პოლიტიკა

Salo Papalashvili

ბრიუს სპრინგსტინი მილიარდერი გახდა

1 წუთის წასაკითხი

ამერიკელი მომღერალი და გიტარისტი ბრიუს სპრინგსტინი ოფიციალურად Forbes-ის მილიარდერთა სიაშია. გამოცემა სპრინგსტინის ქონების წმინდა ღირებულებას $1.1 მილიარდად აფასებს, რაც ყველაზე მაღალი ნიშნულია მუსიკოსის თითქმის 60-წლიანი კარიერის განმავლობაში.

74 წლის სპრინგსტინი 20 გრემის, ოსკარისა და ორი ოქროს გლობუსის მფლობელია. ამერიკელ მუსიკოსს 21 სტუდიური ალბომი, შვიდი „ლაივ“-ალბომი, ხუთი EP-ი და 140 მილიონამდე გაყიდული ჩანაწერი ეკუთვნის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება სპრინგსტინს, როგორც კარიერული, ასევე ფინანსური კუთხით, მისმა მეხუთე სტუდიურმა ალბომმა The River-მა მოუტანა.

2021 წელს სპრინგსტინმა თავისი ნამუშევრების ძირითად ნაწილზე უფლებები Sony-ის $500 მილიონად მიჰყიდა. შეთანხმების თანახმად, Sony-ს საკუთრებაში გადავიდა 20 სტუდიური ალბომი, მათ შორის ჰიტები, როგორიცაა Born To Run-ი, The River-ი და Born  in the U.S.A.

ამას ემატება 2023 წლის მსოფლიო ტურნე, რომლის დროს 1.6 მილიონზე მეტი ბილეთი გაიყიდა. ტურნეს  ფარგლებში, სალაროებში მიღებულმა შემოსავალმა $380 მილიონს მიაღწია. სპრინგსტინის მსოფლიო ტურნე 2025 წლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, რაც ნიშნავს რომ საკონცერტო შოუებით ამერიკელი მუსიკოსის მიერ გამომუშავებული თანხა კიდევ უფრო გაიზრდება.

More to read

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Related Posts