Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ბანკი გამოწერით თიბისისგან

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in კომპანიები
0
ბანკი გამოწერით თიბისისგან
0
SHARES
0
VIEWS

დაახლოებით ათი წლის წინ, თუ მომხმარებელი რაიმე მომსახურების ან პროდუქტის გამოწერის სერვისით სარგებლობდა,  ეს ძირითადად  ჟურნალ-გაზეთები  და საკაბელო ტელევიზია იყო. თანამედროვე სამყაროში უკვე შესაძლებელია გახდე ნებისმიერი მომსახურების გამომწერი – იქნება ეს  ფილმები, რადიოგადაცემები, ტანსაცმელი, საოჯახო ნივთები, ონლაინ პროდუქტები თუ საბანკო სერვისები.

თუ სტატისტიკურ მონაცემებს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ Netflix-ის გამომწერების რაოდენობა ბოლო ერთ წელიწადში რეკორდულად გაიზარდა და 193 მილიონს მიაღწია მსოფლიოს 190 ქვეყანაში. Amazon Prime-ის გამომწერთა რაოდენობა კი 150 მილიონს აჭარბებს. კიდევ ერთი გიგანტი კომპანია გამომწერთა რაოდენობის მიხედვით, Disney +-ია, რომლის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას უახლოეს წლებში 155 მილიონამდე ელოდებიან. ფაქტია, რომ გამოწერა – როგორც კომფორტული და ციფრული მომსახურება, დღითიდღე უფრო აქტუალური და პოპულარული ხდება.

აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოიკვეთა 2020-ში, როდესაც მსოფლიო მოსახლეობა მიხვდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული და ავტომატური სერვისები მათ ყოველდღიურობაში. როგორც ამერიკელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, ეს ტენდენცია შენარჩუნდება კიდევ დიდხანს. უფრო მეტიც Mckinsey&Company-ს გამოკითხვის მიხედვით, მაგალითად აშშ-ში მომხმარებელთა 46% უკვე იხდის ონლაინ ე.წ სტრიმინგ სერვისში გარკვეულ თანხას, 15% კი ელექტრონული კომერციის სერვისების გამომწერია. ელოდებიან რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

მაინც რატომ გამოწერის სერვისი? ამაზე ნათელი პასუხები არსებობს. პირველი – ეს არის ბიუჯეტურობა. იწერ სერვისების ნაკრებს ყოველთვიურად ან ყოველწლიურად და ასე უფრო იაფი გიჯდება მათი მიღება. მეორე მიზეზი კომპანიასთან გამარტივებული და უფრო კომფორტული ურთიერთობაა. მესამე კი – მომსახურების და პროდუქტების პერსონალიზება, ანუ ინდივიდუალური მიდგომაა მომხმარებლისადმი ინტერესებისა და პირობების გათვალისწინებით.

სხვადასხვა მომსახურებისა და პროდუქტის დისტანციურად და ასევე ავტომატურად მიღება და თან ისე, რომ ამაში ერთი წუთიც კი არ დაიხარჯოს, განსაკუთრებით დიდი უპირატესობა გახდა საბანკო სივრცეშიც. ამას მოწმობს ისიც, რომ  მომხმარებლები  უფრო მეტად იყენებენ ციფრულ საბანკო სერვისებს. თუ ვებგვერდ thefinancialbrand.com-ის გასული წლის მიმოხილვას დავეყრდნობით, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პანდემია დაწყებულიც არ იყო, მაგალითად აშშ-ში ბანკების ფილიალების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა. მსოფლიო „ლოქდაუნმა“ კი ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა. დაჩქარებულ პროცესებს საბანკო სექტორმაც უნდა აუწყოს ფეხი, ვინაიდან ახლა მომხმარებელი გაცილებით უფრო მომთხოვნი, კრიტიკული და დისტანციურ სერვისებზე ორიენტირებული გახდა.

