Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ქართულად

FDLI-ს ყოველწლიური კონფერენცია – ინფორმაცია ცვლილების საფუძველს წარმოადგენს

by მაგდა დოლიძე
February 15, 2021
in ქართულად
0
FDLI-ს ყოველწლიური კონფერენცია – ინფორმაცია ცვლილების საფუძველს წარმოადგენს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მიმდინარე წლის 21-23 ოქტომბერს საკვებისა და მედიკამენტების სამართლის ინსტიტუტის (FDLI) მიერ გამართულ კონფერენციაზე ფედერალური მთავრობის ექსპერტები, ინდუსტრიის, არაკომერციული ორგანიზაციებისა და აკადემიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ ინდუსტრიაში FDA–ს მიერ რეგულირებული მხარეების პოლიტიკისა და შესაბამისობის საკითხები, მათი სამართლებრივი და მარეგულირებელი  ასპექტები.

სესიების ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემას მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტები (MRTP) წარმოადგენდა.

სიგარეტთან დაკავშირებული რისკების შემცირების მიზნით, თამბაქოს მწარმოებელმა კომპანიებმა შექმნეს თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები იმისათვის, რომ შეემცირებინათ თამბაქოს კვამლისგან გამოწვეული დაავადებების განვითარების შესაძლებლობა.

MRTP-ის ავტორიზაციის მიღების შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს. ავტორიზაცია გულისხმობს თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტისთვის FDA-ს შეცვლილი რისკის ორდერის მინიჭებას საკვების, მედიკამენტებისა და კოსმეტიკის ფედერალური კანონის 911 მუხლის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ის პროდუქტები, რომლებმაც მიიღეს FDA–ს მიერ მოდიფიცირებული რისკის პროდუქტების სტატუსი, სარგებლობს მარკეტინგის ნებართვით.

“ავტორიზაციის მისაღებად საჭიროა, რომ პროდუქტი აკმაყოფილებდეს ადმინისტრაციის მოთხოვნებს. ის სარგებლის მომტანი უნდა იყოს საყოველთაო ჯანმრთელობისთვის, უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიკატების მნიშვნელოვნად შემცირებულ რაოდენობას, უნდა ამცირებდეს ჯანმრთელობისა და მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკებს”,- განაცხადა ბენჯამის აპელბერგმა, FDA-ის ჯანდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის მეცნიერმა.

MRTP-ის ავტორიზაცია პირველად 2019 წელს კომპანია Swedish Match USA-ს მიერ წარმოებულ თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტს – SNUS-ს მიენიჭა. უახლესი გადაწყვეტილება MRTP-ს სტატუსის მინიჭების შესახებ კი “ფილიპ მორისის” IQOS მოწყობილობას უკავშირდება.

“სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ტრადიციული სიგარეტის მოხმარებიდან სრულად IQOS-ის მოხმარებაზე გადასვლა ამცირებს ორგანიზმზე მავნე ან პოტენციურად მავნე ქიმიკატების ზემოქმედებას”, – განაცხადა ბენჯამინ აპელბერგმა.

თამბაქოს უკეთეს ალტერნატივაზე გადასვლისთვის მომხმარებელი უნდა ფლობდეს უტყუარ ინფორმაციას და უნდა ჰქონდეს მწარმოებლის მიმართ ნდობა. თუმცა, ოტავის უნივერსიტეტის პროფესორის, დევიდ სვეანორის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები არ არიან ინფორმირებულნი, სწორედ ამიტომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ  საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმირებული და რაციონალური გადაწყვეტილებები.

როგორც დევიდ სვანორმა საუბრის დროს აღნიშნა, მომხმარებელს აქვს სურვილი, გადავიდეს უკეთესი ალტერნატივის მოხმარებაზე. თუმცა, ინფორმაციის ნაკლებობა მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევს.

“თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, შვედეთშია. ნორვეგიაში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, სიგარეტის გაყიდვები განახევრდა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 34%-ით შემცირდა სიგარეტის გაყიდვები იაპონიაშიც. ეს არის ყველაზე სწრაფი კლება, რაც ჩვენ ოდესმე გვინახავს ბაზარზე”, – განაცხადა სვეანორმა.

პროფესორის განმარტებით, ცვლილების მიზეზი იყო არა მთავრობის ძალისხმევა, აიძულოს მომხმარებელი შეწყვიტოს თამბაქოს მოხმარება, არამედ ეს იყო არჩევანის შესაძლებლობა.

“ნორვეგიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს SNUS-ი, იაპონია იყენებს თამბაქოს გასახურებელ სისტემებს, ისლანდიაში გავრცელებულია SNUS-ი და ელექტრონული სიგარეტები. მთავრობა არ აიძულებს მომხმარებელს, გადავიდეს ნაკლები რისკის მქონე მოწყობილობების მოხმარებაზე, ეს თავად მომხმარებლის არჩევანია”, – განმარტა პროფესორმა სევანორმა.

სპიკერის განცხადებით, ინფორმაციის გავრცელება მთავრობისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს არის მწარმოებელთა პასუხისმგებლობაც.

“თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებზე უკეთესად ამ ცვლილებას ვერავინ განახორციელებს. ისინი ხედავენ, რა ხდება თამბაქოს ბაზარზე. მე მესმის, შიშის აღმძვრელია, როდესაც შენი ბიზნესი მთლიანად ტრადიციული თამბაქოს რეალიზაციაზე არის დაფუძნებული და შენთვის  საზოგადოების მხრიდან ალტერნატივის მოხმარებაზე გადასვლა რისკს წარმოადგენს, მაგრამ თუ გვსურს, შევქმნათ ინფორმირებული საზოგადოება, მაშინ ჩვენ ეს ინფორმაცია გვჭირდება”, – განაცხადა დევიდ სვეანორმა.

სანდო ინფორმაციისა და პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შედეგად, ცვლილების მიღწევა შესაძლებელია. სპიკერების განმარტებით, მომხმარებელს სჭირდება ესმოდეს ნიკოტინის რაობა და წვის შედეგად წარმოქმნილი მავნე ქიმიკატების ორგანიზმზე ზემოქმედების შედეგები, შესაბამისად, გაცნობიერებული ჰქონდეს მოწევასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკებიც.

Previous Post

მორალური საფრთხის ჰერცოგები

Next Post

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

მაგდა დოლიძე

Next Post
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result