Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

ბრიტანულ-ქართული აკადემიის წარმომადგენელმა Georgia Capital-თან არსებულ დავასთან დაკავშირებით პოზიცია მედიას გააცნო

by Anina Tepnadze
March 3, 2025
in პარტნიორის კონტენტი
0
ბრიტანულ-ქართული აკადემიის წარმომადგენელმა Georgia Capital-თან არსებულ დავასთან დაკავშირებით პოზიცია მედიას გააცნო
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

24 თებერვალს სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ-ში ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებლისა და აქციონერის, ნათია ჯანაშიას სამართლებრივმა წარმომადგენელმა იმედა დვალიძემ მედიასთან მიმდინარე დავის შესახებ ისაუბრა. უკანასკნელ დღეებში ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და საქართველოს განათლების ჯგუფს  შორის დავამ მწვავე სახე მიიღო. მოვლენები განსაკუთრებული სისწრაფით  12 თებერვლის შემდეგ განვითარდა —  სწორედ ამ დღეს იყო ჩანიშნული პარტნიორთა კრება.

“ამა წლის 12 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო ბრიტანულ-ქართული აკადემიის პარტნიორთა კრება, რომელიც არ შედგა, თუმცა საქართველოს კაპიტალის შვილობილმა კომპანია “საქართველოს განათლების ჯგუფმა” ნათია ჯანაშიას დირექტორის პოზიციიდან გადაყენება მაინც სცადა. მიუხედავად იმისა, რომ კრება მრავალი დარღვევის ფონზე ჩაიშალა, “საქართველოს განათლების ჯგუფმა” მაინც შეადგინა კრების ოქმი, სადაც ნათია ჯანაშიას დირექტორის პოზიციიდან გადაყენება და მის ნაცვლად სასკოლო საზოგადოებისათვის უცნობი იოჰან ვან ლილის დანიშვნა დააფიქსირა”, — განაცხადა იმედა დვალიძემ.

12 თებერვალს საჯარო რეესტრმა საქართველოს კაპიტალის უფლებამონაცვლე შპს საქართველოს განათლების ჯგუფის მიერ 12 თებერვალს წარდგენილი განცხადება შეაჩერა. 13 თებერვლიდან დღემდე საქართველოს კაპიტალმა რამდენჯერმე მიმართა საჯარო რეესტრს კრების ოქმით. 21 თებერვალს მარეგისტრირებელმა ორგანომ თავდაპირველი გადაწყვეტილება შეცვალა და ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რის საფუძველზეც შპს “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” დირექტორი იოჰანეს ვან ლილი  გახდა.

“საქართველოს განათლების ჯგუფის წარმომადგენლები 22 თებერვალს დილიდან ცდილობდნენ ბრიტანულ-ქართული აკადემიის” ტერიტორიაზე შეჭრას და არ ემორჩილებოდნენ დაცვის სამსახურის მოთხოვნებს. იმავე დღეს პოლიციამ დაცვის თანამშრომლები გამოკითხვის მიზნით დაიბარა. მეორე დღეს კი სკოლის პერიმეტრი უკვე ახალი დირექტორის დაქირავებულმა დაცვის სამსახურმა დაიკავა”, — თქვა იმედა დვალიძემ.

ნათია ჯანაშიას განცხადებით, წილის შესყიდვისას საქართველოს კაპიტალმა ათობით მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო, რაც არ შეუსრულებია. მისი სიტყვებით, საქართველოს კაპიტალს ინვესტიციები უნდა ჩაედო ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის ორი ახალი კამპუსის მშენებლობაში — ლისზე და ოქროყანაში.

იმედა დვალიძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ნაცვლად ადგილზე პატრულის მიყვანისა, “საქართველოს კაპიტალს” შეეძლო, სასამართლოს გზით მოეპოვებინა ტერიტორიაზე შესვლის უფლება: “მე უშუალოდ ვესწრებოდი იმ მოვლენებს, რომლებიც განვითარდა შაბათ დღეს. გარეთ ძალიან არასასიამოვნო სიტუაცია იყო შექმნილი. აღსანიშნავია, რომ ნუცუბიძის პოლიციის თანამშრომლებმა სახლიდან გაიყვანეს ბრიტანულ-ქართული აკადემიის 3 დაცვის თანამშრომელი და პოლიციის განყოფილებაში დააშინეს. 22 თებერვალს სკოლაში მოსული იყვნენ საეჭვო ადამიანები, რომელთაც სკოლის თანამშრომლები სამუშაო ადგილიდან გამოყარეს”.

კითხვაზე, რა ხდება ახლა უშუალოდ აკადემიაში, იმედა დვალიძემ უპასუხა, რომ ახლახან გაათვისუფლეს დაცვის თანამშრომლები და ახლა სკოლას ახალი კადრები იცავენ. ტერიტორიაზე შესვლას ვერ ახერხებენ ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე.

“საქართველოს კაპიტალის არგუმენტი ფინანსების არასათანადო მართვასთან დაკავშირებით  საფუძველს მოკლებულია. მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ბანკს ჰქონდა შესაძლებლობა, თავად გაეკონტროლებინა სკოლის ფინანსური მდგომარეობა და ამისთვის შესაბამისი კადრიც ჰყავდა. ფინანსების არასწორად მართვაში ბრალდება ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ნათია ჯანაშია უზრუნველყოფდა მოსწავლეებისათვის ხარისხიანი ინფრასტრუქტურის არსებობას. ცხადია, რომ მშობლები, რომლებიც ამ სკოლაზე აკეთებენ არჩევანს და შესაბამის საფასურს იხდიან, ელოდებიან, რომ ბავშვს იქ საუკეთესო პირობები დახვდება: ამაში იგულისხმება ინფრასტრუქტურა, მასწავლებლები, სასკოლო ღონისძიებები და ა.შ.”— თქვა იმედა დვალიძემ. 

იმედა დვალიშვილის თქმით, დირექტორის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ნათია ჯანაშიამ განსახორციელებელ ინვესტიციებზე სულ უფრო აქტიურად დაიწყო საუბარი. მხარეებს შორის კიდევ ერთი სადავო საკითხი ოქროყანაში მდებარე მიწის ნაკვეთია,რომელიც  საქართველოს კაპიტალის ბალანსზეა. ნათია ჯანაშიას განცხადებით, ამ მიწის მშენებლობისთვის მომზადება (პროექტები, აზომვები, ნებართვა) შპს ბრიტანულ-ქართულ აკადემიას 3 მილიონამდე დაუჯდა.

  • წაიკითხეთ დავის შესახებ ვრცლად: რა ხდება ბრიტანულ-ქართულ აკადემიასა და GEORGIA CAPITAL-ს შორის — დავის სრული ისტორია
Tags: ბრიტანულ-ქართული აკადემიაიურიდიული დავანათია ჯანაშიასაქართველოს განათლების ჯგუფი
Previous Post

ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის $2 მილიარდს გამოუყოფს

Next Post

ბრიტანულ–ქართული აკადემიის კურსდამთავრებულები განცხადებას ავრცელებენ

Anina Tepnadze

Next Post
ბრიტანულ–ქართული აკადემიის კურსდამთავრებულები განცხადებას ავრცელებენ

ბრიტანულ–ქართული აკადემიის კურსდამთავრებულები განცხადებას ავრცელებენ

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result