Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ბიზნესი

Forbes Georgia-სა და Visa-ს ერთობლივი ბიზნეს კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემა განიხილეს

by Forbes.ge
May 18, 2023
in ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, პარტნიორის კონტენტი, საქართველო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
Forbes Georgia-სა და Visa-ს ერთობლივი ბიზნეს კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემა განიხილეს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოში არსებული სტარტაპების მრავალფეროვნებაზე და მის მზარდ ეკოსისტემაზე დადებით კონტექსტში სასაუბრო ძალიან ბევრია, მაგრამ ისეთი პლატფორმები, სადაც პროფესიონალურ დონეზე გაზიარებულ რჩევებს მიიღებთ – ალბათ ძალიან ცოტა. აქვე შეგვიძლია ვიკითხოთ, თუ საიდან იღებენ ანტრეპრენიორები სასურველ ინფორმაციას პერსონალური ბიზნესის დაგეგმვის საჭირო ეტაპების,  გრანტების მოპოვების, გაციფრულების, მსოფლიო ტრენდების, ტენდენციების, გამოწვევების და, უბრალოდ, წარმატებული მაგალითების შესახებ საქართველოში?! პასუხი არცთუ ისე დამაკმაყოფილებელია. ალბათ ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი შთამაგონებელი წყარო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებისთვის, როგორიც არის ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი Visa და ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემა – Forbes Georgia.  

2021 წელი Visa-ს და Forbes Georgia-ს კიდევ ერთი წარმატებული პროექტით დასრულდა. კომპანიებს უკვე რამდენიმეწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ, რომლის ფარგლებშიც არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. მათ შორის იყო Visa-ს გლობალური ინიციატივა საქართველოში მეწარმე ქალების  ხელშესაწყობად – She’s Next, Empowered By Visa. ხოლო ბიზნესპროექტი სტარტაპ-ეკოსისტემის შესახებ, პოდკასტების სერიის ფორმატში, კიდევ ერთ წარმატებულ ინიციატივას წარმოადგენს.

 Visa-ს სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს მიმართულებებს შორისაა: ინოვაციების დანერგვა და განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მათთვის სხვადასხვა პროექტის, ინიციატივის, ინოვაციური ტექნოლოგიისა თუ პროდუქტის შეთავაზების გზით, როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. Forbes Georgia-თან თანამშრომლობით, პოდკასტების სერიების ფორმატში შეიქმნა ღია დისკუსიების პლატფორმა, რომელმაც საზოგადოებას საქართველოს მზარდი ინოვაციური პოტენციალის, ბიზნეს- და სტარტაპ-ეკოსისტემაში არსებული ტრენდებისა და ციფრული გადახდების თანამედროვე ბიზნესმოდელების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. თავის მხრივ, Forbes Georgia საკუთარ  მკითხველსა და მსმენელს მუდმივ რეჟიმში უზიარებს მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციებისა და ინოვაციების შესახებ ინფორმაციას.

30-წუთიანი აუდიოეპიზოდების მოსმენა შესაძლებელია Forbes Georgia-ს ციფრულ პლატფორმებზე:  SoundCloud, Spotify, YouTube და ასევე Visa CISSEE-ს ოფიციალურ იუტუბ-არხზე.  

პოდკასტები ყოველ ორშაბათს, 2021 წლის 11 ოქტომბრიდან, 8 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. განხილვის ძირითად თემას საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემა წარმოადგენდა, უფრო კონკრეტულად კი მცირე და საშუალო ბიზნესის, წამყვანი ბანკების წარმომადგენლებთან, სფეროს ექსპერტებთან, Forbes Georgia-ს გუნდთან, Visa-სა და მის პარტნიორებთან ისეთ თემებს განიხილავდნენ, როგორიცაა: საქართველოში ბიზნესის ზრდის შესაძლებლობები ახალი პარტნიორობებისა და  ინოვაციური გადახდის ტექნოლოგიების საშუალებით, ფინტექ-ტექნოლოგიების ერა, ინოვაციური ციფრული ბანკინგის მახასიათებლები, ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები და თავისებურებები, სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამები 500 Georgia-ს მაგალითზე, უახლესი ციფრული ინოვაციები და ციფრული ლარის განვითარების პერსპექტივები თუ სოციალური ცვლილებების მომტანი ანტრეპრენიორობა. ინტერვიუების აუდიოფორმატი საკმაოდ მოხერხებული საშუალებაა საქმიანი ადამიანებისათვის. ის ერთბაშად რამდენიმე საქმის კეთების საშუალებას იძლევა, რაც დროის ეფექტიანად გამოყენებას უზრუნველყოფს.  

