Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე მსოფლიო

Berkshire Hathaway ანტიმონოპოლიური კანონის გამო მილსადენის შეძენას აღარ აპირებს

by თინათინ ინაური
July 14, 2021
in მსოფლიო, ქართულად
0
Berkshire Hathaway ანტიმონოპოლიური კანონის გამო მილსადენის შეძენას აღარ აპირებს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, უორენ ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway–მ ორშაბათს განაცხადა, რომ  ცვლის გეგმებს და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით გამოწვეული პრობლემების გამო აღარ აპირებს $1.7 მილიარდად შეფასებული ბუნებრივი აირის დიდი გაზსადენის ყიდვას.

Oil Giant Dominion Energy–მ ნოემბერში Berkshire Hathaway–ის ენერგეტიკული მიმართულების ერთ–ერთ შვილობილ კომპანიას უკვე მიჰყიდა ბუნებრივი აირის გადამცემი აქტივების ნაწილი. Dominion–ის განცხადებით, ბაფეტის ფირმისათვის ისინი Questar–ის მილსადენების ბიზნესის მიყიდვასაც აპირებდნენ, მაგრამ გარიგების ეს ნაწილი ფედერალური სავაჭრო კომისიის მხრიდან წამოყენებული მოთხოვნების გამო გაუქმდა.

Questar-ი ძირითადად იუტის, კოლორადოსა და ვაიომინგის შტატებში ოპერირებს. ფედერალური სავაჭრო კომისიის შეშფოთება შესაძლოა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ  ამავე რეგიონში საქმიანობს Berkshire Hatahway Energy-ს შვილობილი კომპანია PacifiCorp-ი, რომელიც ენერგეტიკულ კომპანია Rocky Mountain Power–ის მფლობელია, შესაბამისად, ამ გარიგებით ბაფეტის კომპანიის საბაზრო ძალაუფლება ამ რეგიონებში საგრძნობლად გაიზრდებოდა.

Dominion–ის განცხადებით, მათ ნოემბერში, გარიგების საწყისი ნაწილის დასრულების შემდეგ Berkshire Hathaway–სგან $1.3 მილიარდი ნაღდი ფული მიიღეს. მათ ასევე განაცხადეს, რომ Berkshire Hathaway–თან საბოლოო შეთანხმების შემდეგ ისინი Questar–ის $430-მილიონიანი სესხის გადარიცხვას აპირებდნენ.

ახლა, როდესაც Questar–ის ბაფეტის კომპანიისათვის მიყიდვა დღის წესრიგიდან მოიხსნა, Dominion–ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია იწყებს კონკურენტულ პროცესს სხვა მსურველებთან და იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე რომელიმე კომპანიასთან გარიგებას მიაღწევს.

მილსადენის მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც კომპანიათა გაერთიანების საკითხების განხილვას გულისხმობს, მათ შორის უკვე დასრულებული გარიგებების გადახედვასაც. ეს ნაბიჯი აშშ–ის ბაზრის  გაჯანსაღებისა და კონკურენციის გაზრდის მიზნით გადაიდგა.

Questar–ის ტრანზაქციის გაუქმებამ Berkshire–ს, ფართო კონგლომერატს, უმნიშვნელო დარტყმა მიაყენა. ის ფლობს ისეთ ბიზნესებს როგორიცაა:  Geico, Dairy Queen-ი, Duracell and Fruit of Loom-ი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში Berkshire–ის ენერგეტიკულმა შვილობილმა კომპანიამ $4.8 მილიარდი ენერგეტიკული რესურსი გაყიდა, რაც კომპანიის მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 7.5%–ია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკული ბიზნესი ფირმის მომავლისათვის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია.

Previous Post

მარკ ცუკერბერგმა 8 თვეში Facebook-ის 9,4 მლნ აქცია გაყიდა, საერთო ღირებულებით – $2,8 მლრდ

Next Post

აშშ–ის ეკონომიკური ბუმის ფონზე JPMorgan–ის მოგება 155%–ით გაიზარდა

თინათინ ინაური

Next Post
აშშ–ის ეკონომიკური ბუმის ფონზე JPMorgan–ის მოგება 155%–ით გაიზარდა

აშშ–ის ეკონომიკური ბუმის ფონზე JPMorgan–ის მოგება 155%–ით გაიზარდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result