ფეხის აწყობა და ზოგჯერ მოვლენებისთვის გასწრებაც თიბისისგან გასაკვირი აღარაა. საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტი წელიწადში რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს, რომელიც მათთვის ცხოვრების გამარტივებას და უფრო მეტი კომფორტის უზრუნველყოფას ემსახურება.

ამას მოწმობს ბანკის მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული ბოლო ინიციატივა. თიბისი სრულიად ახალ –გამოწერით ბიზნესმოდელზე გადავიდა და სერვისების გამოწერის ბიზნესმოდელი დანერგა.  მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თითოეული ნაკრები ყოველდღიურ საჭიროებებზეა მორგებული და სხვადასხვა მომსახურებას მოიცავს. კერძოდ,  შექმნილია სამი ტიპის ნაკრები, რომელიც სხვადასხვა საბანკო პროდუქტსა და სერვისს და საჭიროებებს აერთიანებს .

“თიბისიმ პირველ ეტაპზე გაანალიზა მომხმარებლების საჭიროებები, და ის სერვისები და პროდუქტები, რომლებსაც ისინი ყველაზე ხშირად იყენებენ. სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე, მომხმარებლების ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე შეიქმნა სამი ტიპის ნაკრები – ნაკრები 2₾,  ნაკრები 5₾ და ნაკრები 10“, –აღნიშნა Forbes Georgia-სთან საუბრისას თიბისის საცალო სეგმენტის მარკეტინგისა და ციფრული მიმართულების ხელმძღვანელმა, ტატო ნორაკიძემ.

მსგავსი ნაკრებები მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულია. მომხმარებლები ნაკრების გამოწერით უფრო ნაკლებ ფასად, ბევრი განსხვავებული ტიპის მომსახურებას ავტომატურ რეჟიმში იღებენ. თიბისის ამ მოდელის დანერგვით, სურს, საქართველოში გამოწერის კულტურის განვითარებას შეუწყოს ხელი. “საერთაშორისო ბაზარზე ამ  ბიზნესმოდელს ძალიან ბევრი ბრენდი იყენებს, მათ შორის ისეთი ბრენდები, რომლებიც ფინანსურ სექტორში ოპერირებენ. თიბისის სტრატეგია მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებაა და სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია გამოწერის მოდელის დანერგვაც. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს კარგად ავუხსნათ, რომ გამოწერის ახალი ბიზნესმოდელი ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო ამარტივებს და საბანკო სერვისების და პროდუქტების შეძენა ერთიანად, დამატებითი დანახარჯის გარეშე, ნაკლებ დროშია შესაძლებელი.

გამოწერის ბიზნესმოდელის დანერგვასთან ერთად, თიბისიმ ექვსი განსხვავებული ფერის, განახლებული დიზაინის ვერტიკალური ფორმის ვიზა გოლდ ბარათები გამოუშვა, რომლებსაც მომხმარებელი საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩევს.  ბარათების მიწოდება  მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა. როგორც თიბისის საცალო სეგმენტის მარკეტინგისა და ციფრული მიმართულების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეს მომხმარებლებს კიდევ უფრო გაახალისებს.

სასურველი ნაკრების გამოწერა ძალიან მარტივად, ვებ-გვერდზე – www.tbccard.ge ან თიბისის ნებისმიერ ფილიალში სტუმრობითაა შესაძლებელი. ბარათების მიწოდება  მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა.

თიბისის მოლოდინია, რომ გამოწერის მოდელით მომხმარებელი აქტიურად ისარგებლებს.  დაინტერესება ახალი ბიზნესმოდელის მიმართ როგორც კომპანიაში ამბობენ, უკვე საკმაოდ დიდია.

Previous Post

ჩეხური ინვესტიციები და პროექტები საქართველოში – ინტერვიუ ელჩთან

Next Post

Microsoft-ი თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის უფლებას სამუდამოდ მისცემს

მაგდა დოლიძე

Next Post
Microsoft-ი თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის უფლებას სამუდამოდ მისცემს

Microsoft-ი თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის უფლებას სამუდამოდ მისცემს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result