Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

გაიცანით ელენე ბეთლემიშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი გორიდან – პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

by იზა გვარამაძე
November 7, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
გაიცანით ელენე ბეთლემიშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი გორიდან – პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

პედაგოგები, რომლებიც მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, სწავლის სურვილს აღვიძებენ, სამყაროს უკეთესობისკენ ცვლიან. ამ გზაზე მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა საკუთარი საქმის გულწრფელი სიყვარულია. სწორედ ამ მონდომების აღიარებისთვის შეიქმნა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომლის მთავარი მხარდამჭერიც საქართველოს ბანკია.

კონკურსის ერთ-ერთი ფინალისტი წელს ელენე ბეთლემიშვილია, გორის მე-3 და მე-8 საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი. ელენეს პროფესიული გზა სწორხაზოვანი არ ყოფილა:

“ვიწყებდი, სხვადასხვა მიზეზით ვჩერდებოდი, ისევ ვბრუნდებოდი, მაგრამ ყოველი დაბრუნება ახალი იდეებითა და ენერგიით იყო სავსე. დღეს რომ ვფიქრობ, სწორედ ეს მცდელობები მაძლევდა ყველაზე ღირებულ გამოცდილებას. მასწავლებლობის არჩევა ჩემთვის არასოდეს ყოფილა მხოლოდ პროფესია – ეს იყო ბავშვებთან ყოფნისა და სამყაროს მათთან ერთად აღმოჩენის შინაგანი სურვილი”.

ელენე გვიზიარებს, რომ მისი სწავლების მთავარი პრინციპი მხოლოდ ცოდნის გადაცემა არ არის:

“მთავარი პრინციპი ჩემთვის მოსწავლის ხედვის, ინიციატივისა და საკუთარი თავის რწმენის გაღვიძებაა. ყველაზე მეტად ვაფასებ იმ მომენტებს, როცა ბავშვი თვითონ პოულობს გზას პრობლემის გადასაჭრელად, იაზრებს, რომ შეუძლია. მოსწავლეებს მუდმივად ვუსმენ. ვაძლევ სივრცეს, რომ გამოავლინონ საკუთარი ინტერესები, რომლებსაც გაკვეთილში ვაერთიანებ. ეს შეიძლება იყოს წიგნის კითხვა, ხელოვნება ან ტექნოლოგიები. მთავარია, რომ ბავშვმა იგრძნოს, სკოლა არის ადგილი, სადაც მისი ინტერესები ფასდება”.

ბავშვის განვითარებაზე დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს, ელენეც ყოველთვის ცდილობს, პატარა მოსწავლეების მეგობარი გახდეს:

“ეს მათი პირველი ნაბიჯებია სკოლის სამყაროში. მნიშვნელოვანია მოთმინება, ნდობის მოპოვება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მათ გაუჩნდებათ კითხვა, სურვილი. ვცდილობ, სწავლის პროცესი მათი ინიციატივებით იყოს სავსე: პროექტებით, თამაშებით, რეფლექსიით. ვასწავლი, როგორ მოიძიონ გზები, როგორ დაგეგმონ და როგორ არ დანებდნენ პირველივე სირთულეზე. ვაჩვენებ, რომ შეცდომა არა დამარცხება, არამედ ახალი შესაძლებლობაა. ასე იბადება სწავლის, აღმოჩენისა და შექმნის ჟინი”.

კონკურსის ფინალისტობა ელენესთვის არა მხოლოდ ინდივიდუალური აღიარება, არამედ გზავნილია, რომ მასწავლებლის საქმე ქვეყნის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია:

“ეს კონკურსი ქმნის სივრცეს, სადაც ვსწავლობთ ერთმანეთისგან, ვუზიარებთ გამოცდილებას და ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ სკოლა არის ცვლილებებისა და შთაგონების ადგილი”.

ელენემ მომავალ მასწავლებლებს რჩევებიც გაუზიარა:

“არ დაიზაროთ მოსმენა და დაკვირვება. ნუ ეცდებით ყველაფრის სწრაფად მიღწევას. ეს პროფესია მოთმინებასა და ემპათიას მოითხოვს. თუ საქმეს სიყვარულითა და ინტერესით მიუდგებით, ყველაზე რთული დღეებიც შთაგონებად გადაიქცევა”.

ინფორმაციისთვის, ამ კონკურსის ისტორია საქართველოში 2017 წლის 13 მაისიდან იწყება. ინიციატივა გლობალურ კამპანიას, The Global Teacher Prize-ს ეკუთვნის, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. პროექტის მხარდამჭერები არიან: მთავარი მხარდამჭერი- საქართველოს ბანკი, გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.

ნახე, რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი: ganatleba.bog.ge

S

Previous Post

Tesla-ს აქციონერებმა მასკის ანაზღაურების $1-ტრილიონიან გეგმას მხარი დაუჭირეს

Next Post

„არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube-პოდკასტი დაიწყო

იზა გვარამაძე

Next Post
„არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube-პოდკასტი დაიწყო

„არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube-პოდკასტი დაიწყო

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result