• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result

Home Forbes Infrastructure

ევროპული ინფრასტრუქტურის მშენებელი

by Davit Tsiramua
May 3, 2022
in Forbes Infrastructure, ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, ინტერვიუ, კომპანიები, საქართველო, ყველა სიახლე
0
ევროპული ინფრასტრუქტურის მშენებელი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

„პრაიმ ბეტონმა“ ფოთის პორტში „პეისის“ ნავმისადგომის მშენებლობა 2021-ში დაასრულა, წელს კი APM-ტერმინალის რეაბილიტაციაში მონაწილეობს. კომპანი, რომელმაც ოპერირება 14 წლის წინ როგორც სამშენებლო მასალების მწარმოებელმა დაიწყო, დღეს საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. „პრაიმ ბეტონში“ აცხადებენ, რომ მათი მისია საქართველოში ევროპული ინფრასტრუქტურის შექმნაა. მიმდინარე პროექტებსა და მიზნებზე Forbes Infrastructure-თან კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე სოკოლოვსკიმ ისაუბრა.

ბა­ტო­ნო ალექ­სან­დ­რე, გა­სულ წლებ­ში „პრაიმ ბე­ტონმა“ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­პორ­ტო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა­ში ერ­თ­-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ელა, მე­ო­რეზე კი ახლა მუშაობთ, რო­გორ მოხ­ვე­დით აქამ­დე?

კომპანია 2008 წელს შევქმენით. მაშინ ფაქტობრივად სამშენებლო სტარტაპი ვიყავით, პირველი ინვესტიცია ამერიკული ფონდისგან მალევე მოვიზიდეთ და ფოთში პირველი ბეტონის საწარმო გავხსენით. ჩვენი მიზანი ბაზრისთვის თანამედროვე მიდგომებით წარმოებული ბეტონის პროდუქციის შეთავაზება იყო. ქარხნის ამოქმედების შემდეგ არაერთხელ გავფართოვდით წარმოების მიმართულებით. თუმცა იმ პერიოდს დაემთხვა 2008 წლის ომისშემდგომი კრიზისი და ფინანსური კრიზისი მსოფლიოში, ამიტომაც ბევრი სამშენებლო კომპანია, ჩვენი დამკვეთები რომ უნდა გამხდარიყვნენ, ბაზრიდან გაქრა. რამდენიმე დამკვეთმა კი შემოგვთავაზა, რომ ბეტონის მიწოდებასთან ერთად სამშენებლო სამუშაოებიც შეგვესრულებინა. ასე დავიწყეთ სამშენებლო სერვისების მიწოდებაც, 2012 წლიდან კი უკვე აქტიურად ვახორციელებდით პროექტებს. მათ შორის საპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც, რაც მშენებლობაში რთულ მიმართულებად მიიჩნევა. ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა და ნიშაა წყალანირების, გზებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად.

თქვე­ნი უმ­ს­ხ­ვი­ლე­სი პრო­ექ­ტე­ბია „პეისის“ და APMის ტერ­მი­ნა­ლე­ბი. „პეისის“ პრო­ექ­ტი უკ­ვე და­ას­რულეთ. მოგ­ვი­ყე­ვით ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ზე და რო­გორ მოხ­და, რომ კონ­ტ­რაქ­ტო­რად სწო­რედ თქვე­ნი კომ­პა­ნია იქ­ნა შერ­ჩე­უ­ლი? რა გახდა ამის სა­ფუძ­ვე­ლი?

„პეისის“ პროექტი ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში საპორტო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ყველაზე მსხვილი პროექტი იყო, რომლის ფარგლებში 250 მეტრის სიგრძის ნავმისადგომი აშენდა, დაახლოებით 13 მეტრის სიღრმით. ის გათვლილია ისეთი დიდი ზომის გემებზე, რომლებიც ამ დრომდე საქართველოში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ვერ შემოდიოდა. „პეისის“ ნავმისადგომის მშენებლობით საქართველოში გაჩნდა ყველაზე თანამედროვე სტანდარტების საპორტო ინფრასტრუქტურა, პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) დაფინანსებით განხორციელდა. ტენდერი იყო საერთაშორისო. მანამდე ჩვენ გვქონდა ფოთის პორტში მშენებლობების ინტენსიური გამოცდილება. კერძოდ, ჩვენს ანგარიშზე იყო მე-7 და მე-15 ნავმისადგომების რეაბილიტაციის სამუშაოები, საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა და ა.შ. შესაბამისად, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, „პეისის“ პროექტის განხორციელებისთვის მზად ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ პროექტით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს ვერ ვაკმაყოფილებდით, „პეის ჯგუფის“ დამფუძნებლების, DFC-ის ნდობის წყალობით და ჩვენი პარტნიორი ფონდის Gazelle Finance-ის დახმარებით, მოგვეცა საშუალება, რომ საერთაშორისო კომპანიებთან ერთად მიგვეღო ტენდერში მონაწილეობა და გავიმარჯვეთ კიდეც. ეს იყო $20-მილიონიანი პროექტი. პროექტის ფარგლებში მოვიწვიეთ ერთ-ერთი წამყვანი ჰოლანდიური კომპანია Royal Haskoning DHV-ი, რომელმაც საპროექტო ნაწილზე იმუშავა. კერძოდ, ტენდერის მოგების შემდეგ სწორედ ამ კომპანიასთან ერთად პროექტის სრული რედიზაინი განვახორციელეთ. პროექტი ფაქტობრივად ხელახლა შევქმენით სხვა ტექნიკური გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური ელემენტების გათვალისწინებით. ჩრდილოეთის და სამხრეთ მოლების მშენებლობაში გამოვიყენეთ გრავიტაციული სტრუქტურები, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი შავი ზღვის მასშტაბით პირველი ამგვარი საზღვაო ნაგებობაა. კონსტრუქციული ნაწილი მთლიანად ანაკრები კონსტრუქციებით განვახორციელეთ, რომ უფრო ეფექტიანად წარმართულიყო სამშენებლო პროცესი და უფრო სწრაფად დაგვესრულებინა ის.

