Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home არქივი

Forbes Georgia | 2025 წლის თებერვლის ნომერი

by Forbes.ge
March 18, 2025
in არქივი
0
Forbes Georgia | 2025 წლის თებერვლის ნომერი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გამოვიდა Forbes Georgia-ს 2025 წლის თებერვლის ნომერი, რომლის გარეკანზეც იხილავთ:

◾ ყდაზე | თბილისის ზღვის ახალი ტალღა

ჯინო ჰოლდინგის პრეზიდენტი ნოდარ გიორგაძე უკვე წლებია, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკრეაციული ცენტრის, თბილისის ზღვის ტერიტორიის განვითარებაზე ზრუნავს. ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო აკვაპარკის შექმნის შემდეგ მისი მიზანი უნიკალური ზღვისპირა ურბანული პროექტის, თბილისის ბულვარის განხორციელებაა, რომლის ღირებულებაც 250 მილიონი ევროა.

წაიკითხეთ სრულად

ნომერში ასევე წაიკითხავთ:

ფაქტი და კომენტარი

◾ საქართველო ავტორიტარიზმისთვის მტრული ნიადაგია | ავტორი: შოთა დიღმელაშვილი

დასავლეთი და მისი მოკავშირე ქართველი საზოგადოება შიშობს, რომ გამკაცრებულ კანონმდებლობას შორს მიმავალი ეფექტი ექნება და კიდევ უფრო ჩაახშობს გამოხატვის, შეკრებისა და მედიის თავისუფლებას. სულ უფრო ხშირად ისმის ნეოლოგიზმი „ბელარუსიზაცია”. იბადება კითხვა: შეძლებს ბიძინა ივანიშვილი ახლო წარსულში რეგიონის „დემოკრატიის შუქურად” წოდებული საქართველოსგან ბელარუსი მიიღოს?

◾ საქართველო 2024 წლის რეიტინგებში | ავტორი: ბესო ნამჩავაძე

ნომერში ტრადიციულად წარმოგიდგენთ, თუ როგორ შეიცვალა გასულ წელს საქართველოს პოზიცია 10 საერთაშორისო რეიტინგში. ესენია როგორც პირდაპირ ეკონომიკური შინაარსის მქონე რეიტინგები, ასევე კორუფციის, დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების დონის მაჩვენებელი რეიტინგები. დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მაღალი დონე ქვეყნის სტაბილური და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

◾ ახალი ტრამპვერსი

არჩევნების ღამეს გამარჯვებისადმი მიძღვნილი გამოსვლის დროს, დონალდ ტრამპმა მოიხსენია ისინი, ვინც ხელი შეუწყო მის გასაოცარ პოლიტიკურ დაბრუნებას. ამ დროს, შეკრებილმა ხალხმა შეძახილი წამოიწყო: ი-ლონ! ი-ლონ! ი-ლონ! “ჩვენ ახალი ვარსკვლავი გვყავს. იბადება ვარსკვლავი: ილონი“, – არ დააყოვნა ტრამპმა, რომელმაც შემდეგ დაიწყო ოთხწუთიანი სოლოს შესრულება მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, „სუპერგენიოსის“ შესახებ, რომელსაც 78 წლის არჩეული პრეზიდენტი დაჰპირდა უზარმაზარ უფლებამოსილებებს როგორც ამერიკული პოლიტიკის, ასევე ფედერალური ხარჯების წარსამართავად.

მოსაზრება

◾ დაკარგული მოკავშირეები: რით ემუქრება აშშ-ის სანქციები ქართველ ჩინოსნებს? | ავტორი: ვახტანგ ფარცვანია

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მი­ერ საქართველოს თანამდებობის პირების მიმართ ბოლოს დროს გამოყენებული სანქციები წარმოადგენს მნიშვნელოვან ესკალაციას ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე რეაგირების კუთხით. 2024 წლის 19 დეკემბერს აშშ-ის ხაზინამ სანქციები დააკისრა ვახტანგ გომელაურს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, და მირზა კეზევაძეს, სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მათ მიერ მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობაში შესრულებული წამყვანი როლისთვის. მსგავსი ზომებით გამოწვეულ შედეგებზე დაკვირვება გარკვეულწილად მიგვითითებს, თუ რა გამოწვევებს შეიძლება წააწყდნენ ქართველი თანამდებობის პირები.

