Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home მოსაზრება

ძალაუფლების რუსული კანონი

by Davit Tsiramua
August 12, 2024
in მოსაზრება, ოპედი, პოლიტიკა, საქართველო
0
ძალაუფლების რუსული კანონი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

„რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციების ფონზე, სახელისუფლებო პიარის მთავარი საზრუნავია, გააყალბოს მიმდინარე დაპირისპირების შინაარსი,  ამომრჩევლისთვის ადვილად მისაყიდი მიმართულებით.

ამის აშკარა მაგალითია ხელისუფლებისა და პროპაგანდისტების მცდელობა, დააკავშირონ კანონი უცხოური აგენტების შესახებ „ენა, მამული, სარწმუნოების” (ან „მამული, ენა, სარწმუნოების” – აქაც და სხვაგანაც სიმარტივისთვის ვაერთიანებ) დაცვასთან. ამავეს ემსახურება პარალელურად ლგბტ-თემატიკის წამოწევა. მთლიანობაში, „ქართული ოცნება“ ცდილობს, „რუსული კანონი” საზოგადოებას მიჰყიდოს ეროვნული იდენტობის დაცვის შეფუთვით.

პროტესტის მონაწილე ჯგუფების ტაქტიკური სისუსტე ვლინდება, როდესაც უჭირთ ფოკუსის დაჭერა და ხელისუფლებას ჭარბად აძლევენ იოლად „დასასპინ” მასალას. „რუსული კანონი” ეფექტური და საფუძვლიანი განსაზღვრებაა, მაგრამ საზოგადოებისთვის შინაარსის ახსნის საჭიროება ამით არ იწურება.

ილია ჭავჭავაძემ, როგორც გლობალური მასშტაბის, მრავალმხრივმა, ღრმა და უკიდურესად ნაყოფიერმა მოღვაწემ – იშვიათი ადამიანია, ვისზეც „მოღვაწის” თქმა ირონიის ნატამალის გარეშე შეიძლება – ცხოვრების მანძილზე ბევრი ნიუანსური პოზიცია გამოხატა, რომლის შინაარსიც ვერცერთ მოკლე ფრაზაში ვერ ეტევა. მაგრამ პიარი ღრმა ტექსტების სწორ ანალიზზე არ იგება: იგება მოკლე, იოლად დასამახსოვრებელ გზავნილებზე.

ვისაც უფიქრია პიარზე, შეუძლებელია, ვერ გაეთვალა, რომ თუნდაც მხოლოდ ერთ საპროტესტო შეკრებაზე ხმამაღლა ნათქვამ „ენა, მამული, ერთობა”-ს სახელისუფლებო პროპაგანდა დასპინავდა, როგორც ილიას აზრიდან „სარწმუნოების ამოღების მცდელობას”.

ცხადია, მეორე დღესვე „ქართული ოცნების“ პარლამენტარები აზიარებდნენ სოციალურ ქსელებში საგანგებო ბარათებს შესაბამისი წარწერებით. ტოტალიზატორებს ამაზე რომ ფსონები აეღოთ, „კუში” იმდენად დაბალი იქნებოდა, ისევ მხოლოდ ბიძინას მასშტაბის გამმაზავს თუ ახეირებდა.

თუკი მანამდე ოცნების პიარ-ბარათები საზრდოობდა საკმაოდ აბსტრაქტული სიტყვათშეთანხმებით „ღირსებით ევროპისკენ” – და მისი ბუნდოვანი კავშირით ქართული ტაძრების ფოტოსურათებთან – „ენა, მამული, სარწმუნოებაზე” მიტმასნამ პიარმანქანას მეორე სუნთქვა გაუხსნა. 

„მიტმასნა, ბიძინა, იმედის დრონი”, რა თქმა უნდა, ბევრად ზუსტი ტრიადა იქნებოდა ხელისუფლების პიარპოლიტიკის აღსაწერად, რომლის მედიას იმის გამბედაობაც არა აქვს, ეთერში დასვას ადამიანები, ვისაც წლებია, აშავებს – სამაგიეროდ, არ ტოვებს არცერთ შანსს, მოურიდებლად ამოეფაროს ყველაფერს, რაც ამომრჩევლისთვის ძვირფასია, ფეხბურთიდან – მცხეთურ ღვეზლამდე.

დაპირისპირების რეალური შინაარსი

„რუსული კანონის” წინააღმდეგ უკიდურესად მრავალფეროვანი შეხედულებების ადამიანები და ორგანიზაციები გამოდიან, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. პროტესტის მიზეზებისა და მიზნების სწორი სურათის წარმოსაჩენად, კარგად უნდა გავიაზროთ, რა გვაერთიანებს. „ქართული ოცნების“ მიზანი საპირისპიროა: პროტესტის ცალკეული მონაწილეების შეხედულებების კარიკატურის შექმნა და მთლიანი მოძრაობის შინაარსად გასაღება.

