დედამიწის ყველა გზა კონტინენტების მიხედვით

წასაკითხი დრო 1 წუთი
წასაკითხი დრო 1 წუთი
რუკაზე ასახულია მსოფლიოს ყველა გზა. მთავარი გზები ნაჩვენებია თეთრად, მეორეხარისხოვანი გზები – ყვითლად, ხოლო მესამეხარისხოვანი გზები – წითლად. რუკაზე ასახული გზების მთლიანი სიგრძე 21.6 მილიონ კილომეტრს შეადგენს. მონაცემების ნახევარზე მეტი 2010 წლის შემდეგ განხორციელებული კარტოგრაფიული პროექტების ფარგლებში შეგროვდა, დანარჩენი კი 2000-2010 წლებში განხორციელებული პროექტების ფარგლებში.

წყარო: Global Patterns of Current and Future Road Infrastructure,
Johan R Meijer, Mark A J Huijbregts, Kees C G J Schotten and Aafke M Schipper, 2018

ამბობენ, რომ ერთ დროს ყველა გზა რომში მიდიოდა, დღეს კი ყველა კონტინენტსა და ქვეყანას საკუთარი გზების ქსელი აქვს. დიდი მაგისტრალებით დაწყებული, სოფლის მოუკირწყლავი გზებით დამთავრებული, დედამიწის გზების საერთო სიგრძე 21 მილიონ კილომეტრს აჭარბებს. ამ გზების მასშტაბისა და განაწილების ვიზუალიზაციაში დაგვეხმარება PYTHONMAPS-ის და კერძოდ, ადამ სიმინგტონის მიერ მომზადებული რუკები, რომლებიც მან „გზების ინვენტარიზაციის გლობალური პროექტის“ მონაცემთა მეშვეობით შეადგინა.

მსოფლიო გზების რუკის შექმნა

„გზების ინვენტარიზაციის გლობალური პროექტის“ მონაცემთა ბაზაში თავმოყრილია ინფორმაცია ისეთი წყაროებიდან, როგორიცაა მთავრობა, კვლევითი ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და „ქრაუდსორსინგის“ ინიციატივები. აღნიშნული ინფორმაცია შეგროვდა 2018 წლის ნაშრომისთვის – „არსებული და სამომავლო საგზაო ინფრასტრუქტურის გლობალური ნიმუშები“.

რუკაზე გზები დაყოფილია კატეგორიებად გაეროს კლასიფიკაციის მიხედვით და გამოსახულია სამ ფერში:

კატეგორია

აღწერა

ფერი

მთავარი გზები მაგისტრალები და მთავარი გზები ქალაქებს შორის და მათ შიგნით. მრავალზოლიანი, შეზღუდული შესასვლელი და გასასვლელი წერტილები

თეთრი

მეორეხარისხოვანი გზები ასფალტირებული, დატვირთული გზები, რომლებიც აერთებს უბნებს

ყვითელი

მესამეხარისხოვანი გზები ასფალტირებული ან მოუკირწყლავი გზები ქალაქის საცხოვრებელ უბნებში ან სოფლად

წითელი

ადგილობრივი გზები სხვა პატარა გზები, რომლებიც არ განეკუთვნება ზემოთ მოყვანილ კატეგორიებს და, როგორც წესი, არ არის გამტარი.

წითელი

აღნიშნული კლასიფიკაცია საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ურთიერთობები საგზაო ინფრასტრუქტურას, განვითარებას, სიმდიდრესა და მოსახლეობის განაწილებას შორის.

რომელ ქვეყანას აქვს გზების ყველაზე ფართო ქსელი?

აშშ-ის სააავტომობილო გზების მთლიანი სიგრძე 3 მილიონ კილომეტრს აჭარბებს, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე ჩინეთისა (1.7 მილიონი კმ) და სამჯერ მეტი, ვიდრე ინდოეთის (1 მილიონი კმ).

