Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ავტომობილების ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგი

by დავით ბერაძე
October 2, 2023
in ბიზნესი, ეკონომიკა, მსოფლიო, რეიტინგი, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
ავტომობილების ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგი
0
SHARES
0
VIEWS

ავტომობილების მწარმოებელთა ევროპული ასოციაციის მონაცემებით, 2022 წელს მსოფლიო მასშტაბით 85 მილიონ ერთეულზე მეტი ავტომობილი აწარმოეს. ბუნებრივია, წარმოებული ავტომობილების უმეტესობა საბოლოოდ ექსპორტზე გადის და მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის არ არის განკუთვნილი. სტატიაში იმ ქვეყნების რეიტინგს წარმოგიდგენთ, საიდანაც 2022 წელს ყველაზე მეტი ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა.

რეიტინგი დაფუძნებულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მონაცემებზე და თითქმის ყველა ქვეყნის სტატისტიკას ითვალისწინებს, სადაც ავტომობილები იწარმოება.

დასაწყისისთვის, უნდა განვმარტოთ, რომ რეიტინგი შედგენილია „საავტომობილო პროდუქციის“ ცვლადით, რაშიც ერთიანდება ავტომობილები, საავტომობილო ნაწილები და აქსესუარები და შიდაწვის ძრავები. აღნიშნული დასახელება არ აერთიანებს მოტოციკლეტებსა და სატვირთოებს.

რეიტინგში პირველ პოზიციას პოლიტიკურ-ეკონომიკური ბლოკი ევროკავშირი იკავებს. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა 2022 წელს ჯამში $699 მილიარდის ღირებულების ავტომობილების ექსპორტი განახორციელეს. ევროკავშირიდან ექსპორტირებული ავტომობილების წილმა გლობალურ ექსპორტში 46.1% შეადგინა. რეიტინგში მეორე პოზიციაზე აშშ იმყოფება, საიდანაც გასული წლის განმავლობაში $138 მილიარდის ღირებულების ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა. ამერიკული ავტომობილების წილმა ავტომობილების გლობალურ ექსპორტში 9.1% შეადგინა.

მესამე ყველაზე მსხვილი საავტომობილო ექსპორტიორის სტატუსი 2022 წელს იაპონიამ დაიკავა. გასულ წელს ექსპორტზე $135 მილიარდის ღირებულების იაპონური ავტომობილები გაიყვანეს. საინტერესოა, რომ 2000 წლიდან 2022 წლამდე გლობალურ ექსპორტში იაპონური ავტომობილების წილი 6.4%-ით, 15.3%-დან 8.9%-მდე შემცირდა. ერთი შეხედვით უცნაურია, თუმცა რეიტინგში მეოთხე პოზიციას მექსიკა იკავებს. 2022 წელს მექსიკიდან ექსპორტირებული ავტომობილების საერთო ღირებულებამ $129 მილიარდი შეადგინა.

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდა ჩინური ავტომობილების ექსპორტის მაჩვენებელზე მოდის. ჩინეთი ავტომობილების მე-5 ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახლდათ, რომლის წილიც 2000 წლიდან 2022 წლამდე 7.7%-ით, 0.3%-დან 8%-მდე გაიზარდა. რეიტინგის მე-6 ადგილს $77 მილიარდის ღირებულების ექსპორტირებული ავტომობილებით სამხრეთი კორეა, მე-7 პოზიციას კი კანადა იკავებს ($50 მილიარდი).

მერვე ყველაზე მსხვილი საავტომობილო ექსპორტიორის სტატუსი გაერთიანებულ სამეფოს აქვს, მე-9 პოზიციაზე კი $30 მილიარდის ღირებულების ავტომობილების ექსპორტით ტაილანდი იმყოფება. ათეულში ბოლო პოზიციაზე $25 მილიარდის ღირებულების საავტომობილო ექსპორტით თურქეთია.

რეიტინგი ქვეყანა % გლობალურ ექსპორტში 2000 წელს % გლობალურ ექსპორტში 2022 წელს ღირებულება 2022 წელს
1 ევროკავშირი 45.4% 46.1% $699 მილიარდი
2 აშშ 11.7% 9.1% $138 მილიარდი
3 იაპონია 15.3% 8.9% $135 მილიარდი
4 მექსიკა 5.3% 8.5% $129 მილიარდი
5 ჩინეთი 0.3% 8.0% $121 მილიარდი
6 სამხრეთი კორეა 2.6% 5.1% $77 მილიარდი
7 კანადა 10.5% 3.3% $50 მილიარდი
8 გაერთ. სამეფო 4.5% 2.7% $41 მილიარდი
9 ტაილანდი 0.4% 2.0% $30 მილიარდი
10 თურქეთი 0.3% 1.7% $25 მილიარდი

Previous Post

ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ

Next Post

მუდმივი დაწესებულების საგადასახადო დაბეგვრის და ფინანსური ანგარიშგების გამოწვევები

დავით ბერაძე

Next Post
მუდმივი დაწესებულების საგადასახადო დაბეგვრის და ფინანსური ანგარიშგების გამოწვევები

მუდმივი დაწესებულების საგადასახადო დაბეგვრის და ფინანსური ანგარიშგების გამოწვევები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result