Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home Forbes EDU

გაბრაზებული მშობლები = უკეთესი სკოლები

by Davit Tsiramua
May 27, 2022
in Forbes EDU, ედიტორიალი, მოსაზრება, ფორბს-მოსაზრება, ყველა სიახლე
0
გაბრაზებული მშობლები = უკეთესი სკოლები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

კარგი ამბავი! მშობლები ჯანყდებიან ჩვენი სკოლების გადასარჩენად.

პანდემიის დროს ჩაკეტვამ გამოავლინა მიზეზები, რის გამოც ჩვენს ამდენ სკოლას უჭირს. მშობლები შოკირებული იყვნენ იმით, რაც იყო და რაც არ იყო სასწავლო პროგრამაში – განსაკუთრებით, ისეთი კურსების არარსებობა, რომლებიც ბავშვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და ჩვენი მმართველობის სისტემის შესახებ ობიექტურ ინფორმაციას მისცემდა, რასაც ადრე “სამოქალაქოს” ეძახდნენ.

გასაოცარია, რომ ემიგრანტები, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეობას ითხოვენ, უფრო მეტს სწავლობენ ჩვენი ისტორიისა და მთავრობის შესახებ, ვიდრე ამერიკელი სკოლის მოსწავლეები. მშობლები მიხვდნენ, რომ მათ სჭირდებოდათ მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იმართება სკოლები და რას ასწავლიან მათ შვილებს. ისინი ასევე შეძრწუნებულნი იყვნენ იმით, თუ როგორ დახურეს სკოლები პროფკავშირებმა, როდესაც არ არსებობდა ამის მეცნიერული დასაბუთება. ამ ყველაფერმა სკოლის არჩევის მოძრაობას ძლიერი ბიძგი მისცა, რომელიც საბოლოოდ ჩვენი განათლების სისტემის საჭირო გზაზე დაყენებას გვპირდება.

არ არსებობს გამართლება იმისა, რომ ამერიკელ ბავშვებს, სხვა ქვეყნების თანატოლებთან შედარებით, კითხვისა და მათემატიკის ტესტებში ასეთი ცუდი ქულები აქვთ. ბევრი ბავშვი, რომელიც წერა-კითხვას ძლივს ფლობს, დაბალი კლასებიდან საშუალო სკოლაში ასე გადადის.

ბავშვების პერსპექტივები არ უნდა შემოიფარგლებოდეს მათი საფოსტო კოდით.

მიუხედავად ადგილობრივი წარმატებებისა ისეთ შტატებში, როგორიცაა ფლორიდა და არიზონა და ქალაქები, როგორიცაა, მაგალითად, მილუოკი, პროგრესი, სამწუხაროდ, ჩაიშალა მასწავლებელთა ძლიერი პროფკავშირების გამო, რომლებიც თავიანთი მონოპოლიების მიმართ ნებისმიერ გამოწვევას სასტიკად ეწინააღმდეგებიან. უმეტეს შემთხვევაში, მათ სერიოზულად შეზღუდეს ჩარტერული სკოლების დასაშვები რაოდენობა, რომლებსაც პროფკავშირების კლანჭებისგან თავისუფლად ფუნქციონირება შეუძლიათ. რაც სულაც არაა გასაკვირი. ჩარტერულ და სხვა არასამთავრობო სკოლებში ბავშვები ჩვეულებრივ უკეთესად სწავლობენ, ვიდრე მათი საჯარო სკოლის თანატოლები.

მაგრამ შარშან კაშხალმა ნგრევა დაიწყო; 19-მა შტატმა შექმნა ან გააფართოვა სკოლის არჩევის ვარიანტები. წელს ეს 20-ზე მეტმა შტატმა გააკეთა ან უკვე დაიწყო მნიშვნელოვანი სკოლების არჩევის მხარდამჭერი კანონმდებლობის მიღების პროცესი. და ამავე მიმართულებით, გაორმაგდა საშინაო სწავლების მომხრე ოჯახების რაოდენობაც.

ასევე აღსანიშნავია მზარდი მოთხოვნა, რომ სკოლის ფული გაჰყვეს ბავშვებს და არა სკოლას, განათლების შემნახველი ანგარიშების (ESA) სახით. ამ ანგარიშებზე ჩარიცხული ფულის გამოყენება სხვადასხვა საგანმანათლებლო მიზნისთვისაა შესაძლებელი, მათ შორის – კერძო სკოლაში სწავლისთვის. 2021 წელს შტატების რაოდენობა, რომლებსაც ESA–ის სხვადასხვა ფორმა ჰქონდათ, ხუთიდან რვამდე გაიზარდა.

ESA-ის მუხტით დასავლეთი ვირჯინია ლიდერობს. 2026 წლისთვის ESA-ები ყველა სტუდენტისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ნიუ-ჰემპშირმა გაიარა თავისი ამბიციური ESAპროგრამა, სახელწოდებით Education Freedom Account-ი.

ოჰაიოს საკანონმდებლო ორგანომ დაიწყო მოსმენა კანონმდებლობის შესახებ, რომელიც სთავაზობს სკოლის არჩევანს მთელს შტატში. აიოვის გუბერნატორი, კიმ რეინოლდსი, ასევე მხარს უჭერს სკოლის არჩევის ამბიციურ კანონმდებლობას.

რა თქმა უნდა, ამ გეგმებს მასწავლებელთა პროფკავშირები სასტიკად ეწინააღმდეგებიან. პროფკავშირების ზეწოლით, იუტის რესპუბლიკელი გუბერნატორი სკოლის არჩევის კანონპროექტს ბლოკავს.

ამას არასასიამოვნო ჭეშმარიტებამდე მივყავართ: მასწავლებელთა პროფკავშირები მიზნად ისახავენ არა ბავშვების აღზრდას, არამედ ადმინისტრაციული გულძმარვის გაძლიერებას, რაც მეტი გადასახადის გადამხდელს ნიშნავს. მაგალითად, ერთი კვლევის მიხედვით, 1992-დან 2014 წლამდე რეალურ ინფლაციაზე მორგებული სასკოლო ხარჯები 27%-ით გაიზარდა, ხოლო მასწავლებლების რეალური ანაზღაურება 2%-ით შემცირდა.

Angry Parents = Better Schools

Previous Post

კრიპტოს მომავალი შოკი

Next Post

თიბისის „დამოუკიდებლობის სკოლა“  ქართველი გმირების შესახებ  თბილისში გრძელდება

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
თიბისის „დამოუკიდებლობის სკოლა“  ქართველი გმირების შესახებ  თბილისში გრძელდება

თიბისის „დამოუკიდებლობის სკოლა“  ქართველი გმირების შესახებ  თბილისში გრძელდება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result