ადგილი

ქვეყანა

ყველა გზა (კმ)

მსოფლიო გზების %

1

აშშ

3,097,278

14.34%

2

ჩინეთი

1,709,997

7.92%

3

ინდოეთი

1,052,718

4.87%

4

მექსიკა

741,949

3.43%

5

არგენტინა

703,087

3.25%

6

ბრაზილია

681,267

3.15%

7

რუსეთი

621,813

2.88%

8

ავსტრალია

620,393

2.87%

9

გერმანია

563,155

2.61%

10

საფრანგეთი

523,566

2.42%

სულ

21,600,760

100%

წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყანა პალაუ რეიტინგში სუვერენულ სახელმწიფოებს შორის ბოლო ადგილს იკავებს: მისი საგზაო ქსელის მთლიანი სიგრძე მხოლოდ 18 კილომეტრს შეადგენს. თუმცა დიდი ქვეყნების ზოგიერთი გარე ტერიტორიის საგზაო ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო ნაკლებად არის განვითარებული. კუნძულ ნორფოლკის გზების მთლიანი სიგრძე 10 კილომეტრია.

ამავდროულად, ქსელების გზის კატეგორიების მიხედვით ჩაშლისას რეიტინგი მნიშვნელოვნად იცვლება. მთავარი გზების (მაგისტრალებისა და ძირითადი გზების) სიგრძით ჩინეთი შეერთებულ შტატებს თითქმის ორჯერ უსწრებს, იაპონია და კანადა პირველ ათეულში ხვდებიან, ინდოეთი კი მე-8 ადგილზე ეშვება.

ქვეყანა

მთავარი მეორეხარისხოვანი მესამეხარისხოვანი

ადგილობრივი

ჩინეთი

683,248 306,176 373,831 346,742
აშშ 366,800 898,873 42,071

1,789,534

მექსიკა

105,822 181,088 185,587

269,452

იაპონია

94,451 67,454 100,536

189,999

კანადა

91,173 73,525 46,121

32,336

ბრაზილია

86,772 223,662 283,933

86,900

საფრანგეთი

74,956 114,433 192,191

141,986

ინდოეთი

69,748 413,790 526,130

43,050

არგენტინა

69,188 55,519 534,876

43,504

ავსტრალია

69,138 73,376 426,346

51,533

მონაცემთა ბაზაში აშშ-ის უზარმაზარი საგზაო ქსელის 50 პროცენტზე მეტი (1.8 მილიონი კმ) მცირე ადგილობრივი გზებისგან შედგება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუდარებელ წვდომას იძლევა. მსოფლიოში ყველაზე მეტი მეორეხარისხოვანი გზა ასევე ამერიკაშია, ხოლო მესამეხარისხოვანი გზების კატეგორიაში არგენტინა, ინდოეთი და ავსტრალია ლიდერობენ.

რეგიონალური განსხვავებები გზების ტიპებს შორის

გზების კატეგორიზაცია დიდ გავლენას ახდენს საგზაო რუკების რეგიონალურ ვიზუალიზაციაზე.

ჩრდილოეთ ამერიკას, შეერთებულ შტატებსა და კანადას აქვს თეთრ-ყვითელი ელფერი, რაც განპირობებულია მაგისტრალების, ძირითადი გზებისა და მეორეხარისხოვანი გზების დიდი რაოდენობით.

მექსიკაში რუკა იძენს მკაფიო წითელ ელფერს, რამეთუ მესამეხარისხოვანი და ადგილობრივი გზები ქვეყნის საგზაო ქსელის თითქმის ორ მესამედს შეადგენს.

მსგავსი რამ ხდება ევროპაში, სადაც ძველი, ცივი ომის დროინდელი დანაყოფები რუკაზე თეთრ, ყვითელ და წითელ ფერებში გვევლინება. საფრანგეთი, გერმანია, იტალია და გაერთიანებული სამეფო ანათებენ თეთრად და ყვითლად, ხოლო ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში წითელი ფერი დომინირებს.

„გზების ინვენტარიზაციის გლობალურმა პროექტმა“ დაადგინა, რომ მთავარი გზები (მაგისტრალები + ძირითადი გზები) ჩვეულებრივ ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და ჩინეთში გვხვდება, დანარჩენ მსოფლიოს კი მეორეხარისხოვანი (ყვითელი), მესამეხარისხოვანი და ადგილობრივი (წითელი) გზების უფრო დიდი წილი აქვს.

