• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
Forbes Georgia
No Result
View All Result
Home მოსაზრება

ევროპის ჯარი უკრაინაში: არის მსურველთა კოალიცია – მზადმყოფთა კოალიცია?

by იზა გვარამაძე
May 8, 2025
in მოსაზრება, ყველა სიახლე
0
ევროპის ჯარი უკრაინაში: არის მსურველთა კოალიცია – მზადმყოფთა კოალიცია?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ცოტა რამ შეიძლებოდა ყოფილიყო სასარგებლო 28 თებერვალს, თეთრ სახლში გამართული სკანდალური შეხვედრის დადებითი ეფექტი, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში ევროპული სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის გადაწყვეტილების დაჩქარება, ის იშვიათი გამონაკლისი გახდა. 

ევროპული სახელმწიფოების თავდაპირველ სიფრთხილეს ტრამპის მეორე ადმინისტრაციის მიმართ, მიუნხენის კონფერენციაზე ვიცე-პრეზიდენტ ვენსის შოკისმომგვრელი სიტყვის შემდეგ შიში შეეპარა, ხოლო თეთრი სახლის სკანდალის შემდეგ ნამდვილ განგაშში გადაიზარდა. 

მკაფიო გახდა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ვაშინგტონს არ ექნება წამყვანი როლი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში და, შესაბამისად, მოვიდა იმის გააზრებაც, რომ პოსტსაომარ რეალობაში რუსეთის მთავარი შემაკავებლის ფუნქცია საკუთარ თავზე ევროპამ უნდა აიღოს.

სწორედ ამ ახალ რეალობაზე რეაქციას წარმოადგენდა სკანდალური შეხვედრიდან 48 საათში ლონდონში, ბრიტანელი პრემიერის მიერ მოწვეული ე.წ. მსურველთა კოალიციის პირველი სამიტიც. როგორც დასახელებიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, სამიტის მთავარი თემა იმ ქვეყნების განსაზღვრა იყო, რომლებმაც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნის სურვილი გამოთქვეს. 

რაც უნდა უცნაური იყოს, ომის შეწყვეტის შემდეგ სამხედრო დანაყოფების გაგზავნის ინიციატორი ერთ დროს პუტინთან საუბრის მომხრე, ემანუელ მაკრონი გახდა, რომელიც გასული 3 წლის განმავლობაში კრემლთან მიმართებით კონტინენტის მთავარ ქორად ჩამოყალიბდა. მაკრონის წინადადებას იმთავითვე არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა და საუბრებიც მალევე ნაკლებად აქტუალური გახდა. ევროპული ჯარების თემა დღის წესრიგში თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებასთან ერთად აღმოჩნდა. 

გასული 2 თვის განმავლობაში იდეამ გარკვეულობა, მოხაზულობა და შინაარსი შეიძინა. უკვე გაიმართა სამი სამიტი, მათ შორის უშუალოდ სამხედრო მაღალჩინოსნების მონაწილეობით. კიევში შედგა საფრანგეთის, ბრიტანეთისა და უკრაინის სამმხრივი შეხვედრა, რომელსაც გენერალური შტატების მეთაურები ხელმძღვანელობდნენ. მეტ-ნაკლებად გაირკვა მსურველთა რიცხვიც. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით სამუშაო კონცეფციის ჩამოყალიბების ეტაპზეა, უცნობია, თუ რა რაოდენობისა და ტიპის კონინგენტზე მოხდება შეთანხმება, სად განთავსდებიან, რა იქნება მათი უშუალო ფუნქცია და რაც მთავარია – რა იქნება პასუხი რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაზე. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამ საუბრებს აზრი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კრემლი ტრამპის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას მიიღებს, რისი შანსიც, ბოლო ცნობებით, არც ისე მაღალია.

როგორც ხშირად ხდება, უკრაინაში მიმდინარე ომის აღქმა განსხვავებულია ქვეყნის შიგნით და გარეთ, თუნდაც გეოგრაფიულად და პოლიტიკურად ყველაზე ახლო პარტნიორ ქვეყანაში. (ამაში 2023 წლის გაზაფხულზე უკრაინაში ფრონტის მოწინავე პოზიციებზე ჯარისკაცებთან საუბრისას დავრწმუნდი). უკრაინისთვის მიმდინარე ომი მათი დამოუკიდებლობის ომია, მაგრამ ის მათთვის 2022 წლის 24 თებერვალს არ დაწყებულა. უკრაინელებისთვის ომი 2014 წლის გაზაფხულზე ყირიმის ანექსიით დაიწყო და შემდეგ დონბასში გაგრძელდა. 2 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობდა რუსული ჯარის რეგულარული დანაყოფები. 2014-2022 წლებში საომარ მოქმედებებს 15 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ კი 2 მილიონს გადააჭარბა. 

