Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home Forbes Life სტილი ხელოვნება

დავით დათუნას “მილიონების ხედვა”

by ელენე კვანჭილაშვილი
March 26, 2021
in ხელოვნება
0
დავით დათუნას “მილიონების ხედვა”
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ამერიკაში ემიგრაციაში წასულმა დავით დათუნამ ნიუ-იორკში თავის გატანა ოპტიკის მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობით დაიწყო და დღეს Business Insider-ს თუ დავუჯერებთ, ამერიკაში ყველაზე მოთხოვნადი ხელოვანია.

მიგრანტი დავით დათუნა ნიუ-იორკში საქმიანობს. ქართველია და ხელოვანი. მისი უნიკალური მეთოდი ამერიკელი მენეჯერებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა და დღეს დავით დათუნას ნამუშევრების დამთვალიერებლამდე და პოტენციურ კლიენტამდე მისატანად პროფესიონალების მთელი ჯარი ზრუნავს: არტდირექტორები, მარკეტინგის მენეჯერები, გალერისტები, არტდილერები და სხვანი. როგორც თვითონ ამბობს, ბიზნესმენი არ არის, თუმცა არტის ბიზნესად ქცევა მას მეტ დამოუკიდებლობას ანიჭებს, აკეთოს ის, რაც სურს და როცა სურს.

ყველაფერი “მილიონების ხედვით” დაიწყო. ეს იყო ოპტიკური ინსტალაციები დროშებისა და პორტრეტების იმიჯებით. ამერიკის პორტრეტი – პირველი მულტიმედიური დროშა “მილიონების ხედვის” ქვეშ გაერთიანებულ 10 ნამუშევარს შორის – Google Glass- ის პირველი საჯარო ინსტალაცია გახდა. ასობით სათვალის სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის ლინზებით დაფარული დროშა აერთიანებს დღევანდელი პოლიტიკოსების, ნოვატორების, არტისტების პორტრეტებს და ისტორიული პიროვნებების ბიოგრაფიულ ფრაგმენტებს: ჯორჯ ვაშინგტონი, ჯონ კენედი, მარტინ ლუთერ კინგი, ნიკოლას ტესლა, სტივ ჯობსი, მაიკლ ჯეკსონი, ლედი გაგა – თავს იყრიან ერთად, ერთ მონუმენტურ ინსტალაციაში. Google Glass-ი დამთვალიერებლებს ნამუშევართან აკავშირებს: დროშა აუდიტორიას ეკონტაქტება, სათვალის ეკრანზე სვამს კითხვებს და მაყურებელს დიალოგში იწვევს. 2014 წელს დავით დათუნას პერსონალურ გამოფენაზე ვაშინგტონში, პორტრეტების გალერეასთან 2000- ზე მეტი დამთვალიერებელი ხუთი საათის განმავლობაში მოთმინებით ელოდა თავის რიგს…

“კონცეპტუალურ არტში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ მიქსის შესაძლებლობა მაქვს: ტექნოლოგიები და ხელოვნება, პოლიტიკა და ხელოვნება, მედიცინა და ხელოვნება – ასეთ დროს აუცილებლად რაღაც საინტერესო და ახალი გამოდის”, – ამბობს დავით დათუნა, რომელიც თავის გვარს არც Forbes-ს უმხელს.

ქართველი ხელოვანის სახელი ნიუ-იორკის გალერეებში უკვე ბრენდია, თუმცა მის შემოქმედებას არც სკეპტიკოსი შემფასებლები აკლია – ზუსტად ისე, როგორც ეს თითქმის ყოველთვის ხდება თანამედროვე არტის შემთხვევაში.

Debate.org-ზე მარტივად შეგიძლიათ ნახოთ შეკითხვა: არის თუ არა თანამედროვე არტი ნამდვილი ხელოვნება? ამ საკმაოდ პროვოკაციულ კითხვაზე პასუხები მართლაც ორად არის გახლეჩილი: 53% ამბობს, რომ დიახ, თანამედროვე არტი ნამდვილი ხელოვნებაა. დასაბუთება ასეთია: “ხელოვნება, ისე როგორც ყველაფერი, დროთა განმავლობაში ცვლილებას განიცდის იმისთვის, რომ უკეთ უპასუხოს თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებს. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური რეალობის რეკრეაცია. აქ რეალიზმი ხელოვანის თვალით არის დანახული. თანამედროვე ხელოვანები თანამედროვე გზებს ირჩევენ, რომ ასახონ ის, რაც მათ გარშემო ხდება”. 47% კი ამბობს, რომ არა, თანამედროვე არტი ნამდვილი ხელოვნება არ არის. დასაბუთება ასეთია: “თანამედროვე ხელოვნება ისეთ აბსურდულ წერტილამდე მივიდა, რომ ვიღაცას შეიძლება გალერეაში სკამზე სათვალე დარჩეს და ესეც თანამედროვე ხელოვნებად ჩაითვლება. აშკარად, რაღაც ვერ არის ბოლომდე კარგად ამ მიმართულებით. ადამიანების გონება იმდენად არის დამძიმებული თანამედროვე არტის მნიშვნელობით, რომ რეალური ხელოვნება ნელ- ნელა კარგავს თავის ღირებულებას. და რა გასაკვირია, თუკი ნებისმიერ ნამუშევარს შეიძლება ხელოვნება დავარქვათ”.

