• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
Forbes Georgia
No Result
View All Result
Home თბილისის ბიზნეს ისტორიები

#ერთიამბავი „განათების ეშმაკი იჯარადარისა“

by Davit Tsiramua
December 29, 2022
in თბილისის ბიზნეს ისტორიები
0
#ერთიამბავი „განათების ეშმაკი იჯარადარისა“
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მანამ, სანამ ტფილისის ქუჩები ელექტრონის ძალით განათდებოდა და შებინდებულზე თუ ღამღამობით ქალაქში ქვეითად მოსიარულეთა გასაჭირს ნაწილობრივ მაინც მოეღებოდა ბოლო, თფილისის განათების საკითხი ყბადაღებულ თემად იყო ქცეული.

მოქალაქეები სულ იმას გაიძახოდნენ, ქალაქი რიგიანად არ არის განათებულიო, რასაც პრესის ფურცლებზე გამოთ­­ქმული საჩივრებიც ემატებოდა. ამის გამო პასუხისმგებელი პირები გადამჭრელი ნაბიჯების გადადგმას ცდილობდნენ, რომ მუდმივ თავის ტკივილად ქცეული პრობლემა როგორმე მოეგვარებინათ, თუმცა ქალაქის საბჭოს ქუჩების მოიჯარეთა­გან „ხეირი ნაკლებ ადგებოდა“, ყოველ შემთხვევაში იმგვარ მოიჯარეთაგან, როგორიც „უფალი იაგორ კასუმოვი“ იყო.

XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში, ტფილისის ქუჩების ფან­­რებით განათების საქმეს ქალაქის გამგეობა იჯარით გას­­ცემდა. როგორც გაზეთი „დროება“ აცნობებდა მკითხველს, 1875 წლის 16 ივნისს „დაგეგმილი იყო ვაჭრობა, რომელზედაც ქუჩების ფარნების განათება, სამი წლის ვადით, იჯარით გაი­ცემოდა“.

ამ დროისთვის ტფილისის მასშტაბით 887 ქუჩის ფანარი უნდა ყოფილიყო დადგმული, თითოეულის განათება კი ქალაქს წელიწადში საშუალოდ 22 მანეთი უჯდებოდა.

„ქალაქის გამგეობის თანახმად დაგეგმილი ვაჭრობის“ შედეგად, ქუჩების განათების საქმე იაგორ კასუმოვს აუღია იჯარით. ქალაქთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, ახალ მოიჯარეს თითო ფანრის გასანათებლად წლიურად 18 მანეთი მოუთხოვია, იჯარა კი სამი წლის ვადით გაფორმებუ­ლა – „მხოლოდ იმ პირობით, რომ თუ ამ დროის განმავლობაში ქალაქმა გაზით მოახერხოს ქუჩების განათება, მაშინ კანტ­­რაქტს ძალა აღარ ექნებაო“.

და ის-ის იყო ტფილისელებს მბჟუტავი იმედი გაუჩნდათ, იქნებ ახალმა „იჯარადარმა“ მაინც წა­იყვანოს ქალაქის ქუჩების განათების საქმე რიგიანადო, რომ იაგორ კასუმოვი პრესის ფურცლებზე წუწუნს და საჩივრე­ბის გამოქვეყნებას მოჰყვა, მით უფრო, რუსეთ-ოსმალეთს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, რაც, საბოლოო ჯამში, ომით დასრულდა, ტფილისში ნავთი ერთობ გაძვირდა – „მიზეზი ამისა ის არის, რომ ურმები და ხარ-კამბეჩი, რომელნიც ნავთის მოტანაზე იდგნენ და ბაქო-თფილისის შუა დადიოდნენ, მმართებლობის საჭიროებისათვის არი­ან გაყვანილნი და დააქვთ სხვა და სხვა სამხედრო სურსათი და იარაღი“.

აი, რას წერდა „უფალი კასუმოვი“ გა­ზეთ „დროებას“:

„მას აქეთ, რაც ნავთის ფასმა აიწია, ქუჩის ფარნებიდგან თითქმის ყოველ ღამე ათ-თხუთმეტ ლამფას თავის შუშე­ბით იპარავენ.

