Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ბიზნესი

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

by Davit Tsiramua
May 23, 2022
in ბიზნესი, ეკონომიკა, ეკონომიკური კალენდარი, მსოფლიო, საქართველო, ყველა სიახლე
0
ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მიმდინარე კვირას ამერიკის სარეზერვო სამსახურში მორიგი შეხვედრა გაიმართება. ინვესტორებს იმედი აქვთ, რომ გაიჟღერებს პროგნოზები იმის შესახებ, მოახერხებს თუ არა ამერიკის ცენტრალური ბანკი აგრესიულ ინფლაციასთან გამკლავებას. სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი დარწმუნებულია, რომ ცენტრალური ბანკი შეძლებს  „მსუბუქ დაფრენას“. Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, 35%-ია იმის შანსი, რომ აშშ-ის ეკონომიკა მომდევნო ორ წელიწადში რეცესიაში შევა. ხოლო Wells Fargo-ში მიაჩნიათ, რომ მსუბუქი რეცესია 2022 წლის ბოლომდე ან 2023 წლის დასაწყისამდე დასრულდება.

ცნობისთვის, აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა, ანუ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (FED) მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მარტში დაიწყო, როდესაც საბაზო საპროცენტო განაკვეთი 0-0.25 პროცენტიდან 0.25-0.5 პროცენტამდე გაზარდა. შედეგად, საბაზო განაკვეთზე მიბმული კრედიტების მომსახურება და მთლიანად დოლარის საკრედიტო რესურსის ღირებულება გაძვირდა. ამას მოჰყვა აპრილში კიდევ ნახევარი პროცენტული პუნქტით ზრდა. ელოდებიან, რომ ივნისსა და ივლისში მონეტარული პოლიტიკა კიდევ ნახევარი პროცენტული პუნქტით გამკაცრდება.

პაუელმა არაერთხელ აღნიშნა კიდეც, რომ გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს მანამ, ვიდრე ეს ინფლაციის შესაკავებლად იქნება საჭირო. მოსალოდნელია, რომ ოთხშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე პროგნოზების შესახებ განცხადებებს კიდევ ერთხელ გააკეთებენ.

პარალელურად, მიმდინარე კვირას ამერიკული მსხვილ რიტეილ-კომპანიები აპირებენ შემოსავლების შესახებ ბოლო მონაცემების გასაჯაროებას. მათ შორის იქნება: Costco, Dollar General-ი და Best Buy. ამერიკული რიტეილ-სექტორის რამდენიმე მსხვილმა მოთამაშემ, მათ შორის Walmart-მა და Target-მა გასულ კვირას გამოაქვეყნეს მონაცემები და დაასკვნეს, რომ მაღალი ინფლაციის გამო, ამერიკელი მომხმარებლის მსყიდველობითი უნარი შესუსტებულია.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მაგალითად, ბრიტანეთი და ევროზონა მიმდინარე კვირას PMI-მონაცემის გამოქვეყნებას გეგმავენ. გერმანია კი პირველი კვარტალის მშპ-ის მაჩვენებელს, ასევე, მაისის ბიზნესკლიმატის ინდექსს გამოაქვეყნებს. ესპანეთში კი აპრილის რიტეილ-გაყიდვები გახდება ცნობილი. პარალელურად, საჯარო გამოსვლები იგეგმება ევროპის ცენტრალურ ბანკში. გარდა ამისა, შვეიცარია დასაქმების მაჩვენებლის გამოქვეყნებას გეგმავს, ჩინეთი კი ინდუსტრიული წარმოების შედეგად მიღებული სარგებლის აპრილის მონაცემს გაასაჯაროებს.

საქართველოში მიმდინარე კვირას საქსტატი 2021 წლის ცხოვრების დონის მაჩვენებლებს (შინამეურნეობების შემოსავლები და ხარჯები), 2022 წლის პირველი კვარტალის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას და მიმდინარე წლის მარტის ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს. საინტერესო იქნება ასევე კვირის ბოლოს 2021 წლის ფარდობითი და აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლებისა და ჯინის კოეფიციენტის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებაც.

Previous Post

The Arctic: From an Environmental Issue to a Security Threat

Next Post

Top 5 Things to Watch in Markets in the Week Ahead

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result