Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსის მონაწილეებისთვის ენერგეტიკული ბიზნესის შესახებ ლექცია წაიკითხა

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსის მონაწილეებისთვის ენერგეტიკული ბიზნესის შესახებ ლექცია წაიკითხა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის, რეგულირების კურსის მონაწილეებისთვის ლექცია წაიკითხა. სემეკის თავმჯდომარის სალექციო თემა ენერგეტიკის ბიზნესს შეეხებოდა, რომლის მოდულიც სპეციალურად კურსის მონაწილეებისთვის შეიქმნა.

დავით ნარმანიამ ლექციის ფარგლებში ისაუბრა ენერგეტიკის სექტორზე, როგორც ეკონომიკისათვის  ერთ-ერთ წამყვან მიმართულებაზე, მიმოიხილა ენერგეტიკული ბიზნესის სუბიექტები, ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესზე, სახელმწიფოს როლზე ენერგეტიკაში, ბაზრებზე კონკურენციის განვითარების მნიშვნელობაზე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე, ენერგეტიკული ბიზნესის მართვასა და კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე.

სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლების შესახებ ტრენინგ კურსი მიმდინარეობს. კურსის მონაწილეები შეისწავლიან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის რეგულირების საკითხებს და გაეცნობიან ტარიფების კალკულაციის  პრაქტიკულ მაგალითებს. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. კურსის მონაწილეებს ტრენინგებს უტარებენ სემეკის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები.

სემეკის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ცენტრის დაფუძნებისას სემეკის მიზანი იყო   ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ დაინტერესებულ ჯგუფებში საგანმანათლებლო დონისა და კვალიფიკაციის ამაღლება. „აღნიშნული განსაკუთრებით საჭირო და აუცილებელია ახალი ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბების პროცესში. სემეკს დღეისათვის გააჩნია  კვალიფიციური ცოდნა არსებული საკვანძო საკითხების შესახებ. კომისიისათვის მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულმა პირებმა სასწავლო ცენტრის ფარგლებში მიღებული ცოდნა გამოიყენონ შემდგომ საქმიანობაში.

საქართველოს კანონის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საფუძველზე, კომისიას დაევალა არაერთი ნორმატიული აქტის შემუშავება და დამტკიცება. ახალი ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგი და რიგი ცვლილებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს ღია ბაზრის ჩამოყალიბებას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ენერგეტიკული ბაზრის კონცეფციის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, კომისიისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდოთ განსაკუთრებით იმ პირებს, რომლებსაც აქვთ უშუალო ან ირიბი შეხება ენერგეტიკის სექტორთან“, – ამბობს დავით ნარმანია.

სასწავლო ცენტრის ფორმირებისას სემეკმა იხელმძღვანელა ქვეყანაში არსებული გამოცდილებით და ასევე საერთაშორისო პრაქტიკით. გამოიკვეთა, რომ პარტნიორ უცხოურ მარეგულირებელ კომისიებს შორის, ენერგეტიკის სექტორში სემეკი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც დააფუძნა სასწავლო ცენტრი.

„სასწავლო ცენტრის მოდულები მორგებული იქნება ყველა დაინტერესებულ პირზე, მათი საჭიროების მიხედვით. პრიორიტეტია როგორც პირები, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული დონის ცოდნა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე ან უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქვთ საქმიანობის დაწყება ენერგეტიკის სექტორში ან მასთან მჭიდრო კავშირში მყოფ სექტორში, ასევე ის პირები  რომლებსაც, შესაძლოა, საქმიანობის გარკვეულ ეტაპზე დასჭირდეთ კონკრეტული თემის სიღრმისეული ცოდნა.

ამასთანავე, აქტიურად გავაგრძელებთ „ენერგეტიკის მედია კლუბის“ პროექტს, რომელიც სემეკის ქუდის ქვეშ 2014 წლიდან ხორციელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მედიის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია თუ ცოდნა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული სიახლეების შესახებ. ჟურნალისტებისთვის ღიაა როგორც სემეკი, ასევე სასწავლო ცენტრი“, – ამბობს სემეკის თავმჯდომარე და დასძენს, რომ  ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ცენტრებთან ახალი ინფორმაციისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით. ცენტრი მუშაობს აკრედიტაციის მოპოვებაზე.

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ტრენინგებს ატარებენ სემეკის თანამშრომლები, პრაქტიკოსი ტრენერები, ასევე  სხვადასხვა ორგანიზაციების ტოპ-მენეჯერები უზიარებენ მონაწილეებს გამოცდილებას. ცენტრის მიზანია, რომ სხვადასხვა კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა მონაწილეებმა წარმატებით  გამოიყენონ პრაქტიკაში.

„სასწავლო ცენტრის მიერ შეთავაზებული კურსის დასრულების შემდგომ,  მონაწილეებს ექნებათ როგორც დარგობრივი კომპეტენციები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების, სატარიფო პოლიტიკის, მარეგულირებელი აუდიტის საკითხებზე, ასევე ზოგადი კომპეტენციები სამართლებრივი ჩარჩოს, ენერგეტიკული ბიზნესის ანალიზის მიმართულებით“, – აღნიშნავს დავით ნარმანია.

Previous Post

თიბისის პროგრამა სტარტაპერი მსურველებს სტარტაპ კურსზე იწვევს

Next Post

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result