Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

Driving Excellence – „თეგეტამ“ საავტომობილო სექტორში პირველად წლიური ანგარიში წარადგინა

by იზა გვარამაძე
September 23, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
Driving Excellence – „თეგეტამ“ საავტომობილო სექტორში პირველად წლიური ანგარიში წარადგინა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

კომპანიის საქმიანობა, მართვის პრაქტიკა და სრული ფინანსური მაჩვენებლები, – „თეგეტა ჰოლდინგმა“ პარტნიორებსა და დაინტერესებულ მხარეებს 2024 წლის ანგარიში წარუდგინა. საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული დოკუმენტი გრძელვადიანი ხედვის ნაწილია და ჰოლდინგის პასუხისმგებლობას, ანგარიშვალდებულებასა და კორპორაციულ კულტურას უსვამს ხაზს.

პრეზენტაცია „თეგეტას“ მულტიფუნქციური სერვისცენტრის კონცეპტუალურ სივრცეში გაიმართა. ღონისძიებას კომპანიის პარტნიორი ორგანიზაციები, საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ჰოლდინგის მენეჯმენტი და თანამშრომლები ესწრებოდნენ. 200-გვერდიანი დოკუმენტი ღონისძიების წარმომადგენლებს კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა გააცნო.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტას“ პირველი წლიური ანგარიში საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი დოკუმენტია, რომელიც ასახავს ჩვენს პროგრესს, სტრატეგიასა და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც თანამშრომლების, მომხმარებლებისა და პარტნიორების წინაშე გვაქვს.

ანგარიში გვაძლევს შესაძლებლობას, მკაფიოდ ვაჩვენოთ, სად ვდგავართ დღეს და რა გზით ვვითარდებით. ის მოიცავს დეტალურ ანალიზს ჩვენი ბიზნესის დინამიკის, ქართულ და რეგიონულ ეკონომიკაში „თეგეტას“ როლის, ასევე ინოვაციური პროექტებისა და ახალი თანამშრომლობების შესახებ, რომლებიც გასულ წელს დავიწყეთ.

ანგარიში ადასტურებს, რომ ჩვენი მიზანია, დავამკვიდროთ მაღალი სტანდარტი – სტანდარტი, რომელიც ემყარება გამჭვირვალობას, კორპორაციული მართვის კულტურასა და მუდმივ განვითარებას.

ჩვენ ვაგრძელებთ ნდობის განმტკიცებას, რომელიც გვაკავშირებს ჩვენს გუნდთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან“.

„თეგეტა ჰოლდინგი“ წელს 30 წლის იუბილეს აღნიშნავს, აერთიანებს 35-ზე მეტ შვილობილ კომპანიას, ჰყავს 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციული მომხმარებელი. საერთაშორისო სტანდარტების ანგარიშში კომპანიამ დაინტერესებულ პირებს მომხმარებელთა და დაკავშირებულ მხარეთა კმაყოფილების კვლევის შედეგები წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით, 2024 წელს „თეგეტა ჰოლდინგის“ მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსმა 96% შეადგინა.

დოკუმენტში დაწვრილებით არის აღწერილი გასული წლის ფინანსური მაჩვენებლებიც. კომპანიის შემოსავალი 2024-ში 19%-ით გაიზარდა და 1,6 მილიარდ ლარს მიაღწია. ჰოლდინგის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ 125 მილიონს გადააჭარბა.

მკვეთრად გაფართოვდა ჰოლდინგის ბიზნესპორტფელი ისეთი ბრენდებით, როგორებიცაა Bentley, Lamborghini, ასევე ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr.

2024 წელი მნიშვნელოვანი იყო ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისითაც. აშენდა ახალი სერვისცენტრები როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისათვის. გეზის ეკონომიკურ ზონაში განხორციელებული პროექტი ერთ-ერთი გამორჩეულია კომპანიისთვის და MAN-ის „A+“ სერტიფიკატს ფლობს.

გასულ წელს „თეგეტა ჰოლდინგმა“ საქართველოში პირველი მულტიბრენდული შოურუმი გახსნა. ის Geely-ს, Mazda-სა და Auto Gallery-ს აერთიანებს.

წლიურ ანგარიშში კომპანიის საერთაშორისო ექსპანსია და რეგიონებში „თეგეტას“ საქმიანობაც მოხვდა. 2024 წელს „თეგეტა“ Bridgestone-ის ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. გარდა ამისა, გაფართოვდა რეგიონული თანამშრომლობა Mazda-სთან და კომპანია იაპონურ ბრენდს სომხეთის ბაზარზეც წარმოადგენს. წელი წარმატებული იყო კომერციული ტექნიკის მიმართულებითაც – „თეგეტა“ სომხეთსა და აზერბაიჯანში Renault Trucks-ის ოფიციალური დილერი გახდა. გაყიდვების პორტფელში პირველად დაფიქსირდა სპეციალური დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია თურქმენეთისა და ყაზახეთის ბაზრებზე.

როგორც პასუხისმგებლობიანი ბიზნესისთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა „თეგეტა ჰოლდინგის“ საქმიანობის განუყოფელი ნაწილი იყო 2024 წელსაც. „თეგეტა“ ერთადერთი კომპანიაა რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია შეიმუშავა და 2024 წელს სტრატეგიით გაწერილი მიზნებისა და ამოცანების შესახებ საზოგადოებას დეტალური ანგარიში წარუდგინა.

ახალი სტანდარტის დანერგვით „თეგეტა“ არა მხოლოდ საკუთარ საქმიანობაში ამკვიდრებს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის კულტურას, არამედ საავტომობილო სექტორს აძლევს მაგალითს პასუხისმგებლობიანი ბიზნესის წარმოების მიმართულებით. 2025 „თეგეტასთვის“ საიუბილეო წელია — ჰოლდინგი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამ მნიშვნელოვან თარიღს ახალი სტანდარტებითა და ამბიციური გეგმებით ხვდება.

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

S

Previous Post

Meta-მ $799-იანი ჭკვიანი სათვალე Ray-Ban Display წარადგინა

Next Post

Driving Excellence – Tegeta Presents Its First Annual Report in the Automotive Industry

იზა გვარამაძე

Next Post
თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები კაფე-რესტორნებში

თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები კაფე-რესტორნებში

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result