Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე ბიზნესი

Forbes: თბილისის საუკეთესო რესტორნები

by გიორგი არონია
October 13, 2022
in ბიზნესი, კულტურა, რეიტინგი, საქართველო, ყველა სიახლე
0
Forbes: თბილისის საუკეთესო რესტორნები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

როგორც ჩანს, საქართველო და ქართული სამზარეულო მსოფლიოში დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება – სხვადასხვა ქვეყნებში ახალი ქართული რესტორანი იხსნება, ხოლო ხაჭაპური და სხვა კერძები სოციალურ ქსელებს იპყრობს. ქართული სამზარეულოს პოპულარობის ზრდაზე მიუთითებს ისიც, რომ მსოფლიოს წამყვანმა ბიზნესგამოცემამ, ამერიკულმა Forbes-მა, თბილისის საუკეთესო რესტორნების ჩამონათვალი შეადგინა, რომელშიც თორმეტი დაწესებულება შეიყვანა.

„ქართული სამზარეულო უფრო მეტია, ვიდრე გემო – ის გამოცდილებაა“, – წერს ამერიკული Forbes-ის კონტრიბუტორი, ბრიანა უილსონი. „აი, ის მომენტი რად ღირს, ქართულ პომიდორს პირველად რომ დააგემოვნებ ან საქართველოს გულუხვი საბოძვრის სეზონურობას რომ აღმოაჩენ, სოკოსა და თუთას. და ის, რომ გაიფიქრებ, ნეტავ იმ ქალებმა „დეზერტირების ბაზარში“ აჯიკასთან ერთად ყველა სხვა სუნელ-სანელებელს რომ ყიდიან, მიშვილონ და ყველაფერი მასწავლონ, რაც იციანო? ისიც, როცა უეცრად, საიდანღაც სახლის ღვინო და ჭაჭა გაჩნდება. აი, სწორედ ესაა ქართული სამზარეულოს სული და გული, რომელიც ადამიანებს ასე ძალიან იზიდავთ“.

რაკიღა ქართული სამზარეულოს პოპულარიზება ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, თბილისის საუკეთესო რესტორნების ჩამონათვალს, რომელზეც ამერიკულმა Forbes-მა იმუშავა, გამოცემის ქართულენოვანი რედაქცია უცვლელად გთავაზობთ.

ნინიას ბაღი

მისამართი: დიმიტრი უზნაძის ქ. 97, თბილისი, საქართველო

უზნაძის 97 ნომერში, აღდგენილ ძველ თბილისურ სახლში მდებარე „ნინიას ბაღი“ შეფ-მზარეულ მერიკო გუბელაძის ქალაქური ოაზისია. აღნიშნულ რესტორანში მყუდრო სახლური გარემო, სტაბილურად გემრიელი კერძები და კარგი შიდა და გარე სივრცეებია დაგხვდებათ – აი, სწორედ ესაა ის, რის გამოც ადამიანებს უკან დაბრუნება სურთ.

ფოტო: NINIA’S GARDEN
ელეგია

მისამართი: ივანე ჯავახიშვილის ქ. 7, თბილისი, საქართველო

ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში მდებარე რესტორანი „ელეგია“ ამ სივრცის გემოვნებიან და ბუნებრივ ნაწილად გვევლინება. ის კერძები, რომელთაც „ელეგიაში“ ამზადებენ, მრავალშრიან ქართულ სამზარეულოს იმგვარად წარმოადგენენ, რომელთა არშეყვარება, უბრალოდ შეუძლებელია.

ფოტო: ELEGIA
კაფე ლიტერა

მისამართი: ივანე მაჩაბლის ქ. 13, თბილისი, საქართველო 

„კაფე ლიტერა“ ის ადგილია, სადაც ევროპა საქართველოს ხვდება და სადაც საკვები მომავლის ხედვითა და წარსული გამოცდილების სინთეზით იქმნება – ის სიმბოლურად ეხმიანება მწერალთა სახლის იდეას, რომლის ბაღშიც მდებარეობს. საინტერესოა, რომ „კაფე ლიტერა“ ერთია იმ ორი თბილისური რესტორნიდან, რომლებიც World’s 50 Best-ის მიერ შედგენილ რეიტინგში მოხვდა.

ფოტო: CAFÉ LITTERA
ბარბარესთან

მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი 12, თბილისი, საქართველო

რესტორანმა „ბარბარესთან“ თბილისურ გასტრონომიულ რუკაზე მისი კუთვნილი ადგილი გახსნისთანავე დაიმკვიდრა და მალევე, World’s 50 Best-ის რეიტინგშიც მოხვდა. ამ რესტორანს, რომელიც ძველ საყასბოში მდებარეობს და მე-19 საუკუნის მზარეულის, ბარბარე ჯორჯაძის სახელს ატარებს, ანტიკვარობისა და მოძველებულობის არაფერი სცხია, მეტიც – ეს ეკლექტიკური ქართული რესტორანი სხვებისგან სრულიად განსხვავებულია.

