Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ეს აღმოსავლეთია, სად მიძვრებით?!

by Davit Tsiramua
January 11, 2022
in მოსაზრება, მსოფლიო, ოპედი, პოლიტიკა, რეგიონი, ყველა სიახლე
0
ეს აღმოსავლეთია, სად მიძვრებით?!
0
SHARES
0
VIEWS

ვისი ორგანიზებულია პროტესტები? ეს არ არის პროტესტები, ეს  რევოლუციაა. და ეს რევოლუცია, რა თქმა უნდა, თავად ხელისუფლების მიერაა ორგანიზებული. ყაზახეთის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო. და გასაოცარია არა ის ფაქტი, რომ ქვეყანა აფეთქდა, არამედ ის, რომ ეს  უფრო ადრე არ მოხდა.

რით დაიწყო ყველაფერი

საახალწლო დღესასწაულებზე, ქვეყნის დასავლეთში, ყველაზე ფეთქებად (ბევრი მიზეზის გამო, რომელთა განხილვის დრო და ადგილი აქ არ არის) რეგიონში, ხალხს გამოუცხადეს თხევადი გაზის ფასის გაორმაგების შესახებ, რომელიც გათბობის ძირითადი წყაროა ამ ძალიან ცივ მხარეში. ეს სწორედ ის ნაპერწკალი აღმოჩნდა, რომელმაც ბიკფორდის ზონარს ცეცხლი წაუკიდა.

კი მაგრამ, ვინ ქნა ეს?! თავად ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა. საკუთარი ქვეყნის შეგრძნების გაუგონარი არარსებობა! მსოფლიო კონიუნქტურა და ბევრი სხვა ჭკვიანური სიტყვა შეიძლება გამოვიყენოთ, მაგრამ თუ იმას ვერ ხვდები, რომ ხვალ გაცილებით მეტ ზარალს მიიღებ, ვიდრე ამ მოკლევადიან შემოსავალს, მაშინ როგორ მოხვდი მთავრობაში და რა გაქვს თავში, დებილო?

აი, ეს არის ყველაზე გასაოცარი. უზარმაზარი თანხები სახელმწიფო აპარატის ფუნქციონირებისთვის, ჰიპერტროფირებული ბიუროკრატია, მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკების არმია – და ეს ყველაფერი ბუტაფორიაა, არაფერი არ მუშაობს, არავინ ჩანს,   ვინც იტყვის – შეწყვიტეთ ასანთით თამაში დენთის საწყობში. ექსპერტიზის სრული არარსებობა. მათ წარმოდგენაც კი არა აქვთ რა ხდება იქ, როგორ ცხოვრობს ხალხი განადგურებულ ქალაქებში, დეპრესიულ სოფლებში, სადაც საბჭოთა დროს აშენებული სახლები ინგრევა, როგორ იბრძვიან გადარჩენისთვის აულებში, რა ცხოვრებაა მათი კეთილდღეობის კუნძულებს მიღმა.

ვინ არის დამნაშავე?! ნაზარბაევი, რა თქმა უნდა, დამნაშავეა. აშენა, აშენა და ბოლოს ააშენა. ააშენა ცარიელი, უსიცოცხლო, არანაირი მატერიალური ღირებულების და აზრის მაგენერირებელი საზოგადოება. არა მხოლოდ გაწმინდა პოლიტიკური სივრცე, არამედ მისი სრული სტერილიზაცია მოახდინა. მოიცილა ყველა კონკურენტი, ზეცამდე აიყვანა პიროვნების კულტი, ფულით გამოტენა ოფშორები, რასაც შეიძლებოდა, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვსაკუთარ თავს ძეგლები დაუდგა. ჰოდა, ახლა უყურებს, ამ მდარე ხარისხის ძეგლებს როგორ აგდებენ აჯანყებული ყაზახები. ამიტომ, არ უნდა დაიდგა მონუმენტები სიცოცხლეშივე.

