• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result

Home პროფილი ანტრეპრენიორები

დასაქმება ერთი ხელის მოსმით

by Anina Tepnadze
March 13, 2025
in ანტრეპრენიორები, ინტერვიუ, პროფილი, ტექნოლოგიები
0
გიორგი მუმლაძე

გიორგი მუმლაძე

0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
სულ რაღაც ორ წელიწადში ქართული სტარტაპი Awork-ი დასაქმების მცირე პლატფორმიდან ჩამოყალიბებულ ციფრულ ეკოსისტემად იქცა, რომელიც აპლიკაციებს, ვებგვერდსა და აპლიკანტების სამართავ სისტემას აერთიანებს. დღეს მას 150,000-ზე მეტი სამსახურის მაძიებელი და 1,000-ზე მეტი ბიზნესი იყენებს. სწრაფი ზრდა ოპერაციული კუთხით ნებისმიერი ორგანიზაციისათვის გამოწვევაა, თუმცა Awork-ის საოპერაციო დირექტორს, გიორგი მუმლაძეს ასეთ სირთულეებთან გასამკლავებლად ცოდნაც აღმოაჩნდა და მონდომებაც. 

“ყოველთვის ვიცოდი, რომ არ ვიყავი ის ადამიანი, რომელიც კარგად იგრძნობდა თავს სტანდარტულ სამუშაო გარემოში, სადაც მუშაობას კონკრეტულ დროს იწყებ და კონკრეტულ დროს ამთავრებ”, — ამბობს გიორგი მუმლაძე, Awork-ის საოპერაციო  დირექტორი. სტარტაპში მოხვედრამდე მან საკმაოდ მრავალფეროვანი კარიერული გზა გაიარა: არაერთ კომპანიაში უმუშავია ციფრული მარკეტინგის მენეჯერად, მარკეტინგის დირექტორად, პროექტ-მენეჯერად, ბოლოს კი თავი სტარტაპ-ეკოსისტემაში ამოყო. Awork-ის იდეა სტარტაპის დაარსებისთანავე მოეწონა, თუმცა გუნდს ცოტა მოგვიანებით შეუერთდა. თავიდან მარკეტინგის მიმართულებას ხელმძღვანელობდა და ბაზარზე გასვლის სტრატეგიაზე მუშაობდა, შემდეგ კი საოპერაციო დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლა. Awork-ის მისია, დასაქმების პროცესს სტრესი ჩამოაცილოს, მის შეხედულებებთან სრულად თანხვდენილია. ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყნის დასაქმების ბაზარი უკვე დიდი ხანია, ციფრულ განახლებას საჭიროებს და ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც Awork-მა სწრაფად დაიმსახურა როგორც სამსახურის მაძიებლების, ისე რეკრუტერების ყურადღება. 

Awork-მა ფუნქციონირება 2022 წლის ზაფხულში საიტის გაშვებით დაიწყო. შემქმნელებმა მალევე დაინახეს, რომ მომხმარებლის 60%-ზე მეტი პლატფორმას  მობილურით უკავშირდებოდა. სწორედ ამან უბიძგათ, ძალისხმევა აპლიკაციისაკენ მიემართათ. ასე შეიქმნა დასაქმების პირველი აპი საქართველოში, რომლის მთავარი მომხიბვლელობაც დახვეწილი დიზაინი და გამოყენების სიმარტივეა. “გვინდოდა, მხოლოდ ის არ ყოფილიყო გამორჩეული ფაქტორი, რომ პირველი აპლიკაცია იყო ამ სფეროში, გამოცდილების გასაუმჯობესებლად შემოვიტანეთ Swiping (თითის გადასმა), რომელსაც ჩვენი ახალგაზრდა მომხმარებლები უკვე კარგად იცნობდნენ ტინდერიდან’”, — ამბობს გიორგი. ეს ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ამავე დროს დასაქმების სფეროსთვის მოულოდნელი ფუნქცია აპლიკაციის წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად იქცა. ევორქი ერთი წლის განმავლობაში იკავებდა App Store-ზე საქართველოში ყველაზე პოპულარული აპლიკაციების ხუთეულში ადგილს. დღეს აპლიკაციას 110,000-ზე მეტი გადმოწერა და მსგავს პროდუქტებთან შედარებით საგრძნობლად მაღალი “შენარჩუნების მაჩვენებელი” აქვს. 

რატომ არის სვაიპინგი ასეთი სასიამოვნო?