ფოტო: BARBARESTAN
ქეთო და კოტე

მისამართი: მიხეილ ზანდუკელის ჩიხი 3, თბილისი, საქართველო

სხვა თბილისური რესტორნებისგან „ქეთო და კოტეს“ დეტალებისადმი პატივისცემა და არაჩვეულებრივი ცინცხალი ადგილობრივი პროდუქტი გამოარჩევს. რესტორნის ტრადიციული თეთრი სუფრები, მცოდნე თანამშრომლები და ქალაქის არაჩვეულებრივი ხედები არის ის, რაც „ქეთო და კოტეს“ თბილისის ერთ-ერთ ყველასათვის დასამახსოვრებელ ადგილად აქცევს.

ფოტო: KETO AND KOTE
ოცი

მისამართი: იოანე შავთელის ქ. 20, თბილისი, საქართველო

„ოცი“ ის ადგილია, რომელზეც თბილისში ბევრი საუბრობს, რადგან „ოცის“ შეფ-მზარეულმა, გიორგი ნინუამ თბილისური სამზარეულოს წესების გადაწერა განიზრახა. კლასიკური ქართული კერძების ახლებური რეცეპტების წყალობით, „ოცში“ შეხვდებით, როგორც ჭაჭაში დაძველებულ ორაგულს, ასევე კარამელის სოუსში შქმერულად მომზადებულ ქათამს.

ფოტო: OTSY
Cafe Daphna

მისამართი: ათონელის ქ. 29, თბილისი, საქართველო

როგორც მას დამფუძნებლები უწოდებენ, Café Daphna სახლური ხინკლის სახლია, რომელშიც მეგობრებთან ერთად თუ წახვალთ, ხინკლის ყველა იმ ნაირსახეობის გასინჯვას შეძლებთ, რომელიც კაფეში არის ხელმისაწვდომი. თუ კაფეში ცივ ამინდში მოხვდით, ხინკალთან ერთად ჩიხირთმა მიირთვით და ღვინო არ დაგავიწყდეთ!

ფოტო: CAFE DAPHNA
პოლიფონია

მისამართი: ჭონქაძის ქ. 29, თბილისი საქართველო

 „პოლიფონია“ თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანია, რომელმაც ეს წოდება, სრულიად დამსახურებულად მიიღო იქ გამოყენებული ცინცხალი პროდუქტისა და საუკეთესო ნატურალური ღვინოების უბადლო კომბინირების გამო. „პოლიფონია“ იმდენად ჰარმონიულია, რამდენად ჰარმონიულიცაა ის ხალხური სიმღერა, რომლიდანაც რესტორნის სახელწოდება მოდის.

ფოტო: POLIPHONIA
კლიკეს ხინკალი

მისამართი: შიო ჩიტაძის ქ. 1, თბილისი, საქართველო

თბილისში ჩამოსვლა და ტრადიციული ხინკლის სახლის არმონახულება, უბრალოდ არ შეიძლება. რუსთაველის გამზირთან ახლოს, ფერდობზე მდებარე „კლიკეს ხინკალში“ ქალაქში საუკეთესო ხინკალი აქვთ. ხინკალთან ერთად, „ლაღიძის წყლების“ ლიმონათის ან ცივი ჩამოსასხმელი ლუდის შეკვეთა არ დაგავიწყდეთ.

ფოტო: KLIKE’S KHINKALI
სალობიე ბია

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი 17, თბილისი, საქართველო

მარტივი ქართული კერძები, რომელთაც საუცხოოდ ამზადებენ რუსთაველის თეატრთან მდებარე ამ სალობიეში, ისაა, რამაც „სალობიე ბიას“ თბილისურ გასტრონომიულ რუკაზე საკუთარი ადგილი დაუმკვიდრა. რესტორნის გამორჩეულ კერძებს შორისაა შქმერული და ლობიანი.

ფოტო: SALOBIE BIA
Dadi Wine, Bar and Shop

მისამართი: შალვა დადიანის ქ. 4, თბილისი, საქართველო

სოლოლაკში მდებარე Dadi Wine, Bar and Shop-ი ის ადგილია, რომელსაც ახლებური და არატრადიციული ქართული ღვინისა და გემრიელი სეზონური კერძების დასაგემოვნებლად უნდა ესტუმროთ.

ფოტო: DADI WINE, BAR AND SHOP
მაფშალია

მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი 137, თბილისი, საქართველო

„მაფშალია“ ის ადგილია, რომელშიც ადგილობრივს უფრო მარტივად გადაეყრებით, ვიდრე ტურისტს. ამ რესტორანში ნამდვილი საქართველოს გაცნობას შეძლებთ და ეს ფასებზეც აისახება. აუცილებლად დააგემოვნეთ ოსტრი და მეგრული ხაჭაპური და ორივეს „ყაზბეგის“ ლუდი დააყოლეთ.

ფოტო: Mapshalia

 

* აღნიშნულ სტატიაში გამოყენებული აღწერები ინგლისურენოვანი მასალის მოკლე შინაარსს წარმოადგენს. 

Previous Post

სექტემბერში საქართველოს ექსპორტი 40%-ით გაიზარდა

Next Post

The 12 Best Georgian Restaurants In Tbilisi

გიორგი არონია

"მიმოვიხილავ ეკონომიკურ საკითხებს, კერძოდ კი - საყოველთაო საბაზისო შემოსავალს. ვარ IE University-ს პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრი."

Next Post

The 12 Best Georgian Restaurants In Tbilisi

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result