Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

დიდი მიზნებისკენ მიმავალი გზა პატარა ნაბიჯებით იწყება – თათია სალუქვაძე, STEM სკოლის მოსწავლე

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
დიდი მიზნებისკენ მიმავალი გზა პატარა ნაბიჯებით იწყება – თათია სალუქვაძე, STEM სკოლის მოსწავლე
0
SHARES
0
VIEWS

შრომისმოყვარე, მუდმივად ახალი აღმოჩენების ძიებაში მყოფი ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკის ინიციატივით და კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის მიერ შექმნილი პროექტი დღეს 200 მოსწავლეს აერთიანებს, რომელთაგან რეგიონში მცხოვრებ 63 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდას ბანკი სკოლაში სწავლას სრულად უფინანსებს.

საქართველოს ბანკის სტიპენდიატთა შორისაა ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე, თათია სალუქვაძე, რომელიც STEM სკოლაში მიღებულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

როგორც გვიყვება, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები მისთვის ყოველთვის ინტერესის საგანს წარმოადგენდა. როგორც კი ამ პროექტის შესახებ სოციალური ქსელების მეშვეობით გაიგო, მაშინვე გადაწყვიტა, საკუთარი შესაძლებლობები გამოეცადა, კიდევ უფრო მეტად გაეღრმავებინა სკოლაში მიღებული ცოდნა და განევითარებინა პრაქტიკული უნარები.

„STEM სკოლაში სწავლის გადაწყვეტილება ძალიან მარტივად მივიღე – სულ მაინტერესებდა მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ამასთან, ექსპერიმენტების ჩატარებაც მომწონდა და მომავლის პროფესიების მარტივად დაუფლებისთვის პროგრამული აზროვნების განვითარებაც მინდოდა. სწორედ ამ ყველაფერმა ერთად განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება – საკუთარი ძალები STEM მიმართულებით მომესინჯა”, – გვიყვება თათია.

ამბობს, რომ მათემატიკისა და ფიზიკის ამოცანებზე მუშაობა მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს, განსაკუთრებით კი ამოცანების ამოხსნით მიღებული სიხარული, რაც ამ საგნებისადმი მის ინტერესს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს.

თუმცა, როგორც განმარტავს „კრიტიკული აზროვნება, ლოგიკური ანალიზი, კვლევა – ეს ყველაფერი არაა, რასაც STEM სკოლა მოსწავლეებში აყალიბებს, ის ჩემში იწვევს ცნობისმოყვარეობას და ღრმა ფიქრისკენ მიბიძგებს. ეს ყველაფერი სასწავლო პროცესს მუდმივად საინტერესოს და მხიარულს ხდის”.

თათია გვიყვება, რომ გაკვეთილებზე მოსწავლეები თეორიული ცოდნის პარალელურად, პრაქტიკულ გამოცდილებასაც იღებენ და ყველა აბსტრაქტულ ინფორმაციას, თეორიებსა თუ ქიმიური რეაქციის ფორმულებს თვალნათლივ, სიმულაციების მეშვეობით ხედავენ.

„STEM სკოლა ზრუნავს, რომ ჩვენ მივიღოთ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ ვისწავლოთ მისი პრაქტიკული გამოყენებაც. ეს სასწავლო პროცესს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის და ვფიქრობ, ძალიან მეხმარება წარმოსახვის უნარის განვითარებაში“, – აღნიშნავს თათია.

გვიყვება, რომ STEM სკოლაში სწავლა მისთვის ძალიან საინტერესო და სასიხარულო გამოცდილებაა, „სირთულეების მომლოდინე, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. იმდენად მომწონს, ვცდილობ დავალება მაშინვე შევასრულო და კვირის გასვლას არ დაველოდო”.

„STEM სკოლაში ჩარიცხვა, საქართველოს ბანკის სტიპენდიატობა და საუკეთესო ქულების მქონე ათეულში მოხვედრა იყო ემოციების ზღვა: სიხარული, საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობის შეგრძნება და საინტერესო სიახლეების მოლოდინი… მართალია, ჯერ მომავლის პროფესია არჩეული არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებლად ტექნიკურ სფეროსთან ექნება კავშირი, შესაბამისად STEM სკოლაში მიღებული ცოდნა იმ ბაზისად იქცევა, რომელიც დამეხმარება მომავალი მიზნების განხორციელებაში“, – ამბობს თათია.

საქართველოს ბანკი არ ჩერდება და მთელი საქართველოს მასშტაბით თათიას და მისი თანატოლებისთვის კიდევ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობის შესაქმნელად არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივის განხორციელებას გეგმავს. S

Previous Post

იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

Next Post

შეიძინე „Imagine Dragons-ის“ კონცერტის ბილეთი სწრაფად და მარტივად

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
შეიძინე „Imagine Dragons-ის“ კონცერტის ბილეთი სწრაფად და მარტივად

შეიძინე „Imagine Dragons-ის“ კონცერტის ბილეთი სწრაფად და მარტივად

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result