Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home FORBES TECH

Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

by Davit Tsiramua
December 12, 2021
in FORBES TECH, ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, ინტერნეტი, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

რაკიღა 2021 წლის დეკემბერში შევაბიჯეთ და სულ მალე საახალწლო დღესასწაულებში გადავეშვებით, მსოფლიოს ტექნოლოგიურმა კომპანიებმა გასულ კვირას საინტერესო სიახლეები წარმოადგინეს, რომელთა შესახებ უფრო დაწვრილებით, სავარაუდოდ, 2022 წლის დასაწყისიდან გახდება ცნობილი.

ისე კი, გასულ კვირას საინტერესო ძვრები მოხდა Twitter-ის მენეჯმენტში – კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოზიცია მისმა დამაარსებელმა, ჯეკ დორსიმ დატოვა, რომელიც, როგორც ჩანს, აქტიურად გადაერთო თავის სხვა პროექტზე, ონლაინგადახდების პლატფორმა Square-ზე, რომელმაც გასულ კვირას სახელწოდება იცვალა და Block-ად გადაკეთდა. გარდა ამისა, არაერთი სიახლე მივიღეთ Meta-სგანაც, რომელიც ამ ბოლო დროს საკუთარი ტექნოლოგიური განვითარებით ხშირად გვანებივრებს. საინტერესო პროდუქტი წარმოადგინა Tesla-მაც – ილონ მასკის კომპანიამ საბავშვო კვადროციკლი გამოუშვა, რომელიც ვიზუალურად Cybertruck-ს ჰგავს. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

ჯეკ დორსის Square-მა რებრენდინგი განიცადა – ამიერიდან კომპანიას Block-ი ჰქვია

მას მერე, რაც გასულ კვირას Twitter-ის დამაარსებელმა, ჯეკ დორსიმ კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოსტი დატოვა, მისმა მეორე კომპანიამ, ონლაინგადახდების პლატფორმა Square-მა რებრენდინგი განიცადა და ორგანზომილებიანი სახელის ნაცვლად, სამგანზომილებიანი Block-ი დაირქვა, რაც აუცილებლად მიუთითებს კომპანიის განვითარების სამომავლო ვექტორზე (ან, ვექტორებზე).

Square-ის ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ Block-ად გადაქცევა კომპანიამ მის პორტფელში არსებული კრიპტოვალუტებისა და სხვადასხვა სახის ბლოკჩეინპროდუქტების ზრდამ განაპირობა.

https://twitter.com/Square/status/1466158910067388423

Square-ი ჯეკ დორსიმ ჯერ კიდევ 2009 წელს დააარსა, როცა Twitter-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობას პირველად დაემშვიდობა. იმ დროს კომპანიის ერთადერთი პროდუქტი ბარათების მობილური წამკითხველი იყო, რომელიც გამყიდველებს პროდუქტების გაყიდვის საშუალებას მობილური ტელეფონით აძლევდა. მას მერე კომპანია განვითარდა: დღეს Square-ის პლატფორმაზე კრიპტოვალუტებით ვაჭრობა და ფულის გასესხებაც კი არის შესაძლებელი.

„Square-ი გამყიდველებისთვის შევქმენით და ეს არის ის სფერო, რომელშიც მან უნდა იარსებოს, – აღნიშნა ჯეკ დორსიმ. – Block-ი ახალი სახელწოდებაა, მაგრამ ეკონომიკური გაძლიერების მიზანი უცვლელი რჩება. ჩვენი ზრდისა და განვითარების მიუხედავად, მაინც ისეთი ხელსაწყოების შექმნას განვაგრძობთ, რომლებიც ადამიანებს ეკონომიკაში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს“.

eBay-მ კედების ავთენტურობის დამდგენი კომპანია, Sneaker Con-ი შეიძინა

გასულ კვირას eBay-მ კედების ავთენტურობის დამდგენი კომპანიის, Sneaker Con-ის სრული წილი შეიძინა, რითაც ორ კომპანიას შორის 2020 წლის ოქტომბერში დაწყებული თანამშრომლობა განვითარების შემდეგ ეტაპზე გადაიყვანა.