ეს თუმცა უწინაც მოხდებოდა ხოლმე, მაგრამ ისე იშვიათად, რომ სათქმელიც არ იყო. ახლა კი, რაკი ამ ქურდობამ იმ ზომამდისინ მიაღწივა, რომ ამით მეც დიდი ზარალი მეძლევა და ქალაქს ზოგიერთი ადგილიც, ჩემს უნებურათ, გაუნათებელი რჩება, ამიტომ ვაცხადებ ამას საყოველთაოთ, რომ მივაქციო ამ გარემოებაზედ ვისიც ჯერ არს, იმის ყურადღება და აგრეთვე თავიდამ ავი­ცილო ზოგიერთი უკანონო საყვედური.

ერთ მიზეზად ასე ხშირად ლამფების დაკარგვისა, სხვათა შორის, მე ის გა­რემოებაც მიმაჩნია, რომ ჩვენი ფარნის სვეტები ერთობ დაბალია და მოპარვის სიადვილეს ქურდი განსაცდელში შეჰ­­ყავს.

ქალაქის განათების ფარანი | თამაზ გერსამია, „ძველი თბილისი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო, 1984 წ.

ამ ზემო ნათქვამი უწესოების მო­სასპობლათ აუცილებლათ საჭიროა ქალაქის მხრივაც რაიმე ღონისძიების მიღება, ამ გვარი ადვილი გასაქურდი ფარნის ბოძების გამოსაცვლელათ.

ამასთანავე ვთხოვ ყველა სახლის პატრონს, ვის სახლთანაც ფარანი დგას, მხედველობაში იქონიოს ეს გარემოება და, თუ შენიშნოს რამე, ჩემს კანტორაში აცნობოს, რომელიც იმყოფება ვანქის ქუჩაზე, იარმუკის ახლოს, საკუთარს სახლში“.

ქალაქის განათების „იჯარადარის“ ეს განცხადება სასაცილოდ აუგდია გა­ზეთ „კავკაზის“ რედაქტორს, რომელსაც უოხუნჯია, უფალ კასუმოვს თუ მოვუსმი­ნეთ, განათების ფარნები ტელეგრაფის მაღალ ბოძებზე უნდა დავამაგროთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ერ­­თი მათგანიც რომ არ აინთოს ქალაქში, მოიჯარე კვლავ ლამფების ქურდობით გაიმართლებს თავსო…

„კავკაზის“ რედაქტორის დაცინვას გვარიანად გაუწიწმატებია იაგორ კასუ­მოვი, რომელიც ამჯერადაც „დროების“ ფურცლებზე იმართლებდა თავს:

„აბა, რა ჩემი საქმეა, უბრალო მო­ქალაქისა, რედაქტორ კაცს შევებაასო, მერე იმისთანა რედაქტორსა! მაგრამ მაინც არ შემიძლიან არა ვკითხო:

წარმოიდგინეთ, უფალო სტალინ­­სკი, რომ ჩვენ ქუჩებში ორ არშინიანი ფარნის სვეტები ვიქონიოთ (თქვენის აზრით, ხომ უფრო ემჯობინება – კარ­­გად გაანათებს), როგორა გგონიათ: ლამფების შესანახავად ქურდებისაგან ორ ფარანს ხომ ერთი ყარაული მაინც მოუნდება? ყველა ხომ თქვენისთანა ან­­გელოზი არ არის თფილისში, რომ ხელი არ მოჰკიდოს სხვის საკუთრებას? ნუთუ თქვენ იმისი წინააღმდეგი ხართ, რომ ჩვენისთანა უპატრონო ქუჩებისთვის ისეთი ფანრის სვეტები არ ვარგა, რო­მელთაც ორჯელ მაინც მოლპობია ძირი და მაინც კიდევ ის ჩაუდგამთ ახლის ადგილას – არ იცით, განა ესა? მობრძან­­დით და მე გაჩვენებთ გნებავთ დადგმუ­ლებს და გნებავთ ჩემი კანტორის ეზოში გამონაცვალებს. აგრეთვე გაჩვენებთ ჩემგან დამზადებულებს, რომელთ სიმაღლე, გული დაიმშვიდეთ, ბევრათ დაბალია ტელეგრაფის ბოძზედ, სულ ოთხი არშინია [2.8 მ.] მიწიდგან. როგორ გგონიათ, ოთხი არშინიანი ბოძიდგან უფრო ადვილათ გაიქურდება, თუ სამ არშინიან და უფრო ნაკლები ბოძიდგან? მაგრამ ეტყობა თქვენ ამაზედ ფიქრს არ ეწყობით; უფრო მაღალი საგნებით ჰყოფილხართ გართული, ტელეგრაფის ბოძებზედ უფრო მაღალით…“.

