Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes Science: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

by იზა გვარამაძე
April 6, 2022
in Forbes Science, მეცნიერება, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
Forbes Science: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან
0
SHARES
0
VIEWS

გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. NASA-ს მიერ 2021 წლის მიწურულს კოსმოსში გაშვებულმა ჯეიმს ვების სახელობის ტელესკოპმა, რომლის ღირებულებაც 10 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ერთ-ერთი ყველაზე რთული მანევრი წარმატებით შეასრულა და მზის დამცავი ფარი გაშალა. ასევე, აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედამიწის გარშემო მოძრავი საერთაშორისო კოსმოსური სადგური ფუნქციონირებას 2024-ის ნაცვლად 2030 წლამდე გააგრძელებს.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელსაც მეცნიერებმა IHU უწოდეს. ამის პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონელი სპეციალისტები COVID-19-ის ვაქცინას ქმნიან, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეგვინარჩუნებს. მოცემულ ბლოგში გასულ კვირას მომხდარი ამ და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ მოგითხრობთ.

აშშ ISS-ის ექსპლუატაციის ვადას 2030 წლამდე ახანგრძლივებს

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს დედამიწის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს (ISS) არაერთი პრობლემა შეექმნა, აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრატორის, ბილ ნელსონის განცხადებით, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია მისი ექსპლუატაციის ვადას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს. NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ორბიტაზე მოძრავ მოდულზე ისინი სამეცნიერო სამუშაოებს საერთაშორისო პარტნიორებთან – ევროპის, იაპონიის, კანადისა და რუსეთის კოსმოსურ სააგენტოებთან ერთად გააგრძელებენ.

NASA-ს ცნობით, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, რომელიც ჩვენი პლანეტის ორბიტაზე 1998 წელს გაიყვანეს, დღემდე 3,000-ზე მეტი კვლევა ჩატარდა, რომელში მონაწილეობაც 100-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4,200-მა მკვლევარმა მიიღო. დედამიწის გარშემო მოძრავ მოდულზე ხანგრძლივი მისიის ფარგლებში ეკიპაჟი პირველად 2000 წლის 31 ოქტომბერს, ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაუშვეს.

გასული წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ISS-ს ახალი ბზარები გაუჩნდა, რომლებიც შესაძლოა, დროთა განმავლობაში გაფართოვდეს და პრობლემები შექმნას. ერთი თვით ადრე კი პროგრამული გაუმართაობის გამო რეაქტიული ძრავები არასწორ დროს ამუშავდა, რამაც კოსმოსური სადგურის საკუთარი ორბიტიდან იძულებით გადაყვანა გამოიწვია.

აპრილში რუსეთმა განაცხადა, რომ 2025 წლიდან ISS-ს დატოვებს და დედამიწის ორბიტაზე საკუთარ კოსმოსურ სადგურს გაიყვანს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი შეთანხმების საფუძველზე დედამიწის გარშემო მოძრავ მოდულს ფუნქციონირება 2024 წელს უნდა შეეწყვიტა. სწორედ ამას უკავშირებენ „როსკოსმოსის“ მიერ ISS-ის დატოვების გადაწყვეტილებას.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ გასულ წელს რუსეთმა უპასუხოდ დატოვა აშშ-ის მოწვევა პროექტში მონაწილეობის შესახებ, რომელიც მთვარის ორბიტაზე მოდულის, Gateway-ის განლაგებას ითვალისწინებს. ამის სანაცვლოდ, „როსკოსმოსი“ მსგავს პროექტში ჩინეთთან თანამშრომლობას დასთანხმდა.

ჩინურმა „ხელოვნურმა მზემ“ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ჩინეთის ქალაქ ჰეფეიში განლაგებულმა თერმობირთვული სინთეზის რეაქტორმა, EAST-მა, რომელსაც „ხელოვნური მზის“ სახელით მოიხსენიებენ, ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან მაღალ ტემპერატურაზე პლაზმის ნაკადის უწყვეტად შენარჩუნება 1,056 წამის განმავლობაში შეძლო.

