Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ევროკრედიტი პირველი ობლიგაციების განთავსებას იწყებს

by იზა გვარამაძე
December 1, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ევროკრედიტი პირველი ობლიგაციების განთავსებას იწყებს
0
SHARES
0
VIEWS

სს „მისო ევრო კრედიტი“ 2023 წლის 1 დეკემბრიდან საინაუგურაციო სავალო ფასიანი ქაღალდის (ობლიგაციის) ემისიას იწყებს. ფასიანი ქაღალდის ოდენობა 10 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მისი გამოშვება საჯარო განთავსების გზით მოხდება.

ტრანზაქციის ამოცანა კომპანიისთვის ალტერნატიული დაფინანსების მოზიდვაა და ამ პროცესში მას შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორი“ დაეხმარა, რომელიც ფასიანი ქაღალდის განთავსების ემისიის განთავსების აგენტია.

ტრანზაქციის იურიდიული მრჩეველი შპს „იურიდიული ფირმა ბიელსია“, ხოლო გადახდისა და კალკულაციის აგენტი: სს „პაშა ბანკი საქართველო“.

„ევროკრედიტისთვის ობლიგაციების გამოშვება ეფექტური საშუალებაა საჭირო კაპიტალის უზრუნველსაყოფად. ალფა კაპიტალ ედვაიზორის დახმარებითა და ხელშეწყობით, ამ ფასიანი ქაღალდების განთავსება წარმოადგენს ინვესტორთა ნდობის დადასტურებას, რაც აძლიერებს კომპანიის ფინანსურ სტაბილურობას და სამომავლო ზრდის პერსპექტივას.

მოზიდული სახსრების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია რისკის მართვის კუთხით, რადგან ფინანსების მოზიდვის მხოლოდ ერთ წყაროზე არ იქნება კომპანია დამოკიდებული. შენარჩუნდება სტაბილურობა დაფინანსების კუთხითაც, განხორციელდება კაპიტალზე ხარჯების ოპტიმიზაცია და მოქნილობა ოპერაციული თვალსაზრისით, რაც არსებით როლს შეასრულებს კომპანიის წარმატებაში და მედეგობაში.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ევროკრედიტისთვის ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან კომპანიის გეგმა ზრდა-განვითარების კუთხით რეალობად იქცევა.

ფასიანი ქაღალდების ემისია და კაპიტალის ბაზრის განვითარება უმნიშვნელოვანესი იმპულსია ქვეყნის ეკონომიკისთვისაც.“ – განაცხადა მიხეილ ნონიკაშვილმა, სს „მისო ევრო კრედიტის“ გენერალურმა დირექტორმა.

„აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმოადგენს კომპანიის პირველ ემისიას საქართველოს კაპიტალის ბაზარზე. სს „მისო ევრო კრედიტი“ მიკროსაფინანსო სექტორის უკვე მე-4 წარმომადგენელი კომპანიაა, რომელიც საქართველოში დაფინანსებას მოიძიებს კაპიტალის ბაზარზე ობლიგაციების მეშვეობით. მისასალმებელია კომპანია „მისო ევრო კრედიტის“ სულისკვეთება ალტერნატიული გზით უზრუნველყოს ბიზნესის ზრდის დაფინანსება, რაც თავის მხრივ, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს მიკროსაფინანსო სექტორში ფონდირების დივერსიფიკაციის გაღრმავებას და შესაბამისად სექტორის სტაბილურობას. იმედი გვაქვს, რომ კომპანიას დასახული მიზნის მისაღწევად, ინვესტორების აქტივობაც მაღალი იქნება. მადლობა სს „მისო ევრო კრედიტის“ მენეჯმენტს, სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერებს, სექტორისა და საქართველოს კაპიტალის ბაზრის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის. და ბოლოს, აღნიშნული ტრანზაქცია წარმოადგენს „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“, როგორც კაპიტალის ბაზრის დამოუკიდებელი მოთამაშის, ფინანსურ სექტორში პირველ საჯარო ფასიანი ქაღალდის ტრანზაქციას. როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე ბაზარზე, ვიმედოვნებთ რომ კიდევ ბევრი საინტერესო ტრანზაქციითა და ახალი ემიტენტების ბაზარზე შემოყვანით შევუწყობთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს“ – განაცხადა ირაკლი ელაშვილმა, შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“ მმართველმა პარტნიორმა.

„მისო ევრო კრედიტი“ საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და ამ დროისთვის მსხვილ ქალაქებში 11 ფილიალით არის წარმოდგენილი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, უახლოეს მომავალში ქსელის გაფართოების კუთხითაც იქნება სიახლეები. ევროკრედიტი მომხმარებელს ავტო და ბიზნეს სესხებს სთავაზობს.

შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“ ძირითადი საქმიანობა მოიცავს საინვესტიციო საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას ფასიანი ქაღალდების განთავსების თაობაზე და კორპორაციული ფინანსების მიმართულებით სხვადასხვა ფინანსური რჩევების მიცემას კომპანიებისათვის და ინვესტორებისათვის. „ალფა კაპიტალი ედვაიზორის“ მიზანია აქტიური წვლილი შეიტანოს საქართველოს, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, ხელი შეუწყოს კომპანიებს დაფინანსების დივერსიფიცირებასა და შერწყმით, შესყიდვითა ან გასხვისებით დამატებითი ღირებულების შექმნაში. S

ტრანზაქციის ძირითადი პარამეტრები შემდეგია:

ემიტენტი სს „მისო ევრო კრედიტი“ (ს/ნ 404919102)
ემისიის ფორმა საჯარო შეთავაზება
ლისტინგი ფასიანი ქაღალდი გამიზნულია დაილისტოს „საქართველოს საფონდო ბირჟაზე“
შეთავაზებული ფასიანი ქაღალდი არასუბორდინირებული და არაუზრუნველყოფილი ობლიგაცია
ემისიის მოცულობა 10,000,000 (ათი მილიონი) აშშ დოლარი
მინიმალური ინვესტიციის მოცულობა 50,000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი
ობლიგაციების ემისიის თარიღი 1 დეკემბერი 2023
ვადიანობა, ძირის გადახდის თარიღი 4 წელი, ობლიგაციები ვადამოსული ხდება 2027 წლის 1 დეკემბერს
წლიური კუპონის განაკვეთი 9.50%
პროცენტის გადახდა ნახევარწლიური
გამოსყიდვის ოფცია 24 თვის შემდეგ სრულად, ობლიგაციების ნომინალური ღირებულების 102.5%-ად
ინვესტორების ტიპი არ არის შეზღუდული
კანონმდებლობა საქართველოს კანონმდებლობა
საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი (ISIN) GE 2700604558

Previous Post

STEM განათლება მომავლისთვის – საქართველოს ბანკის ინიციატივა სკოლის მოსწავლეების მხარდასაჭერად

Next Post

Euro Credit Starts Issuing Inaugural USD Bonds

იზა გვარამაძე

Next Post
Cybertruck-ის ღირებულება თავდაპირველად გაცხადებულზე 50%-ით მაღალია

Cybertruck-ის ღირებულება თავდაპირველად გაცხადებულზე 50%-ით მაღალია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result