„პეისის“ ნავმისადგომის მშენებლობა, ივნისი 2020

გა­მო­დის, თქვენ „დიზაინ-ბილდის“ ფორ­მა­ტით მი­იღეთ ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა…

დიახ, ეს მიდგომა იძლევა იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი ინოვაცია და კრეატიულობა ჩაერთოს პროექტის ფორმირებაში და ამის საფუძველზე ოპტიმალური გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული. ეს იყო ამ პროექტის ფარგლებში ჩვენთვის დიდი გამოწვევაც და შესაძლებლობაც. სწორედ ამის საფუძველზე გავიმარჯვეთ ტენდერში, რომელიც 2019 წელს ჩატარდა. 2020-2021 წლებში ნავმისადგომის სამშენებლო სამუშაოები შევასრულეთ. ახლა კი ის უკვე ექსპლუატაციაშია შესული.

ამ­ჟა­მად APM-ის პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ობთ. ამ შემ­თხ­ვე­ვაში პრო­ექ­ტის ვა­დე­ბი რო­გო­რი­ა?

APM-ის პროექტი ორფაზიანია, პირველ ეტაპზე იგი არსებულ პორტში ძველი ტალღმჭრელი მოლის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ხოლო შემდეგ მისი ჩრდილოეთის მიმართულებით გაფართოება იგეგმება. აქაც საერთაშორისო ტენდერი ჩატარდა. ეს პროექტი „პეისის“ პროექტზე უფრო მასშტაბურია, ამის გამო ბევრ კრიტერიუმს ვერ ვაკმაყოფილებდით იმისათვის, რომ მთავარ კონტრაქტორად მიგვეღო მასში მონაწილეობა, ამიტომაც ვითანამშრომლეთ საერთაშორისო კონსორციუმთან, რომელმაც ამ ტენდერში გაიმარჯვა და ამის ფარგლებში დაიწყო რეაბილიტაცია. პროცესში ჩვენც ვახორციელებთ სახმელეთო ნაწილის მშენებლობას. ასევე ჩვენი სამუშაოს ნაწილია ე.წ. X-ბლოკების წარმოება და მიწოდება. ესეც, შეიძლება ითქვას, პირველად ხდება საქართველოში ამ მასშტაბით და ბეტონის სპეციფიკური ტექნოლოგიით. ამისთვის სპეციალური საწარმოო პოლიგონი ავაგეთ კიდეც. ვიმედოვნებთ, რომ პორტის გაფართოებაც მალე დაიწყება, რომელშიც აქტიურად ვიქნებით ჩართული.

ზოგადად ვფიქრობთ, რომ საქართველოში ინტენსიურად წარიმართება საზღვაო-საპორტო ინფრასტრუქტურისა და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიების განვითარება. ამ სფეროში კიდევ მეტ სპეციალიზაციას და ლიდერის პოზიციების განმტკიცებას ვგეგმავთ.

სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ ტენ­დე­რებ­ში შეს­ყიდ­ვის პრო­ცე­დუ­რებ­ზეც მინ­და გკითხოთ, როგო­რია თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა ამ კუთხით და რას შეც­ვ­ლი­დით სა­ხელ­მ­წი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის პრო­ცე­დურებ­ში? მოთხოვ­ნებ­ში?