შეგახსენებთ, რომ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში უდიდეს სახელმწიფოში შექმნილმა ბირთვულმა რეაქტორმა რეკორდი გასული წლის მაისშიც დაამყარა. მაშინ ჩინურმა „ხელოვნურმა მზემ“ პლაზმის ნაკადი უწყვეტად 120 მილიონ °C-ზე 101 წამის განმავლობაში შეინარჩუნა.

EAST-ი მოცემული დროისთვის მსოფლიოში არსებული ტოკამაკის ტიპის ერთ-ერთი თერმობირთვული სინთეზის რეაქტორია, რომელიც მზესა და კოსმოსში განლაგებულ სხვა ვარსკვლავებში მიმდინარე რეაქციის მიბაძვის მიზნით, ენერგიის პრაქტიკულად შეუზღუდავი რაოდენობით წარმოებისთვის შეიქმნა. მასში ბირთვული შერწყმა ორი ატომის ერთმანეთთან შეჯახებისას ხდება, რაც უფრო მძიმე ბირთვს აყალიბებს. შედეგად დიდი რაოდენობით ენერგია თავისუფლდება. მეცნიერების განცხადებით, მსგავსი „ხელოვნური მზეების“ დახმარებით კაცობრიობის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირება იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ რეკორდი სამხრეთკორეულმა თერმობირთვული სინთეზის რეაქტორმა KSTAR-მაც დაამყარა. მან საკუთარი შედეგი 10 წამით გააუმჯობესა და 100,000,000°C-ზე მეტ ტემპერატურაზე გავარვარებული პლაზმის შენარჩუნება 30 წამის განმავლობაში შეძლო.

საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში „ომიკრონის“ გავრცელების პარალელურად საფრანგეთში მეცნიერებმა კორონავირუსის კიდევ ერთი შტამი, IHU აღმოაჩინეს, რომელშიც 46 მუტაცია გამოვლინდა. ამის შესახებ მკვლევრები გამოცემა MedRxiv-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში დეტალურად საუბრობენ.

როგორც ცნობილია, ფრანგმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში დააფიქსირეს. სპეციალისტების ვარაუდით, IHU ცენტრალურ აფრიკაში მდებარე კამერუნიდან უნდა გავრცელებულიყო. ვირუსის აღნიშნული ვარიანტით ინფიცირების პირველი შემთხვევა მათ სწორედ ამ სახელმწიფოდან დაბრუნებულ პიროვნებაში დააფიქსირეს, რომელსაც კოვიდის სიმპტომები საფრანგეთში ჩასვლიდან სამ დღეში გამოუვლინდა.

შეგახსენებთ, რომ „ომიკრონის“ შტამი, რომელიც ერთ თვეზე მეტია, რაც აღმოაჩინეს, მსოფლიოში სწორედ აფრიკის კონტინენტზე განლაგებული ქვეყნებიდან გავრცელდა.

MedRxiv-ში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორების ინფორმაციით, კამერუნიდან დაბრუნებული პიროვნებისგან აღებულ ნიმუშებზე ჩატარებულმა PCR-ტესტმა აჩვენა, რომ ინფექცია იმ დროს ყველაზე გავრცელებული, „დელტა“ ვარიანტით არ იყო გამოწვეული. ნიმუშების მარსელში მდებარე ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტში (IHU) გადაგზავნისა და გამოკვლევის შემდეგ მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენა დაადასტურეს.  აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ბოლოსთვის IHU-ს შტამით ინფიცირების 12 შემთხვევა იყო გამოვლენილი.

მოცემული დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 298 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. დაავადებას საერთო ჯამში 5,46 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა მზისგან დამცავი ფარი წარმატებით გაშალა

