Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე ეკონომიკა

ერთ მოსახლეზე ფულადი გზავნილებით საქართველო მსოფლიოში მე-10 ადგილზეა

by Anina Tepnadze
February 25, 2025
in ეკონომიკა, საქართველო, ფინანსები, ფინანსები
0
ერთ მოსახლეზე ფულადი გზავნილებით საქართველო მსოფლიოში მე-10  ადგილზეა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მეთოდოლოგია
ემიგრანტები გამომუშავებული თანხის ნაწილს თავის ქვეყნებში გზავნიან. ღარიბი ქვეყნებისთვის ასეთი გზავნილები მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. ქვეყნების მიხედვით გზავნილების სტატისტიკას სხვადასხვა ორგანიზაციები, მათ შორის, მსოფლიო ბანკი აქვეყნებს, რომელსაც დავეყრდნობით ამ ბლოგში.

ფულადი გზავნილების ბოლო მონაცემები მსოფლიო ბანკს 2023 წლისთვის 176 ქვეყანაზე აქვს გამოქვეყნებული. როდესაც შედარება ხდება, თუ რომელი ქვეყანა იღებს მეტ გზავნილებს ემიგრანტებისგან, ამ დროს, უფრო მართებულია გზავნილების ერთ მოსახლეზე საშუალო რაოდენობის ან ეკონომიკის მიმართ (მშპ-ის მიმართ) ფარდობა შედარდეს და არა ნომინალური რიცხვები. ლოგიკურია, რომ რაც უფრო მეტია ქვეყნის მოსახლეობა და მეტი ემიგრანტი ჰყავს, მეტ თანხას გადმორიცხავენ. მოსახლეობის და ეკონომიკის მიმართ ფარდობა კი უჩვენებს, რომელი ქვეყნების კეთილდღეობაში და ეკონომიკაში თამაშობს უფრო მნიშვნელოვან როლს ემიგრანტების გზავნილები. მაგალითად, 2023 წელს, ინდოეთისთვის ემიგრანტების მიერ გადარიცხული 120 მილიარდი დოლარი უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოსთვის ემიგრანტების გადმორიცხული 4.1 მილიარდი დოლარი.

საქართველო ფულადი გზავნილების რეიტინგში

საქართველოს ეროვნულო ბანკის ინფორმაციით, 2023 წელს საზღვარგარეთიდან საქართველოში 4.1 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც საქართველოს ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1,124 აშშ დოლარია. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-10 ადგილზეა, ანუ მხოლოდ 9 ქვეყანას ჩამორჩება. 2022 წელს საქართველო რეიტინგში მე-9 ადგილზე იყო.

2023 წელს მიღებულ 4.1 მილიარდ დოლარში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში მცხოვრები რუსი ემიგრანტებისთვის გადმორიცხული თანხაც შედის. 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 226 მლნ დოლარით (5%-ით) შემცირდა. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ 2022 წელს რუსეთიდან 2.1 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, ხოლო 2023 წელს 1.5 მილიარდი.

2023 წელს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა – 1.5 მილიარდი დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა. 523 მლნ დოლარი გადმოირიცხა იტალიიდან, 460 მლნ დოლარი აშშ-დან, 245 მლნ დოლარი საბერძნეთიდან და 232 მლნ დოლარი გერმანიიდან.

2024 წელს საქართველოში 3.4 მილიარდი გადმოირიცხა. 2023 წელთან შედარებით 780 მლნ დოლარით შემცირდა. კლება ისევ რუსეთისგან გზავნილების შემცირებამ განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შემთხვევაში 2024 წლის სტატისტიკაც ცნობილია, მსოფლიო ბანკის 2024 წლის რეიტინგი ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ქვეყნები, რომლებიც ერთ მოსახლეზე ყველაზე მეტი ფულად გზავნილებს იღებენ

2023 წელს ფულადი გზავნილებით ერთ მოსახლეზე ყველაზე მეტი თანხა ლუქსემბურგმა მიიღო. ლუქსემბურგმა სულ 2.4 მილიარდი დოლარი მიიღო, მაგრამ რადგან მისი მოსახლეობა მხოლოდ 660 ათასს ადამიანს შეადგენს, ერთ მოსახლეზე ფულადი გზავნილები 3,671 დოლარი გამოდის.

მეორე ადგილზე ასევე პატარა ქვეყანა ტონგაა, რომელმაც 254 მლნ დოლარის გზავნილები მიიღო. ტონგაში 105 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ერთ ადამიანზე 2,431 დოლარის გზავნილი მოდის. მესამე და მეოთხე ადგილზე ხორვატია და მონტენეგრო არიან.

სადაც საქართველოზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და საქართველოზე მეტ გზავნილებს იღებენ, ასეთი მხოლოდ 4 ქვეყანაა: ხორვატია, სალვადორი, ბელგია და ლიბანი.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთია ყველაზე მეტად ფულად გზავნილებზე დამოკიდებული. 2023 წელს 1.5 მილიარდი დოლარის გზავნილები მიიღო და ერთ მოსახლეზე გზავნილებით მსოფლიოში 35-ე ადგილზეა 485 დოლარით. აზერბაიჯანი 78-ე ადგილზეა ერთ მოსახლეზე საშუალოდ 188 აშშ დოლარის გზავნილით. რუსეთი 155-ე ადგილზეა ერთ მოსახლეზე 18 დოლარით და თურქეთი 162-ე ადგილზეა 12 დოლარით. 2023 წელს რუსეთმა სულ 2.5 მილიარდი დოლარის, ხოლო თურქეთმა 1 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილები მიიღო.

მსოფლიოში ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხა ერთ მოსახლეზე ყველაზე მცირე ანგოლაშია – 0.30 დოლარი. შემდეგ მოდის პაპუა ახალი გვინეა 1 დოლარით და ბრუნეი 2 დოლარით.

Tags: ფულადი გზავნილები
Previous Post

The Role of Data Analytics in Business Decision-Making: Market Demand and Perspectives

Next Post

Forbes Georgia in English – Issue N36

Anina Tepnadze

Next Post
Forbes Georgia in English – Issue N36

Forbes Georgia in English – Issue N36

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result