ცნობისთვის, სწორედ ამ თარიღს უკავშირდება მსოფლიოს უმსხვილესი ინტერნეტაუქციონის მიერ ფეხსაცმელების ავთენტურობის დადგენის მექანიზმის შემოღება: მას მერე, რაც ადამიანი eBay-ზე ფეხსაცმელს $100-ზე უფრო ძვირად შეიძენს, ეს ფეხსაცმელი Sneaker Con-ის მიერ ჩატარებულ სისტემურ შემოწმებას გადის, რითაც მომხმარებელს მოსვენების საშუალება ეძლევა – მას იმაზე ფიქრი აღარ მოუწევს, მისი ფეხსაცმელი ნამდვილია, თუ არა.

ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, სხვადასხვა პროდუქტის, მათ შორის კედების ავთენტურობის დადგენა სხვადასხვა კომპიუტერული მექანიზმითაც შეიძლება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე ტექნოლოგიური შემოწმება ფიზიკურს ჩამორჩება, რაც ცდომილების ალბათობას საგრძნობლად ზრდის. რეალურად, იმ ადამიანებს, რომელთაც კედების ავთენტურობის დადგენა ევალებათ, ძალიან რთული, მეტად სკრუპულოზული სამუშაოს ჩატარება უწევთ: ზოგ შემთხვევაში, ისინი ნაკერების რაოდენობასაც კი ითვლიან.

ისე კი, კედები eBay-ზე ამ სერვისის შემოღებამდეც საკმაოდ ხშირად იყიდებოდა. აი, 2020 წელს, მაგალითად, eBay-ზე თითქმის ექვსი მილიონი წყვილი კედი გაიყიდა. თუმცა კომპანიის ეს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ მათ ამ რიცხვის საგრძნობლად გაზრდა სურთ, რაშიც Sneaker Con-ის შეძენა მათ ნამდვილად დაეხმარებათ. ცნობისთვის, კედების გლობალური ინდუსტრია ძალიან მასშტაბურია: Market Watch-ის ინფორმაციით, 2020 წელს ამ ბაზრის მოცულობა, $84 მილიარდი იყო, ხოლო ნავარაუდებია, რომ 2027 წლისთვის ის $128 მილიარდამდე გაიზრდება.

Meta Messenger-ში ქვითრის გაყოფის ფუქციას ტესტავს

გასულ კვირას Meta-მ ერთდროულად რამდენიმე ტექნოლოგიური სიახლით შეგვახსენა თავი, რომელთაგან ერთ-ერთი განსაკუთრებით საინტერესოა. საქმე ისაა, რომ Meta  Messenger-ში ქვითრის გაყოფის ფუნქციას ტესტავს, რითაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გლობალურ ტრენდს, რომლის თანახმად ტექნოლოგიური კომპანიები ფინტექებად გარდაიქმნებიან, ხოლო ფინანსური ინსტიტუტები – ტექნოლოგიურ კომპანიებად.

„თუკი საერთო ვახშმის საფასურისთვის, საერთო საყოფაცხოვრებო ხარჯებისა ან ყოველთვიური ქირისათვის თანხის განაწილება გიჭირთ (ან, თანხის მიღება, თუკი ანგარიში თქვენ დაფარეთ) – ამიერიდან ეს პროცესი საგრძნობლად გაგიმარტივდებათ“, – აღნიშნულია Meta-ს ბლოგში.

ცნობისთვის, Messenger-ის ეს ახალი ფუნქციონალი ჯერჯერობით სატესტო რეჟიმშია და მხოლოდ ამერიკაში არის ხელმისაწვდომი, ისიც კონკრეტული რაოდენობის ბეტა-ტესტერებისთვის.

