Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე Русском

Edumentors – $5 მილიონად შეფასებული ქართულ-ბრიტანული საგანმანათლებლო სტარტაპი

by Davit Tsiramua
May 3, 2022
in Русском, ანტრეპრენიორები, ბიზნესი, ტექნოლოგიები, ფინანსები, ყველა სიახლე
0
Edumentors – $5 მილიონად შეფასებული ქართულ-ბრიტანული საგანმანათლებლო სტარტაპი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თამამად შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის შედეგად განათლების სფეროში ცვლილებებისა და ინოვაციების შემოსვლის ტემპი დაჩქარდა, რამაც ამ ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის წინაპირობა შექმნა. გაციფრულების შედეგად განათლების გლობალურ ბაზარზე არაერთი ტექნოლოგიური სტარტაპი გაჩნდა და, ბაზრის მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, ზოგიერთი მათგანის „უნიქორნად“ გადაქცევის პოტენციალსაც დავინახავთ. ბოლო დროს, განათლების ინდუსტრია ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველ სფეროდ იქცა – 2021 წელს, მსოფლიო მასშტაბით, ედტექ-კომპანიებმა $20 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდეს.

განათლების გაციფრულების გლობალური ტრენდის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ქართველების მიერ გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ედტექ-სტარტაპი Edumentors-ი, რომელიც უცხოელი ინვესტორების მიერ $5 მილიონადაა შეფასებული. www.edumentors.co.uk – ონლაინ სასწავლო პლატფორმაა, რომელიც უმოტივაციოდ დარჩენილ მოსწავლეებს სწავლის ხალისსა და მოტივაციას უბრუნებს. თუმცა განსხვავებულია Edumentors-ის მიდგომა – ბავშვების სწავლების საქმეს კომპანია საუკეთესო უნივერსიტეტების სტუდენტებს ანდობს, რომლებიც მათთან  საერთო ენას იოლად პოულობენ და სწავლის პროცესს ხალისით ავსებენ. ისე კი, კონკრეტულ საგნებში ტუტორინგის გარდა, სტუდენტები ბავშვებს საუნივერსიტეტო ცხოვრებისაკენ გზის გაკაფვაშიც ეხმარებიან.

სტარტაპის ბაზარზე გამოჩენიდან მალევე, Edumentors-ი მშობლებისა და ბავშვების საყვარელ საგანმანათლებლო პლატფორმად იქცა. ამ საინტერესო ბიზნესმოდელს კომპანიის თანადამფუძნებელმა, ნინო დვალიძემ შემთხვევით მიაგნო, როცა პანდემიის გამო უმოტივაციოდ დარჩენილი შვილისთვის სტუდენტი-ტუტორები მოძებნა.

„სკოლის შემდეგ დამატებით გაკვეთილებზე დასწრება ბავშვებისთვის იოლი არ არის. თუ ბავშვს ტუტორთან ურთიერთობა არ უხარია, გაკვეთილზე შესვლას ვერაფრით აიძულებ. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა დავინახე სწავლის პროცესში სტუდენტების ჩართვით. მას მერე, დამატებით გაკვეთილებზე დასწრება ჩემს შვილს აღარ დაზარებია და თან, სულ რამდენიმე თვეში, პროგრესი ისეთ საგნებშიც მივიღეთ, რომლებიც ბავშვს საერთოდ არ უყვარდა“, – ამბობს ნინო დვალიძე.

თუმცა, როგორც ნინო ამბობს, ეს პრობლემა უნივერსალურია, რაც მას დიდ საბაზრო პოტენციალს უქადის – სწორედ ეს იქცა Edumentors-ის ბიზნესმოდელის გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე ტესტირების ბიძგად. რაც შეეხება ნინოს, მას განათლების სფეროს სიღრმისეული ცოდნა და ანტრეპრენიორობის გამოცდილება აქვს – ის Mynanny-ის თანადამფუძნებელი და 500Global-ის აქსელერაციის პროგრამის ალუმნია.