მაგრამ ასევე არსებობს ალტერნატიული ვერსია, თუ ვინ არის დამნაშავე. სოროსი, მასონები, თალიბები და სახელმწიფო დეპარტამენტი. ისხდნენ და ფიქრობდნენ, რა სიმდაბლე ჩაედინათ რუსეთის წინააღმდეგ და ბოლოს მოიფიქრეს – აფეთქება ყაზახეთში.

და როგორ?!

საჭიროა ზამთარში გაზზე ფასის აწევა, აი როგორ!

აჯანყებულების მოთხოვნები

მოთხოვნებიდან ყველაზე გასაგებია ნაზარბაევის წასვლის მოთხოვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ხელფასების მომატება (ძალიან უცნაურ ზღვრამდე მათთვის, ვინც გუშინ გახდა სპეციალისტი ყაზახეთის საკითხებში). ასევე, საუტილიზაციო მოსაკრებლის გაუქმება. აი, კიდევ ერთი პასუხი, „ვინ მოახდინა აჯანყების ორგანიზება“ – საუტილიზაციო მოსაკრებელი. ყაზახეთში, ნებისმიერი საქონლის ფასში – კოვზით დაწყებული, ტრაქტორით დამთავრებული – შეყვანილია მისი შემდგომი უტილიზაციის ღირებულება. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შემორჩენილი უტილიზაციის ერთადერთი ქარხანა გაკოტრდა და ამიტომ უტილიზაციის მოსაკრებლით შეგროვილი თანხები კოკაინზე და ბეიონსესთან კერძო წვეულებების ორგანიზებაზე იხარჯება. ეს ყველამ კარგად იცის და 30 წელია, ყველა ითმენს. მაგრამ მოთმინების ფიალა ყველაზე მომთმენებსაც ევსებათ. ხოლო ამ კოკაინს სოროსი და თალიბები არ ყნოსავდნენ, სხვათა შორის.

ОДКБ-ის ჯარების შეყვანა

როგორც დე ლა მერტმა თქვა ენგიენისჰერცოგის მკვლელობის შესახებ – ეს დანაშაულზე უარესია, ეს შეცდომააო. ჰოდა, ვშიშობ, ამ შეცდომას კატასტროფული შედეგები მოჰყვება, რომელთაც ახლა ცოტა ვინმე თუ შეაფასებს. არა მარტო ყაზახეთის ხელისუფლებას არა აქვს ხარისხიანი ექსპერტიზა, იგივეა მოსკოვშიც, სადაც საერთოდ არა აქვთ წარმოდგენა, ვინ არიან ყაზახები, რა უდევთ თავში, რა ღირებულებები და რა ტრადიციები აქვთ. აი ეს არის საჰიბების პოსტიმპერიული ქედმაღლობა. გუშინ წავიკითხე სიმონიანის გულის ამრევი პოსტი ყაზახებისადმი მოთხოვნების სიით და პირად შეურაცხყოფად აღვიქვი. ხოლო ყაზახები როგორ აღიქვამენ ამას, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს. პუტინი ჩვენი უფროსი არ არის.

ხოლო ხალხი აღმოსავლეთში, როგორც ამბობენ, ავია,მეხსიერება კარგი აქვთ და ასეთ შეურაცხყოფას იოლად არ დაივიწყებენ.

ვფიქრობ, მალე გაირკვევა ტოკაევს ხელები გადაუგრიხეს და აიძულეს, რომ დახმარება ეთხოვა რუსეთისთვის (ხომ ნათელია, რომ დანარჩენები იქ მარიონეტები არიან), თუ ისე შეეშინდა, რომ ეს მისი საკუთარი ინიციატივა იყო. თუმცა მეორე ვარიანტი ნაკლებად დამაჯერებლად მეჩვენება.

