Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ბრენდები ჭარბი მარაგის კრიზისის წინაშე დგანან, ფასდაკლებები კი მათ რეპუტაციას აზიანებს

by Salo Papalashvili
December 20, 2023
in ბიზნესი, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
ბრენდები ჭარბი მარაგის კრიზისის წინაშე დგანან, ფასდაკლებები კი მათ რეპუტაციას აზიანებს
0
SHARES
0
VIEWS

იტალიური მოდის სახლი Gucci, მისი საკულტო Horsebit-ის შექმნის 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. Horsebit-ის მეტალის დეტალი პირველად მამაკაცის ლოფერებზე 1953 წელს გამოჩნდა. ამ ზაფხულს ბრენდმა მამაკაცის მოდის კვირეულზე სამუზეუმო გამოფენასაც უმასპინძლა, სადაც თავისი არქივები წარმოადგინა, Horsebit-ის ტყავის ქალთა კოლექციის მხარდამჭერი კამპანიის სახეებად კი NewJeans-ის ჰენი, ჰალი ბეილი და ჯულია გარნერი მოიწვია.

შესაბამისად, საკმაოდ მოულოდნელი იყო, როდესაც Gucci Horsebit 1955-ის ხელჩანთები ShopHQ-ში, სატელევიზიო კომერციულ არხზე გამოჩნდა – ბრენდის ორი მცირე ზომის ხელჩანთა Horsebit-ის დეტალით, ერთი $1,690 და მეორე $1,800-ად. და ორივეს ყიდვა გადახდების გადანაწილებითაც შესაძლებელი იყო. გარდა ამისა, იმავე არხის ვებგვერდზე ვხვდებით Gucci-ს რამდენიმე სხვა ხელჩანთასაც, სტანდარტული ორმაგი G-ის ლოგოთი. აქვეა Burberry-ის, Saint Laurent-ის, Valentino-სა და Versace-ს ხელჩანთები.

გასაკვირი არაა, როდესაც ძვირად ღირებული ბრენდები სატელევიზიო კომერციულ არხებზე ათავსებენ თავიანთ კოსმეტიკას, სუნამოებს თუ სხვა შედარებით დაბალფასიან პროდუქციას, თუმცა მსგავს პლატფორმებზე მათი საკულტო ნივთების გამოჩენა ბრენდის რეპუტაციაზე კარგად არ მოქმედებს. რეპუტაციასთან ერთად, სხვადასხვა სავაჭრო არხითა და ფასდაკლებებით მათი პროდუქციის შეთავაზება ბრენდების კაპიტალსაც აზიანებს და თავად ბრენდს თითქოს ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომად აქცევს.

თუმცა, Wall Street Journal-ის თანახმად, ბრენდები, სავარაუდოდ, თავადაც  მიმართავენ ამ ნაკლებად პრესტიჟულ ფასდაკლების არხებს, რადგან ჭარბი მარაგის კრიზისის წინაშე დგანან. ზოგმა მათგანმა უბრალოდ გადაჭარბებულად შეაფასა პანდემიის შემდგომი გაყიდვების აღდგენა, მომხმარებლებმა კი, პირიქით, ფუფუნების საგნებზე დანახარჯების შემცირება დაიწყეს.

Bain-ის ინფორმაციით, 2023 წელს პერსონალური მდიდრული ნივთების ბაზარი ზრდას 4%-მდე შეანელებს, მას შემდეგ, რაც 2021-2022 წლებში 22%-ით გაიზარდა. ძვირად ღირებული ბრენდები კი ამ კლებას მოუმზადებლები შეხვდნენ და მიწოდებამ მოთხოვნას გადააჭარბა. შედეგად, მათ დაარღვიეს მთავარი წესი ფუფუნების საგნების ბაზარზე, რომლის მიხედვითაც, პირიქით, მოთხოვნა მუდმივად უნდა აღემატებოდეს მიწოდებას.

მიწოდების გადაჭარბებამ ძვირად ღირებული ნივთების აუტლეტების გაყიდვები მკვეთრად გაზარდა. 2022-2023 წლებში აუტლეტ-მაღაზიების გაყიდვები 12%-ით, $46 მილიარდიდან $51 მილიარდამდე გაიზრდება. ამას გარდა, ძვირად ღირებული  ბრენდები, ექსკლუზიური ბრენდის იმიჯის შესანარჩუნებლად, უნივერსალურ მაღაზიებში საქონლის დისტრიბუციისგანაც თავს იკავებენ, რადგან მსგავსი ტიპის მაღაზიები, როგორც წესი, სეზონების ბოლოს ფასდაკლებებს აცხადებენ. მოსალოდნელია, რომ 2022-2023 წლებში უნივერსალური მაღაზიების გაყიდვები 10%-ით შემცირდება.

თუმცა აუტლეტ-მაღაზიებს ცნობილ ბრენდთა ნაწილი თავადაც ფლობს. მაგალითად, Ralph Lauren-ი სამ Woodbury Common-აუტლეტს ფლობს, ასევე ბრენდს თითქმის ოთხჯერ მეტი აუტლეტის ტიპის მაღაზია აქვს შეერთებულ შტატებში, ვიდრე სრულფასიანი ბრენდირებული ბუტიკები, სადაც პროდუქცია საწყის ფასად, ჩამოფასების გარეშე იყიდება – 189 აუტლეტი 48 ბუტიკის წინააღმდეგ. თავად კომპანია აუტლეტების მიერ გამომუშავებულ თანხებს არ ასაჯაროებს, მათი რაოდენობაც მიუთითებს, რომ მსგავსი ტიპის მაღაზიებიდან Ralph Lauren-ი სოლიდურ შემოსავალს უნდა იღებდეს.

ამ ყველაფრის მიუხედავადაც, ფუფუნების საგნების ბაზარზე ერთ-ერთ მთავარ მიუტევებელ ცოდვად სწორედ პროდუქციის ფასდაკლებებით, და აუტლეტებისა და სატელევიზიო შოუების მეშვეობით გაყიდვას თვლიან. პროფესორ ჟან-ნოელ კაპფერერის შეფასებით, მოდის ბიზნესმოდელის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ „სხვა ბრენდები ჩვეულებრივ იქით ცდილობენ მომხმარებლის ყურადღების მიპყრობას, ფუფუნების სტრატეგიის შემთხვევაში კი, პირიქით, მომხმარებლები თავად მიილტვიან ბრენდებისკენ. მრავალ ასპექტში უკონკურენტობის შენარჩუნებით სხვა ბრენდებთან „უფსკრულის“ შენარჩუნება კი ბრენდის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია“.

Previous Post

ესტონეთი: გასამარჯვებლად უკრაინელებმა 2024 წელს 100,000 რუსი სამხედრო უნდა გაანეიტრალონ

Next Post

საქართველოს ბანკი მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა

Salo Papalashvili

Next Post
საქართველოს ბანკი მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა

საქართველოს ბანკი მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result