◾ ავტორიტარიზმიდან დემოკრატიამდე მშვიდობიანი გზა ბიზნესის ჩართულობაზე გადის | ავტორი: გიორგი ცხადაია

ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში, როდესაც საქართველოს შიდა პოლიტიკური წყობისა და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ბედი ერთდროულად წყდება, ბიზნესებს განსაკუთრებული
პასუხისმგებლობა აკისრიათ. გასული საუკუნეების განმავლობაში ევროპისა და სხვა რეგიონების ქვეყნების დემოკრატიზაციაში დიდი როლი ითამაშეს არა მხოლოდ პოლიტიკურმა ძალებმა და სახალხო მოძრაობებმა, არამედ ბიზნესებმა, რომლებმაც უზრუნველყვეს ის, რომ ბევრ ქვეყანაში ავტორიტარიზმიდან დემოკრატიამდე მიმავალი გზა მშვიდობიანი ყოფილიყო.

რეპორტაჟი

◾ დემოკრატიული ტექნოლოგიების ჰაკათონი | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

17-19 იანვარს თბილისში დემოკრატიული ტექნოლოგიების ჰაკათონი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 100-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაგან, საბოლოოდ, 8 გუნდი შეიკრა. 3-დღიანი ჰაკათონის პირველი ორი დღე მონაწილეების დაჯგუფებას, იდეების ჩამოყალიბებასა და განვითარებას დაეთმო.

წაიკითხეთ სრულად

ინტერვიუ და პროფილი

◾ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პერსპექტივები | ავტორი: ანინა ტეფნაძე

Gross Energy Group

ანგული ტყებუჩავას დაარსებული Gross Energy Group-ი, რომელსაც ის ვაჟებთან, დავითთან და ირაკლის ხელმძღვანელობენ, საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ქვაკუთხედად იქცა.

◾ ყდაზე | დამსაქმებლის სAIმედო პარტნიორი

ერთი წლის წინ დაარსებული სტარტაპი Helio AI შრომით ბაზარზე დამკვიდრებულ თამაშის წესებს უკვე ექვს ქვეყანაში ცვლის.

წაიკითხეთ სრულად

რეიტინგი

◾ ყველაზე პერსპექტიული ქართული სტარტაპები

ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემაში ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება, რაც ნათლად ჩანს იმ კომპანიების წარმატებაში, რომლებიც ინოვაციური იდეებით და მასშტაბური პროექტებით საერთაშორისო ბაზრებზეც იმკვიდრებენ ადგილს. Forbes Georgia-მ და Axel-მა ერთობლივად შეიმუშავეს სია, რომელიც ქვეყნის ყველაზე პერსპექტიულ სტარტაპებს წარმოადგენს. ეს სია ასახავს ადგილობრივ ბაზარზე შექმნილი კომპანიების პოტენციალს, რომლებიც ფინანსური მიღწევებით, ტექნოლოგიური ინოვაციებით და გლობალური ექსპანსიის პერსპექტივით გამოირჩევიან

◾ ყველაფერი, რაც კანს ეხება | ავტორი: იზა გვარამაძე

კლინიკა კანი ქართულ ბაზარზე 11 წლის წინ გამოჩნდა და დერმატოლოგიის მიმართულებით მსოფლიოში არსებული ტექნოლოგიებისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვას შეუდგა. ორი ექიმით დაწყებული ბიზნესი დღეს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ოთხ ფილიალსა და 150-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კლინიკის ქსელის განვითარების გზასა და გაფართოების გეგმებზე “კანის” დამფუძნებელი, ირაკლი კუტალია გვესაუბრა.

◾ ორი ბიზნესი – ერთი ესთეტიკით | ავტორი: ანიტა მუსკარია

ალბინა ქაჯაიამ ესთეტიკურ მედიცინაში კარიერის შენება დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო. სამშობლოში დაბრუნებულს, რეპუტაციის შესაქმნელად ბევრ გამოწვევასთან გამკლავება მოუწია. დღეს ის „ტოტალ შარმის“ დერმატოკოსმეტოლოგიის ფილიალის ხელმძღვანელია, ერთი წლის წინ კი ფრენჩაიზის ქვეშ სტომატოლოგიის მიმართულება დააფუძნა. ალბინა კარიერულ გზასა და აღნიშნული ბიზნესების განვითარებაზე გვესაუბრა. 

