Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე მსოფლიო

ენტონი ბლინკენის ჩინეთში ვიზიტის დეტალები

by Salo Papalashvili
June 20, 2023
in მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
ენტონი ბლინკენის ჩინეთში ვიზიტის დეტალები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთს ეწვია და ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ სი ძინპინსა და ქვეყნის წამყვან მაღალჩინოსნებს შეხვდა. ბლინკენის ჩინეთში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობების გამოსწორების მცდელობა იყო და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მხრიდან „მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შედეგიანადაც“ შეფასდა.

ბლინკენი აშშ-ის პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც 2018 წლის შემდეგ ჩინეთს ეწვია. მისი ვიზიტი ჯერ კიდევ თებერვალში იყო დაგეგმილი, თუმცა ამერიკელი სამხედროების მიერ შეერთებული შტატების თავზე მფრინავი საეჭვო ჩინური „ჯაშუში საჰაერო ბუშტის“ ჩამოგდების შემდეგ მოულოდნელად გადაიდო. მიმდინარე ვიზიტისას კი ბლინკენსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა, რამდენიმე საათით ადრე, მხოლოდ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და, ჩინელი მაღალჩინოსნების შეფასებით, „ყველაზე დაბალ ნიშნულამდე“ დაეცა. ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე უარყოფითად აისახა როგორც ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობები, განსაკუთრებით უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ისე ტაივანის სრუტესა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის სამხედრო წვრთნები და სხვადასხვა სახის პროვოკაციები. „ორივე მხარისთვის ნათელია, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა არასტაბილურია და მისი სტაბილიზაციისთვის მუშაობაა საჭირო“, – განაცხადა ბლინკენმა ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

ბლინკენის განცხადებით, ჩინეთში მისი მოგზაურობის მიზანი „ქვეყნებს შორის კომუნიკაციაში არსებული გამოწვევებისა და უთანხმოებების დადგენა, აშშ-ის პოზიციის აშკარა დაფიქსირება და იმ სფეროების შესწავლა იყო, სადაც ჩინეთისა და აშშ-ის ინტერესები თანხვდენილია და ერთობლივი მუშაობა შესაძლებელი იქნება“. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, ამ მიმართულებით შეხვედრა საკმაოდ ეფექტიანი გამოდგა.

ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ „დაიცვან მათ შორის არსებული ურთიერთგაგება“, რომელიც მასსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის ბალიზე გამართულ სამიტზე იქნა მიღწეული. „ეს ძალიან კარგია“, – აღნიშნა სი ძინპინმა.

თუმცა პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ბლინკენი ჩინეთის სხვა მაღალჩინოსნებსაც შეხვდა, მათ შორის ქვეყნის საგარეო საქმეთა ცენტრალური კომისიის დირექტორ ვან იისა და სახელმწიფო მრჩეველ ცინ განს. ჩინეთის სამთავრობო მონაცემების თანახმად, ცინმა მოლაპარაკებების მსვლელობისას აღნიშნა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა „ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაწყების დღიდან ყველაზე დაბალ ნიშნულზეა“.

„ეს არ წარმოადგენს ჩვენი ერების ფუნდამენტურ ინტერესებს და საერთაშორისო საზოგადოების საერთო მოლოდინსაც არ აკმაყოფილებს“, – აღნიშნა ჩინელმა მაღალჩინოსანმა შეხვედრაზე, თუმცა, როგორც ჩანს, ხუთსაათიანი მოლაპარაკების შემდგომ, მხარეებს ბევრად მეტი დადებითი ჰქონდათ სათქმელი. ცინმა შეხვედრა „ნამდვილ და პროდუქტიულ მოლაპარაკებად“ შეაფასა, ხოლო ჩინური მხარის წერილობითი დოკუმენტის თანახმად, მოლაპარაკება იყო „გულწრფელი, სიღრმისეული და კონსტრუქციული“.

შეხვედრის შეფასებისას, მსგავსი ენა იყო გამოყენებული აშშ-ის წერილობით დოკუმენტებში, დამატებით კი აღინიშნა, რომ ბლინკენმა მოლაპარაკებებისას „არასწორი აღქმისა და შეფასებების თავიდან ასაცილებლად, დიპლომატიისა და კომუნიკაციების ღია არხების არსებობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი“.

ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაძაბული ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტაივანია, დემოკრატიულად თვითმართვადი კუნძული, რომელსაც ჩინეთი მის ტერიტორიად მიიჩნევს. სი ძინპინი მზადაა, თავისი „გაერთიანების“ მიზნის მისაღწევად, ტაივანზე კონტროლი ძალის გამოყენებითაც კი მოიპოვოს.

ტაივანთან მიმართებით შეერთებული შტატები დიდი ხანია, ე.წ. „სტრატეგიული ორაზროვნების“ პოლიტიკას იყენებს და შესაბამისად უცნობია, თუ როგორ უპასუხებს შტატები ჩინეთის ნებისმიერ მცდელობას, კონტროლი მოიპოვოს თვითმართვად კუნძულზე. გასულ წელს ბაიდენმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“, რაც ბლინკენმა ჩინეთში შეხვედრების დროსაც კიდევ ერთხელ აღნიშნა.

ბლინკენის განცხადებით, აშშ-ის პოლიტიკა უცვლელია, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ აშშ-ს ფორმალურად ტაივანის დამოუკიდებლობისთვის მხარი არ დაუჭერია, თუმცა დასძინა, რომ შტატები მზადაა, დაიცვას ტაივანი ნებისმიერი სახის თავდასხმისგან. შეხვედრების შემდეგ კი  ჩინეთის წამყვანმა დიპლომატმა ვან იიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „პატივი უნდა სცეს ჩინეთის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და ღიად უნდა დაუპირისპირდეს ტაივანის დამოუკიდებლობას“.

რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე ომს, ამ საკითხის მიმართ ჩინეთი ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს, რაც არაერთი ამერიკელი ოფიციალური პირის, მათ შორის ბლინკენის შეშფოთების მიზეზიც არაერთხელ გამხდარა. უფრო მეტიც, იყო ბრალდებები ჩინეთის მიერ უკრაინაში პუტინის შეჭრის მხარდაჭერასთან დაკავშირებითაც. ბლინკენის შეფასებით, მოლაპარაკებებისას ამ მხრივ რაიმე კონკრეტული წინააღმდეგობები არ გამოკვეთილა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ვიზიტის დროს მან რამდენჯერმე დააყენა ქვეყნებს შორის პირდაპირი სამხედრო კომუნიკაციების საკითხი, თუმცა ამ ეტაპზე ჩინეთის მხრიდან ამ მიმართულებით „პროგრესი არ შეინიშნება“. ბლინკენის შეფასებით, კომუნიკაციების არხები, რომელთა მნიშვნელობაზეც ორივე მხარე თანხმდება, აუცილებლად უნდა მოიცავდეს სამხედრო ტიპის კომუნიკაციებსაც, რაც სახელმწიფოთა საერთო ინტერესების დაპირისპირებაში გადაზრდის ალბათობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

Previous Post

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულები ცნობილია

Next Post

Forbes: ყველა დროის საუკეთესო მუსიკალური ბიოგრაფიული ფილმები

Salo Papalashvili

Next Post
Forbes: ყველა დროის საუკეთესო მუსიკალური ბიოგრაფიული ფილმები

Forbes: ყველა დროის საუკეთესო მუსიკალური ბიოგრაფიული ფილმები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result