უკრაინელთა უმრავლესობისთვის მიმდინარე ომი იმ ძველი ომის უფრო სრულმასშტაბიანი გაგრძელებაა. რაც უფრო მეტი დრო გადის, მათთვის ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენაზე მეტად გამარჯვება გამოხატულია უსაფრთხოების გარანტიით – გარანტიით, რომ რუსეთი ხელახლა არ დაესხმებათ თავს. საუკეთესო გარანტია, ცხადია, ნატოს მეხუთე მუხლი იქნებოდა, თუმცა აშშ-სა და გერმანიის პოზიციის გამო ეს საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას. რჩება ევროპული სამშვიდობო კონტინგენტის განთავსება და ძლიერი უკრაინული არმია. როგორც ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში ევროპული ჯარების განლაგება უკრაინაში პირველ რიგში და უმთავრესად პოლიტიკური ნების საკითხია და არა შესაძლებლობის. 

ავტორიტეტული დასავლელი სამხედრო ექსპერტები თანხმდებიან, რომ ამერიკის ლოგისტიკური და სადაზვერვო დახმარების გარეშე მოცულობითი კონტინგენტის განთავსება უკრაინაში რთული იქნება, თუმცა უკვე არსებულ ფორმატებშიც კი ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ უკრაინაში საშუალო ზომის კონტინგენტის განთავსება. როგორც თავად ევროპაში უწოდებენ, „დაზღვევის ძალების” მთავარი ფუნქცია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგი, უკრაინული არმიის ზურგის მხარდაჭერის გამართვა, შავი ზღვის აკვატორიისა და საჰაერო სივრცის მონიტორინგი იქნება.სამხედრო დანაყოფები სამივე დომეინში, ზღვაში, ხმელეთზე და ცაში, აღჭურვილები იქნებიან და შეეძლებათ სწრაფი რეაგირება ვითარების ცვლილების პარალელურად.

ცხადია, მათი ეფექტიანობა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული დანაყოფების ზომაზე – ევროპის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მიხედვით, ყველაზე ოპტიმალური საშუალო ზომის დანაყოფის გაგზავნა იქნება, მოზრდილი წარმომადგენლობით ზღვასა და ჰაერში. 

ფრონტის 1200-კილომეტრიანი სიგრძე შესაძლოა ტოვებდეს შთაბეჭდილებას, რომ ეფექტიანი კონტროლისთვის ასიათასობით ჯარისკაცია საჭირო, თუმცა იმავე ავტორიტეტული სამხედრო ექსპერტების შეფასებით, შექმნილ ვითარებაში შესაძლოა საკმარისი იყოს ჯამურად 45-ათასიანი კონტინგენტი, დანაყოფების მუდმივი როტაციით. ამის მიზეზი ის არის, რომ რეალურად ინტენსიური საომარი მოქმედებები ფრონტის ოთხ მონაკვეთზე მიმდინარეობს, მოსალოდნელია, რომ ფრონტის სწორედ ეს სექციები იქნება რუსეთის შესაძლო იერიშის მიმართულებაც. გასული ერთი წლის გამოცდილება აჩვენებს, რომ რუსეთს არ შეუძლია ღრმა გარღვევების ოპერაციების ორგანიზება, საშუალოდ 30-კილომეტრიან მონაკვეთში უკრაინული არმია ეფექტიანად ახერხებს მოწინააღმდეგის გამოფიტვას და წინსვლა ნელდება. ასეთ ფორმაში მოწინააღმდეგის შესაკავებლად ექსპერტების შეფასებით საკმარისი იქნება ორი-სამი ბრიგადა ან ერთი სრული დივიზია. 