არ ვიცი, თქვენ რომელ კატეგორიაში ხვდებით, თუმცა ერთი რამ ფაქტია: თანამედროვე არტზე მოთხოვნა მაღალია. ჯერ კიდევ 2012 წლის თებერვალში ამერიკულმა Forbes-მა დასვა შეკითხვა – რომელია მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკა? და პასუხად არც მეტი, არც ნაკლები, თანამედროვე ხელოვნების გლობალური ბაზარი დაასახელა: “თანამედროვე ხელოვნება დღეს არტის გლობალური ბაზრის გულია. ის 10-ჯერ უფრო მეტადაა გაჯერებული, ვიდრე ე.წ. ძველი ხელოვნების ბაზარი და ყველაზე მოგებიანი სეგმენტია”.

დავით დათუნა ცდილობს, ფეხი აუწყოს ამ ტრენდს: სტივ ჯობსი- აინ რენდის პორტრეტი 210 ათას დოლარად, სუპერმოდელ ნატალია ვოდიანოვას პორტრეტი “სიყვარული” 790 ათას დოლარად, ინსტალაცია “ქაოსური წარსული” 100 ათას დოლარზე მეტად, პუტინი- მონა ლიზა 260 ათას დოლარად გაიყიდა. ეს უკანასკნელი ანონიმმა ბიზნესმენმა შეიძინა, რაზეც მერე დიდხანს ჭორაობდნენ, რომ შეიძლება თავად პუტინმაც კი იყიდა. პუტინთან დაკავშირებულ ინსტალაციებს დავით დათუნასთვის პრობლემები მოჰყვა, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

მანამდე კი: “ჩემთვის ფული არ არის მთავარი. ფულის კეთებაზე მეტად, მისი დახარჯვა მეხერხება, თუმცა ჩემი მენეჯერები კარგი ბიზნესმენები არიან. მთლიანად მათი დამსახურებაა ჩემი წარმატება ბიზნესის თვალსაზრისით. მე ხელოვანი ვარ. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ის პერფორმანსი, რომელიც ჩემი ნამუშევრის წარდგინებას თან ახლავს”, – ასეთია დავით დათუნას დამოკიდებულება იმ საქმის მიმართ, რომელიც მისი ცხოვრების საქმეა.

პერფორმანსები ნამდვილად არ აკლია. ამერიკის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას მოძრავი ინსტალაციით გამოეხმაურა – ამერიკის დროშაზე დიდი SOS – იხსენი ჩვენი სულები – გამოსახა, ბორბლებზე შეაყენა და პირდაპირ ტრამპ- ტაუერის წინ გამოჭიმა. მოგვიანებით, როცა ინსტალაციამ უკვე სმიტსონიანის გალერეაში გადაინაცვლა, მეორე დროშაც მიუმატა, სადაც დიდი ONE – ერთად – გამოსახა და მთლიან ინსტალაციას – MAKE AMERICA STRONGER TOGETHER – ერთად გავაძლიეროთ ამერიკა დაარქვა. ამით მან გააერთიანა დონალდ ტრამპისა და ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო სლოგანების სულისკვეთება და დროშებზე, თავის სტილში, გაზეთებიდან ამონარიდები ლინზებით დაფარა. ეს იმისთვის, რომ უკეთ გამოჩენილიყო ორად გახლეჩილი ამერიკის მრავალწახნაგები, რაც საბოლოო ჯამში მაინც ერთმანეთს უერთდება.