იმისათვის, რომ სამშენებლო კომპანიამ შეძლოს ტენდერში კარგი წინადადების წარდგენა, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ტენდერი სწორედ „დიზაინ-ბილდის“ მიდგომით გამოცხადდეს. ამ შემთხვევაში კომპანიას ეძლევა საშუალება, პროექტში საერთაშორისო გამოცდილება გამოიყენოს, ინოვაცია და უნიკალური ნაწილი შემოიტანოს და, საბოლოოდ, თავისი ხელწერით განახორციელოს ის. ამ ფორმატში სახელმწიფო ტენდერები იშვიათად ცხადდება. ძირითადად სახელმწიფო წარადგენს პროექტს და შემდეგ მის განხორციელებაზე ცხადდება ტენდერი, სადაც მკაცრი ჩარჩოები და მოთხოვნებია. მაგალითად, არის მოთხოვნა, რომ გქონდეს იმავე მასშტაბის პროექტი განხორციელებული, თუ არ გაქვს – ვერ მიიღებ მასში მონაწილეობას. მსგავს მოთხოვნებს თავისი გამართლება აქვს, მაგრამ საერთო ჯამში ამის გამო სახელმწიფოც ზარალდება, ვინაიდან ვერ იღებს იმ საუკეთესო შედეგს, რომლის მიღებაც იმავე რესურსით და „დიზაინბილდის“ ფორმატით გამოცხადებული ტენდერით შეეძლო.

დასრულებული „პეისის“ ნავმისადგომი, ნოემბერი 2021

„პრაიმ ბე­ტონს“ რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, თქვენ ამბობთ, რომ კომ­პა­ნი­ის მი­სია ევ­რო­პუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტურის შექ­მ­ნაა. რას გუ­ლის­ხ­მობთ ამა­ში და რა ნა­ბიჯებს დგამთ მიზნის მისაღწევად?

ჩვენი მიზანია, რომ რასაც ვაშენებთ, იყოს მრავალ წელზე გათვლილი, ხარისხიანი, თანამედროვე და იმ იერსახის, რასაც ევროპაში ვხედავთ. შრომის უსაფრთხოებაც უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ევროპულ ინფრასტრუქტურაში ასევე ვგულისხმობთ არა მხოლოდ, მაგალითად, ლამაზ ქუჩებს და შენობებს, არამედ მთლიანად კომპანიის ეკოსისტემას, სადაც თანამშრომელთან, დამკვეთთან თუ პროცესის ნებისმიერ მონაწილესთან სწორად აგებული ურთიერთობები არსებობს. აქ არის გარემო, სადაც ადამიანები შრომობენ საუკეთესო შედეგისთვის, ამიტომ ისინი თავს კარგად უნდა გრძნობდნენ. ისინი იმ სიკეთეებს ქმნიან, რაც ბევრ ჩვენგანს ევროპაში უნახავს.

ჩვენ მიერ შესრულებულმა პროექტებმა სწრაფი ზრდის და გარკვეული რესურსების მობილიზების საშუალება მოგვცა. ახლა იწყება ზრდის ახალი ეტაპი, რომელიც გამოწვევად ახლებური მენეჯმენტის მიდგომების დანერგვას გვიყენებს. ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ კომპანიის ზრდა იყოს გრძელვადიანი და მდგრადი, შიდა რესურსების ოპტიმიზაციასა და სტრატეგიულ ხედვაზე დაფუძნებული.

ჩვენ ვსწავლობთ საერთაშორისო ბაზრისგან და ვიღებთ მაგალითს ამერიკული და ევროპული სამშენებლო კომპანიებისგან. ახლა გავდივართ სრულ რეორგანიზაციას და ვყალიბდებით პროექტ-მენეჯმენტის აზროვნებაზე დაფუძნებულ კომპანიად. წინ ძალიან საინტერესო გამოწვევებია.

რა პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ობს ამ­ჟა­მად კომ­პა­ნია APMის გარ­და? და რო­გო­რია 2022 წლის გეგ­მე­ბი?

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, გეგმები შეიძლება შეიცვალოს. თუმცა, მიმდინარე წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ვმუშაობთ ორი ბაგა-ბაღის პროექტზე სენაკსა და ფოთში. ასევე ყულევში თევზის ქარხანას ვაშენებთ და იგეგმება მასთან ნავმისადგომის მშენებლობაც.

მნიშვნელოვანი გეგმაა ჩვენთვის ანაკრები კონსტრუქციების წარმოების კიდევ უფრო განვითარება. ასევე ვგეგმავთ ანაკრები ხიმინჯების წარმოებას და ფუნდამენტებში აქტიურად გამოყენების დანერგვას. ამგვარი 12-მეტრიანი ხიმინჯებით ფუნდამენტების მოწყობის გამოცდილება საქართველოში უკვე არსებობს, მაგრამ ჩვენ ვგეგმავთ 40 მეტრამდე სიგრძის ხიმინჯების წარმოებას. ეს ტექნოლოგია თვისებრივად ცვლის საპორტო ნაგებობების და ინდუსტრი­ული შენობების ფუნდამენტების მოწყობის ტექნოლოგიას სუსტ გრუნტებში.

კიდევ რამდენიმე საინტერესო პროექტის დაგეგმარების პროცესში ვართ და დეტალებს სულ მალე გავასაჯაროებთ

Previous Post

Digital Acceleration Partner

Next Post

ვინ განაგრძობს და ვინ შეწყვიტა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები?

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ვინ განაგრძობს და ვინ შეწყვიტა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები?

ვინ განაგრძობს და ვინ შეწყვიტა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები?

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.