რაც უფრო დიდი იქნება კონტინგენტი, მით უფრო დიდი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობის საჭიროება. მიმდინარე დისკუსიები მოიაზრებს შედარებით მცირე ზომის სახმელეთო დანაყოფებს, რომლებიც ფრონტის ხაზიდან მოშორებით უკრაინის საკვანძო ქალაქებში, პორტებსა და ეროვნული ინფრასტრუქტურის კრიტიკულ კვანძებთან ახლოს განთავსდებიან. ფრონტის ხაზის მონიტორინგი ტექნიკური საშუალებებით განხორციელდება, მათ შორის სამხედრო თვითმფრინავებით, დრონებითა და სატელიტური დაკვირვების მეშვეობით.

თავის მხრივ უნდა ითქვას, რომ სამშვიდობო კონტინგენტის ზომა მეორეხარისხოვანია, პირველადი მნიშვნელობა თავად ამ ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნას აქვს, თავად მათი ყოფნის ფაქტი უნდა გახდეს რუსეთის შემაკავებელი. ექსპერტების შეფასებით, ევროპული ჯარების განთავსებას დადებითი ეფექტი ექნება უკრაინული არმიის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ წვრთნისა და აღჭურვის ცენტრები არა საზღვარგარეთ, არამედ უკრაინაში განთავსდება, რასაც უკრაინელები უკვე დიდი ხანია, ითხოვენ. გარდა ამისა, სავარაუდოა, რომ ევროპული ავიაცია, რომლის რესურსიც არ არის გადატვირთული მსგავსი მისიებით, შედარებით მარტივად შეძლებს ფრონტის ხაზის მონიტორინგს და უკრაინული ცის ეფექტიან ჩაკეტვას. ევროპული კონტინგენტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უკრაინული არმიის მეორე ეშელონის ლოგისტიკურ და ორგანიზაციულ შესაძლებლობებს. ასევე ეს მისცემს საშუალებას უკრაინის არმიას, გადაჭრას ახალწვეულებისა და მობილიზებულების წვრთნისა და აღჭურვის გამოწვევები, რომლებიც ამ დრომდე პრობლემურია. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროპული ჯარების ეფექტი უკრაინაში დამატებითია და არა ტრანსფორმაციული, ტრანსფორმაციული კი თავად ჯარების გაგზავნის ფაქტი უნდა გახდეს. 

არსებულ კონფიგურაციაში ნატოს წევრებს ექნებათ საშუალება, იმოქმედონ ჯგუფურად, მაგრამ არა აუცილებლად ალიანსის ქოლგის ქვეშ. მაღალი ალბათობით, სწორედ ეს არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც არაერთი სახელმწიფო ჯერჯერობით არ აფიქსირებს მკაფიო პოზიციას – ყველას ამერიკის შეერთებული შტატების გარანტია სურს, რომ რუსეთის მხრიდან შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ვაშინგტონი მათ დაიცავს.

ტრამპის ადმინისტრაციის პასიურობა პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს. სავარაუდოა, რომ ამერიკელების ენთუზიაზმის გაღვივებას ემსახურებოდა კირ სტარმერის მიერ ფორმატისთვის შერჩეული სახელიც – „მსურველთა კოალიცია” სწორედ ასე ერქვა აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და პოლონეთის გაერთიანებას, რომელიც ჩაერთო ერაყის ინტერვენციაში, მაშინ როდესაც საფრანგეთმა და გერმანიამ უარი თქვეს. 

ძალისხმევა უმთავრესად ფრანგულ-ბრიტანულია და იოლი სავარაუდოა, რომ ამ ქვეყნებს წამყვანი როლი ექნებათ, მათ შორის სახმელეთო კონტინგენტის განლაგების კუთხითაც. მსურველთა შორის არიან ბალტიური სახელმწიფოებიც, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მისი ქვეყანაც „დანამდვილებით” ჩაერთვება კოალიციაში. ამგვარ კოალიციაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს ნატოს წევრი კანადა და ავსტრალია. 

ჯერჯერობით კატეგორიულ უარზეა პოლონეთი, რომელსაც უკრაინასა და ბელარუსთან გრძელი საზღვარი აქვს – პრემიერ ტუსკის თქმით, ქვეყანა არ აპირებს საკუთარი ჯარისკაცების გაგზავნას უკრაინაში, მაგრამ ვარშავა კოალიციის ლოგისტიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. 