მათ, ვინც ვერ შეძლო პოდკასტების სერიისათვის თვალყურის მიდევნება, Forbes Georgia გთავაზობთ ამონარიდებს პოდკასტების ეპიზოდებიდან, რაც საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ ინფორმაცია ძირითად აქცენტების შესახებ:

„საქართველოში ყოველთვის ძალიან დიდია მოთხოვნა ინოვაციური გადაწყვეტილებების მიმართ და ჩვენი, როგორც ციფრული გადახდების ლიდერი კომპანიის მთავარი პრიორიტეტი ასეთ დროს ბაზრისათვის მაქსიმალური რესურსების მიწოდებაა ამ მიმართულების განსავითარებლად“.
დიანა კიღურაძე
Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში
„პირველი გამოწვევა (ტექკომპანიებისთვის) არის მომხმარებლის უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ჩვენ ვცხოვრობთ განსხვავებულ სამყაროში და ჩვენ ნამდვილად გვსურს ამაზე მეტი ყურადღების გამახვილება. მეორე გამოწვევა არის ეკონომიკური ზეწოლა, ეკონომიკური უსაფრთხოება და მისი აღდგენის ტემპები, რასაც დღევანდელ სამყაროში ვაწყდებით“.
ევგენი ლისნიაკი
Visa-ს უფროსი დირექტორი, სტრატეგიული პარტნიორობისა და ფინტექ მიმართულების ხელმძღვანელი
„ახალ ქვეყნებში ჩვენი გაფართოების გზაზე Visa-მ ჩვენთვის ბევრი კარი გააღო პროდუქტის განვითარებისა და ბაზარზე წვდომის მიმართულებით. Visa-ს sub-acquirer-ხელშეკრულებები, რომლებიც გვაძლევს შესაძლებლობას, შემძენებისათვის ვიყოთ გადახდის ფასილიტატორები, ასევე გვაძლევს საშუალებას, ვიმოქმედოთ Visa-ს სავაჭრო ნიშნით“.
კახა გელაშვილი
ქართული ფინტექ სტარტაპ კომპანიის, Payze-ის, თანადამფუძნებელი
„ახალი ციფრული ბანკებისა და ზოგადად ფინტექების გაჩენის შემდეგ, Visa-ს მსგავსი კომპანიებისათვის გაჩნდა სრულიად ახალი ბიზნესმომხმარებლის კლასი... შესაძლებლობები უსაზღვროა, თუმცა ყველაზე დიდი შესაძლებლობები ჯერ კიდევ წინ არის“.
გიორგი კაპანაძე
Space-ის მთავარი პროდუქტების ოფიცერი (CPO)
„SpinCar-ის მიერ PulsarAI-ის შეძენის პრეცედენტი იყო რეალობა, როდესაც ნამდვილად საქართველოში დაწყებულმა, ნამდვილად იმ ადამიანების მიერ დაწყებულმა კომპანიამ, რომელიც ყველა სხვა ქართული სტარტაპის მსგავსია, მიაღწია ასეთ წარმატებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, შენ სიახლოვეს ხდებოდეს ასეთი რამ და მიხვდე, რომ ეს შენც შეგიძლია“.
დაჩი ჭოლაძე
PulsarAI-ის აღმასრულებელი დირექტორი, მმართველი პარტნიორი და დამფუძნებელი
„Visa-ს მთავარი მიზანია, გადახდები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი მომხმარებლისათვის. ჩვენი ხედვაა, ნებისმიერი მეთოდით გავააქტიუროთ გადახდის საშუალება, რომლითაც ჩვენი ბარათის მფლობელი, ან თუნდაც ის პირი, რომელიც ჯერ არ ფლობს მას, შეძლებს გადახდას“.
ალექსანდრ სტელმაქი
Visa-ს ციფრული გადაწყვეტების დირექტორი
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტარტაპებზე, ინვესტიციებსა და მსგავს ტერმინოლოგიაზე, ინგლისურენოვანი ცოდნის გაზიარების პლატფორმები ადვილად ხელმისაწვდომია. კონკრეტულად საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში მეტი ადამიანი დაინტერესდეს ამ ყველაფრით. ამის ყველაზე მარტივი გზა კი ქართულ ენაზე ცოდნის არსებობაა“.
ლევან გომშიაშვილი
საქართველოს ბანკის მარკეტინგის ხელმძღვანელი
„არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ცენტრალურმა ბანკებმა აქტიურად დაიწყონ ციფრული ფულის დანერგვა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ პროცესში არ ვიყოთ ჩამორჩენილები. გარდა ამისა, ვთვლით, რომ ციფრული ლარის არსებობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედი იმისთვის, რომ ქვეყანაში ფინანსური ტექნოლოგიები განვავითაროთ“.
პაპუნა ლეჟავა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
„როდესაც My Nanny შეიქმნა, მისი მიზანი გახდა, რომ იმ ადამიანებისათვის, რომლებიც თან შვილებზე ზრუნავდნენ და თან კარიერული განვითარება სურდათ, მიგვეცა საშუალება, დროული და საჭირო დახმარება ეპოვათ“.
ნინო დვალიძე
My Nanny-ის დამფუძნებელი
„გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ძალიან დიდი კონკურენციაა, უკვე აუცილებელია, რომ გამორჩეული იყო სხვებისაგან. ეს გამორჩეულობა კი სწორედ იმაში გამოიხატება, რომ შენი ბრენდის სტილისა და ხედვის მთავარი ღირებულება მდგრადი განვითარება იყოს“.
ანანო დოლაბერიძე
Phubber-ის თანადამფუძნებელი

