Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე საქართველო

ძველ თბილისში $1,4 მლნ-ის ინვესტიციით ენერგოეფექტიანი სმარტ-კორპუსი შენდება

by თინათინ ინაური
July 26, 2021
in საქართველო, ქართულად
0
ძველ თბილისში $1,4 მლნ-ის ინვესტიციით ენერგოეფექტიანი სმარტ-კორპუსი შენდება
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ძველ თბილისში 1 450 000 დოლარის ინვესტიციით ენერგოეფექტიანი საცხოვრებელი ე.წ. სმარტ-კორპუსი შენდება, რომელიც სრულად მზის ენერგიაზე იქნება დამოკიდებული.

9-სართულიანი შენობა, რომელსაც Solar Energy Apartments SEA დაერქვა, 2022 წლის სექტემბერში დასრულდება და ავტომატურად ჩაერთვება ნეტო აღრიცხვის სისტემაში, ელექტროენერგიის გაყიდვით მიღებულ შემოსავალს კი კორპუსის მცხოვრებლები მიიღებენ. ამასთან, მათთვის უფასო იქნება კომუნალური გადასახადები, ლიფტი და სხვა სერვისები, რაც ელექტროენერგიის მოხმარებასთან არის დაკავშირებული.

როგორც Forbes Georgia-ს პროექტის ხელმძღვანელმა ლევან ოქროპირიძემ განუცხადა, მსგავსი კონცეფციის პროექტი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში პირველია. მისივე ინფორმაციით, მზის პანელები დამონტაჟდება როგორც სახურავზე, ისე აივნებზე.

მისი თქმით, კორპუსზე მზის პანელების დამონტაჟება ნიშნავს იმას, რომ მობინადრეებს შეუძლიათ გაზქურის ნაცვლად ელექტროქურა გამოიყენონ, ცენტრალური გათბობის ნაცვლად კი ტემპერატურის კონდიცირების სისტემა და, რაც მთავარია, ფინანსური ხარჯების გარეშე. ასევე, მაქსიმალურად აღმოიფხვრება ბინებიდან ხმის შემოდინების პრობლემა და იზოლაციისთვის კორპუსი მხოლოდ ევროკავშირის სტანდარტების ბლოკით აშენდება.

„პროექტი ხორციელდება Breeam-ის სერტიფიკატით, რაც  ევროკავშირის სამშენებლო სფეროს ყველაზე მაღალი სტანდარტია ენერგო- და თბოპროექტების ანუ ე.წ. მწვანე მიმართულებით. ამაზე მაღალი სტანდარტი პრაქტიკულად არ არსებობს და ჩვენ ვართ ერთადერთი, ვისაც ეს საქართველოში აქვს“, – განმარტა ლევან ოქროპირიძემ.

გარდა ამისა, როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, კორპუსი აღიჭურვება ე.წ. ჭკვიანი სახლის უახლესი და ულტრათანამედროვე სმარტ-ტექნოლოგიებით. მაგალითად, მობინადრეს თვალის გუგაზე ფოტო- და ვიდეოფიქსაციით შეეძლება  სადარბაზოს კარის გაღება,ლიფტის გამოძახება. ამასთან, მობილური ტელეფონით იმართება ყველაფერი, რისი საჭიროებაც შეიძლება, მცხოვრებელს ჰქონდეს.

პროექტის ხელმძღვანელის თქმით, საცხოვრებელ კორპუსში ბინებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და თითქმის ყველა მათგანი დაჯავშნილია.

კომპანია, რომელიც პროექტს ახორციელებს, ქართულ ბაზარზე 1996 წლიდან ოპერირებს, თუმცა არა სამშენებლო, არამედ მსხვილი ავტოლომბარდების, ავტოსადგომებისა და სხვა მიმართულებებით. ამ დრომდე ის „ნადიკვარი 96“-ის სახელს ატარებს, თუმცა იგეგმება, ენერგოეფექტიანი კორპუსის ამჟამინდელი დასახელებით გააგრძელოს საქმიანობა.

Previous Post

2030 წლისთვის Mercedes-Benz-ი მთლიანად ელექტრონულ მანქანებზე გადასვლას გეგმავს

Next Post

საქართველოს ბანკისა და GEC-ის სპეციალური შეთავაზება ფინტექ კომპანიებს

თინათინ ინაური

Next Post
საქართველოს ბანკისა და GEC-ის სპეციალური შეთავაზება ფინტექ კომპანიებს

საქართველოს ბანკისა და GEC-ის სპეციალური შეთავაზება ფინტექ კომპანიებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result