ამ დრომდე უარზეა გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი ოლაფ შოლცი, თუმცა მისი თავდაცვის მინისტრი მიანიშნებდა, რომ უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა უფრო დროის საკითხი იყო. ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის პოზიცია შესაძლოა ახალი კანცლერის დამტკიცებამ შეცვალოს. ფრიდრიხ მერცი შოლცთან შედარებით რუსეთის მიმართ უფრო ხისტი ნაბიჯების მომხრეა, მათ შორის ემხრობოდა უკრაინისთვის გერმანული წარმოების შორეული რაკეტების გადაცემასაც. 

ჯერჯერობით უარზეა იტალიაც – პრემიერი ჯორჯა მელონი პროცესში აშშ-ის ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს და მიაჩნია, რომ აღნიშნული ფორმატი არ იქნება საუკეთესო რუსეთის შესაკავებლად. 

ცალკე თავს იმსახურებს თურქეთი, რომელიც ზომით ნატოს მეორე, გამოცდილი არმიაა. 6 მარტს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით Reuters-ი წერდა, რომ ერდოღანი მზად იყო განეხილა უკრაინაში ჯარის გაგზავნის იდეა. ამ ღიაობაზე მიანიშნებდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის დასწრება 2 მარტს, ლონდონში გამართულ სამიტზე. 

თურქეთს რუსულ არმიასთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის სირიაში, ლიბიასა და მთიან ყარაბაღში. გარდა ამისა, ერდოღანი ალბათ ერთ-ერთი იშვიათი პოლიტიკოსია, რომელმაც მრავალ კრიტიკულ ეპიზოდში პუტინის შეკავება შეძლო, შეგვიძლია გავიხსენოთ 2015 წელს თურქეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების ამბავი. თურქეთის დაინტერესებისთვის ევროკავშირმა შესაძლოა ერდოღანს უვიზო მიმოსვლის შესახებ გაჭიანურებული მოლაპარაკებების აღდგენა ან სხვა ეკონომიკური ბენეფიტები შესთავაზოს, ეჭვგარეშეა, რომ ერდოღანი სანაცვლოდ მოთხოვნების არცთუ ისე მცირე სია ექნება. 

ამბავი ვითარდება და ჯერ კიდევ ბევრი უცნობი ცვლადია – ასეთთა რიცხვს შეგვიძლია დონალდ ტრამპიც მივათვალოთ. ევროპელი კოლეგები აქტიურად ცდილობენ ტრამპის დაინტერესებას და მისგან კონკრეტული დაპირებების მიღებას, რასაც ამერიკელი პრეზიდენტი ამ დრომდე არიდებს თავს. ამასთანავე ტრამპი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე უკვე ესაუბრა პუტინს და კრემლი უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგებაზე თანახმაა. 

საპირისპიროა რუსი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებული პოზიციები, რომლებიც კატეგორიულად გამორიცხავენ მსგავს შესაძლებლობას, თავად ვლადიმირ პუტინი აღნიშნულ თემაზე დუმილს ინარჩუნებს. 

უცნობია ბევრი რამ „მსურველთა კოალიციის“ შიგნითაც – უკრაინაში ჯარების გაგზავნამდე ევროპულმა ქვეყნებმა მკაფიოდ უნდა გასცენ პასუხი კითხვას, იქნებიან თუ არა ისინი მზად, ჩაერთონ ომში უკრაინის მხარეს, თუ რუსეთი შეთანხმებას მორიგ ჯერზე დაარღვევს. უკრაინაში განლაგებული სამშვიდობო თუ დაზღვევის კონტინგენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტიანი და სტაბილური, თუ ევროპელი ლიდერები არ დაუშვებენ ბაიდენის ადმინისტრაციის შეცდომას და ნათლად აუხსნიან საკუთარ ამომრჩევლებს უკრაინის გადარჩენის აუცილებლობას და უფრო დიდ რისკებს რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში. 

გარდა ამისა, უკვე ამ ეტაპზე ევროპელ ლიდერებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო პოზიცია, თუ რას მოიქმედებენ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ახალ იერიშს წამოიწყებს. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ სტრატეგიული ბუნდოვანება თუ ორაზროვნება რუსეთთან მიმართებით, აგრესორის ცუდი შემაკავებელია. 

Previous Post

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

Next Post

გარდაქმნის სტრატეგიული კოდი

იზა გვარამაძე

Next Post
გარდაქმნის სტრატეგიული კოდი

გარდაქმნის სტრატეგიული კოდი

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.