საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიურმა შემოსავალმა 3 789 დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველოს მსოფლიოში 116-ე ადგილი უჭირავს. ფულის მსყიდველობითი უნარის (PPP) გათვალისწინებით კი, 2015 წელს ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 9 630 დოლარი იყო, რითაც მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგში 108 ადგილზე ვართ (გასულ წელსაც 108-ზე ვიყავით).
ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი (PPP) ყველაზე მაღალი ყატარაშია – 132 000 დოლარი, მეორე ადგილზეა ლუქსემბურგი 99 000 დოლარით. ყველაზე ღარიბი ქვეყანა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა წლიური 630 დოლარით. ბოლოდან მეორეზეა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 770 დოლარით.
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შემდეგი სურათია: რუსეთი – 25 400 დოლარი, თურქეთი – 20 400 დოლარი, აზერბაიჯანი – 18 000 დოალრი, სომხეთი – 8 470 დოლარი, უკრაინა – 7 520 დოლარი.
ცხრილი – ერთ მოსახლეზე ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები 2015 წელს:
|
|
ქვეყანა |
დოლარი |
|
1 |
ყატარი |
132099 |
|
2 |
ლუქსემბურგი |
98987 |
|
3 |
მაკაუ |
98135 |
|
4 |
სინგაპური |
85253 |
|
5 |
ბრუნეი |
79587 |
|
6 |
კუვეიტი |
70166 |
|
7 |
ნორვეგია |
68430 |
|
8 |
არაბთა გაერთ. ემირატები |
67617 |
|
9 |
სან მარინო |
63104 |
|
10 |
შვეიცარია |
58551 |