Meta-მ Facebook-ზე ლეგალური კრიპტოვალუტების რეკლამა დაუშვა

გასულ კვირას Meta-მ Facebook-ზე იმ ლეგალური კრიპტოვალუტების რეკლამა დაუშვა, რომელთაც ამა თუ იმ მარეგულირებლის ლიცენზია აქვთ. ცნობისთვის, კრიპტოვალუტებს Facebook-ზე რეკლამის განთავსება 2018 წლიდან ჰქონდათ აკრძალული. საკუთარ გადაწყვეტილებას Meta-ი იმით ხსნის, რომ ბოლო დროს სამთავრობო რეგულირების პარალელურად, კრიპტოვალუტების სამყარო თანდათან დასტაბილურდა, რაც Facebook-ზე რეკლამების განთავსებას უფრო გამჭვირვალეს და თანასწორს გახდის როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.

აღსანიშნავია, რომ იმ ბიზნესებისთვის, რომელთაც მათი პროდუქტის რეკლამის უფლება ამ დრომდეც ჰქონდათ, ახალი პოლიტიკა არაფერს შეცვლის. აქვე, Meta იმ ბიზნესსუბიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთაც რეკლამისთვის წერილობითი ნებართვა მაინც დასჭირდებათ: მათ შორისაა სხვადასხვა ტიპის კრიპტობირჟები, პლატფორმები, რომლებზეც კრიპტოვალუტების სესხება და გასესხება არის შესაძლებელი, კრიპტოსაფულეები, რომელთაც კრიპტოვალუტების ყიდვის, გაყიდვისა და დაგროვების ფუნქციონალი აქვთ და კომპანიები, რომლებიც კრიპტოვალუტების მაინინგისთვის აპარატულ და პროგრამულ უზრუნველყოფას აწარმოებენ.

აღსანიშნავია, რომ Meta-ს ამგვარი გადაწყვეტილების შეფასებისას, აუცილებლად უნდა დავეყრდნოთ კონტექსტს: წარმატებული მეტავერსის შესაქმნელად სხვადასხვა სახის ბლოკჩეინტექნოლოგიებისა და კრიპტოვალუტების არსებობა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ასე რომ, ნამდვილად არ შევცდებით, თუკი Meta-ს ამ გადაწყვეტილებას კომპანიის ახლად ჩამოყალიბებულ გლობალურ გეგმას მივუსადაგებთ.

Urtopia-მ ამ დროისთვის ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული ელექტროველოსიპედი წარმოადგინა

გასულ კვირას ჩინურმა Urtopia-მ ძალიან საინტერესო ელექტროველოსიპედი წარმოადგინა, რომელიც საკუთარი პირველადი დანიშნულების გარდა, ტექნოლოგიურად იმდენად დახვეწილია, რომ, შეიძლება ითქვას, ორ ბორბალზე შემდგარი ერთგვარი კომპიუტერია. საქმე ისაა, რომ სამდონიანი 250-ვატიანი ელექტროძრავის გარდა, რომლითაც 30-დან 80 მილამდე გასვლას შეძლებთ (დატვირთვას გააჩნია, ცხადია), ველოსიპედს მატრიცული დისპლეი, თითის ანაბეჭდის წამკითხველი, GPS-ნავიგატორი, მილიმეტრული ტალღების რამდენიმე სენსორი, ჩაშენებული ხმოვანი სიგნალი და, რაც უნდა უცნაური იყოს, 4G-ის მხარდაჭერაც აქვს, რომელსაც ველოსიპედში სიმ-ბარათის მოთავსების შედეგად მიიღებთ.

თუმცა ამ ელექტროველოსიპედის რეგალიები მისი ტექნოლოგიური განვითარებით როდი სრულდება – სხვა ყველაფერთან ერთად, ეს სატრანსპორტო საშუალება ესთეტურად ძალიან ლამაზია. ცნობისთვის, მისი დიზაინი გერმანელმა მათის ჰელერმა შექმნა, რომელსაც ოცდახუთწლიანი კარიერის განმავლობაში BMW-სა და IKEA-ს პროდუქტების დიზაინზე უმუშავია. Urtopia-ს ამ ელექტროველოსიპედის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია, რომ კაბელების სისტემა, რომელიც ამ მოწყობილობას ელექტროენერგიით ამარაგებს, ველოსიპედის კარკასში არის ჩაშენებული, რაც ვიზუალურად მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი დიზაინის საშუალებას ველოსიპედის კარკასის თავისებურებები იძლევა – ცნობისთვის, ველოსიპედი ნახშირბადისაა და სულ რაღაც 13 კილოგრამს იწონის. ამასთანავე, ველისიპედი ჭკვიანიცაა: თითის ანაბეჭდის წამკითხველის დამსახურებით, ველოსიპედის ჩართვას ვერავინ შეძლებს, გარდა მისი მფლობელისა, ხოლო ჩაშენებული გიროსკოპის დახმარებით შეგიძლიათ ნახოთ, თუ რა მდგომარეობაში არის თქვენი ველოსიპედი, რომელიც სადგომზე დატოვეთ: აპლიკაციიდან გაარკვევთ, დგას ის, წაიქცა თუ მოძრაობს.

