Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გაეცანით 2022 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და მოსალოდნელ მოვლენებს

by იზა გვარამაძე
January 11, 2022
in მსოფლიო, ყველა სიახლე
0
გაეცანით 2022 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და მოსალოდნელ მოვლენებს
0
SHARES
0
VIEWS

გასული წელი COVID-19-ის პანდემიის გამო მსოფლიოსთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. თუმცა, მიუხედავად სირთულეებისა, მილიონობით ადამიანი 2022 წელს დიდი იმედით უყურებს. მიმდინარე წელი რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით იქნება გამორჩეული, მათ შორისაა კატარის მსოფლიო თასი და ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართი შუალედური არჩევნები. უფრო ვრცლად 2022 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და მოსალოდნელ მოვლენებს სტატიაში გაეცნობით.

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები

პეკინში  ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4-დან 20 თებერვლის ჩათვლით, თუმცა მასობრივი სპორტული ღონისძიებების უმკაცრესი წესების დაცვით, ჩატარდება. როგორც ოლიმპიურ თამაშებზე დამსწრეები, ასევე მონაწილეები ვალდებულნი არიან, სრულად იყვნენ ვაქცინირებულნი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინეთში ჩასვლის წამიდან 21-დღიან კარანტინში მოუწევთ ყოფნა. აღსანიშნავია, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისგან განსხვავებით, პეკინში მაყურებელი დაშვებულია, თუმცა ბილეთები მხოლოდ ჩინეთში მცხოვრები მოსახლეობისთვისაა ხელმისაწვდომი.

რიოს კარნავალი

რიო-დე-ჟანეირო იმედოვნებს, რომ მისი ცნობილი კარნავალი 25 თებერვლიდან 5 მარტამდე კვლავ დაბრუნდება მას შემდეგ, რაც გასული წლის წვეულება კორონავირუსის გამო გადაიდო. კარნავალისთვის რიოს სამბას სკოლა უკვე გეგმავს რეპეტიციების განახლებას, 500-ზე მეტი ჯგუფი კი  უკვე დარეგისტრირდა Blocos-ს სახელით ცნობილი ქუჩის ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად.

სანაპირო ქალაქში წვეულებისთვის 2 მილიონზე მეტი ტურისტი ჩადის ხოლმე, რომელთა მეოთხედიც უცხოელია. მერის, ედუარდო პაესის განცხადებით, სოციალურ დისტანციასა და ნიღბების ტარებაზე შეზღუდვების დაწესებას არ გეგმავს, თუმცა ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ფესტივალის ჩატარება კოვიდ-19-ის გავრცელების მაჩვენებელზეა დამოკიდებული. კარნავალის წინააღმდეგია ქვეყნის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუც.

გლასტონბერი ბრუნდება

2019 წლის შემდეგ პირველად, ივნისში, ლეგენდარული ბრიტანული მუსიკალური ფესტივალი გლასტონბერი ბრუნდება. გასულ წელს ფესტივალის 50 წლის იუბილე პანდემიის გამო გაუქმდა, ხოლო 2021 წელს, 5-დღიან ექსტრავაგანზაზე დაახლოებით 135,000 ბილეთი გაიყიდა, მანამ, სანამ COVID-19-ის გამო მისი მხოლოდ პირდაპირი ტრანსლაციით გადაცემა გახდა შესაძლებელი. წელს კი, 24 ივნისს, ბილი აილიში, 19 წლის ასაკში, ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი გახდება, რომლის სახელიც Pyramid Stage-ზე დაიწერება.

სი ძინპინის მმართველობა  უპრეცედენტო ვადას მიაღწევს

ჩინეთის ყველაზე ძლევამოსილი ლიდერის, მაო ძედუნის შემდგომ, სი ძინპინი, სავარაუდოდ, მესამე, უპრეცედენტო ვადით მოვა ხელისუფლებაში, მას შემდეგ, რაც კომუნისტური პარტიის ოფიციალური პირები, 2022 წლის შემოდგომაზე გასამართ რიგით მე-20 კონგრესზე შეიკრიბებიან. პეკინში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც დაახლოებით 2,000 დელეგატი დაესწრება, პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტისთვის ახალი გუნდიც დაკომპლექტდება, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკას წარმართავს.

მაოს მმართველობის შემდგომ, ყველა ლიდერი ხელისუფლებაში არაუმეტეს ორი ხუთწლიანი ვადით იყო, თუმცა სი ძინპინმა 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, ვადის ლიმიტები გააუქმა. 68 წლის პრეზიდენტს რეალური მემკვიდრე არც წარმოუდგენია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სი ძინპინი, მინიმუმ 2027 წლამდე, ჩინეთის მეთაურის პოსტზე დარჩენას გეგმავს.

ამერიკელი რესპუბლიკელები დაბრუნებას გეგმავენ

რესპუბლიკელები იბრძვიან კონგრესის ორივე პალატის ხელახლა დასაპყრობად და 2022 წლის 8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში გუბერნატორის 36 პოსტის დაკავებას გეგმავენ. დემოკრატები კი  ჯერ კიდევ ვირჯინიის გუბერნატორის ბოლო არჩევნებში დამარცხებაზე წუხან და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეიტინგების შემცირებას შიშობენ.

წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერის კევინ მაკარტის პროგნოზით, რესპუბლიკელებს, რომელთაც 213 წარმომადგენელი ჰყავთ დემოკრატების 221 წარმომადგენელთან შედარებით, პალატაში 60-ზე მეტი ადგილის დაცვა და 2010 წლის Tea Party-ის გამეორებაც შეუძლიათ.

უდაბნოს მსოფლიო ჩემპიონატი

კატარი ახლო აღმოსავლეთის პირველ მსოფლიო თასს უმასპინძლებს. ნოემბერსა და დეკემბერში ჩატარებული ტურნირი იქნება ასევე პირველი, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზამთრის თვეებში ჩატარდება მას შემდეგ, რაც კატარის „აზარტული ზაფხული“ გადაიდო. ტურნირი ქვეყნის რვა სტადიონზე 21 ნოემბრიდან გაიმართება, ფინალი კი 18 დეკემბერს 80,000-ადგილიან Lusail Stadium-ზეა დაგეგმილი.

Previous Post

2021 წელს Ford-ის აქციები ავტოინდუსტრიაში ყველაზე მზარდი იყო

Next Post

Goldman Sachs: 2022 წელს ბიტკოინი ოქროს საბაზრო წილში მნიშვნელოვნად შეეცილება

იზა გვარამაძე

Next Post
Goldman Sachs: 2022 წელს ბიტკოინი ოქროს საბაზრო წილში მნიშვნელოვნად შეეცილება

Goldman Sachs: 2022 წელს ბიტკოინი ოქროს საბაზრო წილში მნიშვნელოვნად შეეცილება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result