქართველოს ბანკისთვის“ და საერთოდ, რა როლი აქვს საინვესტიციო ბანკის მომსახურებას საქართველოში – Forbes Georgia სწორედ ამ და სხვა საკითხებით დაინტერესდა, რისთვისაც Galt & Taggart-ის მმართველ პარტნიორს, ოთარ შარიქაძეს და „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს, ზურაბ ქოქოსაძეს ვესაუბრეთ.

რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია Global Finance-ის მიერ საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარება Galt & Taggart-ისთვის?

ოთარ შარიქაძე: Global Finance-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფინანსური გამოცემაა, რომელიც 1987 წლიდან ოპერირებს. მისი შეფასებები მსოფლიოს ფინანსურ საზოგადოებაში რამდენიმე ათეული წელია, აღიარებულია როგორც უმაღლესი სტანდარტის საზომი. Global Finance-ის ჟურნალმა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკების სია წელს 24-ედ გამოავლინა. ამ სიაში Galt & Taggart-ის კვლავ დასახელება, J.P Morgan-ის, Societe Generale-ის, Goldman Sachs-ის, Morgan Stanley-ისა და მსოფლიოს წამყვან სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს შორის, უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტია. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ Galt & Taggart-ი სწორი მიმართულებით ვითარდება და იზრდება. ამასთან, ეს წარმატება კლიენტის ნდობის გარეშე არ მიიღწევა და Galt & Taggart-ის სახელით მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, კლიენტსა და მომხმარებელს, ვინც ჩვენთან თანამშრომლობს და ჩვენი სერვისებით სარგებლობს.

კონკრეტულად რა მდგენელებს ეფუძნება ეს აღიარება და რა გააუმჯობესეთ უკანასკნელი წლის განმავლობაში? რა როლი ჰქონდა ამ აღიარებაში გასულ წელს გამოშვებულ ფასიან ქაღალდებს და მწვანე ობლიგაციებს? 

ოთარ შარიქაძე: შერჩევის პროცესი ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობის დეტალურ კვლევას და ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებას ეფუძნება. გამარჯვებულების გამოვლენისთვის ყურადღება ექცევა არაერთ ფაქტორს, მათ შორისაა: საინვესტიციო ბანკის ბაზრის წილი, ბოლო თორმეტ თვეში  განხორციელებული გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, სერვისები და კომპანიის ახალი და ინოვაციური შეთავაზებები.

გასული წელი რეკორდული იყო კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ემისიების გამოშვებისა და განთავსების თვალსაზრისით. განვახორციელეთ ექვსი ემიტენტი კომპანიის (მათ შორის სამი ახალი ემიტენტის) შვიდი საჯარო ემისია, რომელთა ჯამურმა მოცულობამ 495 მილიონი ლარი შეადგინა – მათ შორის განთავსდა 155 მილიონი აშშ დოლარისა და 50 მილიონი ლარის კორპორაციული ობლიგაციები. ამასთან, ქართულ ბაზარზე პირველი ადგილობრივი მწვანე ბონდიც განვათავსეთ, რომელიც ყველაზე დიდი კორპორაციული ობლიგაციების ემისია იყო ადგილობრივი ბაზრის ისტორიაში (GRPO-ს 80 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები.)

2022 წელს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამას“, რომელიც ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამამ ფასიანი ქაღალდების საჯარო ემისიებისთვის საქართველოს კაპიტალის ბაზრის ახალი პოტენციალი გამოავლინა. პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადი ფასიანი ქაღალდის გამოშვებით დაინტერესებულმა ოცმა კომპანიამ შეიტანა, რაც ძალიან დიდი დაინტერესება იყოს ჩვენი ბაზრისთვის.

პარალელურად ამისა, გასულ წელს არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება ჩავატარეთ, მათ შორის IFC-ის და EBRD-ის მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით, რომლებზეც ყურადღება მწვანე დაფინანსებასა და აქციების პირველად საჯარო შეთავაზებებზე გავამახვილეთ.

კვლევების დეპარტამენტს რაც შეეხება, გასული წლის განმავლობაში ასზე მეტი საჯარო კვლევა და პრეზენტაცია მოვამზადეთ საქართველოს ეკონომიკისა და მისი სხვადასხვა სექტორის  შესახებ. ამასთან, გლობალური საფონდო ბირჟების მიმოხილვაც განვაახლეთ. ჩვენი სექტორული კვლევებითა და მიზანშეწონილობის გეგმებით წამყვან უცხოელ და ქართველ ინვესტორებს სხვადასხვა სექტორში 200 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის საინვესტიციო პროექტებში დავეხმარეთ.

სიახლეები გვაქვს მიმდინარე წელსაც: 2023 წლის დასაწყისში მუშაობა დავასრულეთ რეგიონში პირველ სოციალურ ობლიგაციაზე, რომელიც ქვეყნის წამყვანმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალმა“ გამოუშვა – ამ გარიგებით მოზიდული თანხა სრულად მოხმარდება ქალთა ბიზნესის დაფინანსებას.