დასასრულ, უნდა აღვნიშნოთ, რომ პოდკასტების სერიების გაზიარება მსმენელთან კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საზოგადოებაში ბიზნესსაქმიანობის განვითარების, ინოვაციების დანერგვის აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში.  გარდა პროფესიული რჩევებისა, ეპიზოდები ერთგვარი შთამაგონებელი და  ინსპირაციულიც აღმოჩნდა,  რადგან უკვე შემდგარ და წარმატებულ ბიზნესს შეუძლია საკუთარი მაგალითის, გამოცდილების გათვალისწინებით ასწავლოს და გაზარდოს ახალგაზრდა ანტრეპრენიორები. ეს გახლდათ იმ ამბების ერთობლიობა, რომლებიც გვიყვებოდნენ თავიანთი წარმატების შესახებ, სადაც წაიკითხავდით დიდ ამბიციას შეუქცევადი განვითარების მიმართულებით. დაბოლოს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ  საქართველო ინოვაციების კულტურის ჩამოყალიბებაში ფუძემდებელი თუ არა, ნამდვილად მეწინავე ქვეყანაა რეგიონში, რაც ორმაგად საამაყოს ხდის – იყო ქართველი და მსოფლიო დონის ინოვატორი.

Previous Post

Sotheby’s-ის აუქციონზე 15-კარატიანი უიშვიათესი ლურჯი ბრილიანტი გაიყიდება

Next Post

Visa in Partnership with Forbes Georgia Discussed Innovation Ecosystem in Georgia within Joint Business Campaign

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
რუსეთ-უკრაინის კრიზისი: რატომ მაინცდამაინც ახლა?

რუსეთ-უკრაინის კრიზისი: რატომ მაინცდამაინც ახლა?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result