Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე კულტურა

Forbes: ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავები 2025 წლისთვის

by Salo Papalashvili
November 5, 2025
in კულტურა, მსოფლიო, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
Forbes: ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავები 2025 წლისთვის
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ამერიკულმა Forbes-მა 2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა. განახლებულ სიაში შემავალმა ცამეტმა ვარსკვლავმა, რომელთა შორის მუსიკოსები, მწერლები, სპორტსმენები თუ სხვა ცნობილი სახეები არიან, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში $541 მილიონი გამოიმუშავა, რაც თითქმის 55%-იანი ვარდნაა გასული წლის $1.196 მილიარდთან შედარებით.

2024 წელს, რეიტინგში შემავალი გარდაცვლილი ვარსკვლავების მიერ გამომუშავებული თანხის უმეტესი ნაწილი, $600 მილიონი, მაიკლ ჯექსონზე მოდიოდა. ჯექსონის მიერ გამომუშავებული თანხის ზრდაზე დადებითად სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახა, რომელმაც Sony-ისთვის პოპის მეფის კატალოგის მიყიდვის პროცესის გაგრძელების ნებართვა გასცა. წლევანდელ სიაში პოპის მეფე კვლავ სათავეშია, თუმცა ბევრად სოლიდური, $105 მილიონით.

Forbes-ის შეფასებით, 2009 წელს ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ, პოპის მეფემ ძირითადად მუსიკალური კატალოგებისა და საკუთრებებზე გარიგებების წყალობით, $3.5 მილიარდი გამოიმუშავა. ხოლო ელვის პრესლიმ, რომელიც  2001 წლის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა და მას შემდეგ, 25 წელია, სიაში რჩება, ამ პერიოდში $1.2 მილიარდის გამომუშავება შეძლო. მიმდინარე წლის ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგში, გასული წლების მსგავსად ასევე მოხვდნენ ბობ მარლი, ჯონ ლენონი და პრინსი. ტრადიციულად, წლევანდელ სიასაც მუსიკოსები ლიდერობენ, 13-დან 10 წევრით. მათი ქონების უდიდესი ნაწილი საავტორო უფლებებზე მოდის. თუმცა იმ ვარსკვლავებს შორის, რომელთაც სიმდიდრე მუსიკალურ ინდუსტრიაში არ დაუგროვებიათ, მოხვდნენ დოქტორი სიუზი, არნოლდ პალმერი და კობი ბრაიანტი.

ამერიკული გოლფის ლეგენდის, არნოლდ პალმერის შემთხვევაში გამომუშავებული თანხის უდიდესი ნაწილი მისი სახელობის ბრენდირებულ სასმელზე მოდის, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით $200 მილიონის ღირებულების პროდუქტს ყიდის. ხოლო ავიაკატასტროფაში დაღუპული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის სპორტული ფეხსაცმელი კვლავ Nike-ის მაღაზიებში იყიდება.

მეთოდოლოგია: გამოცემის მიერ შედგენილი რეიტინგი მოიცავს გარდაცვლილი ვარსკვლავების მიერ მიღებულ შემოსავლებს გაყიდვებიდან, ლიცენზირების გარიგებებიდან, სტრიმინგიდან და ა.შ. შემოსავლები 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2025 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდშია დათვლილი. გარდა ამისა, Forbes-ის რეიტინგის შესადგენად გამოყენებულია Luminate-ის მონაცემები და ინტერვიუები ინდუსტრიის ინსაიდერებთან. აგენტების, მენეჯერებისა და იურისტების გადასახადი დაქვითული არ არის.

Forbes-ის 2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგი ასე გამოიყურება:

#1 მაიკლ ჯექსონი – $105 მილიონი

#2 დოქტორი სიუზი – $85 მილიონი

#3; #4 რიჩარდ რაიტი, სიდ ბარეტი (Pink Floyd) – $81 მილიონი (თითოეული)

#5 The Notorious B.I.G. – $80 მილიონი

#6 მაილზ დევისი – $21 მილიონი

#7 ელვის პრესლი – $17 მილიონი

#8 ჯიმი ბაფეტი – $14 მილიონი

#9 ბობ მარლი – $13 მილიონი

#10 ჯონ ლენონი – $12 მილიონი

#11 პრინსი – $11 მილიონი

#12 არნოლდ პალმერი – $11 მილიონი

#13 კობი ბრაიანტი – $10 მილიონი

Previous Post

OpenAI-მა „ქლაუდ“-სერვისების შესყიდვაზე Amazon-თან $38-მილიარდიანი გარიგება გააფორმა

Next Post

აქციონერთა კრების წინ, Tesla-ს აქციების ფასი მკვეთრად შემცირდა

Salo Papalashvili

Next Post
აქციონერთა კრების წინ, Tesla-ს აქციების ფასი მკვეთრად შემცირდა

აქციონერთა კრების წინ, Tesla-ს აქციების ფასი მკვეთრად შემცირდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result