ამ „დახმარებას“ არანაირი რაციონალური ახსნა არა აქვს. კარგი, ჩამოვა ორი ათასი ჯარისკაცი და რა? გამოდის, რომ ჰიპერტროფირებულ პოლიციურ სახელმწიფოს 2 ათასი ძალოვანი არ ჰყავს? ვინმემ გამოთვალა რისკები? ყაზახეთი მრავალეთნიკური ქვეყანაა და როგორც ყველა მსგავს ქვეყანაში, ბალანსი მყიფეა. იქ რთული ეთნოპოლიტიკური გეოგრაფიაა, რომელში გარკვევა ყაზახეთის მცხოვრებლებსაც კი უჭირთ, სპეციფიკური მენტალიტეტია, ეს აღმოსავლეთია, სად მიძვრებით?

შედეგები დრამატული იქნება და ღმერთმა ქნას, რომ არ იყოს ტრაგიკული.

ძალიან ბევრი უცნაურობა

უცნაურობა პირველი (რომელიც ყაზახეთის მმართველი კლასის თავისებურებით შეიძლება აიხსნას): დასაწყისში პროტესტი მშვიდობიანი იყო, აშკარა იყო ხელისუფლებასთან მშვიდობიანი დიალოგის მოთხოვნა. მაგრამ პროტესტანტებთან დიალოგი არც ერთმა, ყველაზე დაბალი რანგის ჩინოვნიკმაც კი არ ისურვა. ეს ჩემთვის გასაგებია – ცა უფრო ადრე დაეცემა დედამიწას, ვიდრე ადგილობრივი „ბრაჰმანები“ „შუდრებს“ რაღაცის ახსნას დაუწყებენ და მათ პრეტენზიებს მოისმენენ.

შემდეგ კი ყველაფერმა დუღილი დაიწყო და შეშინებული ხელისუფლება სოროებში მიიმალა.

უცნაურობა მეორე

ყველაფერი ერთმანეთს საეჭვოდ დაემთხვა: ალმატიში ინტერნეტის გათიშვა, პოლიციისა და სამხედროების ქალაქიდან გაუჩინარება და დამარბეველი ჯგუფების გამოჩენა. კარგად ეკიპირებული და შეიარაღებული ხალხი, რომელიც კოორდინირებულად მოქმედებდა, მიუხედავად გამორთული ინტერნეტისა. ანუ ის სიხშირეები, რომლებზეც მათი რაციები მუშაობდა, არ იყო გამორთული? ასეთი სიხშირეები ხომ მხოლოდ სამხედროებს აქვთ. აქვე გავიხსენოთ დუნგანების ბოლოდროინდელი  დარბევები. მაშინაც თითქოს მიწის ქვეშიდან გაჩნდნენ შეიარაღებული ბანდები და გაუჩინარდა პოლიცია.

უცნაურობა მესამე

დღის განმავლობაში იცვლებოდა ტოკაევის გამოსვლების ტონი – დილით გადამწყვეტიდან საღამოსკენ პანიკურით (შინაარსობრივად და არა ფორმით, ტოკაევი გამოცდილი დიპლომატია და სიტყვით გამოსვლა არ ეშლება). ცოტა ვინმემ თუ მიაქცია ყურადღება მისი გამოსვლის ერთ უცნაურ პასაჟს მძიმე ბრძოლების შესახებ, რომლებსაც სამხედროები აწარმოებდნენ შემოჭრილ  მეამბოხეებთან ალმატის მისადგომებთან.

რა ბრძოლა იყო ეს, რომელიც ვერავინ შეამჩნია, რით იყვნენ შეირაღებულნი ბოევიკები, ჯარისთვის წინააღმდეგობის გაწევა რომ შეძლეს, საიდან მოვიდნენ ისინი? თუ ბრძოლა არ ყოფილა და ამის ხსენება საჭირო იყო  კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან სამხედრო დახმარების მოთხოვნის საბაბის შესაქმნელად?

