Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ბიზნესი

Balenciaga სარეკლამო კომპანიისგან, ზიანის ასანაზღაურებლად, $25 მილიონს ითხოვს

by Salo Papalashvili
December 1, 2022
in ბიზნესი, მოდა, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
Balenciaga სარეკლამო კომპანიისგან, ზიანის ასანაზღაურებლად, $25 მილიონს ითხოვს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მოდის სახლი Balenciaga, სარეკლამო კომპანია North Six-ს უჩივის და ზიანის ასანაზღაურებლად $25 მილიონს ითხოვს. სარჩელში, რომელიც Balenciaga-მ ნიუ-იორკის შტატის უზენაეს სასამართლოში შეიტანა, ნათქვამია, რომ North Six-მა და დეკორაციის ხელმძღვანელმა ნიკოლას დე ჟარდენმა, სარეკლამო კამპანიაში მათი ნებართვის გარეშე გამოიყენეს ბავშვთა პორნოგრაფიის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები.

„შედეგად საზოგადოებამ და მედიამ არასწორად დააკავშირეს Balenciaga ამაზრზენ და ღრმად შემაშფოთებელ თემასთან“, – ვკითხულობთ მოდის სახლის მიერ წარდგენილ სასამართლო დოკუმენტებში. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ფოტოს, სადაც  Balenciaga-ს ჩანთა დოკუმენტებით სავსე მაგიდაზე დევს, ერთ-ერთი დოკუმენტი კი სწორედ ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებულ სასამართლო საქმეს წარმოადგენს. საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურების შემდეგ Balenciaga-მ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები წაშალა.

თავად სარეკლამო კომპანია North Six-ის წარმომადგენელს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ხოლო Balenciaga-მ ბოდიში კიდევ ერთხელ მოიხადა და განაცხადა, რომ გრძნობს სრულ პასუხისმგებლობას კამპანიაზე არასაკმარისი ზედამხედველობისა და კონტროლის გამო.

აღსანიშნავია, რომ მოდის სახლს ბოდიშის მოხდა კიდევ ერთი სარეკლამო კამპანიისთვის მოუწია. ამ შემთხვევაში Balenciaga-ს ფოტოებზე ბავშვები არიან გამოსახულნი, რომელთაც ხელში BDSM-ის ელემენტებით გაფორმებული „ტედი დათუნიების“ ჩანთები უჭირავთ. კომპანიამ მოგვიანებით ეს ფოტოებიც წაშალა.

სარეკლამო კამპანიებთან დაკავშირებული სკანდალების შემდეგ, კიმ კარდაშიანმა, რომელიც Balenciaga-სთან ბოლო პერიოდში აქტიური თანამშრომლობით გამოირჩეოდა და ჩვენებებშიც იღებდა მონაწილეობას, განაცხადა, რომ მოდის სახლთან მის სამომავლო ურთიერთობებს გადააფასებს. კარდაშიანის თქმით, ბავშვთა უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე უნდა იყოს დაცული და საზოგადოებაში ბავშვებზე ძალადობის ნორმალიზების არანაირ მცდელობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

Previous Post

თიბისის მხარდაჭერით გაფართოებული „კოფისტა“ მომხმარებელს განახლებული ბრენდით მოემსახურება

Next Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Gori Inn გაიხსნა

Salo Papalashvili

Next Post
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Gori Inn გაიხსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Gori Inn გაიხსნა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result