იმავე წერილში „უფალი კასუმოვი“ საკუთარი საქმიანობის დეტალებსაც ასაჯაროებდა და აცხადებდა, რომ ქუჩის ფანრების სამკაულები, ე.ი. ლამ­­ფების დიდი ნაწილი დაძველებული და „დანჯღრეული“ გადაეცა ქალაქისგან:

„ზოგს როგორც არის, ვაი-ვაგლახით ვაახლებ, მაგრამ ზოგის-კი გაკეთებაც არ შეიძლება; ამიტომ მოხდება ხოლ­­მე, რომ მოკიდების შემდეგ ლამფაში ჩავარდება ცეცხლი და ერთბაშათ ამოიწვის ნავთი, ან კიდევ პატარა ხანს უკან თავის-თავათ ქრება; ორივე შემთხ­­ვევაში ფარანი ქრება. რომ ვიცოდე ან მაშინვე შემატყობინებდნენ, ამისთანა შემთხვევა სად მოხდება ხოლმე, უეჭვე­ლია, იმ წამს ავანთებინებ ხელ-მეორედ, მაგრამ რომ არ ვიცი, რა გავაწყო?“

კასუმოვი რიტორიკულად იმასაც დასძენდა, რომ ამ გარემოებათა შესა­ხებ ქალაქის გამგეობისთვის არაერ­­თხელ მოუხსენებია, თუმცა მისი წერი­ლიდან აშკარაა, რომ ამ მიმართვებს სასურველი შედეგი არ გამოუღია.

კიდევ ერთი ბრალდება, რასაც „უფალ კასუმოვს“ უყენებდნენ, ის იყო, რომ ზოგიერთ ქუჩაზე ფანრები თითქ­­მის არ გვხვდებოდა, შესაბამისად, ასეთ ადგილებში უკუნი სუფევდა. საპასუ­ხოდ, განათების „იჯარადარი“ კვლავ ქალაქის გამგეობისკენ იშვერდა ხელს და აცხადებდა: „მე ჩემ ნებად ფარნე­ბის დადგმის უფლება არავისგან მაქვს მოცემული და სადაც ქალაქის გამგეობა არ მიბრძანებს, იქ მე ვერ დავდგამ ფარ­­ნებსა; და როდესაც კი მომსვლია ქალა­ქის გამგეობისაგან ამგვარი ბრძანება, მე მაშინვე ყოველის დაუბრკოლებლივ დამიდგამს ნაჩვენებ ალაგებში“-ო.

ამასობაში კი, ამ კინკლაობის ფონზე, ტფილისი გაუნათებელი რჩებოდა… ქა­ლაქის უსწორმასწორო ქუჩებზე ხალხი „ცხვირ-პირს იმტვრევდა“, ამავდრო­ულად კი სიბნელით გათამამებული ავაზაკები გვარიანად აფრთხობდნენ მოსახლეობას:

„ბევრს 8-9 საათის შემდეგ, საღამოს, გარეთ გამოსვლა და ქუჩებში სიარუ­ლი ეშინიანთ. და გასაკვირველია, რომ თითქო განგებ, ჩვენი ქუჩები ხანდისხან თითქმის სრულებით არ არიან განათე­ბულნი…“ – წერდა „დროება“.

მიხეილ ხუბაშვილი, „არშიყნი“ | გამომცემლობა „ხელოვნება“, 1976 წ

ამ ყველაფრის მიუხედავად, იაგორ კასუმოვს იმდენი მოუხერხებია, რომ ნავთის გაძვირების მიზეზით, თითო ფანრის გასანათებლად, ქალაქისთვის წელიწადში დამატებით ორი მანეთი მოუთხოვია და მისი თხოვნის დაკმა­ყოფილების შემდეგ, თითო ფანარზე, წელიწადში, 18-ის ნაცვლად, 20 მანეთს იღებდა.

