Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ბიზნესი

ევროკომისიამ Apple-თან, Meta-სა და Google-თან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

by იზა გვარამაძე
March 26, 2024
in ბიზნესი, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
ევროკომისიამ Apple-თან, Meta-სა და Google-თან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ევროკომისიამ Apple-თან, Meta-სა და Google-ის მშობელ კომპანია Alphabet-თან დაკავშირებით ციფრული ბაზრების აქტის (DMA) ფარგლებში გამოძიება დაიწყო. ახალი კანონი, რომელიც ძალაში რამდენიმე დღის წინ შევიდა, დომინანტური ონლაინ პლატფორმების ძალაუფლების შესამცირებლად არის შემუშავებული.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო სწავლობს, ანიჭებს თუ არა Google-ი სისტემაში ძიებისას უპირატესობას საკუთარ პროდუქტებს. გარდა ამისა, ის იკვლევს Apple-ის წესებს App Store-ის მართვასთან დაკავშირებით და Safari-ის შესახებ საკითხებს. Meta-ს შემთხვევაში ევროკომისია „გადახდის ან თანხმობის“ ნორმებს შეისწავლის, რომლითაც Facebook-ის მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიხადონ ყოველთვიური გადასახადი, რათა მიზანმიმართული რეკლამები თავიდან აიცილონ.

Apple-ი მიიჩნევს, რომ მისი პრაქტიკა DMA-ს შეესაბამება. Meta-ს სპიკერმა კი განაცხადა, რომ კომპანია „განაგრძობს კონსტრუქციულ თანამშრომლობას კომისიასთან“ და დასძინა, რომ მისი სააბონენტო სერვისი სწორედ მარეგულირებლების მიერ განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის DMA-ის მოთხოვნებზე საპასუხოდაა შექმნილი. Alphabet-მა, Google-ის მშობელმა კომპანიამ, ასევე განაცხადა, რომ მან ახალი კანონის შესაბამისი ცვლილებები უკვე განახორციელა და კომისიასთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

ცნობისთვის, ევროკომისია გამოძიების თორმეტ თვეში დასრულებას ისახავს მიზნად. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა დასახელებული კომპანიები მათი მსოფლიო ბრუნვის 10%-მდე თანხით დაჯარიმდნენ.

Previous Post

Galt & Taggart-მა ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გლობალური სასაქონლო ბაზრების მიმოხილვა წარადგინა

Next Post

ყოველთვის არსებობს გამოსავალი და ეს გარშემო მყოფი ხალხია – ნინო რამიშვილი, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი

იზა გვარამაძე

Next Post
ყოველთვის არსებობს გამოსავალი და ეს გარშემო მყოფი ხალხია – ნინო რამიშვილი, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი

ყოველთვის არსებობს გამოსავალი და ეს გარშემო მყოფი ხალხია - ნინო რამიშვილი, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result