რას ნიშნავს Galt & Taggart-ის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარება „საქართველოს ბანკისთვის“ და მისი კორპორაციული კლიენტებისთვის?

ზურაბ ქოქოსაძე: Galt & Taggart-ის ეს წარმატება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. Galt & Taggart-ი ჩვენს კორპორაციულ კლიენტებს მოზიდული სახსრების დივერსიფიცირებაში ეხმარება ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების განთავსებით.  ამასთანავე, მეტად მნიშვნელოვანი როლი აქვს მის კვლევით გუნდს, რომელიც ჩვენს კლიენტებს ბიზნესის სწორად წარმართვასა და კორპორაციული მმართველობის გაუმჯობესებაში ეხმარება, რაც გულისხმობს როგორც სწორი საინიციატივო სქემების შემუშავებას, ასევე გამართული კორპორაციული სტრუქტურის შერჩევას საერთო ჯამში, ის ძალისხმევა, რომელსაც Galt & Taggart-ი მის საქმეში დებს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი კლიენტებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.

რა როლი აქვს საინვესტიციო ბანკს კორპორაციულ კლიენტებთან ურთიერთობაში და შეიცვალა თუ არა ბოლო წლებში პარტნიორობის მთავარი მდგენელები?

ოთარ შარიქაძე: ქართული კომპანიები, წლიდან წლამდე, საინვესტიციო ბანკის სხვადასხვა სერვისით სულ უფრო და უფრო ინტერესდებიან. დაინტერესება განსაკუთრებით დიდია საკონსულტაციო მიმართულებით და  დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციის მიმართ – კაპიტალის ბაზარზე დაფიქსირებული გაზრდილი აქტიურობა ამ ტენდენციის ნათელი მაგალითია. ჩვენი მომხმარებლები საკონსულტაციო მომსახურებას კომპანიების ყიდვა-გაყიდვის შემთხვევაშიც იღებენ.

Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება – იკვეთება ტენდენცია, რომლის მიხედვით კომპანიები ბიზნესგადაწყვეტილებებს  მონაცემებზე და კვლევებზე დაყრდნობით იღებენ.

რამდენად დიდია მოთხოვნა საინვესტიციო ბანკის მომსახურებაზე და საერთოდ, როდის დგება ის გარდამტეხი მომენტი, რომელიც კომპანიებს აგრძნობინებს, რომ კომპანიის განვითარების გზა სწორედ საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობაზე გადის?

ზურაბ ქოქოსაძე: თავდაპირველად, ჩვენს კლიენტებს საკუთარ მომსახურებას ჩვენ ვთავაზობდით – ვურეკავდით და ვეუბნებოდით, რა სერვისების შეთავაზება შეგვეძლო. ოპერირების პირველ წლებში კლიენტებს ვარწმუნებდით, რომ სწორი კორპორაციული მმართველობა, გამჭვირვალობა და რეპორტინგი მნიშვნელოვანია და მათ საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე კაპიტალის მოზიდვაში დაეხმარებათ. დღეს, Galt & Taggart-ისგან კონსულტაციას კომპანიები თავად ითხოვენ და, შესაბამისად, საინვესტიციო ბანკის გუნდი კლიენტებისთვის მათ ინტერესებზე, საჭიროებებსა და სფეროზე მორგებულ კონკრეტულ გადაწყვეტებს ქმნის.

 

Global Finance-ი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფინანსური გამოცემაა, რომელიც 1987 წელს დაფუძნდა – დღეს მას მკითხველები მსოფლიოს 193 ქვეყანაში ჰყავს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკვე ოცდათექვსმეტი წელია, რაც Global Finance-ი გლობალურ ფინანსურ საზოგადოებაში უმაღლესი სტანდარტის საზომია. საუკეთესო ორგანიზაციების დასახელების პროცესში, გამოცემა სხვადასხვა კვლევის შედეგებს და ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებას იყენებს. გამარჯვებულების ვინაობას, როგორც წესი, კომპანიის ბაზრის წილი, ბაზარზე მათი რეპუტაცია, კონკურენტუნარიანობა და ინოვაციები განაპირობებს.

S

Previous Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წიგნების თაროს სტუდენტური სეზონი იწყება – დარეგისტრირდი და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები

Next Post

ილონ მასკმა ინვესტორებთან შეხვედრა გამართა | TESLA-ს აქციების ფასი 6%-ით დაეცა

გიორგი არონია

"მიმოვიხილავ ეკონომიკურ საკითხებს, კერძოდ კი - საყოველთაო საბაზისო შემოსავალს. ვარ IE University-ს პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრი."

Next Post
ილონ მასკმა ინვესტორებთან შეხვედრა გამართა | TESLA-ს აქციების ფასი 6%-ით დაეცა

ილონ მასკმა ინვესტორებთან შეხვედრა გამართა | TESLA-ს აქციების ფასი 6%-ით დაეცა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result