Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე მილიარდერები

ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი ოფიციალურად მილიარდერია

by Salo Papalashvili
August 25, 2025
in მილიარდერები, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი ოფიციალურად მილიარდერია
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა კარიერა 41 წლის ასაკში, 2022 წლის სექტემბერში დაასრულა. „დიდი სლემის“ 20-გზის გამარჯვებული და ორი ოლიმპიური მედლის მფლობელი ფედერერი, კარიერის დასრულებამდე,  ყველაზე მაღალანაზღაურებად ჩოგბურთელად რჩებოდა. ახლა კი, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, რიგით მეშვიდე სპორტსმენია, რომლის ქონების საერთო ღირებულებამ $1 მილიარდს გადააჭარბა.

ფედერერის მიერ კარიერის განმავლობაში მოგებული საპრიზო თანხა საერთო ჯამში 130 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, რითაც მხოლოდ ორ ჩოგბურთელს, ნოვაკ ჯოკოვიჩს (189 მილიონი დოლარი) და რაფაელ ნადალს (135 მილიონი დოლარი) ჩამორჩება. ფედერერის კორტების მიღმა საქმიანობა ბევრად უფრო შემოსავლიანი გამოდგა. ჩოგბურთელმა კარიერის განმავლობაში რეკლამებით, გამოსვლებით და სხვა ბიზნესსაქმიანობით  დაახლოებით $1 მილიარდი გამოიმუშავა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ჯოკოვიჩისა და ნადალის მიერ გამომუშავებული თანხა.

გარდა ამისა, ფედერერის ქონების ნაწილი ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის საჯაროდ დალისტულ კომპანია On-ში ჩოგბურთელის აქციებზე მოდის. ამასთან ერთად, წლების განმავლობაში ფედერერის სპონსორთა რიგებში გვხვდებოდნენ, Nike-ი, Mercedes-Benz-ი, LVMH Louis Vuitton Moet Hennessy, Barilla, Rolex-ი და ა.შ. ფედერერი ზედიზედ 16 წლის განმავლობაში იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელი, ხოლო 2020 წელს, $106.3 მილიონით, ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენიც.

საერთო ჯამში, Forbes-ის უახლესი შეფასებით, ფედერერის ქონება $1.1 მილიარდს შეადგენს. შედეგად, ფედერერი რიგით მეშვიდე სპორტმენია, რომელიც ოდესმე Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში გვხვდებოდა, ეს სპორტსმენები არიან: მაიკლ ჯორდანი ($3.8 მილიარდი), იონ  ცირიაკი ($2.3 მილიარდი), მეჯიქ ჯონსონი ($1.5 მილიარდი), ტაიგერ ვუდსი ($1.3 მილიარდი) ლებრონ ჯეიმსი ($1.2 მილიარდი) და ჯუნიორ ბრიჯმენი, რომლის ქონებაც მარტში, მისი გარდაცვალების დროისთვის, $1.4 მილიარდს შეადგენდა.

Previous Post

 Alpha Architecture-ის ბათუმის ჭადრაკის სასახლის პროექტმა A’ Design Award-ი მიიღო

Next Post

The Man Behind the Eight-Button Cuff: Franklin Eugene’s Global Legacy in Style and Filmmaking

Salo Papalashvili

Next Post
The Man Behind the Eight-Button Cuff: Franklin Eugene’s Global Legacy in Style and Filmmaking

The Man Behind the Eight-Button Cuff: Franklin Eugene's Global Legacy in Style and Filmmaking

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result