Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ბიზნესი ფინანსები

ევროპულ ბანკებს €114 მილიარდი სჭირდება!

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ფინანსები
0
ევროპულ ბანკებს €114 მილიარდი სჭირდება!
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ბანკების კაპიტალის გასაზრდელად არსებული სხვადასხვა მეთოდი ორ ძირითად შესაძლებლობამდე დადის: აქტივების გაყიდვა ან შემოსავლების გაზრდა. ევროზონის სავარაუდო რეცესიის პირობებში შემოსავლის ზრდა ნაკლებსავარაუდოა, ამიტომ მომდევნო თვეების განმავლობაში გადამწყვეტ მნიშვნელობას აქტივების გაყიდვა იძენს.

ხუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის საბანკო ზედამხედველობის სამსახურმა (EBA) რეგიონის კაპიტალის საჭიროებათა შეფასების მონაცემები გამოაქვეყნა. კაპიტალის დანაკლისის შესავსებად ევროპულ ბანკებს სჭირდება €114.7 მილიარდი ($153.2 მილიარდი) – განაცხადა EBA-მ. ყველაზე დიდი კაპიტალშევსება, ბუნებრივია, სჭირდება საბერძნეთის (€30 მილიარდი), ესპანეთისა (€26.2 მილიარდი) და იტალიის (€15.3 მილიარდი) ბანკებს, თუმცა EBA-ის შეფასებით, გერმანიისა (€13.1. მილიარდი) და საფრანგეთის (€15.3 მილიარდი) ბანკებსაც აქვს ხარვეზები, რაც ხელს უშლის მათ კაპიტალის 1-ელი დონის 9%-ის მიღწევაში 2012 წლის ივნისისათვის.

EBA-ს რეკომენდაციით, „ეროვნული ზედამხედველობის სამსახურებმა ბანკებს უნდა მოსთხოვოს საკუთარი კაპიტალის გაძლიერება – სუვერენული ვალის ექსპოზიციის საპირწონედ, განსაკუთრებული და დროებითი კაპიტალის ბუფერის შექმნის გზით, რაც სექტემბრის ბოლოსათვის ბაზრის ფასებზე იმოქმედებს”. „ამასთანავე, ბანკებს მოეთხოვება შექმნას განსაკუთრებული და დროებითი ბუფერი, როგორიცაა 1-ელი დონის ძირითადი კაპიტალის კოეფიციენტი, რომელიც 2012 წლის ივნისისათვის 9%-ს მიაღწევს. ნებისმიერი კაპიტალის დეფიციტის ოდენობა ეფუძნება 2011 წლის სექტემბრის მონაცემებს და არ მოხდება სუვერენული კაპიტალის ბუფერის მოცულობის გადახედვა. სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვით არ მოიხსნება ბუფერის მოთხოვნა, რომელიც მიღწეულ უნდა იქნას 2012 წლის ივნისისათვის”.

როგორც EBA აღნიშნავს, ბუფერი „აშკარად ვერ დაფარავს ქვეყნებში არსებულ დეფიციტს, მაგრამ დაარწმუნებს ბაზრებს, რომ ბანკებს შესწევს ძალა გაუძლოს რიგ დარტყმას და საკმარისი კაპიტალი შეინარჩუნოს. სახელმწიფო კაპიტალის ბუფერი ერთჯერადი ზომაა და როგორც კი ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდის (EFSF) ახალი შესაძლებლობები ეფექტიანი გახდება სახელმწიფო ვალის კრიზისის კუთხით, მოხდება რა სახელმწიფო ობლიგაციების დღეს არსებული დაბალი ღირებულების გაზრდა, EBA ხელახლა შეაფასებს მიმდინარე აუცილებლობებსა და კაპიტალის ბუფერის მოცულობას ბანკების სახელმწიფო ექსპოზიციასთან მიმართებაში”.

დღემდე მკაცრ ეკონომიაზე დაფუძნებული პროგრამები განიხილებოდა, როგორც ძირითადი გამოსავალი და ვალების შედეგად რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი ქვეყნებისათვის (როგორიცაა საბერძნეთი, ახლახან კი მათ რიცხვს იტალიაც შეუერთდა) შედარებით ძლიერი მეზობელი ქვეყნების – საფრანგეთისა და გერმანიის მხრიდან გაწეული მხარდაჭერა. ეს მკაცრი პროგრამები მხარს კი არ უჭერს, არამედ მხოლოდ აფერხებს ზრდას, რადგან კაპიტალის გაზრდის მიზნით მათ თავად უნდა ნახონ კრიზისიდან გამოსავალი,რაც სანუკვარი ოცნებაა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ევროპული საბანკო სექტორისათვის.
ეს ყველაფერი აფერხებს აქტივების გაყიდვებს და დიდი ევროპული დელევერიჯინგი (საკრედიტო დაფინანსების შემცირება) (k -2012) ის თემაა, რომლის შესახებაც ამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრი სტრატეგი საუბრობდა.