არც „ენა, მამული, სარწმუნოებასთან” და არც ხელისუფლების მიერ პარალელურად წამოწეულ ლგბტ-თემატიკასთან რაიმე ვიწრო მიმართება არსებითად არაფერ შუაშია „რუსული კანონის” წინააღმდეგ ბრძოლასთან.

კანონი „უცხოური აგენტების” შესახებ ეხება ყველანაირ ორგანიზაციას, მათი იდეოლოგიისა და პროექტების შინაარსის განურჩევლად. ამ ორგანიზაციების თემატიკაში შედის კორუფცია, არჩევნების სამართლიანობა, დეზინფორმაცია და რუსული პროპაგანდა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, სიღარიბე, უმუშევრობა და ქვეყნის სხვა სასიცოცხლო გამოწვევები.

„რუსული კანონის” მიღება და მისი შემდგომი გამკაცრება – საკუთრივ რუსული გამოცდილების მსგავსად – ხელისუფლებას აძლევს დამატებით იარაღს ამ ორგანიზაციების გაშავებისა და ბიუროკრატიული შარის მოდებისთვის, რაც გზაა ცენზურისა და საქმიანობის შეჩერებისკენ.

ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილთან ერთად წარმოადგენს უზარმაზარ ორთავა ფინანსურ თავკომბალას, უცხოური დაფინანსება სასიცოცხლო ხაზია არა მხოლოდ ალტერნატიული აზრისთვის, არამედ მთავრობის კონტროლის მცდელობებისთვისაც – ანუ სწორედ ყბადაღებული გამჭვირვალობისთვის.

„გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებით, „ქართული ოცნება“ ებრძვის არა „ლგბტ-იდეოლოგიას”, არამედ სწორედ გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას, ანტიკორუფციულ აქტივიზმს, თავისუფალ სიტყვას, სამართლიანი არჩევნების პერსპექტივას.

დებატები ლგბტ, რასობრივი, გენდერული თუ რელიგიური თემატიკის გარშემო თანამედროვე მსოფლიოში, რა თქმა უნდა, აქტუალურია და გარდაუვალია, რაღაც ფორმებით საქართველოში ამ თემებმაც შემოაღწიოს – თუ არ გავთიშავთ ინტერნეტს, არ ავკრძალავთ ქვეყნიდან გასვლა-შემოსვლას, არ მოვკლავთ ადამიანებს თვითგამოხატვისთვის: მოკლედ, არ ვიქცევით ჩრდილო კორეად, ირანად ან პუტინ-კადიროვის ოცნების რუსეთად.

ოღონდ „რუსული კანონის” წინააღმდეგ მებრძოლთა დიდი ნაწილის – მათ შორის ქართული პარტიების, არასამთავრობოების უმრავლესობის, შარშან მთავარ მტრად შერაცხული ფრანკლინის კლუბის დამფუძნებლების ან პირადად ჩემს – შეხედულებებს ძალიან ცოტა აქვს საერთო ქართული ოცნების მიერ დახატულ იდეოლოგიურ ბუასთან.

ამის ერთ-ერთი მაგალითია თავად ხელისუფლების მიერ შემოღებული და ცოტა ხნის წინ მის მიერვე გაუქმებული გენდერული კვოტები პარლამენტში. მართალია, პროტესტის მონაწილე ზოგიერთი არასამთავრობო ლობირებდა კვოტების შემოღებას, მაგრამ ამავე პროტესტის მონაწილე ორგანიზაციებისა და ადამიანების დიდი ნაწილი კვოტების წინააღმდეგი ვიყავით ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მათ თავად „ქართული ოცნება“ მხარს უჭერდა.

თუ ოცნება თანამიმდევრულად ეწინააღმდეგება „გენდერულ რადიკალიზმს”, იდენტობის პოლიტიკას ან მთლიანობაში მემარცხენე-პროგრესისტულ იდეოლოგიას (ეგრეთ წოდებულ“ვოუქიზმს”), რატომ იყო ახლო წარსულში ხელისუფლების პოზიცია კვოტებზე უფრო „ვოუქური”, ვიდრე ქართული ოპოზიციის? 

რატომ აირჩია „ოცნების“ პროპაგანდამ ცენტრალურ სამიზნედ შარშან არა რომელიმე „ვოუქური” ორგანიზაცია, არამედ სრულიად განსხვავებული იდეოლოგიის მქონე ფრანკლინის კლუბი? 