პერფორმანსი იყო პუტინისთვის მიძღვნილი ორი ნამუშევარიც. ერთი 2011 წელს და მეორე – 2013-ში. მონა ლიზას მინიატურებით დაფარულმა სხვადასხვა ზომის, ფერისა და ფორმის ლინზებმა პუტინის პორტრეტი შეავსეს. “ამით იმის თქმა მინდოდა, რომ როგორც დღემდე არ ვიცით, ვინ იყო მონა ლიზა, ისე არ ვიცით, ვინ არის პუტინი. ამით ვაფრთხილებდი ცივილიზებულ მსოფლიოს, რომ პუტინთან მეგობრული თამაშები არ შეიძლება”, – განმარტავს დავით დათუნა. 2013 წელს პუტინთან ერთად საგამოფენო სივრცეში მეფე ნიკოლოზ მეორეც გამოჩნდა. ინსტალაციას “პუტინი vs. მეფე ნიკოლოზ II – ცივილიზაციის კრახი” დაარქვა. “ეს ჩემი განაცხადი იყო. 2011-შიც და დღესაც პუტინს ფაშისტად მივიჩნევ”, – ამბობს დავით დათუნა, რომელსაც ჯერ დაპატიმრებით ემუქრებოდნენ, ხოლო დღემდე რუსეთში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული. “რაც მხოლოდ მახარებს”, – ასეთია მისი დამოკიდებულება ამ თემის მიმართ.

ამ პერფორმანსებიდან გამონაკლისი მხოლოდ ქართული დროშა იყო: “ემოციური სამუშაო: ბევრი დროშა მოხვედრილა ჩემი ხელოვნების ფოკუსში, მაგრამ ქართულ დროშაზე მუშაობამ ყველაზე მეტი დრო წაიღო, – იხსენებს დავით დათუნა. – დასრულებული ვარიანტი დედას ვაჩვენე. მის თვალებზე ცრემლი რომ დავინახე, მივხვდი, დროშა მზად იყო, სხვა თვალსაც ენახა. დღეს დროშა, წესით, პრეზიდენტის სასახლეში უნდა ეკიდოს”. “საქართველო – მილიონთა იმედი” 2 ათასი ლინზით არის დაფარული და 400 კილოგრამს იწონის.

სულ ახლახან, დეკემბერში, დავით დათუნამ საქართველოს კიდევ ერთი ნამუშევარი მიუძღვნა – დიდი გული, რომლითაც მადლობა ამერიკულ კომპანია Gilead-ს გადაუხადა C ჰეპატიტის უსასყიდლო პროგრამისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში საქართველო უფასოდ იღებს 15 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების მედიკამენტებს. პროგრამის მიზანია, საქართველოში C ჰეპატიტი საბოლოოდ დამარცხდეს.

ინტერვიუს ბოლოს ორი კითხვა მაქვს. პირველი:

– წარმოგიდგენიათ როდისმე ტრამპის პორტრეტის თანამედროვე არტად ქცევა?

 – მთავარი ფული და პოპულარობა არ არის. მთავარი ინსპირაციაა. ადამიანს ან უნდა ვიცნობდე, ან უნდა მაინტერესებდეს. დღეს არც ერთი ეს კრიტერიუმი არ არის რელევანტური ტრამპთან მიმართებით. თუმცა გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი: რა ვიცით, რა ხდება მომავალში. და ბოლო:

– რატომ ლინზები?

ამ კითხვაზე პასუხი სრულიად მოულოდნელია და ზუსტად ვიცი, ვერც თქვენ გამოიცნობთ, წარმატების ამხელა ისტორიის შემდეგ, რასაც ამდენ ხანს გიყვებოდით. ნიუ-იორკში ჩასულმა ემიგრანტმა ოპტიკის მაღაზიაში დაიწყო სამსახური – კონსულტანტად თითქმის ხუთი წელი იმუშავა. ასე მიხვდა, რომ ხალხისთვის სათვალე არამარტო აქსესუარია, რიგ შემთხვევებში, ის თვითგამოხატვის საშუალებაც არის.

“აი, ასე – ხელოვანი ყველაფერში ხედავს ინსპირაციას”. ინტერვიუ დასრულებულია. თუმცა ერთი კითხვა მაინც არ მასვენებს, როდის მიაღწევდა და მიაღწევდა თუ არა საერთოდ, დავით დათუნა ასეთ წარმატებას, ამერიკის ნაცვლად, საქართველოში რომ დარჩენილიყო. ჯერჯერობით პასუხის რომ არ მეშინოდეს, ალბათ ამ კითხვასაც დავსვამდი… 

Previous Post

How RCI Will Make a Difference in Georgia

Next Post

Brokerage Beyond Insurance

ელენე კვანჭილაშვილი

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი.

Next Post
Brokerage Beyond Insurance

Brokerage Beyond Insurance

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result