ჩინური ელექტროველოსიპედის წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებულია – Urtopia-ს ახალი ქმნილება სულ რაღაც $1999 ღირს, რაც საკმაოდ კარგი ფასია სხვა ელექტროველოსიპედებთან შედარებით.

Tesla-მ $1900-იანი საბავშვო Cyberკვადროციკლი გამოუშვა

Tesla-მ საინტერესო ახალი პროდუქტი, Cybertruck-ის მოტივებზე შესრულებული საბავშვო ელექტროკვადროციკლი გამოუშვა – კვადროციკლი ყველგანმავალია, მას ფოლადის კარკასი, მოქნილი საკიდარი, დასაჯდომი ბალიში, უკანა მუხრუჭი და LED-სანათები აქვს. Tesla-ს უახლესი პროდუქტი $1900 ღირს და მისი შეძენა კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე შეიძლება, მაგრამ პროდუქტის მოწოდებას ორიდან ოთხ კვირამდე დასჭირდება.

Out riding with the kids on the Cyberquads! So much fun for kids and adults! @tesla pic.twitter.com/gq23GWsiDk

— Franz von Holzhausen (@woodhaus2) December 2, 2021

Tesla-ს უახლესი Cyberკვადროციკლი განკუთვნილია რვა წლის ასაკზე უფროსი ბავშვებისთვის – მისი მაქსიმალური სიჩქარე 16 კმ/სთ-შია, ხოლო ელემენტის ერთი დამუხტვით ის 24 კილომეტრს გადის. Tesla-ს განცხადებით, კვადროციკლის ელემენტის სრულად დამუხტვას ხუთი საათი სჭირდება, თუმცა მისი მოხმარება დამოკიდებულია მძღოლის წონაზე, ადგილის რელიეფსა და სიჩქარეზე. კვადროციკლს სამი სიჩქარე აქვს: 8 კმ/სთ და 16 კმ/სთ – წინ მოძრაობისას და 8 კმ/სთ – უკან მოძრაობისას. Tesla-ს განცხადებით, კვადროციკლის ელემენტის სრულად დამუხტვას ხუთი საათი სჭირდება.

ჯეკ დორსიმ Twitter-ის CEO-ს თანამდებობა დატოვა

Twitter-ის დამაარსებელმა, ჯეკ დორსიმ კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოსტი დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ამერიკულმა გამოცემა  CNBC-მ გაავრცელა, ხოლო მოგვიანებით უშუალოდ დორსიმ დაადასტურა. ჯეკ დორსის შემცვლელად პარაგ აგრავალი დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე კომპანიის ტექნოლოგიური ხელმძღვანელი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ მას მერე, რაც CNBC-მ ჯეკ დორსის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, წინასაბაზრო ვაჭრობაში Twitter-ის აქციათა ფასმა 12.5%-ით იმატა, თუმცა საბოლოო ჯამში ვაჭრობა 2,74%-იანი ნამატით დასრულდა. ცნობისთვის, Twitter-ის გარდა, ჯეკ დორსი მის მიერ დაარსებული ციფრული გადახდების პლატფორმის, Square-ის CEO-ც არის.

„Twitter-ს ვტოვებ, რადგან მჯერა, რომ კომპანია მზად არის, მას დამაარსებლები ჩამოშორდნენ“, – აღნიშნა ჯეკ დორსიმ თანამშრომლებისადმი მიწერილ წერილში, რომელიც მან Twitter-ზეც გამოაქვეყნა.