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ კოსმოსში გაშვებულმა ჯეიმს ვების სახელობის ტელესკოპმა მზისგან დამცავი ფარი წარმატებით გაშალა. ამის შესახებ ინფორმაცია NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დაახლოებით 30-წლიანი დაგეგმვისა და საფუძვლიანი სამუშაოების შემდეგ აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ $10 მილიარდის ღირებულების მოწყობილობა კოსმოსში გასული წლის მიწურულს, 25 დეკემბერს რაკეტა Ariane 5-ის დახმარებით გაგზავნა. NASA-ში მომუშავე სპეციალისტებმა ტელესკოპზე დამონტაჟებული მზისგან დამცავი ფარის გაშლა დისტანციურად, მისი კოსმოსში გაშვებიდან სამი დღის შემდეგ დაიწყეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მზის ფარი, რომელიც ხუთი ფენისგან შედგება, ჯეიმს ვების ტელესკოპს ჩვენი მნათობისგან მომავალი სიცხისგან დაიცავს და ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურის შენარჩუნების გზით მისი ხელსაწყოების გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. ამ უკანასკნელთა დანიშნულება კოსმოსიდან მომავალი ინფრაწითელი გამოსხივების დაფიქსირებაა.  ცნობისთვის, ჯეიმს ვების ტელესკოპის ჩოგბურთის კორტის ზომის მზის ფარის შემადგენელი თითოეული პლასტმასის ფენა ისეთივე თხელია, როგორიც ადამიანის თმა.

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერების განცხადებით, ტელესკოპმა მზის დამცავი ფარის გაშლით ერთ-ერთი ყველაზე სარისკო პროცედურა შეასრულა. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ვიდრე მოწყობილობა სრულფასოვნად ფუნქციონირებას დაიწყებს და სამეცნიერო კვლევებისთვის საჭირო მასალის შეგროვებას შეუდგება, მას კიდევ არაერთი მანევრის განხორციელება მოუწევს.

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ჯეიმს ვების სახელობის კოსმოსური ტელესკოპი ყველა პროცედურას წარმატებით შეასრულებს და სამყაროს ფორმირებისა და ციური სხეულების წარმოშობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში, ასევე სიცოცხლისათვის აუცილებელი პირობების მქონე ეგზოპლანეტების აღმოჩენასა და შესწავლაში დაგვეხმარება.

იაპონიაში ვაქცინას ქმნიან, რომელიც კოვიდის წინააღმდეგ იმუნიტეტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეგვინარჩუნებს

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს მეტროპოლიტენის სამედიცინო ინსტიტუტში (TMIMS) მომუშავე მეცნიერები COVID-19-ის ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც, მათი თქმით, ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეგვინარჩუნებს. როგორც ცნობილია, პრეპარატის ოთახის ტემპერატურაზე შენახვა და, შესაბამისად, მისი მარტივად ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა The Japan Times-ი ავრცელებს.

ინიექციის გზით მისაღებ მედიკამენტს იაპონელი მეცნიერები კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვაქცინის, ყვავილის გამომწვევი ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის მიხედვით ქმნიან. მკვლევართა გუნდი ვირუსის ისეთ შტამს იყენებს, რომელიც ორგანიზმის დაავადებას არ იწვევს. სპეციალისტებმა ამ უკანასკნელში შემავალი ზოგიერთი ცილოვანი კომპონენტი SARS-CoV-2-ის ცილიდან აღებულით შეცვალეს. ტოკიოს მეტროპოლიტენის სამედიცინო ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერების განცხადებით, სწორედ ამ გზით იქნება შესაძლებელი ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტის ბრძოლისუნარიანობის ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში შენარჩუნება.

მეცნიერებმა მოცემული დროისთვის ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე მყოფი ვაქცინით თაგვებზე ექსპერიმენტი ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ მღრღნელების ორგანიზმში კორონავირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულების მაღალი დონე 20 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში შენარჩუნდა, რაც მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას შეადგენს. The Japan Times-ის ცნობით, მღრღნელებს ვაქცინის ორი დოზა სამი კვირის ინტერვალით გაუკეთეს, რის შემდეგაც მათ ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობა გაათმაგდა.

აღსანიშნავია, რომ იაპონელმა სპეციალისტებმა ვაქცინა კორონავირუსის ოთხი ვარიანტის წინააღმდეგ გამოცადეს. მან ეფექტიანობა თითოეული მათგანის შემთხვევაში აჩვენა. წინასწარი ინფორმაციით, პრეპარატის კლინიკური ტესტირების პირველი და მეორე ფაზა 2023 წელს დაიწყება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, შესაძლოა, ვაქცინა 2024 წლიდან იყოს ხელმისაწვდომი.

Previous Post

Forbes Green: გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

Next Post

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

იზა გვარამაძე

Next Post
ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result