Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ბიზნესი

რეგულაციას რეალურად შეუძლია ბიზნესის ზრდა?

by Davit Tsiramua
July 1, 2022
in ბიზნესი, მოსაზრება, ოპედი, ყველა სიახლე
0
რეგულაციას რეალურად შეუძლია ბიზნესის ზრდა?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩემს პირველ სტატიაში განვიხილე მაგალითი თუ რატომ ითხოვს გემბლინგ ინდუსტრია რეგულაციას, მაშინ როცა ყველა სხვა – საპირისპიროს აკეთებს. ალბათ უფრო პირიქითაცაა, სათამაშო ინდუსტრია სინამდვილეში სარგებლობს სარეგულაციო ზედამხედველობით, სარეგულაციო მოთხოვნებით და აუდიტით – სწორედ ამის მიზეზების ახსნას შევეცდები ამ  სტატიაში და შევეცდები დავამტკიცო, რომ სათამაშო ინდუსტრია საქართველოში და ზოგადად სათამაშო ინდუსტრია ყვავის მთავრობის მიერ დაწესებული  სარეგულაციო სქემის დამსახურებით.

მთავარი მომხმარებლის ნდობაა

მათემატიკურ ფაქტებზე დაყრდნობით, ყველა თამაშში,  როგორც ფიზიკურად მოწყობილი ობიექტების, ისე ციფრული არხების შემთხვევაში, განსაზღვრულია უპირატესობა კაზინოს სასარგებლოდ. ესაა კაზინოს სარგებელი, როგორც მას ვეძახით. კაზინოს სარგებელი თამაშიდან თამაშამდე განსხვავებულია. მაგალითად, ტრადიციული ბლექჯეკის თამაშისას, თუ თამაში სტანდარტული წესებით და საბაზისო სტრატეგიით მიმდინარეობს, კაზინოს სარგებელი 0.5%-ია, მაგრამ შეიძლება გაიზარდოს 2%-მდე, ან მეტად, თუ მოთამაშე გამოუცდელია. შედარებისთვის, სტანდარტულ რულეტში კაზინოს სარგებელი გაცილებით მაღალია, ამერიკულ ვერსიაში ის 5,6%-ია. კაზინოს სარგებელი სათამაშო აპარატებზეც ვრცელდება, უფრო ზუსტად კი ელექტრონულ სათამაშო აპარატებზე. ელექტრონული სათამაშო აპარატები უნდა აკმაყოფილებდეს მოთამაშისთვის განსაზღვრულ უკუგების მინიმალურ პროცენტს კონკრეტული თამაშის ე.წ. სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. აღნიშნული უკუგება არის თამაშის გაცემის პროცენტი  (RTP). საქართველოში დაშვებული მინიმალური RTP 80%-ია, მაგრამ სათამაშო აპარატების უმრავლესობა წინასწარ დაპროგრამებულ გათვლებს იყენებს რომ გადაიხადოს 97% ან კიდევ უფრო მეტი.

რამდენადაც პროცესში რთული მათემატიკური გათვლებია, მოთამაშეებს ისღა რჩებათ, ენდონ, რომ კაზინოს ოპერატორები მათ სამართლიან თამაშებს შესთავაზებენ, რაც გულისხმობს, რომ კაზინო არ თაღლითობს და ხელოვნურად არ მანიპულირებს კაზინოს სარგებლის გასაზრდელად. მაგრამ სამართლიანობა ძნელი ამოსაცნობია, როცა მოთამაშე ხარ.

მაგალითისთვის ავიღოთ ბლექჯეკი, სადაც ერთი დასტა, 52 კარტი გამოიყენება. დილერი ურევს დასტას, ათავსებს და შემდეგ არიგებს. გონივრულია, რომ მოთამაშემ დაიმახსოვროს რომელი კარტებია დარიგებული, რომ განსაზღვროს, ხომ არ თაღლითობს დილერი. მაგრამ ბლექჯეკის მაგიდა, სადაც დილერი მხოლოდ ერთ დასტას ხელით ურევს, დღესდღეობით გამონაკლისია. კაზინოების უმეტესობა რამდენიმე დასტას იყენებს, როგორც წესი 3-დან 6-მდე; ბევრი დღეს კარტის ასაჭრელად  ავტომატურ მოწყობილობას ხმარობს, რაც უზრუნველყოფს კარტის აჭრას და გამორიცხავს ნებისმიერ შანსს რომ მოთამაშემ კარტი გამოიცნოს, რასაც კარტის  “დათვლას” ეძახიან. კარტის კიდევ უფრო ზედმიწევნით ასაჭრელად არსებობს მოწყობილობები, სადაც კარტი განუწყვეტლივ ირევა, დარიგებული კარტიც შაფლერში იდება და დანარჩენ კარტთან ერთად იჭრება. აბა როგორ უნდა ირწმუნოს მოთამაშემ რომ მას არ ატყუებენ?