სვაიპი ანუ თითის გადასმა ადამიანებისთვის თანდაყოლილი ჟესტია — ამ მოძრაობას ჩვილებიც კი მიმართავენ, როცა მათთვის საინტერესო ობიექტს ხედავენ. კვლევის თანახმად, სვაიპის გამოყენებით კონტენტის ნავიგაცია მობილურის მომხმარებლებისათვის განსაკუთრებით კომფორტულია. ეკრანზე თითის გადასმა გვახსენებს ანალოგურ ალტერნატივებთან ურთიერთობის პროცესსაც, როგორიცაა ჟურნალის გადაფურცვლა, ან საკიდებს შორის ტანსაცმლის არჩევა მაღაზიაში. როცა სვაიპინგი თამაშის მექანიკის ნაწილად გამოიყენება, როგორც ამას ტინდერი (და ჩვენს სტატიაში განხილული Awork) აკეთებენ, თითოეული სვაიპი ცნობისმოყვარეობის ზრდას იწვევს. ამას ემატება ის, რომ ტვინი დოპამინით მყისიერად გვაჯილდოებს, როცა ჩვენი მზერა სვაიპის შედეგად რაღაც საინტერესოს აწყდება.

2022 წლის ბოლოს სტარტაპმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000-ლარიანი დაფინანსება მოიპოვა. “ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩვენი გუნდისთვის საგრანტო კონკურსში მონაწილეობა. მოპოვებული თანხა დაგვეხმარა, რომ ბაზრისთვის უკეთესად გაგვეცნო თავი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო იდეის ვალიდაცია. დავრწმუნდით, რომ ნამდვილად ღირებულ პროდუქტს ვქმნიდით”, — აღნიშნავს გიორგი. 

გიორგისთან საუბარში ცხადი ხდება, რომ ის საერთო ხაზი, რაც მის მთელ კარიერულ ცხოვრებას თან გასდევს, არსებული სტატუს-კვოს ეჭვქვეშ დაყენებაა. თავად საკუთარ თავს იმ ადამიანს უწოდებს, რომელიც სიზარმაცისა თუ მოუსვენრობის გამო მუდმივად ყველაფრის გამარტივების გზას ეძებს: „დეველოპერები რომ ამბობენ ხოლმე, არ შეაკეთო, სანამ არ გაფუჭდებაო, მე ეგრე არ ვარ. მე ვფიქრობ, რომ თუ რაიმეს გაუმჯობესება და გამარტივება შეიძლება, ასეც უნდა მოხდეს”, — ამბობს გიორგი. Awork-მა ამ კუთხით საინტერესო გამოწვევა შესთავაზა. თუ ადრე თავის გუნდს მიღმა კომპანიის ტრანსფორმაციისათვის მოქმედების თავისუფლება არ ჰქონდა, ახლა უკვე შეეძლო, საკუთარი ხედვა სწრაფად მზარდი სტარტაპის თითოეულ პროცესზე გაევრცელებინა. “Awork-ის დამფუძნებელმა გიორგი რაზმაძემ ამ კუთხით სრული ნდობა გამომიცხადა. რესურსებიც მქონდა და ბერკეტებიც ცვლილებებისათვის. თუ რაიმე არ გამოვიდოდა, ჩემი ბრალი იქნებოდა და თუ კარგ შედეგამდე მივიდოდით, ცხადია, [პაუზა], გუნდის დამსახურება”, — ამბობს სიცილით გიორგი. 

Awork
Awork-ის გუნდი

HR-ტექნოლოგიების განვითარების სფეროში Awork-ის მიერ შეტანილი წვლილი მხოლოდ კომფორტით არ შემოიფარგლება. სტარტაპმა მოახერხა და:

  • მისწვდა 150 000-ზე მეტ სამსახურის მაძიებელს;
  • მოიცვა ისეთი სფეროები, რომლებშიც განსაკუთრებით უჭირთ კომპანიებს კანდიდატების პოვნა: საცალო ვაჭრობა და ჰოსპიტალიტი;
  • შეიძინა 1000-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია;
  • 2024 წელს Awork-მა $200,000-იან ARR-ის ნიშნულს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 3-ჯერ მეტია;
  • რეკრუტერების უკუკავშირისა და რეკომენდაციების შედეგად შექმნა ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი რეკრუტინგის სამართავი სისტემა  Awork Flow. 

გიორგი მუმლაძის სამსახურებრივი ფილოსოფია სტარტაპისთვის დამახასიათებელი მოქნილობისა და დიდი კომპანიებისთვის დამახასიათებელი სტრატეგიული აზროვნების ნაზავს წარმოადგენს. ის მხარს უჭერს იმ ბიუროკრატიული ბარიერების გაქრობას, რომელთა არსებობაც ლოგიკურად გაუმართლებელია და უბრალოდ დიდი ორგანიზაციის მავნე ტრადიციების ნაწილია. “სინამდვილეში ნებისმიერი ბიუროკრატია თავდაცვის მექანიზმია”, — მიზიარებს ის საკმაოდ ნიუანსურ დაკვირვებას, რომელიც შეიძლება ნებისმიერი სხვა ანტრეპრენიორისათვის, რომელსაც დიდ ორგანიზაციაში არასდროს უმუშავია, გაუგებარი იყოს. 

გიორგის დამოკიდებულება გუნდის მართვასთან ამავე აზროვნების ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს — მისი თქმით, სტარტაპში არ არსებობს რაიმე, რისი გაკეთებაც „თანამდებობრივად” შეიძლება გეთაკილებოდეს. მინიჭებულ პოზიციებზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, ვის ეკუთვნის იდეა და ვის აქვს მკაფიო ხედვა მის განსახორციელებლად. 