პასუხი ნათელია: იმიტომ, რომ ხელისუფლებისა და „რუსული კანონის” მამოძრავებელი იდეა იყო და არის ძალაუფლების უვადოდ შენარჩუნება თავისუფალი დისკუსიისა და გამჭვირვალობის ჩაკვლის ხარჯზე, და არა რაიმე დასავლურ იდეოლოგიურ ტრენდებთან ბრძოლა.

ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივა

ევროატლანტიკური სივრცე – ისევე როგორც პროტესტის მონაწილეთა სიმრავლე – იდეოლოგიურად მრავალფეროვანი და ცვალებადია. ამავდროულად, ეროვნული ენა, საკუთარი საზღვრების დაცვა (მამული) და ქრისტიანული კულტურული ფესვები (სარწმუნოება) ცენტრალურ როლს თამაშობს დასავლურ სამყაროში – რაც ასახულია, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფუნდამენტურ დოკუმენტებში.

გაფრთხილებები „ქართული ოცნების“ მისამართით, „რუსული კანონის” მიღებასთან დაკავშირებით, უკვე იყო ევროატლანტიკური სივრცის ყველა დონისა და იდეოლოგიის წარმომადგენლებისგან. მათ შორის არიან, მაგალითად, გერმანიის კანცლერი, სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ბელგიური კონსერვატიულ-ლიბერალური რეფორმისტული მოძრაობიდან. ამაზე მაღალი ეშელონი მსოფლიო პოლიტიკაში უბრალოდ აღარ არსებობს და სრულიად უსუსურია „ოცნების“ პროპაგანდის ტრადიციული მცდელობები, დასავლური კრიტიკა რაღაც ერთ მითურ დაჯგუფებას მიაწეროს.

კანონის მიღების ღია კრიტიკოსებს შორის არიან როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი სენატორები, კონგრესმენები და ჩინოსნები, როგორც მემარცხენე, ისე კონსერვატორი და მემარჯვენე-ლიბერალი პოლიტიკოსები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ყველა მათგანის გზავნილი არის არა რაიმე ვიწრო იდეოლოგიის, არამედ ქართული დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოების პერსპექტივის დაცვა.

სანამ განიხილება „რუსული კანონის” მიღების შემთხვევაში „ოცნების“ წარმომადგენლების სანქცირება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გადახედვა, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ საფრთხის ქვეშ დგება ევროატლანტიკურ სივრცესთან შემდგომი დაახლოების მთელი გზაც, სადაც ჯერ დიდი მანძილი გვაქვს გასავლელი.

რეალობას სრულიად მოწყვეტილია „ქართული ოცნების“ პოზიციის ისეთი ინტერპრეტაცია, თითქოს სასწორზე დევს არა მთლიანად ევროინტეგრაცია, არამედ მხოლოდ მისი ფორმა („ცალ ფეხზე” ან „ორ ფეხზე”). ყველა დონის დასავლელ პოლიტიკოსზე ღია თავდასხმების პარალელურად, უკვე ტიპური გახდა ზოგადი გზავნილებიც, როგორიცაა თბილისის მერის, კახა კალაძის „ისეთი ევროკავშირი გვინდა, სადაც არის სამართლიანობა” და საბჭოთა „ცეკასთან” შედარებები. გამოდის, ჩვენ არ უნდა დავაკმაყოფილოთ ევროინტეგრაციისთვის საჭირო მინიმალური მოთხოვნები, მაგრამ მთელმა ევროპამ უნდა დააკმაყოფილოს ბატონი ბიძინას ახირებები და სამართლიანობის ეგზოტიკური გაგება.

თავს თუ არ მოვიტყუებთ, ცხადია, „ოცნება“ გვაჩვევს აზრს: ევროატლანტიკური ინტეგრაცია აღარაა ხელუხლებელი მიზანი. შესაბამისად, აღარაა ხელუხლებელი აღარც სწრაფვა, შეგვეძლოს არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა, გვქონდეს გამჭვირვალე მმართველობა, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი სიტყვისა და გადაადგილების შანსი, ან რუსული იმპერიალიზმისგან და ახლოაღმოსავლური ფუნდამენტალიზმისგან დაცულობა. ხელუხლებელი მიზანი მხოლოდ ერთია – ბიძინა ივანიშვილის კომფორტი.

Previous Post

იოანე ზოსიმეს ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა £1,250,000-ად შეიძინა

Next Post

საქართველო გზაგასაყარზე: ხავერდი თუ ზუმფარა?

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
საქართველო გზაგასაყარზე: ხავერდი თუ ზუმფარა?

საქართველო გზაგასაყარზე: ხავერდი თუ ზუმფარა?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result