მაგრამ ნელ-ნელა იაგორ კასუმოვის რეპუტაციასაც შესდგომია წყალი…

1877 წელს, ქალაქის გამგეობის ერთერთ სხდომაზე, ხმოსან სურგუნოვისგან კასუმოვს გვარიანად „მოხვედრია“ – ძა­ლიან ცუდად მიჰყავს ქალაქის განა­თების საქმე, ზოგიერთ ქუჩას სულ არ ანათებს, დილაობით დანიშნულ დროზე ადრე აქრობს ფანრებს, საღამოთი კი უფრო გვიან ანთებსო:

„იმ ოცს მუხლში, რომელიც ქალაქის გამგეობისაგან შეკრულს კონტრაქტში არისო, სთქვა უფალმა სურგუნოვმა, ყვე­ლაზე უფრო ბეჯითად უფალი კასუმოვი მე-14 მუხლს ასრულებსო, იმ მუხლს, რომელშიაც მოხსენიებულია, თუ რა დროსა და რამდენი ფული უნდა აიღოს მეიჯარადრემ ქალაქის ხაზინიდამ“.

სიტყვის დასასრულ, ხმოსანი სურგუ­ნოვი წინადადებით გამოსულა, თითო ფანრის განათებაზე, წლიურად, ოცის ნაცვლად მოიჯარეს 15 მანეთი მივცეთო, ამას გარდა კი ქუჩების განათებას ზე­დამხედველობა ქალაქმა გაუწიოსო.

რამდენიმე დღეში ხმოსანი სურგუ­ნოვი კვლავ „ამხედრებულა“ იაგორ კა­სუმოვის წინააღმდეგ. მისი ხანგრძლივი და მჭევრმეტყველური სიტყვის შემდეგ კი „ქალაქის რჩევას“ გადაუწყვეტია, რომ შეერჩიათ ორი პირი, რომელ­­თაც ფანრების რიგიანად განათებაზე „თვალ-ყური ეჭირებოდათ“.

ამგვარი კრიტიკა არც იაგორ კა­სუმოვს დაუტოვებია უპასუხოდ და ქალაქის გამგეობისთვის მიუმართავს – „გამათავისუფლეთ თქვენის იჯარისა­გან, ფარნები არ ვარგა, ნავთი ძვირად ღირს; ხელს არ მაძლევს ეს იჯარაო!“

მისი მოთხოვნების გაჟღერებას ქალაქის ხმოსანთა არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყოლია – „ერთმა სთქვა: ამ კასუმოვისთანა ეშმაკი მოიჯარადრე ქალაქს არ ჰყოლია ჯერაო! მეორემ წა­მოიძახა: ამ კასუმოვმა მთელი ქალაქი გაჰყვლიფაო! მესამე ამბობს: გირაო დავატოვებინოთ და გაუშვათო! მეოთხე ჰყვირის: არ შეიძლება გაშვებაო და სხვ. და სხვ.“

საინტერესოა ისიც, რომ განათების „იჯარადარის“ წინააღმდეგ, ერთ-ერთი ხმოსნის, კერძოდ კი სურგუნოვის „ამხედრებებში“ შესაძლოა გარკვეული სუბიექტური ინტერესიც ყოფილიყო. მით უფრო, რომ მისი ინიციატივით, ქალაქის რჩევას სოლოლაკის სამი ქუჩის დრო­ებით გამოსაცდელად, გაზით განათე­ბის გადაწყვეტილება მიუღია. ამ გზით, ქუჩების გაზით განათების დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა შეეს­­წავლათ, ხოლო თუკი ამგვარი განათება ქალაქს „ხელს მისცემდა“, მაშინ გამგე­ობა სხვა ქუჩების გაზით განათებასაც შეუდგებოდა. და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ საქმის „იაფად მკისვრელი“ კაცი, თა­ვად ხმოსან სურგუნოვს „უშოვნია“…

მეთუნის სახელოსნო დუქანი | 1900-იანი წლების ფოტო თამაზ გერსამია, „ძველი თბილისი“, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, 1984 წ.