თუმცა ერთ-ერთი საინტერესო ფაქტი ის არის, რომ საგზაო ქსელში მთავარი გზების წილის მიხედვით პირველ ოთხ ადგილს შუა აღმოსავლეთის ქვეყნები იკავებენ.

ადგილი

ქვეყანა

მთავარი გზები (მთლიანი ქსელის %) 

1

ბაჰრეინი

100%

2

ქუვეითი

81%

3

ბუტანი

79%

4

კატარი

62%

5

სურინამი

54%

შესაძლოა, ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობდეს, თუმცა მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი ინფორმაცია იმაზეც არის დამოკიდებული, თუ როგორ ხდება კონკრეტულ რეგიონებში მონაცემების შეგროვება ან კლასიფიკაცია.

რას გვეუბნება საგზაო ქსელი ქვეყნების შესახებ?

პროექტის მონაცემთა ბაზის ანალიზმა აჩვენა, რომ „ქვეყნის გზების მთლიან სიგრძეს განაპირობებს მისი მთლიანი ფართობი, მოსახლეობის სიმჭიდროვე, მთლიანი შიდა პროდუქტი და OECD-ის წევრობა“.

თუმცა ყველა კორელაციიდან მსოფლიო რუკებზე ალბათ ყველაზე თვალსაჩინოა მოსახლეობის სიმჭიდროვე, როგორც ეს, მაგალითად, აზიის რუკაზე ჩანს:

ინდოეთის სუბკონტინენტი და აღმოსავლეთი ჩინეთი მსოფლიოს ორი ყველაზე დასახლებული რეგიონია, სადაც მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 35% ცხოვრობს. ყველაზე დასახლებულ რეგიონებში, განსაკუთრებით კი ჩინეთში, ყველაზე მეტი გზა მზარდ ქალაქებსა და ურბანულ ცენტრებში გადის.

განსხვავებულ სურათს ვხედავთ აფრიკასა და ავსტრალიაში, სადაც მსხვილი ბუნებრივი ბარიერები (მაგ., უდაბნოები) ხელს უშლის დასახლებული პუნქტების განვითარებას. შესაბამისად, რუკებიდან გზებიც ქრება.

საგზაო რუკები და მდგრადი განვითარება

ეკონომიკური განვითარების ზემოქმედება გარემოზე ასევე თვალსაჩინოა საგზაო ქსელებში.

გზის მშენებლობა იწვევს ემისიებს და ბიომრავალფეროვნების დაკარგვას. თუკი ერთდროულად მოვახდენთ გზებისა და ბუნებრივი გარემოს ვიზუალიზაციას, როგორც ამ ტყის რუკაზე, მაშინ დავინახავთ, თუ რამდენად ხელუხლებელია მსოფლიოს ბუნებრივი რეზერვები. მაგალითად, ამაზონის ტროპიკული ტყე ბრაზილიაში გზების ნაკლებობის მთავარ მიზეზს წარმოადგენს.

დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის კვლევა მოსახლეობას და მის კეთილდღეობას ახასიათებს, როგორც გზების განვითარებასთან მთავარ კორელაციას, საგზაო ქსელების გაფართოება განპირობებულია სხვა ეკონომიკური ფაქტორებითაც.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის დედამიწაზე დამატებით 4 მილიონი კმ სიგრძის გზები გაჩნდება, და ეს მხოლოდ ფრთხილი ვარაუდია. მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის დაბალანსების დაუსრულებელ პროცესში, მსოფლიო გზების რუკის განვითარებას მომავალ წლებში ტალღოვანი ეფექტი ექნება.

გზები ევროპის კონტინენტზე
გზები აზიის კონტინენტზე
გზები ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე
გზები სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე
გზები აფრიკის კონტინენტზე

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა პორტალზე: Visual Capitalist, რედაქტორი: პალავი რაო

More to read