Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე კულტურა

Coldplay ყოფილ მენეჯერს ამჯერად თავადვე უჩივის – ყველაფერი ბენდის იურიდიული დაპირისპირებების შესახებ

by Salo Papalashvili
October 10, 2023
in კულტურა, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
Coldplay ყოფილ მენეჯერს ამჯერად თავადვე უჩივის – ყველაფერი ბენდის იურიდიული დაპირისპირებების შესახებ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

„გრემის“ ჯილდოს მფლობელი და ჩარტების არაერთი ლიდერი ჰიტის შემქმნელი ბრიტანული ბენდი, Coldplay ამჯერად საკუთარ დიდი ხნის მენეჯერს თავადვე უჩივის. Coldplay მოპასუხე მხარეს $17 მილიონს, მათ შორის ათობით მილიონის პირადი სარგებლობისთვის გამოყენებასა და ტურნეების ხარჯების უკონტროლო ზრდას ედავება. თავის მხრივ, ჯგუფის წინააღმდეგ, გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით მენეჯერმა სარჩელი უკვე შეიტანა, თუმცა თავად Coldplay-ის განცხადებით, მისთვის წარდგენილი ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს სასამართლოში წარდგენილი სარჩელის თანახმად, Coldplay თავის მენეჯერ დეივ ჰოლმსს, რომელიც ჯგუფთან 22 წლის განმავლობაში თანამშრომლობა, $17-მილიონიანი ზარალის ანაზღაურებას სთხოვს. ბრიტანელების მტკიცებით, ჰოლმსმა სარეკლამო კამპანია Live Nation-ისგან აღებული $30 მილიონის სესხი პერსონალური განვითარების საწარმოს დასაფინანსებლად გამოიყენა, ხოლო ჯგუფის მიმდინარე მსოფლიო ტურნეს ბიუჯეტის „ზედამხედველობა და კონტროლი“ ვერ შეძლო.

უფრო კონკრეტულად კი ჰოლმსს, Coldplay-სა და Live Nation-ს შორის არსებული ხანგრძლივი პარტნიორობის გამოყენებით, პირადი მიზნებისთვის დაბალპროცენტიანი სესხის აღებას ედავებიან, რაც არ იყო კავშირში თავად ბრიტანულ ჯგუფთან. თუმცა, The Times-ის ინფორმაციით, ამ შემთხვევამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს Coldplay-ის შესაძლებლობაზე, აწარმოოს გარიგება მისთვის ხელსაყრელი პირობებით, Music of The Spheres-ის ტურის პოპულარიზაციისა და ბილეთების გაყიდვის პროცესში.

სარჩელის თანახმად, ჰოლმსმა თავი ვერ გაართვა მილიონობით დოლარის ღირებულების 165-კონცერტიანი ტურნეს მართვას. მათ შორის იყო განათებებისა და ვიდეოპილონისთვის გამოყოფილი $13 მილიონი, რაც „გამოსაყენებლადაც კი დაუშვებლად ძვირი იყო“, ხოლო $9.3 მილიონი დაიხარჯა ეკრანზე, რომელიც მისი დიდი ზომიდან გამომდინარე, ტურნეს ფარგლებში ჩატარებული მხოლოდ 10 კონცერტისთვის გამოდგა ვარგისი.

Coldplay-ის საპასუხო სარჩელი რამდენიმე თვის წინ ჰოლმსის მიერ წაყენებულ ბრალდებას მოჰყვა, რომელიც ჯგუფს, ორი ალბომისთვის, $12 მილიონის საკომისიოს გადაუხდელობაში ადანაშაულებდა. აგვისტოში წარდგენილ ბრალდებაში ბრიტანული ბენდის ყოფილი მენეჯერი ამტკიცებს, რომ Coldplay-მ უარი განაცხადა, გადაეხადა საკომისიო მისი ორი გამოუქვეყნებელი (მეათე და მეთერთმეტე) ალბომისთვის და ლონდონის უმაღლესი სასამართლოსგან ჯგუფისთვის თანხის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

დეივ ჰოლმსის წარმომადგენლის განცხადებით, Coldplay კარგად ხვდება, რომ საკუთარი პოზიციის დაცვაში პრობლემები ექმნება: „არარსებულ ეთიკურ შეცდომებში ჰოლმსის დადანაშაულება რეალურ საკითხს გვერდს ვერ აუვლის: Coldplay-ის დეივთან კონტრაქტი აკავშირებდა, ისინი კი უარს აცხადებენ, გადაუხადონ დეივს ის თანხა, რაც რეალურად მისი მართებთ“.

The Times-ისთვის გაკეთებულ განცხადებაში კი თავად სარეკლამო კომპანია Live Nation-მა აღნიშნა, რომ „ნებისმიერი წარსული შეთანხმება (Coldplay-ის) მენეჯმენტის გუნდთან, კომპანიისთვის ბენდთან ხანგრძლივი და ძლიერი ურთიერთობის გაფართოებად განიხილებოდა“.

ცნობისთვის, 22-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, Coldplay-სა და ჰოლმსს შორის ურთიერთობა გასულ წელს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ შეწყდა. თუმცა ბოლომდე გაურკვეველი რჩება, თუ რა გახდა მათ შორის განხეთქილების მიზეზი.

Billboard-ის მონაცემებით, „Music of the Spheres“-ის ტურნეს ფარგლებში ჩატარებული მხოლოდ თერთმეტი შოუდან Coldplay-მ $65.4 მილიონი გამოიმუშავა. ტურნე 2022 წელს დაიწყო და აზიის, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტები მოიცვა. მანამდე, 2015-2017 წლების „A Head Full Of Dreams“-ის ტურნეს წყალობით, ჯამში ხუთი კონტინენტიდან, ბრიტანულმა ჯგუფმა ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და ყველა დროის მეშვიდე ყველაზე შემოსავლიან ტურნედაც იქცა.

Previous Post

ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი

Next Post

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია

Salo Papalashvili

Next Post
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result