კომპანიის ახალ აღმასრულებელ ხელმძღვანელს, პარაგ აგრავალს Twitter-ის ამბიციური გეგმების აღსრულება მოუწევს. საქმე ისაა, რომ წელს Twitter-მა მიზნად დაისახა, რომ 2023 წლის ბოლოსთვის 315 მილიონი მონეტიზირებადი მომხმარებელი ჰყავდეს. გარდა ამისა, კომპანიის მესვეურებს შემოსავლის ორჯერადად გაზრდა სურთ.

პარაგ აგრავალს, რომელიც კომპანიის CTO-ს თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა, კომპანიაში ათწლეულზე მეტი აქვს გატარებული: სხვადასხვა დროს, ის ხელოვნური ინტელექტის, მანქანური დასწავლისა და პერსონალიზაციის პროექტებს ხელმძღვანელობდა.

ცნობისთვის, ეს სულაც არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქმე ჯეკ დორსის გათავისუფლებამდე მივიდა – Twitter-ს ის კომპანიის დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდა, მაგრამ 2008 წელს აქციონერთა საბჭომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა 2015 წელს, ჯეკ დორსი კვლავ CEO გახდა. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ჯეკ დორსი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად რჩება, თუმცა ვადის ამოწურვის შემდეგ ამ თანამდებობასაც დატოვებს.

მეტავერსში აგებული ვირტუალური იახტა $650,000-ად გაიყიდა

ვირტუალური იახტა, რომელიც მეტავერსში ონლაინთამაშისთვის, The Sandbox-ისთვის შეიქმნა, ახლახან 650 ათას აშშ დოლარად გაიყიდა, რაც მას პლატფორმაზე ყველაზე ძვირად ღირებულ NFT-აქტივად აქცევს. ამის შესახებ ინფორმაციას ონლაინგამოცემა Business Insider-ი ავრცელებს.

Metaflower-ის სახელწოდებით ცნობილ ვირტუალურ მეგაიახტაში, რომელსაც სამი გემბანი აქვს, დი-ჯეისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე, საცეკვაო მოედანი და აუზია მოწყობილი. იქ ასევე ვერტმფრენის დასაჯდომ-ასაფრენი ორი ბილიკია განთავსებული. აღსანიშნავია, რომ იახტა კომპანია Republic Realm-ის მიერ შექმნილი ძვირად ღირებული NFT-კოლექციის, Fantasy Collection-ის შემადგენელი ერთ-ერთი ციფრული აქტივია. კოლექციაში ასევე შედის კერძო კუნძულები და სწრაფმავალი კატერები.

ისეთ სათამაშო პლატფორმებზე, როგორიც The Sandbox-ია, ვირტუალური ფუფუნების საგნების ყიდვა-გაყიდვა არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ იახტაში, რომლის სრული სახელიც Metaflower Super Mega Yacht-ია, პლატფორმის ერთ-ერთმა მომხმარებელმა 149 ეთერიუმი (Ethereum) გადაიხადა, რაც იმ დროისთვის დაახლოებით 650 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტს წარმოადგენდა.

ციფრულმა სამყარომ ფართო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც მარკ ცუკერბერგმა კომპანია Facebook-ს სახელი შეუცვალა და Meta უწოდა, ასევე მეტავერსთან დაკავშირებით სიახლეები დააანონსა. შეგახსენებთ, რომ ახლახან ბარბადოსმა მეტავერსში პირველი საელჩოს გახსნის გეგმა გააჟღერა. სახელმწიფო ჩანაფიქრის განხორციელებას 2022 წლისთვის აპირებს.

Previous Post

Top 5 Things to Watch in Markets in the Week Ahead

Next Post

საქართველოს ბანკი Galt & Taggart-თან და DriveWealth- თან ერთად რეგიონის მასშტაბით სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
საქართველოს ბანკი Galt & Taggart-თან და DriveWealth- თან ერთად რეგიონის მასშტაბით სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს

საქართველოს ბანკი Galt & Taggart-თან და DriveWealth- თან ერთად რეგიონის მასშტაბით სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result