პორტრეტები

პერსონაჟთა ეკონომიკური პორტრეტები ლიტერატურაში და ზოგადად ეკონომიკა ლიტერატურის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ლიტერატურა ცხოვრებას ასახავს, ხოლო ეკონომიკა ცხოვრებას ქმნის. ეპოსით დაწყებული და ე.წ. ბილდუნგსრომანებით, მთავარი გმირის ჩამოყალიბების რომანებით დასრულებული, ეკონომიკა გადამწყვეტ როლს ასრულებს მხატვრულ ლიტერატურაში. მსოფლიო ლიტერატურის ერთ­ერთი პირველი ძეგლი, ჰომეროსის „ილიადა“ ხომ დასაწყისშივე გაგვაცნობს „ხომალდთა კატალოგს“, რომელიც ბერძნებისა და ტროელების არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ეკონომიკური სიძლიერისა და თავისებურების ერთგვარ ინვენტარიზაციას წარმოადგენს... ხშირ შემთხვევაში მწერლები, მაგალითად, ბალზაკი, დიკენსი, თომას მანი, მარსელ პრუსტი, მშვენიერი ეკონომისტები არიან, ისევე როგორც უდიდესი ეკონომისტები, მაგალითად ადამ სმიტიც გვეყოფა - მშვენიერი მწერლები. პროექტის ფარგლებში ვსაუბრობთ მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი, გამორჩეული პერსონაჟების ეკონომიკურ პორტრეტებზე. რა თქმა უნდა, არ არსებობს რომანი, ამა თუ იმ ფორმით მასში ეკონომიკა რომ არ ფიგურირებდეს, მაგრამ პერსონაჟის ეკონომიკური პორტრეტის განხილვა ყოველთვის გამორჩეულად საინტერესოა, რადგან მომენტალურად ვხედავთ ეპოქას, იმ დროის ჩვეულებებს და ისმის მთავარი კითხვაც: ეკონომიკას ეფუძნება ზნეობა, თუ ზნეობას - ეკონომიკა? ამ კითხვაზე კი მწერლებს ყოველთვის ორიგინალური პასუხები აქვთ...

HOMO თათქარიძიუს

ალბათ რთულია, ქართულ ლიტერატურაში იპოვო ამავე ლიტერატურის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟებზე, ლუარსაბ თათქარიძესა და მისი მეუღლე − კნეინა დარეჯანზე გენიალური წყვილი,...

Read moreDetails

რუსთაველი და კომპანია

„ერთი შეხედვით სასაცილოა, ფილოლოგი „ვეფხისტყაოსნის“ ეკონომიკურ ასპექტებზე რომ ვსაუბრობ, მაგრამ გარწმუნებთ, გაცილებით უფრო სასაცილოა, როდესაც „ვეფხისტყაოსანზე“ ეკონომისტები მსჯელობენ. ამიტომ თავს...

Read moreDetails

Stay Connected test

Recent News