ეკონომიკა

◾ გასული წელი და 2025 წლის გამოწვევები | ავტორი: ბესო ნამჩავაძე

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა. წლიური ზრდის მაჩვენებელი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ფინანსთა სამი ნისტროს პროგნოზით 9% უნდა იყოს.
მაღალი ზრდის ტემპი მნიშვნელოვანწილად ისევ რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტით არის გან პირობებული – რუსეთიდან ფულის შემოსვლით და სავაჭრო-სატრანზიტო გზების საქართველოზე გადმონაცვლებით.

◾ კავკასიური ზრდის წრე: ომის ეკონომიკური ეფექტი უკანაა | ავტორი: ეგნატე შამუგია

2024 წე­ლი კავ­კა­სი­ის ეკო­ნო­მი­კის­თ­ვის პო­ზი­ტი­უ­რი რჩე­ბო­და. გა­სულ წელს რეგიონის ქვეყნებში მაღალი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა

◾ მაქსიმუსის აჩრდილი | ავტორი: ნიკა ხოფერია
რეცენზია ფილმ გლადიატორის მე-2 ნაწილზე

რიდლი სკოტის „გლადიატორი“ 2000-იანი წლების ერთ-ერთი წარმატებული, საკულტო ფილმია. ეს არის ეპიკური, ისტორიული ბლოკბასტერი, შექსპირისეული შურისძიების ამბით, მასშტაბური სცენებით, ბრძოლებითა და ორთაბრძოლებით, რომლებიც მაყურებელს გულგრილს არ ტოვებს. უამრავი შეცდომის მიუხედავად, რიდლი
სკოტმა მოახერხა რომის დიდებული, დასამახსოვრებელი სურათის შექმნა, დღემდე რომ იზიდავს მაყურებელს.

◾ კრიპტოს ყველაზე სულელური ბუშტი | ავტორი: ნინა ბამბიშევა, სტივენ ერლიხთან ერთად

ტრადიციულ ფინანსებში მომუშავეთა უმეტესობა კრიპტოვალუტას დიდი ხნის განმავლობაში არასერიოზულად მიიჩნევდა. დღეს meme coin-ების მოვაჭრეთა ახალგაზრდა ჯარი აბსურდისკენ იხრება და თავიანთ ფინანსურ ნიჰილიზმს აყვავებულ, ან თუნდაც სახიფათო, $100-მილიარდიან ბაზრად აქცევს.

ტენდენცია

◾ მოგება მართული მრისხანებით | ავტორი: უილ იაკოვიცი

დონალდ ტრამპის გამარჯვება მხოლოდ პოლიტიკას არ ეხება. მეწარმეთა მცირე ნაწილმა ალღო აუღო იმ ფაქტს, რომ პარტიულობა საქმეებს მედიაზე კარგად აგვარებს. ტაკერ კარლსონის ახალი
ნიკოტინის საწარმო ამის სრულყოფილ პრიზმას გთავაზობთ.

◾ ქვარსკვლავი | ავტორი: კრისტოფერ ჰელმანი

რა მოხდება, თუ რევოლუციური ტექნოლოგიები, რომლებიც შემუშავებული იყო ნავთობისთვის ქანების დასაჭრელად, მოდიფიცირდება დედამიწის ქერქის სიმხურვალის სახით ულიმიტო
ენერგიის გამოსათავისუფლებლად? თავისი მწვანე ოცნებების ასახდენად ტიმ ლატიმერმა $400 მილიონზე მეტი შეაგროვა ბილ გეიტსის, ჯეფ ბეზოსისა და მარკ ცუკერბერგისგან, მაგრამ არჩეული პრეზიდენტი ტრამპი მას შესაძლოა გზად გადაეღობოს.

Tags: Heliotop
Previous Post

Forbes: ყველაზე მოგებიანი სპორტული გუნდები 2025 წლისთვის

Next Post

„პარი სენ-ჟერმენი“ და „ნაპოლი“ კვარაცხელიას ტრანსფერზე შეთანხმდნენ

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
რომელ ადგილზეა კვარაცხელია The Guardian-ის 100 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში?

„პარი სენ-ჟერმენი“ და „ნაპოლი“ კვარაცხელიას ტრანსფერზე შეთანხმდნენ

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result