Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ბიზნესი

Forbes: აშშ-ის 40 წლამდე ასაკის უმდიდრესი თვითშემდგარი ქალების რეიტინგი

by Salo Papalashvili
June 2, 2023
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, რეიტინგი, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
Forbes: აშშ-ის 40 წლამდე ასაკის უმდიდრესი თვითშემდგარი ქალების რეიტინგი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გამოცემა Forbes-მა ამერიკის ასი უმდიდრესი თვითშემდგარი ქალის რეიტინგი გამოაქვეყნა. 2023 წლის სიაში, 40 წლამდე ასაკის კვლავ თერთმეტ უმდიდრეს ქალს ვხვდებით, თუმცა არა იმავე შემადგენლობით, როგორც ეს შარშანდელ რეიტინგში იყო.

უკვე მეექვსე წელია, რაც რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა წევრის სტატუსს არ თმობს კაილი ჯენერი. რეალითი შოუს ვარსკვლავი და Kylie Cosmetics-ის დამფუძნებელი Forbes-ის უმდიდრესი თვითშემდგარი ქალების სიაში პირველად 20 წლის ასაკში მოხვდა. ამერიკის ას უმდიდრეს ქალს შორის, ჯენერი $680-მილიონიანი ქონებით 38-ე ადგილს იკავებს, მაშინ როდესაც გასულ წელს, $600 მილიონით, 41-ე პოზიციაზე იყო. ცნობისთვის, ჯენერმა Kylie Cosmetics-ი 2015 წელს დააარსა, 2020 წელს კი, კომპანიის 51%-იანი წილი, $600 მილიონად ამერიკულ კოსმეტიკურ კომპანია Coty-ის მიჰყიდა.

მიმდინარე წლის რეიტინგის 30 წლამდე ასაკის კიდევ ერთი წევრი 28 წლის ლუსი კუოა. ახალგაზრდა მილიონერი Forbes Under 30-ის სიაში 2018 წელს, ხელოვნური ინტელექტის ფირმა Scale AI-ის დაფუძნების შემდგომ მოხვდა. ამჟამად ლუსი კრეატორებისთვის შექმნილი web3-პლატფორმა Passes-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელია, მისი ქონება კი $360 მილიონს უტოლდება.

გარდა უკვე ნაცნობი წევრებისა, Forbes-ის 2023 წლის რეიტინგს სამი ახალწვეულიც ჰყავს. მათ შორის არიან 36 წლის კრისტინა კაჩიოპო, 38 წლის იმან აბუზეიდი და 39 წლის ჯულია ჩიკი. კაჩიოპომ 2017 წელს უსაფრთხოებისა და ავტომატიზაციის კომპანია Vanta დააარსა და მას შემდეგ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს – კერძო ინვესტორები კაჩიოპოს კომპანიას $1.6 მილიარდად აფასებენ. აბუზეიდი $1.65 მილიარდად შეფასებული კომპანია Incredible Health-ის დამფუძნებელია, პლატფორმის რომელიც ექთნებს საავადმყოფოებში ვაკანსიების მოძიებაში ეხმარება. ხოლო ჩიკმა, 2015 წელს სახლში ტესტირების კომპანია Everly Healt-ი დააარსა, რომელმა შარშან $250 მილიონი გამოიმუშავა.

40 წლამდე ასაკის უმდიდრესი თვითშემდგარი ქალი და რეიტინგის ერთადერთი მილიარდერი ბარბადოსელი მომღერალი და ბიზბესვუმენი რიანაა. რიანას ქონება, რომელიც ამჟამად $1.4 მილიარდს უტოლდება, არა მისი მუსიკალური კარიერის, არამედ 2017 წელს დაარსებული კოსმეტიკის ბრენდ Fenty Beuty-ის დამსახურებაა. რიანას მეორე პოზიციით ასევე მომღერალი ტეილორ სვიფტი მოსდევს. ამერიკელი პოპვარსკვლავის ქონება, მისი ახალი ალბომის, Midnights-ის გამოშვებისა და Eras-ის ტურნეს დაანონსების შემდეგ, გასულ წელთან შედარებით $170 მილიონით გაიზარდა.

წარმოგიდგენთ აშშ-ის 40 წლამდე უმდიდრესი თვითშემდგარი ქალების რეიტინგს:

  1. რიანა – $1.4 მილიარდი, ასაკი: 35

სიმდიდრის წყარო: მუსიკალური ინდუსტრია, კოსმეტიკური ხაზი Fenty Beuty

  1. ტეილორ სვიფტი – $740 მილიონი, ასაკი: 33

სიმდიდრის წყარო: მუსიკალური ინდუსტრია

  1. კაილი ჯენერი – $680 მილიონი, ასაკი: 25

სიმდიდრის წყარო: კოსმეტიკის ხაზი Kylie Cosmetics

  1. ნეჰა ნარკჰედე – $520 მილიონი, ასაკი: 38

სიმდიდრის წყარო: პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Oscilar

  1. უიტნი ჰერდი – $510 მილიონი, ასაკი: 33

სიმდიდრის წყარო: Bumble

  1. ჰუდა კატანი – $400 მილიონი, ასაკი: 39

სიმდიდრის წყარო: Huda Beuty

  1. კრისტინა კაჩიოპო – $385 მილიონი, ასაკი: 36

სიმდიდრის წყარო: უსაფრთხოებისა და ავტომატიზაციის კომპანია Vanta

  1. ლუსი კუო – $360 მილიონი, ასაკი: 28

სიმდიდრის წყარო: web3-პლატფორმა Passes

  1. იმან აბუზეიდი – $350 მილიონი, ასაკი: 38

სიმდიდრის წყარო: Incredible Health

  1. რეიჩელ რომერი – $320 მილიონი, ასაკი: 34

სიმდიდრის წყარო: ონლაინ სწავლების კომპანია Guild Education

  1. ჯულია ჩიკი – $260 მილიონი, ასაკი: 39

სიმდიდრის წყარო: Everly Health

Previous Post

რუსული FSB-ის მტკიცებით, აშშ-ის დაზვერვის სამსახურებმა ათასობით iPhone-ი დაჰაკეს

Next Post

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

Salo Papalashvili

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result