Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

Convobridge — Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდი 

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
Convobridge — Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდი 
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მილიონობით ადამიანს მსოფლიოში მხედველობისა და სმენის პრობლემა აქვს —  2020 წლის მონაცემებით, 43 მილიონი ადამიანი უსინათლოა, ხოლო 70 მილიონი – სმენის არმქონე. მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში კომუნიკაციის პრობლემა ექმნებათ, საზოგადოებაში ინტეგრაციისას კი არაერთ ბარიერს აწყდებიან. სწორედ ამ საკითხმა უბიძგა გიორგი ზოიძესა და გიორგი ბუკიას, მოეფიქრებინათ აპლიკაცია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში დაეხმარებოდა. აპლიკაციას, რომელიც ახლა ვითარდება, Convobridge ჰქვია. იდეამ უკვე მიიქცია ყურადღება და გუნდი Social Impact Award-ის ფინალისტი გახდა.

Convobridge მესენჯერ აპლიკაციაა, რომელსაც ხმოვანი კლავიატურა, ტექსტური შეტყობინების გამხმოვანებელი და AI ჟესტიკულაციის მთარგმნელი აქვს. ის ხსნის კომუნიკაციის ბარიერებს და ამარტივებს ინფორმაციის მიღებას, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. თუმცა Convobridge მხოლოდ მათთვის არ იქმნება — აპლიკაციის დახმარებით კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ, შექმნან მეტად ინკლუზიური გარემო.

„ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს საზოგადოებაში. უსინათლო და სმენადაქვეითებული ადამიანების დიდ ნაწილს უჭირს სოციალურ გარემოში ინტეგრირება და ჩვენც სწორედ ამ ფაქტმა შეგვაწუხა. ალბათ, არსებობს მათი გამოწვევების კომპონენტები, რომლებსაც ჩვენ კარგად არ ვიცნობთ, თუმცა ამ საკითხის მიმართ თანაგრძნობა გვაქვს და ვფიქრობ, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი“, — ამბობს გიორგი ზოიძე.

Convobridge-ის კონცეფცია Social Impact Award-ის ფარგლებში მუშავდება. გუნდი ამჯერად სამომავლო გეგმებს აყალიბებს და აპლიკაციის ტექნიკური განვითარების სტრატეგიას წერს.

„ჩავთვალეთ, რომ ამ პროექტში მონაწილეობა დაგვეხმარებოდა, მარტივად მივსულიყავით რეალურ პროდუქტამდე“, — ამბობენ გუნდში.

Convobridge-ისთვის Social Impact Award-ში მონაწილეობა ერთგვარი ტესტია. როგორც გიორგი ზოიძე აღნიშნავს, პროექტის დახმარებით აკვირდებიან, თუ რამდენად ხედავენ სხვები მათი პროდუქტის არსებობის საჭიროებას.

„ვთვლით, რომ SIA 2022 დაგვეხმარება, უკეთესად ჩამოვაყალიბოთ კონცეფცია და მოვისმინოთ სხვების კრიტიკული აზრი პროდუქტის მიმართ. ასევე, მოგვეცემა საშუალება, რომ გავიცნოთ მენტორები და სხვა გუნდები, შევიძინოთ ახალი კონტაქტები. ასეთი პროექტები სტარტაპერებს საშუალებას აძლევს, განსხვავებული პერსპექტივით შეხედონ საკითხს, რომელზეც მუშაობენ. რაც მთავარია, ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს სხვა სოციალურ საწარმოებთან. სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთთან დაახლოებულები ვიყოთ“, — ამბობს გიორგი ბუკია.

გუნდში აღნიშნავენ, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება კვალიფიციური მენტორის ყოლაა.  Convobridge-ს ინკუბაციის პერიოდში მენტორობას ნანუკა გამყრელიძე უწევს. იგი Social Impact Award-ში მეორე წელია, ჩართულია.

„Convobridge-ის გუნდი ძალიან მოტივირებულია. ისინი ახლა აპლიკაციის პროტოტიპზე მუშაობენ. გააჩნიათ მოკლე და გრძელვადიანი ხედვები და რაც მთავარია, აქვთ უნარ-ჩვევები, გამოცდილება და ცოდნა, რომ იდეა კიდევ უფრო განავითარონ. აღსანიშნავია, რომ ისინი უკვე მუშაობენ პოტენციური მომხმარებლების მოზიდვაზე როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორაციული მიმართულებით“, — ამბობს ნანუკა გამყრელიძე.

მისი თქმით, Convobridge-ის იდეა ინოვაციურია და გუნდი პრობლემის გადაჭრის ახლებურ, განსხვავებულ გზას გვთავაზობს. “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს მრავალგვარი ბარიერი ექმნებათ საკუთარი უფლებების რეალიზაციის კუთხით. ერთ-ერთი ასეთი უფლება ღირსეული შრომის უფლებაა, თუმცა ისინი ამ გზაზე, კომუნიკაციის თვალსაზრისით, დიდ ბარიერებს აწყდებიან. მათ პრობლემები ექმნებათ ტექნოლოგიების, საკომუნიკაციო პლატფორმების გამოყენებისას, ამიტომაც Convobridge-ის იდეა ნამდვილად რელევანტური და მნიშვნელოვანია”.

ნანუკა აღნიშნავს, რომ Social Impact Award როგორც Convobridge-ს, ისე სხვა გუნდებს საშუალებას აძლევს, იდეები ჩანასახიდან კარგად ჩამოყალიბებულ, კომერციულად ეფექტიან, გამართული ბიზნესმოდელის მქონე ინიციატივად აქციონ.

რაც შეეხება Convobridge-ს, მათი სურვილია, შექმნან კიდევ უფრო მეტი ინოვაციური პროდუქტი.  „ჩვენი გრძელვადიანი ხედვაა, დავეხმაროთ ორგანიზაციებს სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებასა და ინკლუზიურობის დონის გაზრდაში“, — ამბობენ გუნდში.

Social Impact Award ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროგრამაა სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციისთვის. იგი ერთდროულად 20-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება, საქართველოში კი 2017 წლიდან Impact Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით იმართება.

Previous Post

ეთიკური ქცევის მნიშვნელობა და რეგულირება საფინანსო-საინვესტიციო სფეროში

Next Post

Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result