Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home Forbes

Forbes Georgia-ს რედაქციისა და 30 Under 30 სიის წევრების განცხადება

by Forbes.ge
November 30, 2024
in Forbes, პოლიტიკა, საქართველო, ყველა სიახლე
0
რედაქციის განცხადება
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის კონსტიტუციით დაცული ზეპარტიული, საერთო ეროვნული მისწრაფებაა. ევროპული კავშირის წევრობა ჩვენთვის ასევე ვაჭრობის, ინვესტიციების, კეთილდღეობისა და დემოკრატიული განვითარების გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს გულისხმობს. ამ პროცესის შეჩერება და დასავლურ ალიანსებთან დაშორება მძიმე და გრძელვადიან ეკონომიკურ შედეგებში ითარგმნება:

ვაჭრობა

ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია და 2023 წელს მისი წილი ქვეყნის მთლიან ვაჭრობაში 20.9%-ს შეადგენდა. ეს ძლიერი სავაჭრო ურთიერთობები დაფუძნებულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) შეთანხმებაზე, რომელიც ბაზრებზე ხელმისაწვდომობასა და რეგულაციების ჰარმონიზაციას უზრუნველყოფს. ევროკავშირთან ურთიერთობის შეწყვეტა სავაჭრო ნაკადების შეზღუდვას, ქართული პროდუქციის ბაზრებზე შესვლის გაძნელებასა და ტარიფების შესაძლო დაწესებას გამოიწვევს.

ინვესტიციები

ევროკავშირი საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი წყაროა, 2022 წელს წმინდა უცხოურმა ინვესტიციებმა ევროკავშირიდან თითქმის $850 მილიონი შეადგინა, 5-ჯერ მეტი, ვიდრე დსთ-ს ქვეყნებიდან. მსგავსი ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ტექნოლოგიური განვითარებისათვის გადამწყვეტია. ევროკავშირისგან დაშორება ინვესტორებში გაურკვევლობის შეგრძნებას გააძლიერებს, რაც ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების შეფერხებას გამოიწვევს.

საერთაშორისო სტანდარტები და კონკურენტუნარიანობა

ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, პროდუქციის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს. DCFTA-მ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და შემდგომი ინტეგრაცია კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოიტანს. სტანდარტებიდან დისტანცირება საქართველოს საერთაშორისო ბაზრებზე იზოლაციას, პროდუქტების კონკურენტუნარიანობის შემცირებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პრაქტიკაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას გამოიწვევს.

ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე

ბოლო წლების ტენდენციები რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდას აჩვენებს, 2021-დან 2023 წლამდე საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 47%-ით გაიზარდა. ეს ცვლილება საქართველოს ეკონომიკურ მოწყვლადობას ზრდის, განსაკუთრებით რუსეთის მიერ ეკონომიკური ბერკეტების პოლიტიკური გავლენისათვის გამოყენების ხანგრძლივი ისტორიის ფონზე – იქნება ეს ზამთრის ენერგობლოკადა თუ ღვინის ემბარგო. რუსულ ბაზარზე გადაჭარბებული დამოკიდებულება ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

ევროკავშირის ფინანსური დახმარების დაკარგვა

ევროკავშირი საქართველოსთვის ძირითადი დონორია და ყოველწლიურად €120 მილიონზე მეტს გამოყოფს რეფორმებისა და განვითარების პროექტების მხარდასაჭერად. თუმცა, დემოკრატიული უკუსვლის გამო ევროკავშირმა 2024 წელს €121 მილიონი დახმარება შეაჩერა. მსგავსი ფინანსური დანაკარგები მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე აისახება, ეკონომიკურ პროგრესს ანელებს და მოსახლეობის კეთილდღეობას აზარალებს.

ფინანსური სისტემების ჩამოშლა

საქართველოს ფინანსური სექტორი ღრმადაა ინტეგრირებული დასავლურ სისტემებთან. 2023 წელს ეროვნული ბანკის მიერ სანქციების რეგულაციების ცვლილებამ გამორიცხა საერთაშორისო სანქციების მოქმედება ქართული სასამართლოს დასტურის გარეშე. დასავლეთისგან დისტანცირების თანმდევი ინდივიდუალური სანქციების შეუსრულებლობამ ქართული ბანკების გლობალურ ფინანსურ სისტემებზე წვდომის დაკარგვას გამოიწვევს. ეს კი ლარს კატასტროფული გაუფასურებით ემუქრება. იზოლირებული საქართველო უმწვავეს ეკონომიკურ და სოციალური კრიზისში აღმოჩნდება.

მტკიცედ მიგვაჩნია, რომ საქართველო არ უნდა დაშორდეს სტრატეგიულ მოკავშირეებს, რომლებიც ამასთანავე ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების არ-აღიარების მთავარი გარანტორები არიან. ევროპული კავშირისკენ მიმავალი გზიდან გადახვევა შეუთავსებელია ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებასთან. 

Forbes Georgia-ს რედაქცია და 30 Under 30 სიის წევრები ვგმობთ პოლიციურ ძალადობას და სოლიდარობას ვუცხადებთ ჟურნალისტებსა და პროტესტის მონაწილეებს, რომელთაც სასიცოცხლო საფრთხის ქვეშ უწევთ პროფესიული თუ სამოქალაქო მოვალეობის შესრულება. საქართველოს ადგილი ევროპაშია!

ხელმომწერთა სია (განახლებადი).

Tags: top
Previous Post

InnAIo Launches a Pocket-Sized Solution for Seamless Multilingual Communication

Next Post

Inside LA MAXIME’s Success: Exploring the Brand’s Unique Approach to Skincare

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Inside LA MAXIME’s Success: Exploring the Brand’s Unique Approach to Skincare

Inside LA MAXIME's Success: Exploring the Brand's Unique Approach to Skincare

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result