დღეს ტოკაევს ჰქონდა ისტორიული შანსი, მოეშორებინა ქვეყნისთვის (და საკუთარი თავისთვისაც), რბილად რომ ვთქვათ, ყველასგან მოძულებული ნურსულთან აბიშევიჩ ნაზარბაევი, მის გაუმაძღარ კლანთან ერთად და გამხდარიყო ქვეყნის სრულუფლებიანი ლიდერი. მაგრამ ტოკაევმა ეს შანსი ხელიდან გაუშვა.

ყაზახეთის რევოლუციის უნიკალურობა

როგორც წესი, რევოლუციონერები პრეზიდენტების გადადგომას ითხოვენ. აქ კი ყველაფერი საპირისპიროდ იყო – რევოლუციონერები მოითხოვდნენ სრულ ძალაუფლებას პრეზიდენტ ტოკაევისთვის.

ასე რომ, ეს კონკრეტული ყაზახური რევოლუციაა, არა პრეზიდენტის წინააღმდეგ, არამედ იმისთვის, რომ პრეზიდენტი რამენაირად გახდეს პრეზიდენტი.

კლანური ომები? რა თქმა უნდა. რაც თავი მახსოვს, ჩვენი კლანები ან იბრძვიან, ან ბრძოლის იმიტაციას ახდენენ. როგორც ო`ჰენრის მოთხრობის გმირი ამბობს – ბოლივარი ორს ვერ გაუძლებს. დამოუკიდებლობის ახლად აღნიშნულ ოცდამეათე წლისთავზე დასუსტებული ქვეყანა ერთ კლანს ძლივს უძლებს.

და, რაღა თქმა უნდა, ბუნტი!

როდესაც მანგისტაუს ბენზინგასამართ სადგურებზე ერთბაშად აწიეს ფასები, აშკარად ბუნტის მიღება უნდოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა ვაღიაროთ, რომ ყაზახეთის გაზის მეფეები კლინიკური იდიოტები არიან. ასეთი ალბათობა არსებობს, თუმცა იგი მცირეა. გაზის მილზე მსხდომებზე ნეგატიური სელექცია დიდ გავლენას ვერ ახდენს.

როგორც ჩანს, დაგეგმილი იყო ლოკალური ბუნტი, რომელიც ქვეყნის დასავლეთს არ უნდა გასცდენოდა, თუმცა ის ქვეყანას მოედო. მოვლენების ასეთი განვითარება შესაძლებელია უსაფრთხოების ტექნიკის ზომების დარღვევისას რეჟიმის ობიექტებში, რომელსაც წარმოადგენს ყაზახეთი „ელბასის“ დაუღალავი ძალისხმევის წყალობით.

რა არის ახალი გუშინ და დღეს

პრეზიდენტმა ტვიტერის პოსტების გაუქმება დაიწყო. მაგალითად, პოსტი, სადაც ალმატის 20 ათასი ბოევიკი დაესხა თავს და მათ არმია იგერიებდა, გაუჩინარდა.

სენსაცია

6 იანვარს სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით, ადგილობრივი სპეცსამსახურების უფროსი კარიმ მასიმოვი დააკავეს, რომელიც  5 იანვარს პრეზიდენტთან შეხვედრის მონაწილე გახლდათ და მის ძლევამოსილებაში ეჭვი არავის შეჰქონდა. არის მოსაზრება, რომ მასიმოვი განტევების ვაცის იდეალური კანდიდატია. იგი ნანაის* (ნურსულთან აბიშევიჩ ნაზარბაევის) ბიჭებს შორის სულ მთლად თავისიანად არ ითვლება.

ხოლო თუ ყაზახური სოციუმის კლანურ-ჟუზური სტრუქტურის პრიზმაში განვიხილავთ, როგორც ახლა ეს მოდური გახდა სწრაფად მომრავლებულ ყაზახეთის ექსპერტებს შორის, მაშინ იგი სულაც უცხოა და ასეთებს მსხვერპლად ყოველგვარი სინანულის გარეშე წირავენ.

