Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ელისეს სასახლე ჩრდილიდან გამოდის

by მაგდა დოლიძე
December 12, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
ელისეს სასახლე ჩრდილიდან გამოდის
0
SHARES
0
VIEWS

რეფორმები ევროკავშირში, შუამავლობა ირანთან, ხისტი პოზიციონირება ბრექსიტთან დაკავშირებით, თამამი და სარისკო (ჩემი სუბიექტური აზრია, თუმცა – არა მხოლოდ ჩემი) ნაბიჯი რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით – რომელი ერთით დავიწყოთ? და ეს არ არის სრული ჩამონათვალი, რომელიც ასახავს ელისეს სასახლის ამჟამინდელი ბინადრის – საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ენერგიულ დიპლომატიურ აქტივობას საერთაშორისო ასპარეზზე.

დასკვნები, როგორც წესი, ნარკვევის, სტატიის, ნააზრების, ბლოგის ბოლოში კეთდება, მაგრამ ამჯერად თავშივე გეტყვით: ელისეს სასახლე ჩრდილიდან გამოდის.

წინასაარჩევნო სლოგანი “გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული” ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების ფორმულად იქცა. ვთანხმდებით ამაზე თუ არა, საერთაშორისო წრეებში, განსაკუთრებით ევროპაში, ეს სლოგანი და პრეზიდენტ ტრამპის შემდგომი ნაბიჯები (გასვლა რიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმებებიდან, ხისტი მოლაპარაკებები ახალ სავაჭრო პირობებზე, პრეტენზიები (არცთუ უსაფუძვლო) უსაფრთხოებაში სამართლიანი/ თანასწორი ფინანსური მონაწილეობის თაობაზე და ა.შ.) აღქმულ იქნა, როგორც აშშ-ის მიერ მრავალმხრივი საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგიდან მნიშვნელოვანი გადახვევა. ბევრისთვის მოვლენების ასეთი განვითარება საერთაშორისო არენაზე შეშფოთების, განგაშისა და, თუ გნებავთ, შიშის მომგვრელიც კი იყო. როგორც ირკვევა, არა საფრანგეთის პრეზიდენტისთვის. ემანუელ მაკრონმა გადაწყვიტა, “ამერიკის კვლავ დიდებულად გადაქცევისადმი” დონალდ ტრამპისეული მიდგომა საფრანგეთისთვის შესაძლებლობად ექცია. ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო ხელშესახები გახდა მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, განაცხადა, რომ 2021-ში დაასრულებს პოლიტიკურ მოღვაწეობას. აღარაფერს ვამბობ ბრექსიტით გამოწვეულ დაუსრულებელ გაურკვევლობაზე, რომელმაც მოიცვა ჩვენთვის ყველასთვის ძვირფასი დიდი ბრიტანეთი. ასე რომ, როგორც ჰორაციუსმა ბრძანა, “კარპე დიემ”, ანუ იხელთე დრო.

სათქმელად ადვილია. ემანუელ მაკრონის აღმასვლა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში, რაშიც გარკვეული წვლილი მის წინამორბედსაც მიუძღვის თავისი არცთუ საუკეთესო “პერფორმანსით”, ტრიუმფალური გამარჯვებები და პრეზიდენტის თანამდებობაზე მოღვაწეობა დღემდე ია-ვარდით მოფენილი ნამდვილად არ ყოფილა. შეიძლება ისეთივე ძალით არა, მაგრამ ჯერ კიდევ აქტიურობენ “ყვითელი ჟილეტები”, ევროპაში რეფორმების გატარების იდეებს არცთუ განსაკუთრებული ენთუზიაზმით შეხვდნენ მისი მოკავშირე გერმანიის კანცლერი და სხვა ლიდერები. დაძაბულობა შეიქმნა იტალიის ხელმძღვანელობასთან ორმხრივ თუ მრავალმხრივ ინფრასტრუქტურულ და საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით. თეთრი სახლის ეზოში დარგული მეგობრობის ხეც კი გახმა (იმდენი იძახეს, ფრანკო- ამერიკული ბრომანსის ახალი ერა, შეძახილმა ხე გაახმო). ბრაზილიის პრეზიდენტთან ხომ საერთოდ ისე გამოვიდა, მე შენკენ, შენ კიდევ… ასეა. ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია.

გვირაბის ბოლოს სინათლე ჯერ ნამდვილად არ ჩანს, მაგრამ ზემოჩამოთვლილი პროცესების ფონზე ელისეს ამჟამინდელი მეპატრონის აქტივობის არდანახვა ნამდვილად შეუძლებელია.

არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ყველაზე მეტად ამ აქტივობაში რუსეთის მიმართულება მაღელვებს. აქვე ვადასტურებ, რომ დიალოგი და მოლაპარაკებები აუცილებელია და გარდუვალი. უბრალოდ, მრავალსაუკუნოვანი თუ უახლესი ისტორიის ცოდნა და საკუთარი მწარე გამოცდილება მაიძულებს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდო საფრანგეთის პრეზიდენტის ომახიან შეძახილს: “ევროპაში მშვიდობაზე საუბარი წარმოუდგენელია რუსეთის გარეშე”. “უსაფრთხოება ვანკუვერიდან – ვლადივოსტოკამდე”, “გადატვირთვა”, “გადატვირთვა 2.0”, “მე ჩავხედე ვლადიმირს თვალებში და მივხვდი, რომ მისი ნდობა შეიძლება” – ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს და ვიცით, რითაც მთავრდება. კიდევ ერთხელ, გთხოვთ, სწორად გამიგოთ – სულაც არ მივეკუთვნები ომის პარტიას და ძალიანაც მინდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ამერიკელ, ევროპელ და აზიელ კოლეგებთან ერთად აუცილებლად დაელაპარაკოს რუსეთის ლიდერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე. ოღონდ, დაელაპარაკოს ძალის პოზიციიდან, იმიტომ რომ ეს არის ის ერთადერთი ენა, რაც ესმის და რასაც იღებს კრემლი. თვალის დახუჭვა ათასობით ადამიანის შუაგულ ევროპაში თუ ახლო აღმოსავლეთში მკვლელობის პასუხისმგებლობაზე, საერთაშორისო ნორმებისა და შეთანხმებების სრულ უგულებელყოფაზე (მაგ., 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი და ა.შ.), თუნდაც რუსეთის შიგნით ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე, რუსეთის მხრიდან მცირედის დათმობის ხარჯზე (უკრაინასთან ტყვეების გაცვლა მნიშვნელოვანია, მაგრამ შეუდარებლად მცირედია აღმოსავლეთ უკრაინაში ყოველდღიურად საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული უკრაინელი მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვთან შედარებით; ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეებისთვის გადასვლის გაიოლება ახლოსაც ვერ მივა ჩვენ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობასთან; რამდენიმე რუსი ოპოზიციონერი აქტივისტის ციხიდან შინა პატიმრობაში გადაყვანა ხომ საერთოდ ზღვაში წვეთია). დიდ სურათში გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ვერ მოხდება, ვიდრე ევროპა “თავისუფალი და ერთიანი” არ იქნება. ამის პერსპექტივა კი, რუსეთთან ძალის პოზიციიდან დალაპარაკების გარეშე წარმოუდგენლად მესახება.

ირანთან, სპარსეთის ყურეში არსებულ ვითარებასთან მიმართებით საფრანგეთის პრეზიდენტის აგრესიული დიპლომატია ნამდვილად მისასალმებელია. მართალია, აშშ-ის ადმინისტრაციისთვის ჯერ კიდევ რთულად მისაღებია, მაგრამ ემანუელ მაკრონის ძალისხმევა აშშ-სა და ირანის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის გასამართად თავად დონალდ ტრამპისგანაც კი გარკვეული ხარისხის მადლიერებით იქნა აღქმული. საფრანგეთის პრეზიდენტი ცდილობს ბირთვული შეთანხმების გადარჩენას და სპარსეთის ყურეში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალ პირობებზე მოლაპარაკების დაწყებას. ირანული ნავთობით გამყარებული საკრედიტო ხაზის გახსნა შესაძლოა კიდეც იქცეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ამ პროცესში, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ კონფლიქტის ორივე მხარეს თავისებურად “კერკეტი კაკლები” არიან. რამდენად გამოუვა მაკრონს დონალდ ტრამპის დაყოლიება საკრედიტო ხაზის გახსნაზე ირანისთვის, ან როუჰანის დათანხმება არსებული უმაღლესი ხარისხის სანქციების პირობებში დონალდ ტრამპთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე, ჯერჯერობით ძალიან რთული სათქმელია, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტის მცდელობა ამ შემთხვევაში ნამდვილად დასაფასებელია.

ერთი შეხედვით, ევროკავშირის შიგნით საქმე თითქოს უფრო ადვილად უნდა იყოს. ევროკავშირის მთავარ ხელმძღვანელ პოზიციებზეც თითქოს ემანუელ მაკრონის დომინაციით მოხდა კანდიდატურების შერჩევა, მაგრამ ძირეულ რეფორმებთან დაკავშირებით საქმე გაცილებით უფრო რთულად არის. არ დაგიმალავთ და, ევროპული არმიის შექმნის იდეის მაკრონისეულ რევიტალიზაციას მეც საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებ. ზოგადად, ევროკავშირის შიგნით პროცესები სირთულის ხარისხით აღმოსავლურს არაფრით ჩამოუვარდება, უბრალოდ, მადლობა ღმერთს, ევროკავშირში ყოველღიურად სისხლი მაინც არ იღვრება.

ფაქტი ფაქტად რჩება: ელისეს მინდვრები ჩრდილიდან გამოდის.

გამარჯვება კი ისე არ მოდის…

Previous Post

საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ იმართება

Next Post

Forbes Georgia in English – Issue #14

მაგდა დოლიძე

Next Post
Forbes Georgia in English – Issue #14

Forbes Georgia in English - Issue #14

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result