იმის განსაზღვრა, თაღლითობს თუ არა კაზინო, კიდევ უფრო რთულია სათამაშო აპარატების შემთხვევაში. ეს მოწყობილობები 2,3 ან 4 მონიტორით, თვალისმომჭრელი გრაფიკით და ხმის ეფექტებით, შეუძლებელს ხდის მოთამაშისთვის განსაზღვროს რა უნდა იყოს თამაშის ამონაგები (game’s payback).  ამ აპარატების კომპიუტერულ პროგრამასთან მოთამაშეს წვდომა არ აქვს. ასევე არ აქვს იმის განსაზღვრის შესაძლებლობა, რამდენად სამართლიანად ოპერირებს ის. არის მიზეზი, რის გამოც თავის დროზე სათამაშო აპარატებს, სადაც თამაშის დასაწყებად ბერკეტი უნდა ჩამოგეწია, “ცალხელა ბანდიტებს” უწოდებდნენ. ამიტომ როგორ შეიძლება მოთამაშემ ირწმუნოს, რომ არ ატყუებენ?

ყველაფერი ნდობამდე დადის. მაშინ როცა ზოგ მოთამაშეს აქვს სურვილი ირწმუნოს, რომ კაზინო არ თაღლითობს, სხვებს შესაძლოა ჭირდებოდეთ დამატებით დარწმუნება, რომ თამაშები სამართლიანია. როგორც იმ გამოთქმაშია “ნდობა წლობით შენდება, წამებში ინგრევა და აღდგენას მარადისობა ჭირდება”. ის რამდენიმე წამი, როცა მოთამაშე დაიჯერებს რომ მოატყუეს, საკმარისია კონკრეტული დაწესებულების და პოტენციურად ადგილობრივი ინდუსტრიის რეპუტაციის დასანგრევად. რეგულაციები და მარეგულირებელი ორგანოები აყალიბებენ და ინარჩუნებენ ამ ნდობას.

ნდობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება

“შეამოწმე შენი მოლოდინები”- მენეჯმენტის ფილოსოფიაა, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება. მარეგულირებელი ორგანოები, მათ შორის საქართველოშიც, მისდევენ ამ დოქტრინას, რომელიც იწყება იმით თუ რა მოლოდინი არსებობს. სათამაშო ინდუსტრიაში მოლოდინები გაწერილია კანონებში, რეგულაციებსა და მინიმალურ შიდა კონტროლში.

კანონები თამაშობების შესახებ მზადდება საკანონმდებლო პოლიტიკაზე დაყრდნობით იმისთვის, რომ უზრუნველყოს კრიმინალური ელემენტებისგან თავისუფალი, სამართლიანი და პატიოსანი თამაში. ეს კანონები მიმართულია მოთამაშეების დაცვისაკენ, მათი ნდობის დაცვისკენ, რაც მიიღწევა სამართლიანი, მოტყუებითი და თაღლითური ქმედებისგან თავისუფალი პრაქტიკით. კანონები იცავენ მოწყვლად პირებსაც, როგორებიც არიან არასრულწლოვნები, ასევე  ადგენენ სახელმწიფო შემოსავლების გამომუშავების საშუალებებს სხვადასხვა გადასახადების და ლიცენზიების სახით.

რეგულაციები უფრო სპეციფიკურია და მოიცავს როგორც საოპერაციო, ისე ტექნიკურ მოთხოვნებს. რეგულაციები ზუსტად განსაზღვრავს რა მახასიათებლებს უნდა აკმაყოფილებდეს სათამაშო პროდუქტები, განსაზღვრავს თუ რა მეთოდოლოგიით უნდა გახდეს ეს პროდუქტები ხელმისაწვდომი მოთამაშეებისათვის; განსაზღვრავს ფიზიკურ ატრიბუტებს, რასაც პროდუქტები და მათთან დაკავშირებული სათამაშო სივრცეები უნდა აკმაყოფილებდეს. რეგულაციები შეიძლება იყოს რისკზე დაფუძნებულიც, როდესაც ოპერატორებს ეძლევათ თავისუფლება პროცედურებთან დაკავშირებული რისკების შეფასების  საფუძველზე, თვითონ განსაზღვრონ საოპერაციო პროცედურები; ან რეგულაციები შეიძლება იყოს კონკრეტული, სადაც ზუსტი მახასიათებლები, პროცესები და პროცედურები სავალდებულოა.