პრობლემის ნაწილს, როგორც Nomura-ს სტრატეგმა, ჯენს ნორდვიგმა 7 ნოემბერს აღნიშნა, წარმოადგენს რისკი, რომ ევროპულმა ბანკებმა შესაძლოა ვერ მოახერხონ აქტივების გაყიდვა, რაც მათ პრობლემებს შეუქმნის. ისეთი გზების ძიებისას, რომელთა საშუალებითაც მოხერხდება სუვერენული ვალების ექსპოზიციის შეჩერება მათ ქვეყანაში, ბანკები მრავალ სირთულეს აწყდებიან და მათი დაძლევაც საკმაოდ რთული იქნება. ეს გულისხმობს, სულ მცირე,საკრედიტო დაფინანსების შემცირებას.

ეს, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის აქტივების მოზიდვით მოხდება, რაც არცთუ პატარა წილია იმისა, რასაც ევროპის ბანკები ფლობენ – დაახლოებით $2 ტრილიონი ამერიკის შეერთებული შტატების აქტივებისა და $1.5 ტრილიონზე მეტი დიდ ბრიტანეთისა, რაც ადვილად მოახდენს რეკლასიფიკაციას ამ არეალში.

არსებული პირობების ფონზე, რა თქმა უნდა, კაპიტალის გაზრდა მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი. „ყველაფერი, რასაც დიდი ბრიტანეთი და ევროზონა აკეთებს, აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი”, – აცხადებს Barclays Capital-ის წარმომადგენელი აჯაი რაჯადჰაკშა. სანამ არ მოხდება არსებული აქტივების (სუვერენული ვალის) სტაბილიზაცია, მსოფლიო მასშტაბით კაპიტალის გაზრდა მაინც არ იქნება საკმარისი.

სანამ პოლიტიკოსები მსჯელობენ სახელმწიფოში ვითარების სტაბილიზებისათვის გასაწევი ძალისხმევის დეტალებზე – შაბათ-კვირას გამართული ევროგაერთიანების სამიტის ჩათვლით – Barclays Capital-ის შეფასებით, ევროპული დელევერიჯინგი შესაძლოა 10%-მდე გაიზარდოს საერთაშორისო ევროზონალური საბანკო აქტივების ხარჯზე (დაახლოებით 500 მილიარდი ევროდან 3 ტრილიონ ევრომდე). ამერიკის აქციათა ბაზრის სტრატეგიების ხელმძღვანელი ბარი კნეპი თვლის, რომ დელევერიჯინგმა შესაძლოა 2012 წლის დასაწყისში ბაზრებზე გარკვეული წინაღობები წარმოქმნას,რადგან ფინანსური აქტივების მიმდინარე და პოტენციური გაყიდვები იჭერს გარკვეული აქტივების ფასებს.

ბევრმა ბანკმა, რომლებშიც EBA-ის შეფასებით აღინიშნება დანაკლისი, გამოაქვეყნა გეგმები, რომლებიც მიმართულია დელევერიჯინგისკენ ან ფასების შემცირებისაკენ, რაც ხელს შეუწყობს კაპიტალის გაზრდას. გერმანული Deutsche Bank (დანაკლისი €3,2 მილიარდი) ახორციელებს გარკვეულ პორტფოლიოს და შეუძლია გაყიდოს აშშ-ის აქტივები. Citigroup Bank-ის ანალიტიკოსის, კიტ ჰოროვიცის თანახმად, საფრანგეთის BNP Paribas-მა (€1.5 მილიარდი) და Société Générale-მა (€2.1 მილიარდი) წარმოადგინეს ბერკეტის მნიშვნელოვნად დაწევის გეგმები.

EBA-ის თანახმად, ევროპულ ბანკებს შორის კაპიტალის დანაკლისის ყველაზე დიდი მაჩვენელი აქვს ესპანეთის Banco Santander-ს, რომელსაც დეფიციტის შესავსებად €15.3 მილიარდი სჭირდება.

29 ნოემბერს, აშშ-სა და ლონდონში წამყვანი ევროპული ბანკების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჰოროვიცმა თავის შენიშვნაში განაცხადა, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ უამრავ შესაძლებლობაზე, რომლებიც შესაძლოა მსგავს ვითარებაში გაჩნდეს. ერთი მხრივ, თუ ევროპული ბანკები შეწყვეტენ საბაზრო აქტივობებს, დანარჩენი მოთამაშეები შეძლებენ წილის მიღებას. ჰოროვიცი ამ განცხადების გაკეთებისას ეყრდნობა Goldman Sachs-ს, როგორც ერთ-ერთ პოტენციურ გამარჯვებულს, გულისხმობს რა მის „ძლიერ კომერციულ ტექნოლოგიას” და აქტივების ბრუნვის ყველაზე დიდ მაჩვენებელს დელევერიჯინგის ფონზე.

ჰოროვიცის აზრით, სხვა პოტენციური გამარჯვებულებია ამერიკული JPMorgan Chase და Barclays, HSBC და Standard Chartered.

 

Previous Post

Forbes ყველაზე პოპულარული ბიზნესჟურნალი

Next Post

კომპანია, რომელსაც უნდა იცნობდეთ. მონაცემთა უსაფრთხოება: Cleversafe

მაგდა დოლიძე

Next Post
კომპანია, რომელსაც უნდა იცნობდეთ. მონაცემთა უსაფრთხოება: Cleversafe

კომპანია, რომელსაც უნდა იცნობდეთ. მონაცემთა უსაფრთხოება: Cleversafe

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result