Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე პრესრელიზი

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში პირველი სააკუმულატორო ქვესადგურის შექმნას დააფინანსებს

by იზა გვარამაძე
April 16, 2025
in პრესრელიზი, ყველა სიახლე
0
აზიის განვითარების ბანკი საქართველოში პირველი სააკუმულატორო ქვესადგურის შექმნას დააფინანსებს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 104 მილიონი აშშ დოლარის სესხი საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით.

ADB-ის „ენერგიის სააკუმულატორო ქვესადგურისა და მწვანე წყალბადის განვითარების პროექტის“ ფარგლებში ბანკი საქართველოს დაეხმარება შექმნას ქვეყანაში პირველი სააკუმულატორო ქვესადგური და შეისწავლოს მწვანე წყალბადის განვითარების შესაძლებლობები.

პროექტი გააუმჯობესებს საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის შესაძლებლობებს უფრო დიდი მოცულობის განახლებადი ენერგიის ინტეგრაციისთვის. თბილისთან ახლოს, ქსანში მდებარე ქვესადგურში 200მეგავატიანი/200-მეგავატსაათიანი სააკუმულატორო ქვესადგურის დამატებით. ობიექტი გააძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, შეამცირებს მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულებას და გაზრდის კერძო სექტორის მონაწილეობის შესაძლებლობებს.

„ADB საქართველოს ხანგრძლივი პარტნიორია და მხარს უჭერს ქვეყნის ენერგოსექტორის გაძლიერებას,“ — განაცხადა ADB-ის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა ლესლი ბეარმან ლამმა. „ახალი პროექტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ. განახლებადი ენერგიის უზარმაზარი პოტენციალითა და ამბიციური განვითარების მიზნებით, საქართველო მზად არის მეტი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს საკუთარი განახლებადი რესურსებიდან.“

ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა, ნალექიანობისა და წყლის ხელმისაწვდომობის ცვლილება სერიოზულ რისკებს უქმნის ჰიდროენერგიას, რომელზეც საქართველოს ენერგოსექტორი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ინოვაციური ტექნოლოგიები, როგორიცაა სააკუმულატორო ქვესადგური და მწვანე წყალბადი, მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების რისკების დაძლევისა და მოსახლეობისთვის მდგრადი ენერგიის მიწოდებისთვის.

ADB-მა ასევე დაამტკიცა 400,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი, რომელიც დაეხმარება საქართველოს მწვანე წყალბადის განვითარების მიმართულებით. გრანტი ხელს შეუწყობს მთავრობის მიერ წყალბადის პოტენციალის განსაზღვრას და კერძო სექტორის ჩართვის წახალისებისთვის საჭირო პირობების შემუშავებას.

„ჩვენ ვხედავთ მწვანე წყალბადის განვითარების ძლიერ პოტენციალს საქართველოში,“ — განაცხადა ADB-ის ენერგეტიკის წამყვანმა სპეციალისტმა ადნან ტარინმა. „ზედმეტი ენერგია, რომელიც წარმოიქმნება პიკის სეზონებზე, შესაძლებელია გარდაიქმნას წყალბადად, შეინახოს და ასევე გაიყიდოს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზრებზე, რაც გააძლიერებს საქართველოს ენერგოსისტემას და შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს.“

პროექტი გააუმჯობესებს სამართლებრივ და რეგულირების ჩარჩოებს, რომლებიც აუცილებელია სააკუმულატორო ქვესადგურისა და მწვანე წყალბადის მსგავსი შენახვის ტექნოლოგიების ქსელში ინტეგრაციისთვის. ეს ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის განვითარების პროცესში კერძო ინვესტიციების მოზიდვას და უფრო მასშტაბური სააკუმულატორო ქვესადგურებისა და მწვანე წყალბადის ობიექტების განვითარებას.

პროექტი ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული სექტორის რეფორმირების, სუფთა ენერგიის ვაჭრობის რეგიონულ პლატფორმად ჩამოყალიბებისა და გადამცემი ქსელის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნებს, რაც ასახულია ADB-ის საქართველოსთან პარტნიორობის 2024–2028 წლების სტრატეგიაში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი პროექტის განხორციელებასა და დაგეგმილი რეფორმების მონიტორინგზე, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა იმოქმედებს პროექტის განმახორციელებელ სააგენტოდ.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უდიდესი მულტილატერალური პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება. ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია მიზნად ისახავს ქვეყანას დაეხმაროს მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ განვითარებაში, ხელი შეუწყოს სახელმწიფო და კერძო სექტორში ინვესტიციების განხორციელებას, რეფორმებს, ცოდნის გაღრმავებას, კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურის შენებასა და რეგიონულ ინტეგრაციას.

ADB წამყვანი მრავალმხრივი განვითარების ბანკია, რომელიც მხარს უჭერს მდგრად, ინკლუზიურ და მედეგ ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მუშაობს რა წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 49 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

Previous Post

Georgian Parliament Bans Receiving Grants Without Government Approval

Next Post

რამდენად პოპულარულები არიან უმდიდრესი ამერიკელები?

იზა გვარამაძე

Next Post
რამდენად პოპულარულები არიან უმდიდრესი ამერიკელები?

რამდენად პოპულარულები არიან უმდიდრესი ამერიკელები?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result