Edumentors-ის განვითარების გზაზე ნინოს თორნიკე ასათიანი შეუერთდა, რომელიც London Business School-ის ბიზნესადმინისტრირების აკადემიური ხარისხის მიღების შემდეგ საერთაშორისო ჯანმრთელობის ტექნოლოგიების ინდუსტრიაში ჩართული სტარტაპის, PCL Health-ის საოპერაციო დირექტორი იყო. თუმცა ამ საქმიდან გამოსვლის გადაწყვეტილება თორნიკემ მარტივად მიიღო და ნინოსთან ერთად Edumentors-ის განვითარებაზე გადაერთო.

„ამ იდეის პოტენციალი თავიდანვე დავინახე. ნინომ საკუთარ შვილს გადაუჭრა პრობლემა, რომელიც მილიონობით მშობელს აწუხებს, მსოფლიო მასშტაბით. საუკეთესო უნივერსიტეტების სტუდენტები შეუდარებელი მენტორები არიან  – სწავლაზე გულაცრუებულ ბავშვებს ხალისს უბრუნებენ და თავდაჯერებულობას უმაღლებენ“, – ამბობს Edumentors-ის თანადამფუძნებელი და საოპერაციო დირექტორი, თორნიკე ასათიანი. თუმცა ეს ყველაფერი როდია: თორნიკეს თქმით, Edumentors-ს კარგად გაწერილი ბიზნესმოდელი აქვს, რომლის საშუალებით მომხმარებლის მოზიდვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი, რაც, თავისთავად, ბიზნესის უკიდეგანო მასშტაბირებას უწყობს ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად Edumentors-ი გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე გაეშვა, კომპანიის დამფუძნებლებს ბიზნესის განვითარების გლობალური ამბიცია ჰქონდათ – დღეს სტარტაპს მომხმარებლები შვიდი ქვეყნიდან ჰყავს. სწორედ ასეთი სწრაფი ზრდის დამსახურებაა ის, რომ პირველი საინვესტიციო რაუნდისას კომპანიამ იმაზე გაცილებით უფრო დიდი ინვესტიცია მოიზიდა, ვიდრე მოთხოვნილი ჰქონდა – დღეს თანადამფუძნებლები კომპანიის საერთაშორისო ექსპანსიისთვის შესაფერის სტრატეგიულ ინვესტორს არჩევენ. აღსანიშნავია, რომ ბრიტანელ, ირლანდიელ, ამერიკელ და ავსტრალიელ ინვესტორებთან ერთად, Edumentors-ის პირველ საინვესტიციო რაუნდს ცნობილი ქართული სტარტაპის, Pulsar.ai-ის თანადამფუძნებელი, ზაალ გაჩეჩილაძეც შეუერთდა.
„ნინომ და თორნიკემ სწორ ბიზნესმოდელს მიაგნეს, რასაც სტარტაპის სწრაფი ზრდა ადასტურებს. მსოფლიო საგანმანათლებლო ბაზარზე ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია მხოლოდ ახლა იწყება და Edumentors-ს შესაძლებლობა აქვს, ამ პროცესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს. ქართველი ანტრეპრენიორების ამ წამოწყებაში სიამოვნებით ჩავერთე, რადგან საგანმანათლებლო ტექნოლოგიებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მხარდაჭერა ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა“, – ამბობს Pulsar.ai-ის თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიური დირექტორი, ზაალ გაჩეჩილაძე.

პირველი საერთაშორისო საინვესტიციო რაუნდის შედეგად, Edumentors-ი $5 მილიონად არის შეფასებული. განვითარების საწყის ეტაპზე კომპანია ევროპულ ბაზარზე აპირებს თავის დამკვიდრებას, ხოლო სამომავლოდ – ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გეგმავს მასშტაბირებას.

Previous Post

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Next Post

Stankevicius Alternative Investment Banking: SAIB Pays Out Investors Legendary Returns Q1 2022

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
Stankevicius Alternative Investment Banking: SAIB Pays Out Investors Legendary Returns Q1 2022

Stankevicius Alternative Investment Banking: SAIB Pays Out Investors Legendary Returns Q1 2022

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result