მოვლენათა შემდგომ განვითარებას მოსახლეობა დიდი ინტერესით ელოდა. 1878 წელს გაზეთი „დროება“ წერდა:

„უფალ ხმოსანის სურგუნოვის თა­ოსნობით დაწყებული ქალაქის ქუჩე­ბის გაზით განათების საქმე, როგორც ეტყობა, მალე მოვა სისრულეში, მთელი ქალაქისთვის თუ არა, სოლოლაკისთვის მაინც. ამ დღეებში სერგიევის ქუჩაზე გაიყვანეს გაზის მილები და ახლა დანარჩენ სოლოლაკის ქუჩებზედაც გაჰყავთ. იმედია, ეს ნიმუშათ გაკეთე­ბული ფანრები დაუმტკიცებენ ქალაქის გამგეობას, რომ გაზით განათება საუ­კეთესო განათებაა ქალაქისათვის და უფრო იაფიც“;

„გაცხარებით მიდის სოლოლაკზე მუშაობა ფანრების გაზით განათე­ბისათვის. სერგიევისა და ირაკლის ქუჩაზე თითქმის სულ გაყვანილია გაზის მილები და ფანრებიც გაკეთებულია; ჩვენ გვითხრეს, რომ ამ ორ-სამ კვირაში სოლოლაკის ხსენებულ ქუჩებს პირვე­ლად ეღირსებათ გაზით განათებაო“.

ამ დროისთვის, ტფილისის ქუჩების განათებაზე ქალაქის მიერ იაგორ კასუ­მოვთან გაფორმებული კონტრაქტის ვა­და ნელ-ნელა იწურებოდა. ამასთანავე, კონტრაქტის პირობის მიხედვით, თუკი ქალაქი გაზით მოახერხებდა ქუჩების განათებას, კასუმოვთან გაფორმებული ხელშეკრულება ძალას დაკარგავდა.

თუმცა კიდევ ბევრი წყალი ჩაივლი­და, სანამ ტფილისის ქუჩებს რიგიანად გაანათებდნენ, იაგორ კასუმოვს კი, ყველაფერთან ერთად, მუხრანის ხიდ­­თან გამართული ბორნის „იჯარადარს“, უცნაურ კაცს, რომელიც იმასაც ახერხებ­­და, რომ საკუთარი ლექსები გამოე­ცა, წიგნებით მიღებული შემოსავლის ნაწილი კი „კავკასიის პირუტყვების დამ­­ცველ საზოგადოების“ სასარგებლოდ“ დაენიშნა, 1878 წლის აპრილში სულ სხვა რამ ჰქონდა სადარდებელი…

ამ წელს „უფალი კასუმოვი“ წავკისე­ლი მიხა კახელაშვილის „შაიკას“ დაუყა­ჩაღებია და დაუჭრია.

აი, როგორ მომხდარა ეს ამბავი:

წავკისელი მიხა კახელაშვილის დაჯ­­გუფება, „რიცხვით – 15 კაცამდინ“, ვან­­ქის ეკლესიასთან ჩინოვნიკის ტანისა­მოსში გადაცმული მისულა, ცხენები იქვე დაუბამთ და ფეხით გაუგრძელებიათ გზა მუხრანის ხიდისკენ, სადაც „უფალ კასუმოვის“ სახლს „დასცემიან“.

ავაზაკებს დაუჭრიათ სახლის პატრო­ნი, მისი მოურავი და ერთი ოთხი თვის ბავშვი; ყაჩაღობის შედეგად წაუღიათ ორი საათი, ორი დამბაჩა, ხმალი, სხვა ნივთები და გაქცეულან. ეს ალიაქოთი ასასს [ღამის დარაჯს] შეუნიშნავს და დამხმარეთა მოსაყვანად გაქცეულა, თუმცა ავაზაკებს თოფი უსროლიათ და მოუკლავთ. შემდეგ დაბრუნებულან ვანქის ეკლესიასთან, ცხენებზე შემსხ­­დარან და დაუბრკოლებლად გაუგრძე­ლებიათ გზა.

„უფალი კასუმოვი ისე ძლიერ არის თურმე რევოლვერით დაჭრილი, რომ არ მორჩება“, – წერდა პრესა.

ეს ამბავი 26 აპრილს მომხდარა… მომდევნო დღეს გარკვეულა, რომ კასუ­მოვს ზურგიდან ნასროლი ტყვია მხარში მოხვედრია და „სასიკვდილო არაუშავ­­სრაო“; თავის მხრივ, დაზარალებული დიდ ფულად ჯილდოს დაჰპირებია ნებისმიერს, ვინც თავდამსხმელებს და­აჭერინებდა.

[ამ მოვლენებიდან სულ ცოტა ხანში, 5 მაისს, ქალაქში ხმა გავარდნილა, მიხა კახელაშვილის დაჯგუფების ცხრა წევრი დაუჭერიათო, მაგრამ ის კი უცნობია, გადაიხადა თუ არა იაგორ კასუმოვმა ის დიდი ფულადი ჯილდო, რასაც ჰპირდე­ბოდა ყველას, ვინც თავდამსხმელების დაჭერაში დაეხმარებოდა.]