“Awork-ი ძალიან სასიამოვნო ადგილია სამუშაოდ, მაგრამ აუცილებელია, რომ სწრაფ ტემპს ფეხი აუწყო”, — ამბობს გიორგი. სანამ კომპანია სტაბილურობის გარკვეულ წერტილს არ მიაღწევს, მანამდე სამსახურებრივი და პირადი ცხოვრების ბალანსის არსებობის არ სწამს. “არ არსებობს Work-life ბალანსი. არსებობს Work, Work, Work, Work და Life ბალანსი”, — ამბობს ის.

სამსახურსა და ცხოვრებას შორის მკაფიო საზღვრების არარსებობა, გიორგის სიტყვებით, ყოველთვის ტოქსიკური მოვლენა არაა. განსაკუთრებით მაშინ, თუ სამუშაო თავის თავშივე მოიცავს მოქნილობისა და შემოქმედებითობის ელემენტებს. ის მიყვება, რომ შეუძლია, კვირა საღამოს დაესწროს შეხვედრას სავარჯიშო დარბაზიდან და ამ შემთხვევაში ეს მცირე საქმე სულაც არ დაარღვევს მისი დასვენების დღის გრაფიკს. 

Awork-ის გუნდისათვის შემდეგი მნიშვნელოვანი გამოწვევა ცენტრალურ აზიაში ექსპანსიაა. პირველი ქვეყანა, სავარაუდოდ, უზბეკეთი იქნება — 35 მილიონზე მეტი მოსახლეობითა და 16-17-მილიონიანი სამუშაო ძალით. ცვლილება მხოლოდ გეოგრაფიული არ იქნება და, ცხადია, Awork-ი, როგორც კომპანია, სხვაგვარად დაიწყებს ცხოვრებას. მართალია, ყველა ცვლილებისთვის წინასწარ მომზადება შეუძლებელია, მაგრამ გიორგის სჯერა, რომ ახალი თამაშის წესების დაცვით ოპერირებას სხვების გამოცდილების გაცნობა გაუადვილებს. „ახლა სწორი მომენტია იმისთვის, რომ სანამ ჩვენც ვემზადებით გასასვლელად, მეც მოვემზადო ისეთი რაღაცების შესასწავლად, რაც სამომავლოდ ძალიან გამომადგება, მათ შორის, ვისწავლო კულტურულ განსხვავებებთან გამკლავების სტრატეგიები, ცვლილებების მენეჯმენტი და ასე შემდეგ”, — ამბობს ის.

Awork-ის გუნდი მიზნად ისახავს, კიდევ უფრო დიდ მასშტაბზე შეცვალოს დასაქმების გამოცდილება, რომელიც ჯერ კიდევ ბევრ ქვეყანაშია გაზეთის ტიპის პლატფორმებთან დაკავშირებული. შემდეგი ნაბიჯები ჰიპერპერსონალიზებული ვაკანსიების შემოთავაზება, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული Matching-ალგორითმის კიდევ უფრო დახვეწა და ისეთი ინსტრუმენტების შექმნაა, რომლებიც მომხმარებლების დროსა და პრეფერენციებს წინა პლანზე დააყენებს. 

გიორგი მუმლაძე ახალი ტიპის ლიდერის არქეტიპს წარმოადგენს — პრაგმატულს, მაგრამ მოხერხებულს, სტრუქტურაზე ორიენტირებულს, მაგრამ ამავდროულად მოქნილს. კორპორაციულ აზროვნებასა და სტარტაპის ქაოსურ რიტმს შორის ხიდის გადებით ის დასაქმების სფეროების უკიდურესად დაშორებულ წერტილებს ერთმანეთთან აახლოებს. მას სჯერა, რომ სტარტაპებსაც შეუძლიათ დიდი და წარმატებული კომპანიებისგან ცოდნის შეძენა და — პირიქით. მისი მიზანი არა მხოლოდ საკუთარი ბიზნესის განვითარება, არამედ იმის ჩვენებაცაა, თუ როგორ შეიძლება კორპორაციულმა სამყარომ და სტარტაპ-ეკოსისტემამ მნიშვნელოვანი მიგნებები გაცვალონ. 

ახლა, როცა Awork-ი ახალ ეტაპზე გადასასვლელად ემზადება, ერთი რამ ცხადია: გიორგი მუმლაძის სამყაროში ერთადერთი მუდმივა — ცვლილებაა, მოძრაობის ერთადერთი დასაშვები სიჩქარე კი — ძალიან სწრაფი. 

Tags: Aworkგიორგი მუმლაძესტარტაპები
Previous Post

Forbes: მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 2025 წლის რეიტინგი

Next Post

Landing a Job with a Swipe

Anina Tepnadze

Next Post
გიორგი მუმლაძე

Landing a Job with a Swipe

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.