მინიმალური შიდა კონტროლის სტანდარტები (Minimum Internal Controls (MICS)) არის საოპერაციო პროცედურები, რასაც აუცილებლად უნდა მოიცავდეს კაზინოს სტანდარტული საოპერაციო პროცედურები. კაზინოები, როგორც წესი თვითონ ქმნიან საკუთარ შიდა კონტროლის სტანდარტებს, რაც როგორც წესი აჭარბებს ხოლმე მინიმალური შიდა კონტროლის სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებს. მინიმალური შიდა კონტროლი ს სტანდარტები ფარავს კაზინოს სხვადასხვა საოპერაციო არეალებს, მათ შორის სალაროს, სლოტებს და მაგიდის თამაშებს. ის განსაზღვრავს გარკვეულ პროცესებს, რაც დროის კონკრეტულ პერიოდში უნდა შესრულდეს. მინიმალური შიდა კონტროლის სტანდარტების მოთხოვნების მაგალითებია: სათამაშო კარტი, რომელიც მაგიდის თამაშისას გამოიყენება უნდა იყოს შენახული დაცულ ადგილზე, სადაც წვდომა კონტროლირებადია; დაკავების რეალური პროცენტულობა თითოეული სათამაშო აპარატისთვის უნდა ითვლებოდეს მინიმუმ კვარტალში ერთხელ წლის დასაწყისიდან დღემდე და თუ შესაძლებელია აპარატის გამოშვებიდან დღემდე. თითოეული აპარატის დაკავების რეალური პროცენტულობა უნდა შეედაროს დაკავების თეორიულ პროცენტულობას და აპარატის სწორად მუშაობის განსაზღვრისას აღმოჩენილი ყველა შეუთავსებლობა და მიღებული დასკვნები უნდა იყოს წერილობით აღწერილი.

კანონები თამაშობების შესახებ, რეგულაციები და მინიმალური შიდა კონტროლის სტანდარტები წარმოადგენენ “მოსალოდნელ” მოთხოვნებს. მარეგულირებელი ორგანოები შემდეგ ამოწმებენ ოპერატორებს და მიმწოდებლებს, რომ ისინი ასრულებდნენ ამ მოთხოვნებს. გადახრებს გამოიძიებენ და მათი ბუნებისა და სიმწვავის გათვალისწინებით ჯარიმებს დააწესებენ, უფრო მძიმე შემთხვევებში კი ლიცენზიებს გააუქმებენ. წესების, კონტროლისა და შემოწმების მთელი ეს პროცესი მოთამაშეების ნდობის შენარჩუნებისთვისაა დადგენილი და იმაში დასარწმუნებლად, რომ თამაში, რომელსაც თამაშობენ არ არის გაყალბებული და სამართლიანია.

ციფრები არ ტყუიან

რეგულაცია რომ სათამაშო ინდუსტრიის ზრდას უწყობს ხელს, საქართველოში კომპანიებზე გაცემული ნებართვების რაოდენობითაც კარგად ჩანს. 2020 წლის იანვრამდე, სათამაშო ინდუსტრიაზე კოვიდ 19-ის დამანგრეველ ზეგავლენამდე, საქართველოში 33 სათამაშო ნებართვა იყო გაცემული.

ახლა, როცა საქართველოში არის კანონი თამაშობების შესახებ, რეგულაციები და მარეგულირებელი ორგანო, სათამაშო ნებართვების რიცხვი 2022 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის სამჯერ გაიზარდა და 104 შეადგინა!

ნებართვის ტიპი

2019 წ. მე-4 კვარტლის ბოლო

2022 წ. 1-ელი კვარტლის ბოლო

სათამაშო აპარატების სალონი

21

55

კაზინო

6

12

ტოტალიზატორი

6

18

B2B ნებართვა

0

18

აზარტული კლუბი

0

1

სულ

33

104

ეს საქართველოს სათამაშო ინდუსტრიისთვის კარგი ამბავია, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისითაც, რადგან ახალი კომპანიები ქმნიან კარგ ანაზღაურებად სამუშაო ადგილებს – ამას პირდაპირი გავლენა აქვს მოქალაქეებზე, არაპირდაპირ კი ქართული ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს.

თუ ასეთი პოზიტიური დინამიკა გაგრძელდა, და როგორც ჩანს გაგრძელდება,  ეს კარგად ახასიათებს საქართველოს სათამაშო ინდუსტრიას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივას, მიმდინარე დადებით ეკონომიკურ გავლენებს, ასევე საქართველოს გაჩენას სათამაშო კანონმდებლობის რუკაზე – ამავე რუკაზე დიდი ხნის წინ მონიშნული ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების გვერდით.

Previous Post

სერბეთის მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს

Next Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პროექტისთვის “ბინადარი ლისზე“ 2.25 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პროექტისთვის  “ბინადარი ლისზე“ 2.25 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პროექტისთვის "ბინადარი ლისზე“ 2.25 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result