ამასობაში, ქალაქის გამგეობას სა­ყოველთაოდ გამოუცხადებია, რომ 1878 წლის 10 მაისს შედგებოდა „ვაჭრობა ქალაქის 1300 ფანრის ნავთით განათე­ბის იჯარით მიცემაზე“.

არადა, პარალელურად, წინ მიიწევ­­და „უფალ სურგუნოვის“ ინიციატივით წამოწყებული საქმე – ქალაქის ქუჩების გაზით განათებისა… „2 მაისს პირველად გაანათეს ზოგიერთი ქუჩები სოლო­ლაკისა. როგორც მოგეხსენებათ, ეს გაზით განათება გამოსაცდელად მიიღო ქალაქის რჩევამ. ეს საქმე სულ უ. ვ. ი. სურგუნოვის თაობით დაიწყო და თუ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში მთელი ქალაქის ქუჩები გაზით იქნება განა­თებული, ამას ჩვენ ხსენებულ ხმოსანს უნდა უმადლიდეთ. იმედია, ქალაქის რჩევა დარწმუნდება ამ „ცდით“, ამ რამ­­დენიმე ქუჩის გაზით განათებით, რომ ამგვარი განათება ერთი-ორად უფრო გამანათებელია ქუჩებისა, და თითქმის ერთი-პრათაც უფრო იაფად დაუჯდება ქალაქს“, – იუწყებოდა „დროება“.

მაგრამ აქ ერთი საოცარი ამბა­ვი მოხდა – ქალაქის ქუჩების გაზით განათების მოიჯარეებმა: სტრატელამ და იანსენმა უარი თქვეს „პირობების აღსრულებისა; ასე რომ ორი დღის გან­­მავლობაში კი იყო ქუჩები გაზით განა­თებული და მერე ისევ ნავთით დაიწყეს განათება“.

ამგვარად, იმ ფონზე, რომ იაგორ კა­სუმოვის მიერ ქალაქთან გაფორმებულ კონტრაქტსაც ვადა გასდიოდა, გამგეო­ბა აქტიურად ეძებდა პირს/პირებს, ვინც ტფილისის ქუჩების ნავთით განათების საქმის იჯარას იკისრებდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ტფი­ლისში ხმა გავრცელებულა, „იჯარის აღების მსურველთ პირი მიუციათ ერთმანეთისათვის, რომ 27-28 მანეთ ნაკლებ არ ავიღოთ თითო ფანრის განა­თება წელიწადშიო“.

და თქვენ წარმოიდგინეთ, პროცე­სებში ჩართული ყოფილა იაგორ კასუ­მოვიც, ის იაგორ კასუმოვი, რამდენიმე დღით ადრე რომ დაჭრეს, მანამდე კი სულაც ქალაქის გამგეობას რომ სთხოვდა – „გამათავისუფლეთ თქვენის იჯარისაგანო“. მეტიც, ამბობდნენ, რომ თითო ფანრის განათებაში ის 32 მანეთს ითხოვდა.

ასეა თუ ისე, ქალაქს ქუჩების ფან­­რების ნავთის განათების იჯარით გაცემაზე კიდევ ერთხელ გაუმართავს „ვაჭრობა“. საბოლოოდ, 2 ივნისს დაგეგ­­მილ „ვაჭრობაზე“, „ქალაქის ფარნების განათება გარდაეცა მოიჯარადრეებს გრიქუროვებს, ორის წლის ვადით“. თითო ფარნის განათებაში ქალაქს 25 მანეთი და 50 კაპიკი უნდა გადაეხადა, 5 მანეთითა და 50 კაპიკით მეტი, ვიდრე ამ საქმეში „განათების ეშმაკი იჯარა­დარი“ – იაგორ კასუმოვი იღებდა…

Previous Post

სიძვირე

Next Post

რა ეფექტს ახდენს დასავლეთის სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორსა და საბიუჯეტო შემოსავლებზე?

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
რა ეფექტს ახდენს დასავლეთის სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორსა და საბიუჯეტო შემოსავლებზე?

რა ეფექტს ახდენს დასავლეთის სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორსა და საბიუჯეტო შემოსავლებზე?

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.