„ინფორმირებული წყაროების“ ცნობით, ნაზარბაევის ძმისშვილებს, რომლებსაც ალმატის შტურმის მთავარ ორგანიზატორებად მიიჩნევენ, დუბაის პოლიცია დღეში 20-ჯერ აპატიმრებს. ყაზახეთის პოლიტიკური თამაშების წესების მცოდნეებისთვის ეს არის სიგნალი: ჩუმად, მიმდინარეობს ვაჭრობა!

კიდევ ერთი სიგნალი: ოფიციალურ გამოსვლებში, დედაქალაქს აღარ უწიდებენ ნურ-სულთანს და უბრალოდ დედაქალაქად მოიხსენიებენ. შემდგომი სახელი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

იმავე წყაროების ინფორმაციით, თავად ნურსულთან აბიშევიჩმა სივრცე-დროის კონტინიუმს მიაღწია და იმყოფებოდა: ნურ-სულთანში, ალმატიში, მოსკოვში, დუბაიში, ციურიხში, ჩინეთის კურორტ ჰაინანზე და სამოთხეში. მისმა პრესმდივანმა, ყაზახეთის პრესმდივნების  ტრადიციების ერთგულმა დამცველმა, მოუწოდა ხალხს – ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას.

ტელევიზიით აჩვენეს სასტიკად ნაცემი ყირგიზი „ბოევიკი“ (გარე აგრესიის ოფიციალური ვერსიის მხარდასაჭერად), რომელშიც ყირგიზებმა მომენტალურად ამოიცნეს დაკარგული ჯაზ-პიანისტი, რომელიც ალმატიში გასტროლებზე იყო ჩასული.

გასაოცარია ყაზახეთის მთავრობის უნარი, სტერილურ ოთახშიც კი ამოისვაროს უწმინდურობებში. ეს მათგან უნდა ვისწავლოთ და ვისწავლოთ.

დიპლომატიური სიახლეები:

მოხდა მცირე დიპლომატიური გაუგებრობაც. მარია ზახაროვამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადება – „თუ რუსები თქვენს სახლში არიან, ძნელია, აიძულო ისინი, დატოვონ სახლი“, თავხედურად მიიჩნია. თუმცა, ზახარ პრილეპინის ანალოგიური განცხადება სერიიდან  „Путин, введи  кириллицу“ – ასეთად არ მოსჩვენებია.

პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფოს გასარკვევი აქვს, როგორ დარჩა შეუმჩნეველი ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული  დაჯგუფებების  არსებობა. ეს მართლაც გასაოცარია, რადგან მათ და სახელმწიფოს ერთ ლოგინში ეძინათ. ჩემოლგანის მიღმა მთებში  (პრეზიდენტის  მშობლიურ მხარეში) თურმე მრავალი წლის მანძილზე არსებობდა “დესტრუქციული რელიგიური მოძრაობების მიმდევრების საიდუმლო ბანაკები“, როგორც ამას ხატოვნად აღწერს ოფიციალური პრესა, ხოლოადგილობრივი მოსახლეობა მსურველებს დაუზარებლად ასწავლიდა მათკენ გზას.

ალმატის ქუჩების ფოტოები საზარელია. ჯერ კიდევ ისმის სროლის ხმა. ხელისუფლება აფრთხილებს მოსახლეობას, რომ ტერორისტები შეიძლება სამართალდამცავების ფორმებში იყვნენ გადაცმულნი.

Previous Post

წარმოგიდგენთ საკითხებს, რომლებიც 2022 წელს ევროკავშირისთვის განსაკუთრებით აქტუალური იქნება

Next Post

გერმანია ევროკავშირის ბირთვულ გეგმაზე უარს აცხადებს და დარჩენილი სადგურების დახურვას გეგმავს

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
გერმანია ევროკავშირის ბირთვულ გეგმაზე უარს აცხადებს და დარჩენილი სადგურების დახურვას გეგმავს

გერმანია ევროკავშირის ბირთვულ გეგმაზე უარს აცხადებს და დარჩენილი სადგურების დახურვას გეგმავს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result