Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

გაიცანი საქართველოს ბანკის Chevening-ის სტიპენდიატები

by იზა გვარამაძე
September 4, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
გაიცანი საქართველოს ბანკის Chevening-ის სტიპენდიატები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამისთვის, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის ერთ-ერთი Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამაა.

2013 წლიდან საქართველოს ბანკი Chevening-ის პროგრამის პარტნიორია. ინიციატივის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად სტიპენდიატებს ასახელებს, რომლებსაც დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლას სრულად უფინანსებს.

საქართველოს ბანკის სტიპენდია უკვე 30-ზე მეტ სტუდენტს აქვს მოპოვებული. მათ რიცხვს კი წელს მარიამ მაჭარაშვილი, ლევან თევდორაძე და ნანა გელაშვილი შეემატნენ.

ნანა ლიდსის უნივერსიტეტში განათლების პროგრამაზე ჩაირიცხა, მარიამი ექსეტერის უნივერსიტეტში ინკლუზიურ განათლებას ისწავლის, ლევანმა კი ლონდონის კინგის კოლეჯის პოლიტიკური ეკონომიის სამაგისტრო პროგრამა აირჩია.

Chevening-ი არის შესაძლებლობა, მეტად ჩაუღრმავდე საკუთარ მიზნებს

Chevening-ის პროგრამაში მონაწილეობის მიზეზებზე საუბრისას მარიამი, ლევანი და ნანა მსოფლიოში ცნობილ უნივერსიტეტებში სწავლას, გამორჩეულად საინტერესო პროგრამებსა და საქართველოს სამომავლო განვითარებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობას ასახელებენ. სამივე სტიპენდიატისთვის განსაკუთრებულად საამაყოა პროგრამაში მონაწილე უნივერსიტეტების პრესტიჟულობა და Chevening-ის ქსელის წევრთა შორის ყოფნა.

აპლიკაციის შევსების პროცესი სამივესთვის საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან შესაძლებლობა მიეცათ, კიდევ უფრო ჩაღრმავებოდნენ საკუთარ შესაძლებლობებსა და მიზნებს.

„მთავარი გამოწვევა აპლიკაციის სწორად და მოთხოვნილი სტანდარტების შესაბამისად შევსება და მასში საკუთარ თავზე საქმიანად და საინტერესოდ საუბარი იყო. პროცესი საკმაოდ სასიამოვნოდ წარიმართა, რადგან ჩემთვის თვითრეფლექსიისა და საკუთარი მიზნების გადააზრების კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა“, – ამბობს ლევანი.

ნანა კი გვიყვება, რომ აპლიკაციის შევსებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიზნებისა და სამომავლო გეგმების სწორად ჩამოყალიბებაა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი რამდენიმე თვის გამუდმებული ფიქრისა და ნააზრევის ჟიურის წევრებამდე მიტანა იყო. Chevening-იდან გამარჯვების თაობაზე მიღებული მეილის გახსნისას კი ვიგრძენი, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა“, – აღნიშნავს მარიამი.

როგორ უნდა შეავსოთ აპლიკაცია ეფექტურად

აპლიკაციის შევსებიდან სტიპენდიის მიღებამდე განვლილმა გზამ სამივეს მნიშვნელოვანი გაკვეთილები ასწავლა. ახლა ისინი საკუთარ გამოცდილებას იმ ადამიანებს უზიარებენ, რომლებსაც სურთ, Chevening-ის პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა.

„მნიშვნელოვანია, კარგად გაიაზროთ თქვენი ისტორია – საიდან მოდიხართ, რა გამოცდილება გაქვთ და როგორ შეგიძლიათ დაუკავშიროთ ისინი თქვენ მიერ Chevening-ის ფარგლებში შერჩეულ პროგრამებს. ასევე, ალბათ, მნიშვნელოვანია ნათლად გესმოდეთ, რა პოზიტიური ზეგავლენის მოხდენა შეგიძლიათ თქვენს ქვეყანასა და საზოგადოებაზე სწავლის დასრულების შემდეგ,“– ამბობს ლევანი.

ნანას თქმით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა მიზნები სწორად უნდა დაისახონ და სამომავლო ხედვებიც ნათლად ჩამოაყალიბონ. თვლის, რომ წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი შრომისმოყვარეობა და რწმენაა: “იყავით მომთმენი, ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. შესაძლოა, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უამრავი დაბრკოლება შეგხვდეთ, მაგრამ აუცილებლად აქციეთ წინაღობა შესაძლებლობად, რაც დასახულ მიზნამდე აუცილებლად მიგიყვანთ”.

მარიამი კი მიიჩნევს, რომ Chevening-ის პროგრამაში გამარჯვება შეუძლია ყველას, ვისაც საკმარისი მოტივაცია აქვს.

“თუ შევძელი მე, შეძლებ შენც. ქვეყანას სჭირდები შენი განათლებით. საუკეთესო კი წინ გელოდება”, – ამბობს მარიამი.

საქართველოს ბანკის სტიპენდიატების სამომავლო გეგმები

ნანას, მარიამსა და ლევანს საქართველოში დაბრუნების შემდეგ დიდი სამომავლო გეგმები აქვთ. ნანა ამბობს, რომ მუშაობას საგანმანათლებლო სექტორში გააგრძელებს და ახალგაზრდებთან ურთიერთობას დიდ დროს დაუთმობს. მარიამი საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით გეგმავს. ლევანი ეკონომიკური პოლიტიკისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით საკონსულტაციო და კვლევითი საქმიანობის გაგრძელებას აპირებს და მისი სურვილია, მიღებული ცოდნა ახალ თაობას გაუზიაროს.

რაც მთავარია, საქართველოს ბანკის სამივე სტიპენდიატს ერთი მიზანი – საკუთარი ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა ამოძრავებს.

2025-2026 წლის Chevening-ის პროგრამის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. აპლიკაციების შევსება შესაძლებელია ვებგვერდზე.

ინფორმაციისთვის, Chevening-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის სტიპენდიატებისთვის სწავლის დაფინანსება სიცოცხლის ხის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ Chevening-ი დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური სასტიპენდიო პროგრამაა, რომელიც 1983 წლიდან დღემდე 118 ქვეყნის სტუდენტებს დიდ ბრიტანეთში ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს. საქართველოს ბანკის სტიპენდიატებს სასურველ უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გარდა, მგზავრობის, ცხოვრებისა და ვიზის ხარჯებიც უფინანსდებათ.

საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge

S

Previous Post

წელს გლობალურ ეკონომიკაში მოგზაურობის კონტრიბუცია $11 ტრილიონს გაუტოლდება

Next Post

BruntWork Expands Financial Outsourcing Success with Wells Fargo-Inspired Strategies

იზა გვარამაძე

Next Post
BruntWork Expands Financial Outsourcing Success with Wells Fargo-Inspired Strategies

BruntWork Expands Financial Outsourcing Success with Wells Fargo-Inspired Strategies

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result